XX საუკუნის კლასიკური მუსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XX საუკუნის კლასიკური მუსიკა

XX საუკუნე მუსიკალური ხელოვნების განვითარების ერთ-ერთი ურთულესი ეპოქაა. მის ძირითად მახასიათებლებს კონტრასტები, ესთეტიკური იდეალების სშირი ცელა, მრავალი, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი მოვლენის სინქრონული არსებობა წარმოადგენს, რაც ამ ასწლეულის გამორჩეულად მდიდარ მხატვრულ პანორამას ქმნის. ამასთანავე, XX საუკუნის ხელოვნება შესაძლებელია რამდენიმე დიდ ეტაპად დაიყოს:

– პირველი ეტაპი საუკუნის პირველ ნახევარს მოიცავს და მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში მოდერნის სახელითაა შესული. მისი დროითი საზღვრებია XX საუკუნის პირეელი ათწლეულიდან 1945 წლამდე, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე. მოდერნს ძირითადად ახასიათებს ახლის ძიება, რადიკალური გარდაქმნები მხატვრული აზროვნების ყველა დონეზე (ენა, სტრუქტურა, მხატერული შინაარსი), მაგრამ, ამასთანავე, მოდერნი აღიარებს გარკვეულ გენეტიკურ კავშირს წარსულთან.

– მეორე ეტაპი, 1945-1968 წლები, ავანგარდის სახელითაა ცნობილი. მისი შემოქმედებითი პათოსი ახლის შექმნაში, სტილის სტერილურ სიწმინდესა და ნებისმიერი იდეის თუ საკუთრივ მხატვრული ნაწარმოების უნიკალურობაშია.

– მესამე ეტაპი, 1968 წლიდან, პოსტმოდერნის ხანაა. მისი დაწყება უკავშირდება ე. წ. სტუდენტურ რევოლუციებს ევროპასა და აშშ-ში და ომისშემდგომ პერიოდში ავანგარდის მიერ დადგენილი ფასეულობების მთელი სისტემის რევიზიას გულისხმობს.

XX საუკუნე იმთავითვე ხასიათდებოდა რადიკალური ძვრებით სოციალურ, კულტურულ და ინტელექტუალურ სფეროებში. უდიდესი მნიშვნელობის ისტორიულმა მოვლენებმა – ომებმა, რევოლუციებმა, – ცხადია, დიდი გავლენა მოახდინა მხატვრულ აზროვნებაზეც. არანაკლები მნიშენელობა ჰქონდა სამეცნიერო აღმოჩენებს, რამაც გარემომცველი მატერიალური სამყაროს შეცვლა და, რაც მთავარია, მის შესახებ ადამიანთა წარმოდგენების გადააზრება გამოიწვია.

XIX საუკუნეში გაბატონებული ცხოვრების გაწონასწორებული და აუჩქარებელი ტემპის საპირისპიროდ, როდესაც ყველაფერი უცვლელად და ურყევად ეჩვენებოდათ, XX საუკუნე იდეალების ნგრევის, შიშის, სასოწარკვეთილების, უიმედობის გრძნობათა მძლავრი ნაკადით შეიჭრა ადამიანის ფსიქიკაში, რამაც სრულიად ახლებური, არსებული სტერეოტიპებისგან პრინციპულად განსხვავებული ფასეულობათა სისტემა შექმნა. ამ ცვლილებებმა ისეთი ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობების შექმნას უბიძგა, როგორიცაა ინტუიტივიზმი (ანრი ბერგსონი), ეგზისტენციალიზმი (მარტინ ჰაიდეგერი), სიღრმისეული ფილოსოფია და ფსიქოლოგია (ზიგმუნდ ფროიდი), ასევე განაპირობა ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება ხელოვნების სხვადასხვა დარგებში – ექსპრესიონიზმი, კუბიზმი, აბსტრაქციონიზმი და სხვ. ამ მიმართულებების წარმომადგენელთა შორის იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ფიგურები, როგორებიცაა: ფრანც კაფკა, შტეფან გეორგე, არნოლდ შონბერგი, თომას მანი, ბერტოლტ ბრეხტი, რიხარდ შტრაუსი, პოლ ვალერი, იგორ სტრავინსკი, ჟან კოკტო, პაბლო პიკასო, ედგარ ვარეზი, ვასილი კანდინსკი, გაბრიელე დ’ანუნციო, თომას ელიოტი და მრავალი სხვ.

მოკლედ მიმოვიხილოთ XX საუკუნის პირველი ნახევრის ძირითადი მხატერული მიმართულებები, რომელთაც მუსიკალურ ხელოვნებას ახალი სახელები, ახალი იდეები და მნიშვნელოვანი მსატერულ-ესთეტიკური ღირებულების მქონე ქმნილებები შესძინეს.

სარჩევი

ექსპრესიონიზმი

გვიანი რომანტიზმის წიაღში წარმოშობილმა ახალმა, ექსპრესიონისტულმა მიმართულებამ გააღრმავა მისი სუბიექტივიზმი, ადამიანის ფსიქიკის სიღრმისეული წედომისკენ სწრაფვა. ექსპრესიონიზმში რომანტიკულ იდეალს, ზიგფრიდის ტიპის გმირს, დაუპირისპირდა „პატარა ადამიანი“, რომელსაც დაკარგული აქვს პიროვნული „მე“-ს თვითშეგნება და უფერული, დეინდივიდუალიზებული მასის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ექსპრესიონიზმი ჩამოყალიბდა XX საუკუნის პირველ ათწლეულებში და განეითარდა, უმთავრესად, ავსტრიაში და გერმანიაში. ექსპრესიონიზმის წინამორბედები იყენენ გუსტავ მალერი და რიხარდ შტრაუსი, ედვარდ მუნკი და ვინსენტ ვან გოგი. 1900-1910-იან წლებში გერმანიაში ჩამოყალიბდა ექსპრესიონისტ ხელოვანთა ორი გაერთიანება: ხიდი დრეზდენში (1905 წ) და „ლურჯი მხედარი“ მიუნხენში (1911 წე). ამ მიმართულების უდიდესი წარმომადგენლები იყვნენ: მწერლები, პოეტები და დრამატურგები – გეორგ ტრაკლი, შტეფან გეორგე, ფრანც კაფკა, ფრანკ ვედეკინდი; არქიტექტორები – ერიხ მენდელზონი, ბრუნო ტაუტი; მხატვრები – ვასილი კანდინსკი, ოსკარ კოკოშკა, ფრანც მარკი; მუსიკაში – არნოლდ შონბერგი, ალბან ბერგი, ნაწილობრივ ანტონ ვებერნი და სხე.

ექსპრესიონიზმში მხატვრული სახის ახლებურმა გააზრებამ, მისთვის დამახასიათებელმა უკიდურესმა ფსიქოლოგიზმმა, ისტერიამ, უიმედობამ, ფანტასმაგორიულმა ბოდვამ, მუსიკალური ენის რადიკალური ცვლილება – თემის, თემატური განვითარების, ცენტრის უარყოფა გამოიწვია და მის საპირისპიროდ ათემატური და ატონალური მუსიკის შექმნა განაპირობა.

ნეოკლასიციზმი

ექსპრესიონიზმის ანტიპოდია ნეოკლასიციზმი, რომელიც თითქმის მასთან ერთად წარმოიშვა, მაგრამ სრულიად სხვა ესთეტიკურ იდეალებზეა ორიენტირებული. ნეოკლასიციზმისთვის დამახასიათებელია ნონპერსონიფიცირებული გმირები, გაუცხოვება, ორიენტაცია წარსულზე, როგორც სიმყარის, სტაბილურობის, წესრიგის და წონასწორობის იდეალზე (განსაკუთრებით, ბაროკოს და ადრეული კლასიციზმის ეპოქებზე). განსხვავებით ექსპრესიონიზმისგან, რომლის წარმოშობაც პირველ მსოფლიო ომს უკავშირდება და რომელმაც ომის დამთავრების შემდეგ ამოწურა კიდეც თავისი რესურსები, ნეოკლასიციზმმა აყვავების მწვერვალს 20-30-იან წლებში მიაღწია. ნეოკლასიციზმის ესთეტიკას შემოქმედების სხვადასხვა პერიოდებში მიმართეს: რიხარდ შტრაუსმა, მორის რაველმა, იგორ სტრავინსკიმ, პაბლო პიკასომ, პოლ კლოდელმა და სხვ.

რაციონალიზმი

ექსპრესიონიზმის მიერ წარმოშობილი ახალი გამომსახველი ხერხების საფუძველზე 20-იან წლებში ჩამოყალიბდა სერიული მეთოდი, რომელიც რაციონალიზმის ეპოქის ესთეტიკის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. ომისშემდგომი ეპოქის ევროპა რაციონალიზმის, უნიფიცირების საყოველთაო ტალღამ მოიცვა და ხელოვნებაშიც მკაცრად ორგანიზებული, რაციონალური საწყისისადმი დამორჩილება მოითხოვა.

კონსტრუქტივიზმი

პირველი მსოფლიო ომისშემდგომ ევროპაში შექმნილმა ახალმა ვითარებამ საფრანგეთში და გერმანიაში მსგავსი მხატვრული მიმართულებები წარმოშვა, რომლებიც შეიძლება გაერთიანდნენ ტერმინით კონსტრუქტივიზმი. იგი უპირატესობას ანიჭებდა სიცხადეს, მუსიკალური აზრის ყოველგვარი ფსიგოლოგიზმისგან დაწმენდილობას, რელიეფურ და, ამასთანავე, მკაფიო თემებს, ორიენტაციას საყოფაცხოვრებო ჟანრებზე. მანიფესტში „მამალი აარლეკინი“ ჟან კოკტო წერდა: „საკმარისია ღრუბლები, ტალღები, აკვარიუმები, უნდინები და ღამის არომატები. ჩვენ გვჭირდება მიწიერი მუსიკა, ყოველდღიური მუსიკა“.

20-იან წლებში წარმოშობილი კიდევ ერთი მხატერული მიმართულება, ტექნიციზმი, უკავშირდება ტექნიკურ სამყაროს, მექანიზმებს, მანქანებს, ზუსტ მეცნიერებებს და მათ ესთეტიკურ კატეგორიაში გადაყვანას.

ახალი ფოლკლორიზმი

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში XX საუკუნის დასაწყისში გამოიკვეთა აქტიური ინტერესი ფოლკლორის, ეროვნული ძირებისადმი, მაგრამ XIX საუკუნის ტრადიციისგან აბსოლუტურად განსხვავებული სახით. როგორც ცნობილია, XIX საუკუნეში ფოლკლორისადმი ყურადღება, ძირითადად ეროვნული სკოლების ჩამოყალიბების პროცესთან და ზოგადევროპულ მუსიკალურ კულტურასთან ადაპტაციის და ეროვნული თვითმყოფადობის გაცხადების ერთ-ერთ საშუალებად გვევლინება. ამიტომაცაა, რომ XIX საუკუნის კომპოზიტორები, უფრო ხშირად, ძალიან ცნობილ, კონკრეტულად ამა თუ იმ ერთან ასოცირებულ ხალხურ ინტონაციებს თუ ჟანრებს მიმართავდნენ (გავიხსენოთ, მაგალითად, ლისტისთვის ტიპური ვერბუნკოშის ინტონაციები, ჩეხი კომპოზიტორების მიერ პოლკას რიტმის და ინტონაციების გამოყენება და სხვ.ფოლკლორისადმი განსხვავებულ მიდგომას ვხვდებით XX საუკუნის კომპოზიტორების შემოქმედებაში. მათ, უპირველეს ყოვლისა, ფოლკლორის არქაული შრეები აინტერესებთ, მაგრამ არა როგორც კონკრეტული მასალა, არამედ როგორც მუსიკალური ენის, მხატვრული აზროგვნების მთელი სისტემის განახლების დიდი პოტენციალის მქონე რესურსი, ბაზისი კილო-ჰარმონიული, რიტმული თუ სხვა ელემენტებისთვის. ჩნდება, აგრეთვე, ინტერესი არქაული, წარმართული დროის რიტუალისადმი (თეატრალურ ჟანრებში).

მუსიკალური ენა

XX საუკუნის პირველ ნახევარში, როგორც ცნობილია, გააქტიურდა ძიებები და მნიშვნელოვანი, რადიკალურად ახალი მიგნებები მუსიკალური ენის სფეროში. კომპოზიტორთა ერთი ჯგუფისთვის ამგვარი ექსპერიმენტების არე იყო ბგერათსიმაღლივობა. არნოლდ შონბერგი, იოზეფ მატიას ჰაუერი, ნიკოლაი როსლავეცი, ნიკოლაი ობუხოვი და სხვები ქმნიან თორმეტტონიან სისტემებს, კომპოზიციის მეთოდებს, რომლებიც ტრადიციის უარყოფაზეა ორიენტირებული. უფრო ზუსტად, ახლო წარსულის ტრადიციის უარყოფაზე და შორეულ წარსულთან გარკვეულ ანალოგიებზე. ტრადიციის რღვევის სხვა ვარიანტს ვხვდებით იმ კომპოზიტორთა შემოქმედებაში, რომლებიც ახორციელებენ ტემპერირებული სისტემის რეორგანიზაციას და იყენებენ მიკროქრომატიკას, ოქტავის დაყოფას არა ნახევარტონებად, არამედ მესამედ-, მეოთხედ-, მეექვსედტონებად (მაგალითად, ჩეხი კომპოზიტორის ალოიზ ჰაბას, ამერიკელი ჩარლზ აივზის, რუსი ივან ვიშნეგრადსკის შემოქმედებაში).

სპეციფიკურად მუსიკალურ, ბგერით სფეროში მიმდინარე ექსპერიმენტებთან ერთად XX საუკუნის პირველი ნახევრის ზოგიერთი კომპოზიტორი აკუსტიკურ სივრცეს არამუსიკალური ბგერების გამოყენებით აფართოებს. კერძოდ, აღსანიშნავია იტალიელი ლუიჯი რუსოლოს ე. წ. ხმაურის მუსიკა, ერიკ სატის მიერ გამოყენებული სხვადასხვაგვრი ხმაურები და სხვ.

XX საუკუნის ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა პრინციპულად ახალი ელექტრონული ინსტრუმენტების შექმნა, რომლებიც სინთეტიკური, ე. წ. სინუსოიდური ბგერის გენერირების საშუალებას იძლევა. ამ სფეროში პიონერები იყვნენ ლეო ტერმენი, რომელმაც შექმნა ტერმენვოქსი და მორის მარტენო, მარტენოს ტალღების კონსტრუქტორი. აღნიშნულ ინსტრუმენტებს ფართოდ მიმართავდნენ თავის შემოქმედებაში ედგარ ვარეზი, ოლივიე მესიანი და სხვ.

XX საუკუნის მუსიკა, როგორც აღვნიშნეთ, მრავალგვაროვანია, რაც არა მხოლოდ ახლის ძიებათა განსხვავებულ გზებს უკავშირდება, არამედ ტრადიციის მიმართ ახლებურ დამოკიდებულებასაც. XX საუკუნის კომპოზიტორთა ერთი შტო ახლის შექმნის იდეით თუ საზრდოობდა, მეორე – ტრადიციაში ჰპოვებდა შთაგონებას. უპირველეს ყოვლისა, აქ უნდა აღინიშნოს ტრადიციული ტონალობის განახლება, რადგან ტონალური მუსიკალური ენა ტრადიციასთან კავშირის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მაჩეენებელია. მაგრამ ტონალობა, ცხადია, ასევე განიცდის განახლებას, კერძოდ, გეხვდება ე. წ. გაფართოებული ტონალობა, ცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც არაა გამოკვეთილი მიხრილობა (მაჟორი და მინორი), პოლიტონალობა (პოლიკილოობა), სადაც სინქრონულად რამდენიმე ტონალობაა (ან კილო) გამოყენებული. ამგვარ მაგალითებს ვხვდებით პაულ ჰინდემიტის (თორმეტტონიანი ტონალობა), იგორ სტრავინსკის, ბელა ბარტოკის, სერგეი პროკოფიევის, დარიუს მიიოს (პოლიტონალობა, პოლიკილოობა) და სხვა კომპოზიტორთა შემოქმედებაში. გარდა ამისა, ცალკული ავტორები ქმნიან საკუთარ კილოურ სისტემებს და ე. წ. ახალ მოდალობას აყალიბებენ. ამ მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ოლივიე მესიანი, რომელმაც სიმეტრიული, შესღუდული ტრანსპოზიციის კილოები დაუდო საფუძვლად საკუთარ საკომპოზიტორო მეთოდს.

ჟანრი და ფორმა

მუსიკალური ენის სფეროში მნიშვნელოვან ძვრებთან ერთად XX საუკუნეში გარდაქმნები ახასიათებს მუსიკალური აზროვნების ისეთ შედარებით სტაბილურ ერთეულებს, როგორიცაა ჟანრი და ფორმა. უპირველეს ყოვლისა, იცვლება ჟანრთა იერარქია – წამყვან პოზიციებზე გადმოდის კამერული ჟანრები და, ასევე, დიდი მნიშენელობა ენიჭება, ზოგადად, კამერიზაციის პრობლემებს, რომლის სათავეები შესაძლებელია ვეძიოთ გვიან რომანტიზმში – ბრამსის, მალერის, გარკვეული თვალსაზრისით, ვაგნერის შემოქმედებაში. ახალი სიცოცხლე შეიძინეს სიმფონიის, ოპერის, ბალეტის ტრადიციულმა ჟანრებმა.

ოპერა, XIX საუკუნის მეორე ნახევართან შედარებით, უკანა პლანზე გადადის, თუმცა, მიუხედავად ამისა, XX საუკუნის დასაწყისში იქმნება ისეთი საოპერო შედეერები, როგორიცაა ბერგის ოპერები „ვოცეკი“ და ლულუ, შონბერგის მოსე და არონი და ა. შ. კრიზისს განიცდის დიდი რომანტიკული სიმფონიზმი, საკუთრივ ჟანრული მოდელი და მისთვის დამახასიათებელი გამომსახველი ხერხები. მის ალტერნატივად წარმოგვიდგება სიმფონიური მუსიკის ის განშტოება, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ფერენც ლისტმა. სიმფონიის ავსტრიულ-გერმანულ მოდელზე უფრო აქტუალური აღმოჩნდა ფრანგული მოდელი, სეზარ ფრანკის და კლოდ დებიუსის შემოქმედებითი პრინციპები. ამავდროულად, გამოიკვეთა ინტერესი ინსტრუმენტული მუსიკის მივიწყებული ჟანრების მიმართ – საორკესტრო სიუიტა, concerto grosso, ადრეკლასიკური სიმფონია. ახალი მნიშვნელობა შეიძინა XX საუკუნეში კამერულ საანსამბლო მუსიკამ, რომელიც, ერთი მხრივ, ინარჩუნებს ტრადიციულ ჟანრებს (ტრიო, კვარტეტი და სხე), ხოლო მეორე მხრივ, ტრადიციით არარეგლამენტირებულ შემადგენლობებს მიმართავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კამერული მუსიკის თვისებების შეღწევა სიმფონიურ მუსიკაში არ ყოფილა ცალმხრივი პროცესი. სიმფონიზმის პრინციპებმა ღრმად შეაღწიეს კამერულ-საანსამბლო ჟანრებში და XX საუკუნისთვის სპეციფიკურ კამერულ-საკონცერტო სიმფონიზმს მისცეს სიცოცხლე (მაგალითად, ა. შონბერგის კამერული სიმფონიები №1 და №2, ა. ბერგის კამერული კონცერტი, ა. ვებერნის სიმფონია op. 21, პონცერტი op. 24, ი. სტრავინსკის dumbarton oaks-ი და სხვ.).

საინტერესო ნოვაციებთანაა დაკავშირებული საბალეტო ჟანრის განვითარება. სტრავინსკის „რუსულმა“ ბალეტებმა, რაველის „დაფნისმა და ქლოამ“ დასაბამი მისცა ახალი ტიპის სიმფონისირებულ ბალეტს, რომელიც, XIX საუკუნის ბალეტებისგან განსხვავებით, მუსიკალური აზრის განვითარების დიდი ინტენსივობით გამოირჩევა და უარს ამბობს სახასიათო ცეკეების სიუიტებზე ან დივერტისმენტებზე. ბუნებრივია, ეს საკუთრივ ცეკვის ხელოვნების განვითარებასთანაცაა დაკავშირებული, ახალი საბალეტო სკოლის ჩამოყალიბებასთან, რასაც დიდად შეუწყო ხელი დიაგილევის ანტრეპრიზამ, რუსულმა საბალეტო სკოლამ, ისეთი ბალეტმაისტერების მოღვაწეობამ, როგორებიც არიან: მიხაილ ფოკინი, სერჟ ლიფარი, ჯორჯ ბალანჩინი და სხვ.

XX საუკუნეში ახალი სიცოცხლე შეიძინა კიდეე ერთმა ტრადიციულმა ჟანრმა, ორატორიამ. აქაც, ისევე როგორც კამერულ და სიმფონიურ ჟანრებში, ორი მსგავსი, თუმცა, ამასთანავე, პრინციპულად განსხვავებული ჟანრის – ოპერის და ორატორიის ურთიერთშეღწევის პროცესს ეხვდებით. განსაკუთრებით მკაფიოდ შეინიშნება თეატრალური ჟანრების გავლენა ორატორიაზე, რაც მისი ახალი ნაირსახეობის, სცენური ან დრამატული ორატორიის შექმნის საწინდარი ხდება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ არტურ ონეგერის და კარლ ორფის ორატორიული შემოქმედება, სტრავინსკის ოპერა-ორატორია „ოიდიპოს მეფე”.

კამერულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ მუსიკაში ტრადიციულთან ერთად ყალიბდება ახალი ჟანრები, რომლებიც, მართალია, გენეტიკურად უკავშირდება ვოკალურ ციკლს, მაგრამ რეალურად სულ სხვა მოვლენას წარმოადგენს. აქ იგულისხმება შონბერგის მელოდრამების ციკლი მთვარის პიერო.

ამგვარად, XX საუკუნის პირველი ნახევარი გარდამტეხი ეპოქაა მსოფლიო მუსიკალური კულტურის ისტორიაში. პერიოდი, რომელიც ხასიათდება მრავალი მნიშენელოვანი ნოვაციით მუსიკალური აზროვნების ყველა სფეროში (ენა, ფორმა, ჟანრი). განახლების სული XX საუკუნის ადამიანთა ინტელექტუალური საქმიანობის ერთერთი სტაბილური მახასიათებელია. ახალი მუსიკის პათოსი ახლის ძიებაში, ტრადიციის ახლებურ წაკითხვას და მის, პიერ ბულეზის სიტყვებით რომ ვთქვათ, „შიგნიდან აფეთქებაშია“, ანუ მისივე რესურსებიდან გამომდინარე, რაღაც სრულიად განსხვავებულის შექმნაში.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები