ხენტეხტაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხენტეხტაიათრიბის ღვთაების გრეციზირებული ფორმა (ეგვ. Hnthtj, მნიშვნელობა უცნობია). ბუნდოვანია ასევე მისი პირვანდელი სახე. შუა სამეფოდან შევარდნის სახის ღვთაებაა. შეერწყა ხორს, ხორ-ხენტეხტაის სახით, მაგრამ შესაძლოა მისი პირვანდელი სახე ნიანგი იყო. ეს მოსაზრება ეხმაურება მკვდართა წიგნის 88-ე თავში მოხსენიებულ „ნიანგს ათრიბიდან“. ბერძნულ პერიოდში ხენტეხტაი უმნიშვნელოვანესი ღვთაებების რიცხვს განეკუთვნებოდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები