ხერტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხერტი – (ეგვ. Hrtj), ვერძის სახის მქონე ღვთაება, რომელიც ხშირად მოიხსენიება ადრე ძველი სამეფოს პერიოდის ტექსტებში და შუა სამეფოს თეოფორულ სახელებში, მაგრამ შემდგომში საკმაოდ იშვიათად გვხვდება. მისი კულტის სამშობლო ლეტოპოლისი იყო. დაკავშირებული იყო ხენტი-ირტისთან. მოიხსენიებოდა, როგორც „ლეტოპოლისის ბატონი“. პირამიდების ტექსტებში გარდაცვლილთა ღვთაებაც არის და ოსირისთან ერთად არის მოხსენიებული. ხანდახან გარდაცვლილი ფარაონი ორივეს სთხოვს შველას („დამიცავი, ოსირისო! დამიცავი, ხერტი!“ PT 534).


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები