რატი (ღვთაება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რატი – (ეგვ. Rj.t). ეგვიპტის ახალი სამეფოდან ჩნდება რას სახელზე დაშენებული მდედრობითი ვარიანტი („-t“ დაბოლოება ეგვიპტურ ენაში მდედრობითი სქესის ნიშანს წარმოადგენს. იგი იხმარება, როგორც ეპითეტი ქალღმერთებისათვის, რომლებიც ზეცის და მზის დედები იყვნენ – მაგ. ნუტი, ნეიტი და ხატხორი. მაგრამ არსებობდა ქალღმერთი, რომლისათვისაც „რატ“ კომპონენტი საკუთარი სახელის შემადგენელი ნაწილი იყო – რატ-ტაუი – „ორივე ქვეყნის რატი“ (ეგვ. Rttwj). იყო მონტუს მეუღლე. ჰქონდა ანთროპომორფული იკონოგრაფია, მისი თავსაფარი სვავის თავის, ძროხის რქებისა და მზის დისკოს კომბინაციას წარმოადგენდა.