სმენხკარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სმენხკარა''' – (ეგვ. Smnh-k3-R, „ძლიერია რას კა“), უაღრესად ბუნდოვანი ფიგურა, რომელსაც, სხვადასხვა აზრით, საერთოდ არ უმეფია დამოუკიდებლად და იყო თანამმართველი [[ეხნატონი]]ს მეფობის ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, ან შესაძლოა, იმეფა დამოუკიდებლად რამდენიმე თვე ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ, რადგან სმენხკარას მესამე წლით დათარიღებულ ერთ-ერთ [[გრაფიტო|გრაფიტოზე]] ეხნატონი აღარ არის მოხსენიებული.  
+
'''სმენხკარა''' – (ეგვ. Smnh-k3-R, „ძლიერია [[რა]]ს [[კა]]“), უაღრესად ბუნდოვანი ფიგურა, რომელსაც, სხვადასხვა აზრით, საერთოდ არ უმეფია დამოუკიდებლად და იყო თანამმართველი [[ეხნატონი]]ს მეფობის ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, ან შესაძლოა, იმეფა დამოუკიდებლად რამდენიმე თვე ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ, რადგან სმენხკარას მესამე წლით დათარიღებულ ერთ-ერთ [[გრაფიტო|გრაფიტოზე]] ეხნატონი აღარ არის მოხსენიებული.  
  
მისი წარმოშობა უცნობია. შესაძლოა, იყო ეხნატონის შვილი მეორე რიგის ცოლისაგან. მისი გამოჩენა ემთხვევა ტეიეს ვიზიტს [[ახეტატონი|ახეტატონში]] და [[ნეფერტიტი]]ს გაუჩინარებას. ინტერესს იწვევს ის, რომ თავის ერთ-ერთ სახელად სმენხკარა იღებს „გამქრალი“ ნეფერტიტის სახელს „ნეფერ-ნეფრუ-ატონი“ (ეგვ. nfir-nfirw-Itn, „მშვენიერია ატონის მშვენება“), რაც საშუალებას აძლევს ზოგიერთ მეცნიერს, გამოთქვას ვარაუდი, რომ სმენხკარა იგივე ნეფერტიტი იყო. მომავალი ფარაონის ლეგიტიმირებისათვის მას აქორწინებენ ეხნატონის უფროს ქალიშვილზე მერიტატონზე. სავარაუდოდ, ტეიეს ჩამოსვლას ახეტატონში ეხნატონის მეფობის დაახლოებით მეთორმეტე წელს დიპლომატიური მიზანი ჰქონდა, რადგან ვითარებამ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ეხნატონის პოლიტიკის შედეგად, რომელიც არ ინტერესდებოდა არც საგარეო პოლიტიკით და არც ქვეყნის შინაგანი საქმეებით ახეტატონის გარეთ, ეგვიპტემ ფაქტობრივად დაკარგა თავისი აზიური კოლონიები, ქვეყანაში ძალიან არასტაბილური მდგომარეობა ჩამოყალიბდა. ითვლება, რომ დედის ზეგავლენით ეხნატონმა გადაწყვიტა ერთგვარი კონსენსუსის დამყარება ამონის [[ქურუმები|ქურუმებთან]] და ეს სმენხკარას საშუალებით უნდა განეხორციელებინა, რადგან თავად მრავალჯერ ჰქონდა დაფიცებული, რომ არასოდეს დატოვებდა ახეტატონს.  
+
მისი წარმოშობა უცნობია. შესაძლოა, იყო ეხნატონის შვილი მეორე რიგის ცოლისაგან. მისი გამოჩენა ემთხვევა [[ტეიე]]ს ვიზიტს [[ახეტატონი|ახეტატონში]] და [[ნეფერტიტი]]ს გაუჩინარებას. ინტერესს იწვევს ის, რომ თავის ერთ-ერთ სახელად სმენხკარა იღებს „გამქრალი“ ნეფერტიტის სახელს „ნეფერ-ნეფრუ-ატონი“ (ეგვ. nfir-nfirw-Itn, „მშვენიერია ატონის მშვენება“), რაც საშუალებას აძლევს ზოგიერთ მეცნიერს, გამოთქვას ვარაუდი, რომ სმენხკარა იგივე ნეფერტიტი იყო. მომავალი ფარაონის ლეგიტიმირებისათვის მას აქორწინებენ ეხნატონის უფროს ქალიშვილზე მერიტატონზე. სავარაუდოდ, ტეიეს ჩამოსვლას ახეტატონში ეხნატონის მეფობის დაახლოებით მეთორმეტე წელს დიპლომატიური მიზანი ჰქონდა, რადგან ვითარებამ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ეხნატონის პოლიტიკის შედეგად, რომელიც არ ინტერესდებოდა არც საგარეო პოლიტიკით და არც ქვეყნის შინაგანი საქმეებით ახეტატონის გარეთ, ეგვიპტემ ფაქტობრივად დაკარგა თავისი აზიური კოლონიები, ქვეყანაში ძალიან არასტაბილური მდგომარეობა ჩამოყალიბდა. ითვლება, რომ დედის ზეგავლენით ეხნატონმა გადაწყვიტა ერთგვარი კონსენსუსის დამყარება ამონის [[ქურუმები|ქურუმებთან]] და ეს სმენხკარას საშუალებით უნდა განეხორციელებინა, რადგან თავად მრავალჯერ ჰქონდა დაფიცებული, რომ არასოდეს დატოვებდა ახეტატონს.  
  
 
გამეფებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში სმენხკარა გაემგზავრა [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ში, როგორც ეხნატონის წარმომადგენელი, და ოფიციალურად აღადგინა ძველი ღმერთების თაყვანისცემა. თავისთვის თებეში ააგო მოსახსენიებელი ტაძარი, სადაც დააწესა [[მსხვერპლშეწირვის რიტუალი (ეგვიპტე)|მსხვერპლშეწირვა]] [[ამონი]]სათვის. როგორც ჩანს, გარდაიცვალა ეხნატონის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. შესაძლოა, გახდა შავი ჭირის ეპიდემიის მსხვერპლი, რომელიც მაშინ მთელ იმდროინდელ სამყაროში მძვინვარებდა. არაფერია ცნობილი არც მისი სამარხის შესახებ, თუმცა მის სახელს ერთგვარად უკავშირებენ [[მეფეთა ველი]]ს სამარხის საიდუმლოებებს, რომლებიც ასევე არ არის გაშიფრული.
 
გამეფებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში სმენხკარა გაემგზავრა [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ში, როგორც ეხნატონის წარმომადგენელი, და ოფიციალურად აღადგინა ძველი ღმერთების თაყვანისცემა. თავისთვის თებეში ააგო მოსახსენიებელი ტაძარი, სადაც დააწესა [[მსხვერპლშეწირვის რიტუალი (ეგვიპტე)|მსხვერპლშეწირვა]] [[ამონი]]სათვის. როგორც ჩანს, გარდაიცვალა ეხნატონის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. შესაძლოა, გახდა შავი ჭირის ეპიდემიის მსხვერპლი, რომელიც მაშინ მთელ იმდროინდელ სამყაროში მძვინვარებდა. არაფერია ცნობილი არც მისი სამარხის შესახებ, თუმცა მის სახელს ერთგვარად უკავშირებენ [[მეფეთა ველი]]ს სამარხის საიდუმლოებებს, რომლებიც ასევე არ არის გაშიფრული.

მიმდინარე ცვლილება 12:30, 12 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

სმენხკარა – (ეგვ. Smnh-k3-R, „ძლიერია რას კა“), უაღრესად ბუნდოვანი ფიგურა, რომელსაც, სხვადასხვა აზრით, საერთოდ არ უმეფია დამოუკიდებლად და იყო თანამმართველი ეხნატონის მეფობის ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, ან შესაძლოა, იმეფა დამოუკიდებლად რამდენიმე თვე ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ, რადგან სმენხკარას მესამე წლით დათარიღებულ ერთ-ერთ გრაფიტოზე ეხნატონი აღარ არის მოხსენიებული.

მისი წარმოშობა უცნობია. შესაძლოა, იყო ეხნატონის შვილი მეორე რიგის ცოლისაგან. მისი გამოჩენა ემთხვევა ტეიეს ვიზიტს ახეტატონში და ნეფერტიტის გაუჩინარებას. ინტერესს იწვევს ის, რომ თავის ერთ-ერთ სახელად სმენხკარა იღებს „გამქრალი“ ნეფერტიტის სახელს „ნეფერ-ნეფრუ-ატონი“ (ეგვ. nfir-nfirw-Itn, „მშვენიერია ატონის მშვენება“), რაც საშუალებას აძლევს ზოგიერთ მეცნიერს, გამოთქვას ვარაუდი, რომ სმენხკარა იგივე ნეფერტიტი იყო. მომავალი ფარაონის ლეგიტიმირებისათვის მას აქორწინებენ ეხნატონის უფროს ქალიშვილზე მერიტატონზე. სავარაუდოდ, ტეიეს ჩამოსვლას ახეტატონში ეხნატონის მეფობის დაახლოებით მეთორმეტე წელს დიპლომატიური მიზანი ჰქონდა, რადგან ვითარებამ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ეხნატონის პოლიტიკის შედეგად, რომელიც არ ინტერესდებოდა არც საგარეო პოლიტიკით და არც ქვეყნის შინაგანი საქმეებით ახეტატონის გარეთ, ეგვიპტემ ფაქტობრივად დაკარგა თავისი აზიური კოლონიები, ქვეყანაში ძალიან არასტაბილური მდგომარეობა ჩამოყალიბდა. ითვლება, რომ დედის ზეგავლენით ეხნატონმა გადაწყვიტა ერთგვარი კონსენსუსის დამყარება ამონის ქურუმებთან და ეს სმენხკარას საშუალებით უნდა განეხორციელებინა, რადგან თავად მრავალჯერ ჰქონდა დაფიცებული, რომ არასოდეს დატოვებდა ახეტატონს.

გამეფებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში სმენხკარა გაემგზავრა თებეში, როგორც ეხნატონის წარმომადგენელი, და ოფიციალურად აღადგინა ძველი ღმერთების თაყვანისცემა. თავისთვის თებეში ააგო მოსახსენიებელი ტაძარი, სადაც დააწესა მსხვერპლშეწირვა ამონისათვის. როგორც ჩანს, გარდაიცვალა ეხნატონის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. შესაძლოა, გახდა შავი ჭირის ეპიდემიის მსხვერპლი, რომელიც მაშინ მთელ იმდროინდელ სამყაროში მძვინვარებდა. არაფერია ცნობილი არც მისი სამარხის შესახებ, თუმცა მის სახელს ერთგვარად უკავშირებენ მეფეთა ველის სამარხის საიდუმლოებებს, რომლებიც ასევე არ არის გაშიფრული.

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები