პუნტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პუნტი''' – (ეგვ. Pwnt), ტერიტორია, რომელიც სავარაუდოდ აღმოსავლეთ [...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''პუნტი''' – (ეგვ. Pwnt), ტერიტორია, რომელიც სავარაუდოდ აღმოსავლეთ [[სუდანი]]ს და ჩრდილოეთ [[ერიტრეა]]ს შორის მდებარეობდა. ეგვიპტელები აღწერდნენ პუნტს, როგორც „ღმერთის ქვეყანას“. მათ იქიდან ჩამოჰქონდათ ეგზოტიკური საქონელი: [[მირრა]], [[საკმეველი]], [[ელექტრუმი]] ([[ოქრო]]ს და ვერცხლის შენადნობი), ოქრო, სპილოს ძვალი, გუმფისი, ლეოპარდის ტყავები, ჟირაფის კუდები და სხვ. ეგვიპტელებმა პუნტში ექსპედიციების გაგზავნა სავარაუდოდ V დინასტიიდან დაიწყეს. განსაკუთრებით გახშირდა ექსპედიციები შუა სამეფოდან, მაგრამ რამსეს III-ის შემდეგ ისინი შეწყდა და გვიანი პერიოდის ეგვიპტელები მათ მითიური მოვლენებივით მოიხსენიებდნენ. სავარუდოდ, ექსპედიციების მარშრუტი [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ს რეგიონიდან იწყებოდა და ვადი ჰამამატის გავლით აღწევდა მერსა გავასისამდე წითელი ზღვის სანაპიროზე, სადაც ალექსანდრიის უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ძველეგვიპტური [[პორტი]]ს ნარჩენები, რომლებიც შუა სამეფოს პერიოდით დათარიღდა. აქედან უკვე გემებით მიცურავდნენ დაახლოებით თანამედროვე პორტ სუდანის მიდამოებამდე, სადაც კვლავ ჩადიოდნენ ხმელეთზე და კონტინენტის სიღრმეში შედიოდნენ. ეს ექსპედიციები სავარაუდოდ ნილოსის მეხუთე ჭორომის სამხრეთით მდებარე ტერიტორიამდე აღწევდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ზღვით მოგზაურობის მარშრუტის რეკონსტრუქცია ხერხდება ხატშეპსუტის [[დეირ ელ-ბაჰარ]]ის ტაძრის რელიეფების მიხედვით. დედოფალმა პუნტში დიდი ექსპედიცია გააგზავნა და მისი სცენები თავისი ტაძრის კედლებზე მოათავსებინა.
+
'''პუნტი''' – (ეგვ. Pwnt), ტერიტორია, რომელიც სავარაუდოდ აღმოსავლეთ [[სუდანი]]ს და ჩრდილოეთ [[ერიტრეა]]ს შორის მდებარეობდა.  
 +
 
 +
ეგვიპტელები აღწერდნენ პუნტს, როგორც „ღმერთის ქვეყანას“. მათ იქიდან ჩამოჰქონდათ ეგზოტიკური საქონელი: მირრა, [[საკმეველი]], [[ელექტრუმი]] ([[ოქრო]]ს და [[ვერცხლი]]ს შენადნობი), ოქრო, სპილოს ძვალი, გუმფისი, ლეოპარდის ტყავები, ჟირაფის კუდები და სხვ. ეგვიპტელებმა პუნტში ექსპედიციების გაგზავნა სავარაუდოდ V დინასტიიდან დაიწყეს. განსაკუთრებით გახშირდა ექსპედიციები შუა სამეფოდან, მაგრამ [[რამსეს III]]-ის შემდეგ ისინი შეწყდა და გვიანი პერიოდის ეგვიპტელები მათ მითიური მოვლენებივით მოიხსენიებდნენ. სავარუდოდ, ექსპედიციების მარშრუტი [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ს რეგიონიდან იწყებოდა და ვადი ჰამამატის გავლით აღწევდა მერსა გავასისამდე წითელი ზღვის სანაპიროზე, სადაც ალექსანდრიის უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ძველეგვიპტური [[პორტი]]ს ნარჩენები, რომლებიც შუა სამეფოს პერიოდით დათარიღდა. აქედან უკვე გემებით მიცურავდნენ დაახლოებით თანამედროვე პორტ სუდანის მიდამოებამდე, სადაც კვლავ ჩადიოდნენ ხმელეთზე და კონტინენტის სიღრმეში შედიოდნენ. ეს ექსპედიციები სავარაუდოდ [[ნილოსი]]ს მეხუთე ჭორომის სამხრეთით მდებარე ტერიტორიამდე აღწევდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ზღვით მოგზაურობის მარშრუტის რეკონსტრუქცია ხერხდება ხატშეპსუტის [[დეირ-ელ-ბაჰარი|დეირ ელ-ბაჰარი]]ტაძრის რელიეფების მიხედვით. დედოფალმა პუნტში დიდი ექსპედიცია გააგზავნა და მისი სცენები თავისი ტაძრის კედლებზე მოათავსებინა.
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:37, 28 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

პუნტი – (ეგვ. Pwnt), ტერიტორია, რომელიც სავარაუდოდ აღმოსავლეთ სუდანის და ჩრდილოეთ ერიტრეას შორის მდებარეობდა.

ეგვიპტელები აღწერდნენ პუნტს, როგორც „ღმერთის ქვეყანას“. მათ იქიდან ჩამოჰქონდათ ეგზოტიკური საქონელი: მირრა, საკმეველი, ელექტრუმი (ოქროს და ვერცხლის შენადნობი), ოქრო, სპილოს ძვალი, გუმფისი, ლეოპარდის ტყავები, ჟირაფის კუდები და სხვ. ეგვიპტელებმა პუნტში ექსპედიციების გაგზავნა სავარაუდოდ V დინასტიიდან დაიწყეს. განსაკუთრებით გახშირდა ექსპედიციები შუა სამეფოდან, მაგრამ რამსეს III-ის შემდეგ ისინი შეწყდა და გვიანი პერიოდის ეგვიპტელები მათ მითიური მოვლენებივით მოიხსენიებდნენ. სავარუდოდ, ექსპედიციების მარშრუტი თებეს რეგიონიდან იწყებოდა და ვადი ჰამამატის გავლით აღწევდა მერსა გავასისამდე წითელი ზღვის სანაპიროზე, სადაც ალექსანდრიის უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ძველეგვიპტური პორტის ნარჩენები, რომლებიც შუა სამეფოს პერიოდით დათარიღდა. აქედან უკვე გემებით მიცურავდნენ დაახლოებით თანამედროვე პორტ სუდანის მიდამოებამდე, სადაც კვლავ ჩადიოდნენ ხმელეთზე და კონტინენტის სიღრმეში შედიოდნენ. ეს ექსპედიციები სავარაუდოდ ნილოსის მეხუთე ჭორომის სამხრეთით მდებარე ტერიტორიამდე აღწევდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ზღვით მოგზაურობის მარშრუტის რეკონსტრუქცია ხერხდება ხატშეპსუტის დეირ ელ-ბაჰარის ტაძრის რელიეფების მიხედვით. დედოფალმა პუნტში დიდი ექსპედიცია გააგზავნა და მისი სცენები თავისი ტაძრის კედლებზე მოათავსებინა.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები