ანჯაფარიძე ვერიკო
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანჯაფარიძე ვერიკო“ გადაიტანა გვერდზე „ვერიკო ანჯაფარიძე“) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Veriko anjafariZe.png|thumb|140პქ|ვერიკო ანჯაფარიძე]] | ||
'''ვერიკო ანჯაფარიძე''' − (დ. 6 ოქტომბერი (23 სექტემბერი), 1897, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი) [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი, სსრ კავშირის სახალხო არტისტი, სოციალისტური შრომის გმირი (1979), სამი ლენინის ორდენისა და სხვა ორდენების მფლობელი, სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი (1943, 1046), მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (1974), [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1079). | '''ვერიკო ანჯაფარიძე''' − (დ. 6 ოქტომბერი (23 სექტემბერი), 1897, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი) [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი, სსრ კავშირის სახალხო არტისტი, სოციალისტური შრომის გმირი (1979), სამი ლენინის ორდენისა და სხვა ორდენების მფლობელი, სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი (1943, 1046), მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (1974), [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1079). | ||
| ხაზი 13: | ხაზი 14: | ||
ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1987 წელს, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. | ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1987 წელს, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. | ||
| − | + | <gallery> | |
| + | ფაილი:Veriko sagrimioroSi.png|ვერიკო ანჯაფარიძე საგრიმიოროში | ||
| + | ფაილი:Veriko da petre ocxeli.png|ვერიკო ანჯაფარიძე და პეტრე ოცხელი | ||
| + | ფაილი:Otarant qvrivi.png|ვერიკო ანჯაფარიძე (ოთარაანთ ქვრივი) | ||
| + | ფაილი:Shtamomavloba.png|ვერიკო ანჯაფარიძე. სცენა სპექტაკლიდან „შთამომავლობა“ | ||
| + | ფაილი:Veriko kleopatras rolshi.png|ვერიკო ანჯაფარიძე კლეოპატრას როლში სპექტაკლში „ანტონიოს და კლეოპატრა“ | ||
| + | </gallery> | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| ხაზი 25: | ხაზი 32: | ||
[[კატეგორია:სტალინური პრემიის ლაურეატები]] | [[კატეგორია:სტალინური პრემიის ლაურეატები]] | ||
[[კატეგორია:ლენინის ორდენის კავალრები]] | [[კატეგორია:ლენინის ორდენის კავალრები]] | ||
| + | [[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] | ||
[[კატეგორია:ანჯაფარიძეები]] | [[კატეგორია:ანჯაფარიძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:39, 14 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ვერიკო ანჯაფარიძე − (დ. 6 ოქტომბერი (23 სექტემბერი), 1897, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი) ქართველი მსახიობი, სსრ კავშირის სახალხო არტისტი, სოციალისტური შრომის გმირი (1979), სამი ლენინის ორდენისა და სხვა ორდენების მფლობელი, სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი (1943, 1046), მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (1974), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1079).
დაიბადა 1899 წელს ქუთაისში. იქვე მიიღო საშუალო განათლება. 1916-1917 წლებში სწავლობდა მოსკოვში, ს. აიდაროვის დრამატულ სტუდიაში, 1920-1926 წლებში კი — თბილისში, გ. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში. 1920-1926 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრსა, ბათუმისა და თბილისის მუშათა თეატრებში. 1928-1932 წლებში მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა ქუთაისის სახელმწიფო თეატრში; 1932-1933 წლებში სეზონი მოსკოვის რეალისტურ თეატრში გაატარა. 1933 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მარჯანიშვილის თეატრში იმუშავა.
ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ვერიკო ანჯაფარიძის მაღალი ოსტატობა რომანტიკული ამაღლებულობის თვალსაჩინო ნიმუშია. მის მიერ შექმნილ ტრაგიკულსა და დრამატულ სახეებს ფაქიზ ლირიკულობასთან და ამაღლებულობასთან ერთად, ამავე დროს, მხოლოდ მისეულ სცენურ სახვით საშუალებათა ზომიერებაც ახასიათებს.
ვერიკო ანჯაფარიძის მიერ შესრულებულ როლებს სათვალავი არა აქვს. მსახიობის საუკეთესო როლებია: ოფელია (შექსპირის „ჰამლეტი“), ივდითი (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), დეზდემონა (შექსპირის „ოტელო“), მარგარიტა (დიუმას „მარგარიტა გოტიე“), მაყვალა (ყაზბეგის „მოძღვარი“), კლეოპატრა (შექსპირის „ანტონიოსი და კლეოპატრა“), მარიამ სტიუარტი (შილერის „მარიამ სტიუარტი“), მედეა (ევრიპიდეს „მედეა“) და მრავალი სხვა.
იმთავითვე კინომსახიობიცაა ვერიკო ანჯაფარიძე. შესანიშნავია კინოფილმებში შექმნილი მისი სახეები: ფრანგი ქალისა („კომუნარის ჩიბუხი“), კნეინა ბარათაშვილისა („არსენა“), ოთარაანთ ქვრივისა („ოთარაანთ ქვრივი“), კნეინასი („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), რუსუდანისა („გიორგი სააკაძე“), რომელიც სტალინური პრემიით აღინიშნა, და მრავალი სხვა…
1979 წელს ვერიკო ივლიანეს ასულ ანჯაფარიძეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე იბსენის დრამაში „მოჩვენებანი“ მთავარი როლის შესრულებისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1987 წელს, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.