ისიდა
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
'''ისიდა''' – (ეგვ. js.t, ძველ ბერძ. Ἶσις, ლათ. Isis)), უძველესი ქალღმერთი. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, თავზე ნიშნით, რომელიც „სამეფო ტახტს“ ან „ადგილს“ ნიშნავს. არასოდეს ყოფილა ასოცირებული რაიმე საკრალურ ცხოველთან. თუმცა პირამიდების ტექსტებზე დაყრდნობით, სადაც ის „ბუტოს ქალბატონად“ არის აღიარებული, ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო ბუტოა, მისი წარმომავლობა ბუნდოვანია, რადგან ძალიან ადრე საერთო ეგვიპტური ქალღმერთი გახდა. | '''ისიდა''' – (ეგვ. js.t, ძველ ბერძ. Ἶσις, ლათ. Isis)), უძველესი ქალღმერთი. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, თავზე ნიშნით, რომელიც „სამეფო ტახტს“ ან „ადგილს“ ნიშნავს. არასოდეს ყოფილა ასოცირებული რაიმე საკრალურ ცხოველთან. თუმცა პირამიდების ტექსტებზე დაყრდნობით, სადაც ის „ბუტოს ქალბატონად“ არის აღიარებული, ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო ბუტოა, მისი წარმომავლობა ბუნდოვანია, რადგან ძალიან ადრე საერთო ეგვიპტური ქალღმერთი გახდა. | ||
| − | ჰელიოპოლისის ენეადის თანახმად, ისიდა, ნეფტიდა, [[ოსირისი]] და სეტხი | + | ჰელიოპოლისის ენეადის თანახმად, ისიდა, [[ნეფტიდა]], [[ოსირისი]] და [[სეტხი]] [[გები]]ს და [[ნუტი]]ს შვილები იყვნენ. იყო ოსირისის მეუღლე და ხორის (ხორსიესის) დედა. სწორედ ოსირისთან არის დაკავშირებული მისი გასაოცარი აღზევება. უკვე პირამოდების ტექსტებში, სადაც დაფიქსირებულია ოსირისის და ისიდას მითის დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული უძველესი ვერსია, იგი მოხსენიებულია, როგორც მოყვარული დედა და ერთგული მეუღლე. მისი მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია მისი „დიდი ჯადოქრობა“. ამ თვალსაზრისით იგი „დიდ მაგთან“ – [[თოტი|თოტთან]] არის გატოლებული. სწორედ ამ ძალის წყალობით ისიდა ახერხებს დაღუპული ოსირისის დროებით გაცოცხლებას და მისგან შვილის (ხორის) ჩასახვას. ასევე ცნობილი მითის თანახმად ისიდამ გადაწყვიტა, გაიგოს რას საიდუმლო სახელი, და როცა დიდმა ღმერთმა ის არ გაუმხილა, ისიდამ დაამზადა რას ნერწყვით და მიწით [[გველი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|გველი]], რომელმაც მზის ღვთაება დაგესლა. ტკივილისაგან გატანჯული რა საბოლოოდ გაუმხელს ისიდას თავის ნამდვილ სახელს, და ჯადოსანი ქალღმერთი მაშინვე განკურნავს მას. ტექსტში ნათქვამია ასევე, რომ ისიდა „უფრო ჭკვიანია, ვიდრე მილიონი ღმერთი“. |
როგორც მოყვარული დედა, ერთგული მეუღლე და დიდი ჯადოქარი, რომელსაც შეუძლია შვება მოუტანოს სნეულს, ისიდა საოცრად პოპულარული გახდა არა მარტო ეგვიპტეში, არამედ მთელ ძველ სამყაროში, და ელინისტურ ეგვიპტეში მას ბერძნებიც ეთაყვანებოდნენ. აპულეოსის „ოქროს ვირში“ ერთ-ერთი პერსონაჟი მიმართავს ისიდას: „შენ ხარ წმინდა და ადამიანთა მოდგმის მარადიული მშველელი“. ჩვ.წ.-მდე 50 წელს, როცა გადაწყდა რომში ისიდას ტაძრის დანგრევა, ვერ მოიძებნა საკმაო რაოდენობის ადამიანი ამ სამუშაოს შესასრულებლად. ბერძნულ–რომაულ ეპოქაში ისიდას ტაძარში კუნძულ ფილეზე არ წყდებოდა არა მარტო ეგვიპტელი, არამედ ბერძენი და რომაელი მომლოცველების ნაკადი (შემონახულია უამრავი [[გრაფიტო]]), და ქვეყანაში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელების შემდეგაც არ შემწყდარა, რამაც აიძულა [[ბიზანტია|ბიზანტიის]] იმპერატორი იუსტინიანე ჩვ.წ.-ით 535 წელს ადმინისტრაციული წესით მოეხდინა მისი ლიკვიდირება. ბერძნები ისიდას [[დემეტრა]]სთან აიგივებდნენ ([[ჰეროდოტე]], II, 59). | როგორც მოყვარული დედა, ერთგული მეუღლე და დიდი ჯადოქარი, რომელსაც შეუძლია შვება მოუტანოს სნეულს, ისიდა საოცრად პოპულარული გახდა არა მარტო ეგვიპტეში, არამედ მთელ ძველ სამყაროში, და ელინისტურ ეგვიპტეში მას ბერძნებიც ეთაყვანებოდნენ. აპულეოსის „ოქროს ვირში“ ერთ-ერთი პერსონაჟი მიმართავს ისიდას: „შენ ხარ წმინდა და ადამიანთა მოდგმის მარადიული მშველელი“. ჩვ.წ.-მდე 50 წელს, როცა გადაწყდა რომში ისიდას ტაძრის დანგრევა, ვერ მოიძებნა საკმაო რაოდენობის ადამიანი ამ სამუშაოს შესასრულებლად. ბერძნულ–რომაულ ეპოქაში ისიდას ტაძარში კუნძულ ფილეზე არ წყდებოდა არა მარტო ეგვიპტელი, არამედ ბერძენი და რომაელი მომლოცველების ნაკადი (შემონახულია უამრავი [[გრაფიტო]]), და ქვეყანაში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელების შემდეგაც არ შემწყდარა, რამაც აიძულა [[ბიზანტია|ბიზანტიის]] იმპერატორი იუსტინიანე ჩვ.წ.-ით 535 წელს ადმინისტრაციული წესით მოეხდინა მისი ლიკვიდირება. ბერძნები ისიდას [[დემეტრა]]სთან აიგივებდნენ ([[ჰეროდოტე]], II, 59). | ||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
| − | [[იზიდა]] | + | * [[იზიდა]] |
| + | * [[ისიდას სისხლი]] | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
მიმდინარე ცვლილება 03:38, 10 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ისიდა – (ეგვ. js.t, ძველ ბერძ. Ἶσις, ლათ. Isis)), უძველესი ქალღმერთი. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, თავზე ნიშნით, რომელიც „სამეფო ტახტს“ ან „ადგილს“ ნიშნავს. არასოდეს ყოფილა ასოცირებული რაიმე საკრალურ ცხოველთან. თუმცა პირამიდების ტექსტებზე დაყრდნობით, სადაც ის „ბუტოს ქალბატონად“ არის აღიარებული, ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო ბუტოა, მისი წარმომავლობა ბუნდოვანია, რადგან ძალიან ადრე საერთო ეგვიპტური ქალღმერთი გახდა.
ჰელიოპოლისის ენეადის თანახმად, ისიდა, ნეფტიდა, ოსირისი და სეტხი გების და ნუტის შვილები იყვნენ. იყო ოსირისის მეუღლე და ხორის (ხორსიესის) დედა. სწორედ ოსირისთან არის დაკავშირებული მისი გასაოცარი აღზევება. უკვე პირამოდების ტექსტებში, სადაც დაფიქსირებულია ოსირისის და ისიდას მითის დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული უძველესი ვერსია, იგი მოხსენიებულია, როგორც მოყვარული დედა და ერთგული მეუღლე. მისი მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია მისი „დიდი ჯადოქრობა“. ამ თვალსაზრისით იგი „დიდ მაგთან“ – თოტთან არის გატოლებული. სწორედ ამ ძალის წყალობით ისიდა ახერხებს დაღუპული ოსირისის დროებით გაცოცხლებას და მისგან შვილის (ხორის) ჩასახვას. ასევე ცნობილი მითის თანახმად ისიდამ გადაწყვიტა, გაიგოს რას საიდუმლო სახელი, და როცა დიდმა ღმერთმა ის არ გაუმხილა, ისიდამ დაამზადა რას ნერწყვით და მიწით გველი, რომელმაც მზის ღვთაება დაგესლა. ტკივილისაგან გატანჯული რა საბოლოოდ გაუმხელს ისიდას თავის ნამდვილ სახელს, და ჯადოსანი ქალღმერთი მაშინვე განკურნავს მას. ტექსტში ნათქვამია ასევე, რომ ისიდა „უფრო ჭკვიანია, ვიდრე მილიონი ღმერთი“.
როგორც მოყვარული დედა, ერთგული მეუღლე და დიდი ჯადოქარი, რომელსაც შეუძლია შვება მოუტანოს სნეულს, ისიდა საოცრად პოპულარული გახდა არა მარტო ეგვიპტეში, არამედ მთელ ძველ სამყაროში, და ელინისტურ ეგვიპტეში მას ბერძნებიც ეთაყვანებოდნენ. აპულეოსის „ოქროს ვირში“ ერთ-ერთი პერსონაჟი მიმართავს ისიდას: „შენ ხარ წმინდა და ადამიანთა მოდგმის მარადიული მშველელი“. ჩვ.წ.-მდე 50 წელს, როცა გადაწყდა რომში ისიდას ტაძრის დანგრევა, ვერ მოიძებნა საკმაო რაოდენობის ადამიანი ამ სამუშაოს შესასრულებლად. ბერძნულ–რომაულ ეპოქაში ისიდას ტაძარში კუნძულ ფილეზე არ წყდებოდა არა მარტო ეგვიპტელი, არამედ ბერძენი და რომაელი მომლოცველების ნაკადი (შემონახულია უამრავი გრაფიტო), და ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც არ შემწყდარა, რამაც აიძულა ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე ჩვ.წ.-ით 535 წელს ადმინისტრაციული წესით მოეხდინა მისი ლიკვიდირება. ბერძნები ისიდას დემეტრასთან აიგივებდნენ (ჰეროდოტე, II, 59).