საქართველოს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა
საქართველოს ნიკო სულხანიშვილის სახელობის. სახელმწიფო საგუნდო კაპელა – დაარსდა 1947. სხვადასხვა დროს კაპელას ხელმძღვანელობდნენ ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები: გ. ხახანაშვილი (1947- 52), ო. თაქთაქიშვილი (1952-56), ლიტველი დირიჟორი იან დუმინი (1957), ჯ. კახიძე (1957-62), გ. ბაქრაძე (1962-75), 1975-2010 კაპელას სათავეში ედგა საქართველოს სახალხო არტისტი გ. მუნჯიშვილი, 2010-იდან ა. უშვერიძე. რეპერტუარშია ქართული კლასიკური და თანამედროვე საგუნდო მუსიკა, ნ. სულხანიშვილის, ზ. ფალიაშვილის, შ. მშველიძის , ო. თაქთაქიშვილის, რ. ლაღიძის, ა. მაჭავარიანის, ი. კეჭაყმაძის, ა. ჩიმაკაძის, ს. ნასიძის, ო. გორდელის, ი. ბობოხიძის და სხვ. ნაწარმოებები. კაპელა წარმატებით ასრულებს მსოფლიოს საგუნდო მუსიკის მაღალმხატვრულ ნიმუშებს. გასტროლებით შემოვლილი აქვს საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა.