ოსორკონ III
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Osorkon III.PNG|thumb|200px|ოსორკონ III]] | [[ფაილი:Osorkon III.PNG|thumb|200px|ოსორკონ III]] | ||
− | '''ოსორკონ III''' – ეგვიპტის ფარაონი (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 883-855 წწ.) [[ოსორკონ II]]-ის შვილიშვილი იყო. | + | '''ოსორკონ III''' – ეგვიპტის [[ფარაონი]] (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 883-855 წწ.) [[ოსორკონ II]]-ის შვილიშვილი იყო. |
− | მის დროს უკვე გამოიკვეთა მძაფრი დაპირისპირება [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ში [[ამონი]]ს [[ქურუმები|ქურუმობას]], და სამეფო ტახტს შორის, რომელმაც მისი წინამორბედის, ტაკელოტ I-ის დროს იჩინა თავი. ოსორკონმა ნება დართო თავის ბიძაშვილს, შეშონკ II-ის ვაჟიშვილს, ხორსიესეს, გამხდარიყო | + | მის დროს უკვე გამოიკვეთა მძაფრი დაპირისპირება [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ში [[ამონი]]ს [[ქურუმები|ქურუმობას]], და სამეფო ტახტს შორის, რომელმაც მისი წინამორბედის, ტაკელოტ I-ის დროს იჩინა თავი. ოსორკონმა ნება დართო თავის ბიძაშვილს, შეშონკ II-ის ვაჟიშვილს, ხორსიესეს, გამხდარიყო [[ამონი]]ს მთავარი [[ქურუმი]] თებეში, რაც მის უდიდეს შეცდომად არის მიჩნეული. ამით მან დაუშვა მემკვიდრეობითობის პრეცედენტი, რომლის შედეგად ხორსიესემ გადაწყვიტა მამის კარიერის გამეორება, და ოსორკონ III-ის გამეფების მეოთხე წელს თავი მეფედ გამოაცხადა. ამ ვითარებაში ოსორკონის ძალაუფლება არ ვრცელდებოდა სამხრეთზე, ხორსიესე მალე გარდაიცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ მან თავისი სამარხი [[მედინეტ-ჰაბუ|მედინეტ ჰაბუ]]ში, [[რამსეს III]]-ის მოსახსენიებელი ტაძრის [[გალავანი|გალავნის]] შიგნით აიგო. მისი გარდაცვალების შემდეგ ოსორკონმა თებეს მთავარი ქურუმის მოვალეობაზე დანიშნა თავისი ვაჟიშვილი ნიმლოტი, რომელიც იქამდე ჰერაკლეოპოლისის [[გარნიზონი]]ს უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ამის შემდეგ გადააყენა [[მემფისი]]ს მთავარი ქურუმი, და მის ადგილზე ასევე თავისი ვაჟიშვილი, შეშონკი დანიშნა. ის იმდენად ცდილობდა, ყველა მნიშვნელოვან თეოკრატიული ცენტრი თავისი ოჯახის ხელში მოექცია, რომ ტანისის მთავარი ქურუმის თანამდებობაზე ასევე თავისი ვაჟიშვილი, იმ დროისათვის პატარა ბავშვი, ხორნახტი დანიშნა, რომელიც ათი წლის ასაკში გარდაიცვალა. |
− | ოსორკონ III-ის მეფობა XXII დინასტიის უკანასკნელი წარმატებული მეფობა იყო. მან გაზარდა და გაალამაზა [[ბასტეტი]]ს ტაძარი თავის მშობლიურ [[ბუბასტისი|ბუბასტისში]], მიუშენა ახალი [[ეზო]] თავისი ხებსედისათვის. ხებსედის დროს განაცხადა ტაძრების გადასახადებიდან განთავისუფლების შესახებ (თავის დროზე იგივე გააკეთა [[ამონხეტეპ III]]-მ). ოსორკონის ეს ქმედება ეგვიპტის ინსტიტუციური ტრადიციების გაგრძელებაზე მიუთითებს. ოსორკონი აგებდა ასევე [[ლეონტოპოლისი|ლეონტოპოლისში]], | + | ოსორკონ III-ის მეფობა XXII დინასტიის უკანასკნელი წარმატებული მეფობა იყო. მან გაზარდა და გაალამაზა [[ბასტეტი]]ს ტაძარი თავის მშობლიურ [[ბუბასტისი|ბუბასტისში]], მიუშენა ახალი [[ეზო]] თავისი ხებსედისათვის. ხებსედის დროს განაცხადა ტაძრების გადასახადებიდან განთავისუფლების შესახებ (თავის დროზე იგივე გააკეთა [[ამონხეტეპ III]]-მ). ოსორკონის ეს ქმედება ეგვიპტის ინსტიტუციური ტრადიციების გაგრძელებაზე მიუთითებს. ოსორკონი აგებდა ასევე [[ლეონტოპოლისი|ლეონტოპოლისში]], მემფისში და ტანისში. თებეში ააგო სამლოცველო და აღუდგინა პრივილეგიები ამონის ქურუმებს. |
საგარეო პოლიტიკაში ოსორკონი აგრძლებდა უკვე ტრადიციად ქცეულ კავშირს ბიბლოსთან, მაგრამ ამ დროს არენაზე თანდათან გამოდის ახალი ძალა [[ასურეთის სამეფო]]. ასურნასირპალ II-მ, რომელიც ტახტზე ჩვ.წ.-მდე 883 წ. ავიდა, დაიპყრო ჩრდილოეთ მესოპოტამია, სირია, ორონტის დაბლობი და ევფრატის და ამურუს ნაპირები. მისი შვილი შალმანესარ III ჩვ.წ.-მდე 859-824 წწ. მეფობდა და შესაბამისად, ოსორკონ III-ის და ტაკელოტ II-ის თანამედროვე იყო. მთელი ამ წლების განმავლობაში ის ცდილობდა, სრული კონტროლი მოეპოვებინა ჩრდილოეთ სირიაზე. 853 წელს ჰამათის, [[დამასკო]]ს და [[ისრაელი]]ს სამეფოები გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ბრძოლისათვის, რომელიც შედგა კარკართან, ორონტზე, ბიბლოსმა 500, ეგვიპტემ კი 1000 კაცი გააგზავნა. ბრძოლის შედეგი ცნობილი არ არის, და შესაძლოა, შალმანესარმა გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ მისი [[აგრესია]] დასავლეთის მიმართულებით შეწყდა. ეგვიპტის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი ამ დროიდან სირია-პალესტინის მხარდაჭერა იყო, რადგან ისინი წარმოადგენდნენ უკანასკნელ ფორპოსტს ეგვიპტეს და ასურეთის იმპერიულ ზრახვებს შორის, მაგრამ დაახლოებით ოცი წლის შემდეგ ეს სამეფოები მაინც დაეცნენ შალმანესარის წინაშე, და ისრაელის მეფე ამის შემდეგ ხარკს უხდიდა ასურეთს. შალმანესარის შემდგომ გეგმას ეგვიპტეზე შეტევა წარმოადგენდა, მაგრამ ამას ხელი შეუშალა შიდააშლილობამ და პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა საკუთარ ქვეყანაში. | საგარეო პოლიტიკაში ოსორკონი აგრძლებდა უკვე ტრადიციად ქცეულ კავშირს ბიბლოსთან, მაგრამ ამ დროს არენაზე თანდათან გამოდის ახალი ძალა [[ასურეთის სამეფო]]. ასურნასირპალ II-მ, რომელიც ტახტზე ჩვ.წ.-მდე 883 წ. ავიდა, დაიპყრო ჩრდილოეთ მესოპოტამია, სირია, ორონტის დაბლობი და ევფრატის და ამურუს ნაპირები. მისი შვილი შალმანესარ III ჩვ.წ.-მდე 859-824 წწ. მეფობდა და შესაბამისად, ოსორკონ III-ის და ტაკელოტ II-ის თანამედროვე იყო. მთელი ამ წლების განმავლობაში ის ცდილობდა, სრული კონტროლი მოეპოვებინა ჩრდილოეთ სირიაზე. 853 წელს ჰამათის, [[დამასკო]]ს და [[ისრაელი]]ს სამეფოები გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ბრძოლისათვის, რომელიც შედგა კარკართან, ორონტზე, ბიბლოსმა 500, ეგვიპტემ კი 1000 კაცი გააგზავნა. ბრძოლის შედეგი ცნობილი არ არის, და შესაძლოა, შალმანესარმა გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ მისი [[აგრესია]] დასავლეთის მიმართულებით შეწყდა. ეგვიპტის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი ამ დროიდან სირია-პალესტინის მხარდაჭერა იყო, რადგან ისინი წარმოადგენდნენ უკანასკნელ ფორპოსტს ეგვიპტეს და ასურეთის იმპერიულ ზრახვებს შორის, მაგრამ დაახლოებით ოცი წლის შემდეგ ეს სამეფოები მაინც დაეცნენ შალმანესარის წინაშე, და ისრაელის მეფე ამის შემდეგ ხარკს უხდიდა ასურეთს. შალმანესარის შემდგომ გეგმას ეგვიპტეზე შეტევა წარმოადგენდა, მაგრამ ამას ხელი შეუშალა შიდააშლილობამ და პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა საკუთარ ქვეყანაში. | ||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | ||
[[კატეგორია:ეგვიპტის ფარაონები]] | [[კატეგორია:ეგვიპტის ფარაონები]] | ||
− | [[კატეგორია: XXII | + | [[კატეგორია: XXII დინასტიის ფარაონები]] |
მიმდინარე ცვლილება 02:36, 7 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ოსორკონ III – ეგვიპტის ფარაონი (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 883-855 წწ.) ოსორკონ II-ის შვილიშვილი იყო.
მის დროს უკვე გამოიკვეთა მძაფრი დაპირისპირება თებეში ამონის ქურუმობას, და სამეფო ტახტს შორის, რომელმაც მისი წინამორბედის, ტაკელოტ I-ის დროს იჩინა თავი. ოსორკონმა ნება დართო თავის ბიძაშვილს, შეშონკ II-ის ვაჟიშვილს, ხორსიესეს, გამხდარიყო ამონის მთავარი ქურუმი თებეში, რაც მის უდიდეს შეცდომად არის მიჩნეული. ამით მან დაუშვა მემკვიდრეობითობის პრეცედენტი, რომლის შედეგად ხორსიესემ გადაწყვიტა მამის კარიერის გამეორება, და ოსორკონ III-ის გამეფების მეოთხე წელს თავი მეფედ გამოაცხადა. ამ ვითარებაში ოსორკონის ძალაუფლება არ ვრცელდებოდა სამხრეთზე, ხორსიესე მალე გარდაიცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ მან თავისი სამარხი მედინეტ ჰაბუში, რამსეს III-ის მოსახსენიებელი ტაძრის გალავნის შიგნით აიგო. მისი გარდაცვალების შემდეგ ოსორკონმა თებეს მთავარი ქურუმის მოვალეობაზე დანიშნა თავისი ვაჟიშვილი ნიმლოტი, რომელიც იქამდე ჰერაკლეოპოლისის გარნიზონის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ამის შემდეგ გადააყენა მემფისის მთავარი ქურუმი, და მის ადგილზე ასევე თავისი ვაჟიშვილი, შეშონკი დანიშნა. ის იმდენად ცდილობდა, ყველა მნიშვნელოვან თეოკრატიული ცენტრი თავისი ოჯახის ხელში მოექცია, რომ ტანისის მთავარი ქურუმის თანამდებობაზე ასევე თავისი ვაჟიშვილი, იმ დროისათვის პატარა ბავშვი, ხორნახტი დანიშნა, რომელიც ათი წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოსორკონ III-ის მეფობა XXII დინასტიის უკანასკნელი წარმატებული მეფობა იყო. მან გაზარდა და გაალამაზა ბასტეტის ტაძარი თავის მშობლიურ ბუბასტისში, მიუშენა ახალი ეზო თავისი ხებსედისათვის. ხებსედის დროს განაცხადა ტაძრების გადასახადებიდან განთავისუფლების შესახებ (თავის დროზე იგივე გააკეთა ამონხეტეპ III-მ). ოსორკონის ეს ქმედება ეგვიპტის ინსტიტუციური ტრადიციების გაგრძელებაზე მიუთითებს. ოსორკონი აგებდა ასევე ლეონტოპოლისში, მემფისში და ტანისში. თებეში ააგო სამლოცველო და აღუდგინა პრივილეგიები ამონის ქურუმებს.
საგარეო პოლიტიკაში ოსორკონი აგრძლებდა უკვე ტრადიციად ქცეულ კავშირს ბიბლოსთან, მაგრამ ამ დროს არენაზე თანდათან გამოდის ახალი ძალა ასურეთის სამეფო. ასურნასირპალ II-მ, რომელიც ტახტზე ჩვ.წ.-მდე 883 წ. ავიდა, დაიპყრო ჩრდილოეთ მესოპოტამია, სირია, ორონტის დაბლობი და ევფრატის და ამურუს ნაპირები. მისი შვილი შალმანესარ III ჩვ.წ.-მდე 859-824 წწ. მეფობდა და შესაბამისად, ოსორკონ III-ის და ტაკელოტ II-ის თანამედროვე იყო. მთელი ამ წლების განმავლობაში ის ცდილობდა, სრული კონტროლი მოეპოვებინა ჩრდილოეთ სირიაზე. 853 წელს ჰამათის, დამასკოს და ისრაელის სამეფოები გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ბრძოლისათვის, რომელიც შედგა კარკართან, ორონტზე, ბიბლოსმა 500, ეგვიპტემ კი 1000 კაცი გააგზავნა. ბრძოლის შედეგი ცნობილი არ არის, და შესაძლოა, შალმანესარმა გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ მისი აგრესია დასავლეთის მიმართულებით შეწყდა. ეგვიპტის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი ამ დროიდან სირია-პალესტინის მხარდაჭერა იყო, რადგან ისინი წარმოადგენდნენ უკანასკნელ ფორპოსტს ეგვიპტეს და ასურეთის იმპერიულ ზრახვებს შორის, მაგრამ დაახლოებით ოცი წლის შემდეგ ეს სამეფოები მაინც დაეცნენ შალმანესარის წინაშე, და ისრაელის მეფე ამის შემდეგ ხარკს უხდიდა ასურეთს. შალმანესარის შემდგომ გეგმას ეგვიპტეზე შეტევა წარმოადგენდა, მაგრამ ამას ხელი შეუშალა შიდააშლილობამ და პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა საკუთარ ქვეყანაში.