ჰერაკლეოპოლისური ეპოქა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერაკლეოპოლისური ეპოქა – პერიოდი, ძველ ეგვიპტეში, როცა ძალაუფლებას ჰერაკლეოპოლისის მეფეები ფლობდნენ (IX-X დინასტიები, პირველი გარდამავალი პერიოდის მეორე ნახევარი). მათი ძალაუფლება მხოლოდ ჩრდილოეთ და შუა ეგვიპტეზე ვრცელდებოდა. ძველი სამეფოს დაშლის შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ ანარქიას კარგად გადმოსცემს მანეთონის ცნობა, რომ VII დინასტია შედგებოდა 70 მეფისაგან, რომლებმაც 70 დღეს იმეფეს. თანამედროვე რეკონსტრუქციით, VI დინასტიიდან IX დინასტიამდე დაახლოებით ორი ათეული წელი გავიდა. ამის შემდეგ ტახტს იპყრობს ვინმე ახტოი ჰერაკლეოპოლისიდან, რომელმაც მოახერხა შუა ეგვიპტის ტერიტორიის დამორჩილება. ის და მისი მომდევნო 17 ფარაონი შეადგენენ IX-X დინასტიებს, რომელთა ძალაუფლება ქვემო და შუა ეგვიპტეზე ვცელდებოდა, სანამ თებეს ნომარქების მცდელობა, გაეერთიანებინათ მთელი ეგვიპტე, ტრიუმფალურად დაასრულა მონტუხეტეპ II-მ და კვლავ გააერთიანა ქვეყანა (მონტუხეტეპი შუა სამეფოს პირველ ფარაონად ითვლება). ჰერაკლეოპოლისური პერიოდი ცნობილია შესანიშნავი მიღწევებით კულტურის, ლიტერატურის და რელიგიური აზროვნების სფეროში. ასევე ითვლება, რომ ჰერაკლეოპოლისის დამსახურებაა ლიტერატურაში, არქიტექტურასა და ხელოვნებაში ძველი სამეფოს საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნება და დახვეწა და მათი შუა სამეფოსათვის გადაცემა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები