კონსტრუქციული პლასტმასები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტრუქციული პლასტმასები – კონსტრუქციული ეწოდება ისეთ პლასტმასს, რომელიც სამშენებლო კონსტრუქციებისა და დეტალების დასამზადებლად გამოიყენება. მას მოეთხოვება მაღალი სიმტკიცე, სიხისტე და საკმარისი წინაღობა ატმოსფერული ზემოქმედებისა და ცეცხლისადმი. ამ მოთხოვნებს ძირითადად აკმაყოფილებს პლასტმასის შემდეგი ნაირსახეობები: მინატექსტოლიტი, მინაპლასტიკი, ქაფპლასტი, პოლიურეთანი, პოლისტირენი, პოლიკარბონატი, პოლივინილქლორიდი, ორგანული მინა, ფოროპლასტი, ფიჭაპლასტი, მერქან-ფენოვანი პლასტიკები, მერქანბოჭკოვანი ფილები, მერქანბურბუშელოვანი ფილები, პლასტმასის აფსკები და ჰაერგაუმტარი ქსოვილები, სინთეზური წებოები, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი და სხვ.

ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში, საზღვარგარეთულ მონაცემებზე დაყრდნობით, მოყვანილია დღეისათვის არსებული ძირითადი პოლიმერული მასალების დასახელებები, მათი საერთაშორისო ასოითი აღნიშვნები, აგრეთვე მითითებულია თუ რომელ ჯგუფს ეკუთვნის ესა თუ იგი მასალა – თერმოპლასტიკურს თუ თერმორეაქტიულს.

ძირითადი პოლიმერული მასალები, მათი საერთაშორისო აღნიშვნა და ჯგუფები
(თერმოპლასტიკური თუ თერმორეაქტიული)


დასახელება შემოკლებული აღნიშვნები თერმოპლასტიკური თერმორეაქტიული
1 2 3 4
აკრილნიტრილბუტადიენსტირენული პლასტმასები ABS
ცელულოზის კარბოქსილმეთილი CMC
კაზეინი CS
ცელულოზის აცეტატი CA
ცელულოზის ბუტირატ აცეტატი CAB
ცელულოზის პროპიონატ აცეტატი CAP
ცელულოზის ნიტრატი CN
ცელულოზის პროპიონატი CP
კრეზოლ-ფორმალდეჰიდი CF
დიალილის ფთალატი PDAP
ეპოქსიდი EP
ეთილცელულოზა EC
მელამინფორმალდეჰიდი MF
ეთილენპროპილენი FEP
ფენოლფორმალდეჰიდი PF
პოლიაკრილის მჟავა PAA
ნეილონი (პოლიამიდი) PA
პოლიბუტადიენაკრილნიტრილი PBAN
პოლიბუტადიენსტირენი PBS
პოლიკარბონატი PS
პოლიდიალილფთალატი PDAP
პოლიეთილენი PE
ტერეფთალატის პოლიეთილენი PETP
პოლიმეთილქლორაკრილატი PMCA
პოლიმეთილმეტაკრილატი (ორგანული მინა) PMMA
პოლიმონოქლორტრიფთორეთილენი PCTFE
პოლიაცეტალი (პოლიოქსიმეთილენი) POM
პოლიპროპილენი PP
პოლისტირენი PS
პოლიტეტრაფთორეთილენი PTFE
პოლივინილაცეტატი PVAc
პოლივინილის სპირტი PVAL
პოლივინილბუტირალი PVB
პოლივინილქლორიდი (პვქ) PVC
პოლივინილქლორიდაცეტატი PVCAc
პოლივინილფთორიდი PVF
პოლივინილფორმალი PVFM
სილიკონური პლასტმასები SJი
სტირენაკრილნიტრატი SAN
სტირენბუტადიენური პლასტმასები SBP
სტირენკაუჩუკის პლასტმასები SRP
შარდოვანაფორმალდეჰიდი UF
ურეთანული პლასტმასები UP


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები