ფერეიდნული დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფერეიდნულიქართული ენის დიალექტი, ფერეიდანში – ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ პროვინციაში მცხოვრებ ქართველთა მეტყველება.

სარჩევი

ისტორია

ისტორიული წყაროების მიხედვით, XVII ს. დასაწყისში შაჰ-აბასმა ააოხრა აღმოსავლეთ საქართველოს ბარის მოსახლეობა; 1713– 1716 ჯერ ერწო-თიანეთიდან, შემდეგ კი კახეთ-ქიზიყისა და დღევანდელი საინგილოს ტერიტორიიდან აყარა და ირანში გადაასახლა 130000-ზე მეტი ქართველი. მათი ნაწილი ტყვეებად გაყიდეს, დიდი ნაწილი კი დაასახლეს ირანის სხვადასხვა კუთხეში (ხორასნის, მაზანდარანის რაიონები, ქურთისტანი, ლურისტანი, ისპაჰანის მიმდებარე და სხვ. ტერიტორიები). ძლიერი ზეწოლისა და მძიმე პირობების გამო მათ შეიცვალეს სარწმუნოება; დიდი ნაწილი გაითქვიფა ადგილობრივ მოსახლეობაში. ადრინდელ ქართულ დასახლებებზე მიანიშნებს აქა-იქ შემორჩენილი ადგილის, სოფლის, ქუჩის სახელები, გვარები.

დღეს ირანში ქართველებით კომპაქტურად დასახლებული ერთადერთი რაიონია ფერეიდანი, სადაც მოსახლეობამ შეინარჩუნა დედაენა და ეროვნული თვითშეგნება. ფერეიდნიდან ჩამოსახლებული ქართველები მცირე რაოდენობით ცხოვრობენ აგრეთვე თეირანში, ისპაჰანსა და სხვ. ქალაქებში.

ფერეიდანი მდებარეობს ირანის ცენტრალურ მთიანეთში, ბახთიარიის მთებში, 2500 მ სიმაღლეზე ზ. დ. ფერეიდნის მაღალმთიან რაიონში, ვიწრო ხეობებში მეომარ და მეურნე ქართველთა ჩასახლებით ირანის ხელისუფალნი მიზნად ისახავდნენ თავი დაეცვათ მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან, სურდათ, ეკონომიკურადაც გაეძლიერებინათ ეს ძნელად მისადგომი მხარე. ბუნებრივმა პირობებმა, ერთგვარმა იზოლაციამ გარე სამყაროსაგან ხელი შეუწყო ამ რეგიონში ქართული ენის და ცნობიერების შენარჩუნებას.

პირველი წერილობითი ცნობები ფერეიდნელი ქართველების შესახებ ეკუთვნის ინგლისელ ჰ. ლეიარდს, რომელიც 1840 გავლით იყო ფერეიდანში. იგი ამ ქრისტიანებით დასახლებულ პროვინციას ახასიათებს, როგორც აყვავებულს, ხეხილის ბაღებით გარშემორტყმულს, ხოლო მცხოვრებთ ადგილობრივი მოსახლეობისგან სახის ნაკვთებითა და სილამაზით გამორჩეულთ.

პირველი ქართველი მოღვაწე, რომელმაც 1894-1896 იმოგზაურა ფერეიდანში და ფერეიდნელ ქართველებს გაეცნო, ლ. აღნიაშვილი იყო. მასვე ეკუთვნის პირველი დაკვირვებანი იქაურ ყოფასა და ფერეიდნულ ქართულ მეტყველებაზე.

დღეს ფერეიდანში ქართველებით დასახლებული თორმეტი სოფელია, რომლებიც ორ რაიონულ ცენტრში Ⴔერეჲდუნშაჰრსა (ზემო მარტყოფი) და დარანში იყრის თავს. ზემო მარტყოფში შემავალი სოფლებია: სიბაქი (ვაშლოვანი), ჩუღრუთი (ჩუყურეთი), ჯაყჯაყი, შაჰრაქი, ხუნგი. ქვემოთ. ისპაჰანის მიმართულებით მდებარეობს ხოიგანი, დაშქესანა, ბოინი, თოლელი | თორელი, აფუსი (რუისპირი) და ახჩა. საქართველოდან გადასახლებულ მოსახლეობას ახალი საცხოვრისისთვის მშობლიური ქალაქისა თუ სოფლის სახელები დაურქმევია (მარტყოფი, ვაშლოვანი, რუისპირი, ნინოწმინდა…). მათგან ზოგი დღეს აღარ ჩანს, ზოგისთვის სახელი შეუცვლიათ, მაგრამ თავდაპირველი დასახელება კარგად ახსოვთ. დღესაც ქართულია მიკრო ტოპონიმიკის დიდი ნაწილი: მამულები – ნაქერალი, პირიქითი, ვარდისყელი, გადრეცილი, მიღმაჴევი… წყაროები – კაკბის წყარო, თანდილას წყარო, ცივწყარო, მთები – სანამქრო, ტინთუკანი, დიდწვერი და სხვ.

ადგილობრივ მკვიდრთა ცნობით, დღეს ფერეიდანში 50000-მდე ქართულად მოლაპარაკე ადამიანი სახლობს, ამათგან 10000-მდე – ზემო მარტყოფში. ოფიციალური ენა სპარსულია. მაგრამ ქართული ჯერ კიდევ შემორჩენილია როგორც ოჯახში, ფერეიდნელ ქართველთა შორის საურთიერთო ენა. აქ (თვით ქართულ სოფლებშიც) ქართველების გვერდით ცხოვრობენ თურქები და ირანული მოდგმის მომთაბარე ტომები – ბახთიარები, ლურები, ქურთები.

ფერეიდნელ ქართველთა მეტყველება

ფერეიდნული ქართული განსაკუთრებულ პირობებში მოექცა. თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში სრულმა იზოლაციამ ქართული სამწერლობო ენისა და დიალექტებისაგან, ამასთან, სტრუქტურულად განსხვავებულ ენობრივ გარემოში მოხვედრამ განაპირობა მასში მოქმედი სხვადასხვა ხასიათის ტენდენციები. ერთი მხრივ, შეინიშნება ნასესხობათა დიდი რაოდენობა, ინტერფერენციული მოვლენები. მეორე მხრივ, ფერეიდნულში შემონახულია აღმოსავლეთ საქართველოს მთის კილოებისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი (-ჩი თანდებული, ხოლმეობითის არქაული წარმოება: წაიდის, დათესის..); ამავე დროს, გამოვლინდა ენის შინაგანი განვითარების წარმონაქმნები, რომლებიც პარალელს პოულობენ ქართული ენის სხვა კილოებში მიმდინარე პროცესებთან, მაგ., ნ. სრულში გარდამავალ ზმნებთან -ენ სუფიქსი -ეს -ის ნაცვლად: მოკლენ, გააკეთენ.

ფერეიდნული მეტყველება არ არის ერთგვაროვანი მისი გავრცელების მთელ ტერიტორიაზე. თორმეტი ქართულენოვანი სოფლის ენობრივ თავისებურებათა გათვალისწინების საფუძველზე გამოიყო ზემო და ქვემო ფერეიდნული. რაც ემთხვევა ამ რეგიონის გეოგრაფიულ და ადმინისტრაციულ დაყოფას. ენობრივ სხვაობათა საფუძველი შეიძლება იყოს როგორც აქ დასახლებულ ხალხთა ადრინდელი ენობრივი სამყაროდან წამოყოლილი მოვლენები (მაგ., ქვემო ფერეიდნული მივყეცით, ჭამეცით ფორმები, დღეს გარეკახურში დადასტურებული ფორმების ანალოგიური, შდრ. ზემო ფერეიდნული მივყევი, ჭემევით…), ისე ახლად შეძენილი, ენობრივი კონტაქტების შედეგად შეთვისებული მოვლენები (მაგ., ქე, ქი კავშირები ქვემო ფერეიდნულში, შდრ. ზემო ფერეიდნულის რო კავშირი.

ფონეტიკა

დასტურდება ჴ ფონემა ძველი სალიტერატურო ქართულისა და დღევანდელი მთის კილოებისთვის დამახასიათებელ პოზიციებში; ჴმა, ჴბო…; გვხვდება ჲ: ი- სუფიქსის პოზიციაში ხმოვნის მომდევნოდ (მოჲყUuuu.JPGანა, გამაჲღის…); ჰ-|ს- ზმნური პრეფიქსების ადგილას (ჲკლევდენ, დაჲძახის…), აგრეთვე ენკლიტიკის შემთხვევებში ხმოვანზე დაბოლოებული სიტყვის შემდეგ (სადაჲჯოფს…);

ჶ იხმარება სპარსულიდან ნასესხებ სიტყვებში (ჶერეჲდუნ-შაჰრი, ჶარსი); თავს იჩენს ხმოვანთა მკვეთრი შემართვის შემთხვევები (′ემათ, ′ეგრე…); გვხვდება გემინირებული თანხმოვნები როგორც ნასესხებ, ისე საკუთრივ ქართულ სიტყვებშიც (ქალლა, ხუთთი…); ე) ხმოვანთა რედუქცია შესუსტებულია სპარსულენოვანი გარემოს გავლენით (კდარები, ნაჭერები…). რედუქცია შედარებით ინტენსიური ჩანს ქვემო ფერეიდნულში: ცხრები|ცხორები, ყრები|ყორები, ჴრები…), ჩნდება თანხმოვანთგამყარი ხმოვანი ხან სრული (იშვიათად), ხან რედუცირებული:ძჷმა|ძუმა, დჷღე|მჷზე…).

ხშირია ბგერის დაკარგვის შემთხვევები: ვ იკარგვის ქართული ენის ბუნებრივ კომპლექსებში (იყნეს, წიმა…); მ იკარგვის სიტყვის თავკიდურ პოზიციაში: თა < მთა, თორე < მთვარე… რაც ენის ფონეტიკური სტრუქტურის მოთხოვნითაა გამოწვეული და სხვა კილოებშიც გვხვდება:

სუბსტიტუცია: ვ : მ (ვინ > მინ…); ნ : მ (ემან > ემამ); პ : ბ (პატარა > პაჲტა > ბაჲტა..): ბ: ვ (მეტობა > მეტოვა..) და სხვ. მეტათეზისი: ბლენა, ძრიალ კუნტურში…);

ასიმილაცია: საღომო < საღამო. ოზო < ეზო, ჭაჭUuuu.JPGი < ჯაჭUuuu.JPG, ტრეტი < ტრედი)… მჟღერ ძ აფრიკატს ზოგჯერ ცვლის შესაბამისი სპირანტი: ძ > ზ: კერძი > კერზი, რძალი > ზალი…; ვ ბგერასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ცვლილებანი ფართოდაა გავრცელებული: ვა კომპლექსი გვაძლევს ო-ს (ცხორი, თოლი), ვე > ო (გოგონა < გვეგონა); ვი > უ (გუნდა < გვინდა)…

ფერეიდნულში ხმოვანთა კომპლექსის დაძლევა სხვადასხვა საშუალებით ხდება: დიფთონგიზაციით (აუ > ოუ > ოUuuu.JPG: გოUuuu.JPGტეხია; ეუ > ეUuuu.JPG: წართმეUuuu.JPGლი:. ასევე, აი > აჲ: გაჲგებენ და სხვ. ელიზია ხდება ენკლიტიკა–პროკლიტიკის შემთხვევები: დღე'რი < დღე არი, დ'ემ < და ემ… ამავე მიზეზით ხდება იდენტურ ხმოვანთა შეხვედრისას ხმოვნის დაგრძელება და ერთ ხმოვანზე დაყვანა (ეე > ე: ესეები > ესები)…

ზმნისწინები პოზიციის შესაბამისად სხვადასხვა გახმოვანებით შეიძლება შეგვხვდეს. ხშირ შემთხვევაში ეს არის რეგრესული ასიმილაციის შედეგი მომდევნო ზმნური პრეფიქსების გავლენით (გეეგო < გაეგო, მუგუკლეს < მოგუკლეს < მოგვიკლეს…).

მორფოლოგია

ა-სა და ე-სე დაბოლოებული სახელები ხშირ შემთხვევებში უკვეცელია ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში: შუშას ლამფა, ჭას პირი… კუმშვადი ფუძის გვერდით გვხვდება უკუმშველი ფუძეებიც:ორ წელისა, მაჲრწყვენ წყალითა…

მოთხრობით ბრუნვაში -მ (~), -მა-ს-თან ერთად გვხვდება: -მამ (ბიჭ-მამ, დედაკაც-მამ ქვედა ფერეიდნულში); რაც ზემო და ქვემო ფერეიდნულის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია.

მიცემით ბრუნვის ალომორფებია -ს და -Ø, იშვიათად -ჰ: აფურებ-ს |ფურებ დოოყრი…). უთანდებულო მიცემით ადგილის გარემოების გამოსახატავად იხმარება, უფრო გეოგრაფიულ სახელებთან: წაველით ჩუღრუთს… (შდრ. აველით სერზე, წაველ ბაღჩი).

ატრიბუტული მსაზღვრელი ბრუნებისას ხან ნულოვანი ალომორფითაა წარმოდგენილი, ხან – სახელობითი ბრუნვის ფორმით: ორ ყმაწილი, ქრივ დედაკაცმა… ხუთი თეს, ჩემი ძმებმა… მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების უთანდებულო ფორმა გამოხატავს დროის გარემოებას: დილობას| დილობის; იმ ზამთრის… უთანდებულო მოქმ. გამოსვლითობის ფუნქციით იხმარება: საით ჩამოვიდეს? („საიდან ჩამოვიდეს“), იქით („იქიდან“…)

ფერეიდნულში ქართული ენის სხვა ქვესისტემებისგან განსხვავებით, ზედსართავი სახელის შედარებითი ხარისხის ორგანული წარმოების ფორმები არ დასტურდება. გვხვდება მხოლოდ აღწერითი წარმოება. მაღალი – იფო მაღალი – ძრიალ მაღალი, წითელი – იფო წითელი – ჩაყუჩებული წითელი… ოდნაობითი ხარისხის ფორმები კი ჩვეულებრივია: მომაღლო, მობერო, მოსხილო.

პირისა და ჩვენებითი ნაცვალსახელები ზოგ თავისებურებას გვიჩვენებენ: I პირში გვხვდება მე | მენ | მენამ (იშვიათად); III პირში ის | ისი; ეს | ესე; მრავლობითში – ესეები | ესები | ესენი… არ გვხვდება მან ნაცვალსახელი, ჩვეულებრივია ემამ „ემან“, ემას, ემის, ემანთ, ემებს…. იმამ, იმას და ა. შ. I პირის მრავლობით რიცხვში ჩონ ფორმაა, II პირში – ქენ | თქენ; კითხვითი „ვეინ“ მხოლოდ მინ-ის სახით იხმარება; ასევე მინმე, ვერმინ…

ნსი „ის“, ანსები „ისები“ მხოლოდ ფერეიდნულისთვის დამახასიათებელი ნაცვალსახელია. ვარაუდობენ, რომ იგი მიღებულია სპარსული an „ის“ და ქართული ისი ნაცვალსახელების კონტამინაციის შედეგად. ნაცვალსახელებსა და ადგილის ზმნისართებში გამოიყოფა დეიქტური ხმოვნები (ა, ე, ი), რომლებიც მოლაპარაკე პირთან სიახლოვე-სიშორეს გამოხატავენ, მათგან ფუნქციურად განსხვავებულია ა, რომელიც მოლაპარაკე პირისაგან შორს მყოფ საგანსა თუ ადგილზე მიუთითებს: ექ „აქ“, ანქ „იქ“, ამამ „ის“, აქით „იქიდან“… რაც აგრეთვე სპარსული ენის გავლენით იხსნება: შდრ. სპარსული an „ის“ და in „ეს“.

განსაზღვრებითი ნაცვალსახელები – ყველა, ყველანი, ყველაფერი – ფერეიდნულში წარმოდგენილია ს უ-ს (< სუყველა) სახით, მრავლობითში სუნი (სახ. ბრ-ში), ს უ თ (დანარჩენ ბრუნვებში), სუნივენი, სუნივენთ… ძალზე იშვიათია სუყვლა.

სახელთა მრავლობითი რიცხვის წარმოება საერთო ქართულ წესს მისდევს: იხმარება მრავლობითის წარმოების ორივე პარადიგმატული ტიპი; -ებ სუფიქსიანი წარმოება ძირითადია: გვხვდება ნივთიერების და კრებით სახელებთანაც: ზეები მაჲტანეო „რძეები მოიტანეო“, ბრინჯებზე ძეო „ბრინჯებზე ძევსო“, ხალღები შემეექუჩნეს „ხალხი შეგროვდა“, აგრეთვე: ბეUuuu.JPGტრები იყნეს…. ნართანიანი ფორმები არ არის იშვიათი, გვხვდება როგორც სახელობით, ისე სხვა ბრუნვებში, ხშირად – რიცხვით სახელებთან: ორნი იყნეს, ემ სამთა მოდეს; აჶუსელნი, ბოინელნი, თელაველნი ჩონ მოგნატრიან. ბოინელთ და ახჩაველთ შეცლილი გოქ სიტყოები….

ნ/თ ერთვის -ან, -იან სუფიქსიან კრებით სახელებს, რომლებიც ანთროპონიმებისაგან ან საზოგადო სახელებისაგან არიან ნაწარმოები და ოჯახის, შტო-გვარის ფორმებს ქმნიან: სეფიან(ნ)ი (სეფიაშვილების ოჯახი), ხუციანთ გომი, თურქიანთ სეიჶოლა; ლოკატივის ფუნქციით: პაპანთას წასულა, ბიჭიანთას მაიყვანენ და სხვ.

ყე ელემენტი ხშირად ისმის ფერეიდნელთა მეტყველებაში. იგი სხვადასხვა წარმომავლობის ომონიმური სუფიქსია, რომელიც ხან ზმნის თანმხლები ელემენტია (აქტანტების სიმრავლის, ხოლმეობითების გამომხატველი), ხან სახელისა – თანდებულის ფუნქციისა. ყე, როგორც თანდებული, სხვადასხვა ვარიანტის სახით გვხედება ქართული ენის კილოებში (კახურ-ქიზიყურში, ინგილოურში, მთიულურში, რაჭულ-იმერულში…): -კენ | -კე | -კ: -ყენ | -ყე | -ყ. მათი ფუნქციაა, გამოხატონ მიმართულება გარკვეული პუნქტისაკენ. ფერეიდნულში -ყე თანდებულის მოქმედების არე საგრძნობლად გაფართოვდა: იგი გამოხატავს აქეთა და იქითა მიმართულებას სივრცესა და დროში (იშვიათად), გამოსვლითობასა და მიწევნითობას: ჩავიდეს ქომოთყე „ქვემოთკენ“, შდრ.: ამოიღო დჯიბესაყე ფული „ჯიბიდან“. ამავე დროს -ყე შეიძლება შეგვხვდეს -ზე, -ში, -თვის, -გან, შესახებ თანდებულთა პოზიციებში და მათ პარალელურად: ცხრასაყე მეტი „ცხრაზე“ მეტი“, ჩონყე ნამაჲ ხარო „ჩვენთვის კარგი ხარო“, პაპებსაყე გუგუგია „პაპებისაგანი“. ამ მოვლენამ ფერეიდნულში იზოლირების შემდეგ იჩინა თავი და ამით იგი ქართული ენის ბუნებრივ ტენდენციებს დაშორდა. -ყე, აღნიშნავს ირიბი და პირდაპირი ობიექტების, სუბიექტის მრავლობითობას „მეწირქილემ უთხრაყე მარტყოფელო; ის კაცები მოკლაყე ქერიმხანმა; ზოგჯერ იგი პატივისცემის მრავლობითსაც გამოხატავს: ქეჩ გინდაყე ჲნახოთ…

თანდებულთაგან გავრცელებულია -ჩი | -ჩიგ(ა), რომელიც -ში თანდებულის ნაცვალია: თებჩიგ, მინდორჩი…: -ზე გვხვდება -ზე | -ზედ | -ზეგ ვარიანტების სახით. -თვის თანდებულის ნაცვლად გვხვდება -თი | -თ, რომელიც დაერთვის მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების ფორმებს: წყალსათი – „წყლისათვის“; მიცემითი ბრუნვის ფორმაზე დართული -თი მიმართულებასაც გამოხატავს: მარტყოფსათი – „მარტყოფში“, „მარტყოფისკენ“.

ფართოდ არის გავრცელებული -ობა სუფიქსით ნაწარმოები კრებითი და აბსტრაქტული სახელები: შიარობა „შიმშილი“, ჴმელიანობა „გვალვა“…

-იერ (-იელ) სუფიქსს ცვლის -იარ (-იალე): ქონიარი „მქონებელი“, გემრიალი…

ფერეიდნული არ განარჩევს სულიერ და უსულო საგანთა წარმომავლობის ფორმანტებს: -ურ (-ულ) გვხვდება ვინ ჯგუფის სახელებთანაც: ერთ ქურთულ ხანი ჰყავთყე, ეს თორელური დედაკაცია...

ფერეიდნულისთვის დამახასიათებელია ზედსართავი სახელის თავისებური ფორმები, მიღებული ნაცვალსახელებისა და „სიდიდე“ სახელის შერწყმის შედეგად: ემსიდე < „ემსიდიდე“: რაგდიდე „რამსიდიდე“, ცოტას აღნიშნავს ერთცოტა | ერცოტა; ბეUuuu.JPGრსხანია (დაშქ.) |ბეUuuu.JPGრისხანია (მარტ.) „დიდიხანია“.

S2 და O1 პირის პრეფიქსებად გვხედება ჰ-, ჲ- ს (იშვიათად), S2 პირი ჩვეულებრივ აღინიშნება (უნდა შაჰკერო, გაჲლესო, ნუ სწევხარ…). ზმნაში შეიძლება იყოს წარმოდგენილი როგორც ირიბი, ისე პირდაპირი ობიექტის აღმნიშვნელი მორფემა: ერთი მხრივ,. ჰყUuuu.JPGანდა, ჰქონდა|ჲ ქონდა… მეორე მხრივ: ჰყრიდა დოსა, ცხენი მაჰკლა, გაჲლეწვენ კალოსა. ზოგჯერ ს- პრეფიქსის პოზიციებში ჰ- გვხვდება: თავი ჰტკიოდა. თავს მაჭრის (შდრ. კახუში მსგავსი ფორმები). არის შემთხვევები -ს სუფიქსის დაკარგვისა: გოქ „გვაქეს“, ენა არ დოოკარგავყე…

სუბიექტის III პირის მრავლობით რიცხვში ძველი ქართულისთვის დამახასიათებელი -ეს სუფიქსი დასტურდება ზედა ფერეიდნულში ყველა ტიპის ზმნებთან ნამყო უსრულშიც და ნამყო სრულშიც, ისევე როგორც მთის კილოებში: წავიდეს „წავიდნენ“, ჭამდეს „ჭამდნენ“, ქვემო ფერეიდნულში კი -ეს-ის ნაცვლად დასავლური კილოებისათვის დამახასიათებელია -ენ სუფიქსი: ამებმა მოკლენ გელი, ჩაი დალივენ, დათხარენ ჭა…, რაც მოულოდნელი ჩანს აღმოსავლეთ საქართველოდან გადასახლებულთა მეტყველებაში (შდრ. გურულ-იმერული), საფიქრებელია, რომ ქვემო ფერეიდნულში ანალოგიური პროცესი დამოუკიდებლად უნდა განვითარებულიყო.

ძველქართულისებურია: ა) ვნებითი გვარის ზმნათა აწმყოს მხოლობით რიცხვში III პირის ფორმები: იხარშების, მაგონდების, კეთდების; ბ) ხოლმეობითის წარმოება: ცომი მოვზილით, პური დავაკრით, ამის გვერდით გვხედება -ყე ფორმანტით ნაწარმოები ხოლმეობითიც: გავრეცხავყე, გამოვლესავყე, ავანთეფყე; ზოგჯერ ხოლმეობითის კონტამინირებული ფორმაც იხმარება: დეეკითხისყე, დამბანისყე…

გვხვდება ზმნის მარტივი ფუძის თემის ნიშნით გართულების შემთხვევები, რაც ქართული ეჩის დიალექტთა უმრავლესობაში შეინიშნება: დაწერავს, შაშჭამავს-. ეს პროცესი ფერეიდნულში შორს არის წასული. ზოგჯერ -ავ მორფემა ერთვის მოქმედებითი გვარის ზმნათა აწმყო-მყოფადის ფორმებს და ისეთ მოქმედებას გადმოსცემს, რომელიც ჩვეულებრივ ხდება: ზეს ჩავადედავთ | ჩავადედებავთ, წელი მაღონეფს | მაღონებავს… (შდრ. ხევსურული, სადაც -ავ დართული ფორმები მორფოლოგიური ფუნქციით დაიტვირთა: I თურმეობითი გაუკეთებავ „გაუკეთებია“). -ავ შეიძლება დაერთოს ზმნათა II სერიის ფორმებსაც: შაამოწმავეს, გომოგოყოლიავეს „გამოგვაყოლეს“…; შეინიშნება თემის ნიშანთა მონაცვლეობა: მაჰტაცავს „მოსტაცებს”. გაჰფიქრავს „გაიფიქრებს“. ფორმათა უნიფიკაციის პროცესი განსაკუთრებით დამახასიათებელია ქვემო ფერეიდნულისთვის. კერძოდ, სოფ. დაშქესანას მეტყველებისათვის: დაიძინავენ, ათორიალავს, დაალაგავენ, იგონავდა.

-ავ და -ამ სუფიქსები ნამყო უსრულსა და მისგან ნაწარმოებ ფორმებში -ევ და -ემ-ის სახით არის წარმოდგენილი: აბემდა, ჰკლევდა… ევ-იანი ზენები დრო-კილოთა II სერიის ფორმებშიც ინარჩუნებს ე-ს (-ევ > -ივ წყალი დალივა, ჴელი მოიქნივეა. ნამყო სრულში უნიშნო წარმოებაა: წაველ. დავდექ იქა. მარტო ვიყავ. უთხარ და გამუელ. ი- და ე- პრეფიქსიანი ვნებითები ნამყო ძირითადის მრავლობითი რიცხვის ფორმებში -ენ > -ნ ფორმანტს დაირთავენ: გავიჰარენით, შაიყარნეს…

გარდამავალ ზმნათა I თურმეობითში შენახულია -ავ და -ამ სუფიქსები (ენა არ დოოკარგავყე. კარტოფილი მოგუჴნავ…), სხვა შემთხვევებში -ი-ა დაბოლოებიანი წარმოებაა (ბიჭი დამიქორწილებია, მამიყუანია…). I თურმეობითის -აე სუფიქსიანი წარმოება გვხვდება სხვა ტიპის ზმნებთანაც: ჩემ თავი გოოდიდავ, გონჯი გოოკეთავ (შდრ. ხევსურული გაუდიდებავ, გოოკეთებავ). II თურმეობითში აღმოსავლური კილოებისთვის დამახასიათებელი -იყავ, -იყო მეშველზმნიანი წარმოებაა: დაჲვარდნიყო, წაჰყოლიყო-, თურმეობითებში არ არის იშვიათი -ებ თემისნიშნიან ზმნათა მარტივი უსუფიქსო ფორმები, განსაკუთრებით ქვემო ფერეიდნულში. „სეჲჶდოლა 112 წლის წინ დაბადულა“.

ვალ. ზმნა ნამყო უსრულს აწარმოებს აწმყოს ფუძისაგან: მივალ მივალდი (დაშქ.) შდრ. მივდიოდი (მარტ), ასევეა ინგილოურში, ტეხს ზმნის ვნებითი გვარის ნამყო უსრულში ფუძე არ იკუმშება (გამიტეხდა). II კავშირებითის საწარმოებლად -ა ფორმანტიც გვასხდება (ერთმანეთი გავიცნათ…). ზოგი სტატიკური ზმნა -ავ სუფიქსით იწარმოება (ქუას გამჰკიდავ.). კმარა ზმნას უკეთდება საობიექტო ქცევის ფორმები: მიკმარა, გიკმარა, უკმარა. მამაქ ზმნა III პირში მაჲაქ-ის სახეს იღებს; წყალი მაჲაქ. ფართოდ არის გავრცელებული: უბნობა, იბნვა „ლაპარაკობს”, „ამბობ” ზმნის სხვადასხვა ფორმა: უმბოფს, ვიიბნა, ეI XAZIANI.JPGბენით. იიბნა, იიბნებენ და სხვ. ნამყო დრ. საობიექტო მიმღეობის წარმოებისას ერთმანეთს ენაცვლება -ილ და -ულ ფორმანტები: გატეხილი, გატეხული, დათხრილი, დათხრული… -ობ-ა სუფიქსიანი მასდარის ფორმები მიზნის გარემოების სემანტიკას გამოხატავს: წაჲდეს ხორბლობ, შიქლობ „სანადიროდ“…

საინტერესოა ადგილის ზმნიზედების ზოგი სახის წარმოება: მრავლობითობის -ებ მორფემას დერივაციული ფუნქცია აქვს, დაერთვის პირველად ზმნებს: აქ, იქ, ახლო, დაბლა, შინ… და -ში | -ჩი თანდებულების დართვით აწარმოებს ფორმებს: აქებჩი, იქებჩი, ახლებჩი, ემანდეფჩი, სადეფჩი და სხვ. (შდრ. აჭარული აქზე, იქზე..). ხUuuu.JPGალე იხმარება ძველქართულისებური მნიშვნელობით: ხვალ, მეორე დღეს: ხUuuu.JPGალე რო შაიქნა…; თაიხUuuu.JPGალ „თავის ხუალ“ აგრეთვე „მეორე დღეს“ აღნიშნავს; დღეთა აღმნიშვნელ სახელებს შორის ზოგი ადგილობრივი წარმოებისაა: ხUuuu.JPGალ-ხUuuu.JPGალ-ზეით – იმსხოზეით, გუშინ – გუშისწინ – იმსხოწინ… მევრის | მემრის – იმსხო მეერის; წინაჲსწინ, წინწინ ნიშნაეს „უწინ“, „ძველად“; შარშა – „შარშან“, იმაში | იმიში „მაშინ“: უკან ზმნიზედა „შემდეგ“, „უკან“ ხშირად ერთვის სახელის თანიან მრავლობითს: სადილთუკან, ნავრუზთუკან, კართუკან… დიაღ|დია ნიშნავს: „ძალიან“, „ბევრი“, „კარგი“: დიაღ გაკეთდა, დიაღ ყურზენი ასხია…

ფერეიდნული ისევე როგორც ზეპირი მეტყველება საერთოდ, ხასიათდება ნაწილაკთა, დამხმარე სიტყვათა ხშირი გამოყენებით. გვხვდება როგორც საკუთრივ ქართული (-ყე, -ღა, -ა), ისე ნასესხები (-ელ/ელა, - ილ: მასალაან…) ნაწილაკები. -ა ხან კითხვითი ნაწილაკია (წყალი აავსეა?, ამას ამბოფსა), ხან კი – ნართაული ნაწილაკი, რომელიც განსაზღვრავს სიტყვას ან გამონათქვამს (მერმისაც მუალა, დახატულად იცისა).

ფერეიდნულში სინტაქსურ მიმართებათა ძირითადი სახეები დაცულია, ჩვეულებრივია აზრობრივი შეთანხმება სახელსა და ზმნას შორის მრავლობით რიცხვში: ხალღმა ადგეს, უთხრეს…; შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი მრავლობით რიცხვში ეთანხმება ქვემდებარეს, ისევე როგორც სხვა დიალექტებში: ბევრები ყოფილან მოკობრები, ცხენები შივრები იყნეს.

ფერეიდნულში დიდი გასაქანი მიეცა ერგატივის ფუნქციის გაფართოებას აქტიური სემანტიკის საშუალი და ენებითი გვარის გარდაუვალ ზმნებთან: ემ ბიჭმა გემემეგება, ემ ძაღლმა გაძღა და სხვ. როგორც ჩანს, იზოლაციამ ხელი შეუწყო ამ პროცესის ინტენსიურობას. იქ, სადაც ასეთი გავლენა საგულვებელია, ცალკეული პირის მეტყველებაში ჩნდება მან ნაცვალსახელი იმამ ნაცვალსახელის მაგიერად, რომელიც უცხოა საერთოდ ფერეიდნულისთვის: მან გარდაიცვალა…

უცხოენოვანი გარემოს გავლენის შედეგია პირდაპირი ობიექტის ბრუნვათა აღრევა: გარდამავალ ზმნათა I სერიის ფორმებთან ობიექტი სახელობით ბრუნვაშია: დიდი ხაზი შამაჰხაზვენ, კოჭი ცხორის ფეჴსაყე გამაჲღებენ…ინვერსიულ ზმნათა რეალური სუბიექტი მიცემითი ბრუნვის ნაცვლად სახელობით ბრუნვაშია: თავის დედაკაცი ერთ ოთაღჩი ეძინა. იცი ზმნასთან სუბიექტი ზოგჯერ სახელობით ბრუნვაშია: ზოგი იცის, ზსოგი არ იცის (დაშქ.).

ამავე დროს, ფერეიდნულში ძლიერია თავისთავადობის, საკუთარი ენობრივი მოვლენების დაცვის, შენახვის ტენდენცია. საკუთრივ ფერეიდნულ ლექსიკაში ძლიერია ის ფენა, რომელიც ქართული ენის ყოველი დიალექტის ძირითად ნაწილს წარმოადგენს და ეხმიანება, ერთი მხრივ, არქაულ მასალას (ასეთია – ნიჭი „საჩუქარი“, „მღვენი“; სასთოUuuu.JPGლი „ბალიში“, ზანზალაკი „ეჟვანი“, ტინი „კლდე“… მეორე მხრივ, სხვა დიალექტებში (უფრო აღმოსავლურ, მთის დიალექტებში დადასტურებულ ლექსემებს (დაჭუნვა „დაჭყლეტა“, დამძლევა „დანგრევა“ და სხვ. ბევრია ისეთი სიტყვა, რომელიც ფერეიდნულის წიაღშია ნაწარმოები ქართული დერივაციული მოდელებით: საწერი „წერილი“, სათლელი (ზემო ფერეიდნული) | დათლული (ქვემო ფერეიდნული) „ფული“, პირთანსავე „ფეხმძიმე“, ენათხელა „ჭორიკანა“… ზოგ სიტყვას სახე უცვლია და მხოლოდ ფერეიდნულისთვის დამახასიათებელი ფორმა მიუღია: ნამაჲ | ნამაზი < ლამაზი, ყორი „ქალიშვილი“ (< საყორელი); გატყილთა „გატყდა“; „დანახვის“, „ყურების“ მნიშვნელობით ჭვრეტა იხმარება (უჭრეტს, გასჭრეტს); ყურება კი „მოსმენას“, „გაგონებას“, „მოვლას“ აღნიშნავს: დოოყურე „უსმინე“, უყურავ მუზიკს „ეუსმენ მუსიკას“; ლექსემა ტარება გამოიყენება „სიარულის“, „სეირნობის“ გადმოსაცემად: წაიდეთ ვეტაროთ, ყმაწილეფს უყორსვეტარება…

სინონიმურ წყვილთაგან ერთი ზემო ფერეიდნულშია გავრცელებული, მეორე – ქვემო ფერეიდნულში: ყრალი „ცუდი“ (ყრალ საქმე. ყრალ კაცი.), ციცისკიბე „ცისარტყელა“ – ზემო ფერეიდნულში. დაშქესანაში: გონჯი, წელა „წველა“, „მაწონი“, ყორინანა…; დაშქესანაში ჩანს მიდრეკილება არსებითი სახელის ბოლოს -ო-ს დართვისა: ღელო, ცხავო, აბონო, შუო… შდრ. ღელე, ცხავი, შუა, აბონე… (მარტყ).

ნასესხობები

ხანგრძლივი ენობრივი კონტაქტების პირობებში, სოციალურ-პოლიტიკური ღა კულტურულ-რელიგიური ფაქტორების "ზემოქმედების გამო, ერთი ენობრივი კოდიდან მეორეზე ხშირი გადართვის აუცილებლობამ ფერეიდნელები ბილინგვები გახადა. ირანიზმებმა ფერეიდნული ენობრივი სისტემის ყველა სფეროში შეაღწია. ინტერფერენცია სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა. ეს არის სიტყვათა სესხება, ახალი მნიშვნელობის განვითარება, მნიშვნელობის გაფართოება-დავიწროება, კალკირება და სხვ. თვალშისაცემია ნასესხები სიტყვების, ფრაზების დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით – ქვემო ფერეიდნულში. ნასესხებია თითქმის ყველა მეტყველების ნაწილი (გარდა ზმნისა), რომლებიც მოქცეულია ქართულ გრამატიკულ და სიტყვაწარმოებით ყალიბში. მათი დიდი ნაწილი ქართული ლექსემების გვერდით თანაარსებობს (სტუმარი – ყონაღი, მაწონი – ყათუღი, ტყე – ჯანგალი…), სხვა შემთხვევებში ნასესხებ სიტყვათა ქართული შესატყვისები აღარა ჩანს (აღილი „ფარეხი“, ნეჰრა „სადღვებელი“, რათათი „გლეხი“…. ფერეიდნულისთვის დამახასიათებელია ზმნათა ანალიტიკური ფორმების სიუხვე, რომელთა დიდი ნაწილიც ახალი სპარსული ე. წ. რთული ზმნების გავლენითაა შექმნილი (ჰასაბი ქენ „დათვალე“, ჯადუ მქნა – „მომაჯადოვა“, ზენდეგის იქმენ „ცხოვრობენ“…).

ინტერფერენციის შედეგად მნიშვნელობის გაფართოების მაგალითია ზმნა კითხვა, კითხულობს, იკითხავს, რომელმაც სპარსული სათანადო ზმნის გავლენით განივითარა ქართულისთვის უჩვეულო მნიშვნელობები „მღერის“, „სწავლობს“; ასევე მილოცვა ფერეიდნულში იძენს სრულიად საპირისპირო მნიშვნელობას – „სამძიმრის გამოცხადება“ შესაბამისი სპარსული ზმნის გავლენით, რომელიც ორივე ამ მნიშვნელობას ითავსებს.

სხვა შემთხვევაში მნიშვნელობის დავიწროება მომხდარა: ზემო ფერეიდნულში ყოვილი საზოგადოდ „ყვავილს“ აღნიშნავს და სპარსული გოლის („ვარდი", „ყვავილი“) გვერდით იხმარება. ქვემო ფერეიდნულში კი ყოვილს მხოლოდ იონჯისა და სამყურას ყვავილზე იტყვიან, სხვა შემთხვევებში ნასესხებ გოლს ხმარობენ.

დ. ჩხუბიანიშვილი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები