ანტინოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტინოექალაქი, რომელიც დაარსდა ჩვ.წ.130 წ. იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, თანამედროვე შეიხ აბადასთან.

ანტინოე, რომელიც იმპერატორის ფავორიტი იყო, ნილოსში დაიხრჩო. იმპერატორმა არა მარტო დააარსა ქალაქი მის პატივსაცემად, არამედ დანერგა მისი კულტი, რომელიც რომშიც გაავრცელა. რომში, მონტე პინჩიოს მოედანზე, დღემდე დგას ე.წ. „ბარბერინის ობელისკი“. ობელისკის ტექსტი ეგვიპტურ ენაზე, იეროგლიფური დამწერლობით არის შედგენილი და გვამცნობს, რომ ანტინოე იყო მკურნალი, რომელიც ძილით კურნავდა.

ანტინოეში ეთაყვანებოდნენ ბაყაყის სახის ქალღმერთს ხეკეტს. ქალაქის მიდამოებში შემორჩენილია რამსეს II-ის ტაძრის და ამონხეტეპ IV-ის კაპელის ნანგრევები. რომაულ პერიოდს ეკუთვნის ორი ტაძრის ნანგრევები, რომლებიც ისიდასა და სერაპისისადმი იყო მიძღვნილი.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები