საშუალო კრონშნეპი
(ახალი გვერდი: '''საშუალო კრონშნეპი''' (ლათ. Numenius phaeopus Linnaeus, 1758) − (ლათ. Numenius tenuirostris Vieillot, 1817) −...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''საშუალო კრონშნეპი''' (ლათ. Numenius phaeopus Linnaeus, 1758 | + | [[ფაილი:SaSualo kronSnepi.PNG|thumb|200px|საშუალო კრონშნეპი]] |
| + | '''საშუალო კრონშნეპი''' (ლათ. Numenius phaeopus Linnaeus, 1758) − ფრინველი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] რიგიდან. | ||
| + | |||
* კლასი − ფრინველები (AVES) | * კლასი − ფრინველები (AVES) | ||
* რიგი − [[მეჭვავიასნაირნი]] (Charadrilformes) | * რიგი − [[მეჭვავიასნაირნი]] (Charadrilformes) | ||
მიმდინარე ცვლილება 00:52, 4 აპრილი 2025 მდგომარეობით
საშუალო კრონშნეპი (ლათ. Numenius phaeopus Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − ჭოვილოები (Tringinae)
- გვარი − კრონშნეპი (Numenius)
საშუალო კრონშნეპი მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 225-270 მმ-ია, გალო – 55-65 მმ, ნისკარტი – 75-90 მმ, წონა – 370-400 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი შეფერილობის საერთო იერით დიდ კრონშნეპს ჰგავს, მაგრამ მისგან განსხვავდება პირველ რიგში იმით, რომ მურა-შავი ფერის თავზე, თხემის შუა ნაწილში, კარგად გამოხატული გასწვრივი ნათელი ზოლი გასდევს. თვალების ზემოთ აქვს თეთრი წარბები. სხეულის გვერდების ყოველ ბუმბულზე მოკლე და ფართო მუქი ლაქაა, რაც გვერდებს უფრო განივზოლიან იერს აძლევს. ზურგის უკანა ნაწილი და წელი თეთრია, ბუმბულების შედარებით მუქი ცენტრებით. კუდის ზემო მფარავებზე ბევრია მუქი ფერის შტრიხები; იღლიისა და ფრთისქვეშა თეთრი ფერის ბუმბულებზე ვიწრო მურა ფერის განივი ზოლებია. ნისკარტი შავია, ხოლო ფეხები – მოცისფრო-რუხი.
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური საშუალო კრონშნეპი – N. ph. phaeopus Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
ბუდობის არეალი სპორადული და არც ისე ვრცელია. იგი მოიცავს ისლანდიასა და ფარერის კუნძულებს, შოტლანდიას და მის ზოგიერთ კუნძულს, სკანდინავიის ჩრდილოეთ ნაწილს, ხოლო სსრ კავშირში მოიპოვება კოლის ნახევარკუნძულიდან აღმოსავლეთით ანადირამდე, წყვეტილი არეალით ენისეის აუზში. ზამთრობს აფრიკის მთელ სანაპიროებზე, მადაგასკარზე, არაბეთში, ინდოეთის ოკეანის დასავლეთი ნაწილის კუნძულებზე, ინდოეთში, ჩინეთში, მალაის არქიპელაგის კუნძულებზე, ავსტრალიასა და ახალ გვინეაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის პერიოდებში.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს ტუნდრის ზონის ტბების ნაპირებზე, დამახასიათებელი უხვი მცენარეულობით, ჯუჯა არყის ხეებით, აგრეთვე ისლიან ჭაობებში.
[რედაქტირება] გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, პირდაპირ ტორფის ხავსზე, მშრალ ადგილას პატარა ჩაღრმავებაში; ბუდე ამოფენილია ირმის ხავსით, ლიქენებით ან სხვა მცენარეთა ნაწილებით. ივნისის პირველ ნახევარში დებს 4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 25 დღეს გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
არასრული გამოკვლევებით, საკვების შემადგენლობაში შედის მწერები, მათი ლარვები, მოლუსკები, აგრეთვე ტუნდრის ზონის მცენარეთა თესლები და კენკრა.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
საშუალო კრონშნეპის რიცხობრიობა დაბალია. ამიტომ მისი პრაქტიკული მნიშვნელობაც დიდი არაა.