ქვემო ქართლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ქვემო ქართლი''' − აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, რომელიც ისტორიულად და ბუნებრივად მოიცავდა და მოიცავს ალგეთისა და ქცია-მაშავერა-ბერდუჯის აუზებს და მდ. მტკვრის ხეობას [[თბილისი]]დან წითელ ხიდამდე.
 
 +

[[ფაილი:Qvemo qarTli 1.png|thumb|250px|ქვემო ქართლი]]
 
იგი შემოსაზღვრულია [[თრიალეთის ქედი|თრიალეთი]]ს, [[ჯავახეთის ქედი|ჯავახეთის]]ა და ლოქის ქედებით. დასავლეთური საზღვარია [[სამსრის ქედი]]ს ჩრდილო ნაწილი და ჯავახეთის ქედი, აღმოსავლეთური – სამგორისა და დავით გარეჯის მთაგრეხილები, ჩრდილოეთით – თრიალეთის ქედია, ხოლო სამხრეთით – ლოქის ქედი, ქვემო ქართლს გამოყოფს [[სომხეთი]]საგან. ისტორიული ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთაა. დღევანდელ საზღვრებში მოთავსებულია [[თბილისი]]ს და რუსთავის საქალაქო დასახლებანი, აგრეთვე წალკის, დმანისის, [[ბოლნისი]]ს, თეთრიწყაროს, მარნეულისა და გარდაბნის (ნაწილობრივ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონები. ამ საზღვრებში მოთავსებული ტერიტორიის ფართობი 7006 კმ-ია, რაც საქართველოს მთელი ფართობის 9,9%-ია.
 
===== გეოგრაფია =====
 
სახელწოდება „ქვემო ქართლი“ მიგვანიშნებს მის მდებარეობას თბილისის სამხრეთით. იგი ძირითადად მტკვრის მარჯვენა მხარეზეა და მხოლოდ გარდაბნის
 
სახელწოდება „ქვემო ქართლი“ მიგვანიშნებს მის მდებარეობას თბილისის სამხრეთით. იგი ძირითადად მტკვრის მარჯვენა მხარეზეა და მხოლოდ გარდაბნის
 
ვაკე ვრცელდება მტკვრის მარცხენა მხარეზე.
 
ვაკე ვრცელდება მტკვრის მარცხენა მხარეზე.
  
ეს რეგიონი მდ. ქციას სათავიდან ივრის ზეგნის კიდემდე 150 კმ-ზეა გადაჭიმული, სიგანე 65 კმ-ია (მ.არჯევანიდან ს.ირგანჩაიმდე). ქვემო ქართლის უდაბლესი ნაწილია წითელი ხიდის მიდამო, მდ.ქ ციას შესართავთან ახლოს – ზღვის დონიდან 265 მ, უმაღლესი მწვევრალია [[სამსარი]] – 3285 მ.
+
ეს რეგიონი მდ. ქციას სათავიდან ივრის ზეგნის კიდემდე 150 კმ-ზეა გადაჭიმული, სიგანე 65 კმ-ია (მ.არჯევანიდან ს.ირგანჩაიმდე). ქვემო ქართლის უდაბლესი ნაწილია წითელი ხიდის მიდამო, მდ .ქ ციას შესართავთან ახლოს – ზღვის დონიდან 265 მ, უმაღლესი მწვევრალია [[სამსარი]] – 3285 მ.
 +
 
 +
კავკასიის ყელის მსხვილი ოროგრაფიულ-ტექტონიკური ერთეულებიდან ქვემო ქართლში შედის (ნაწილობრივ) [[მცირე კავკასიონი]]ს ნაოჭა სისტემა, ამიერკავკასიის ვულკანური ზეგანი და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მთათაშორისი დეპრესია.
 +
 
 +
თრიალეთის ქედი ქვემო ქართლში შემოდის შუა და აღმოსავლეთი ნაწილების სამხრეთი ფერდობით. უმაღლესი მწვერვალია შავი კლდე (2850 მ). ამ ქედის სხვა მწვერვალებიდან აღსანიშნავია: საყველოს მთა (2806 მ), ცხრაწყარო (2683 მ), ქვაჯვარა (2290 მ), არჯევანი (2759 მ), კლდეკარი (2000 მ) და სხვ. თრიალეთის უღელტეხილებს შორის მნიშვნელოვანია ცხრაწყარო (2462 მ), რომელზეც გადის ბაკურიან-ახალქალაქის გზატკეცილი. თრიალეთის ქედს სამხრეთ მხარეზე მნიშვნელოვანი განშტოებები არ გააჩნია. ეს ქედი ძირითადად პალეოგენური ასაკის ქანებითაა აგებული; დიდ ფართობს მოიცავს შუაეოცენის ვულკანოგენური წყება – ანდეზიტები, ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიები და სხვ. გარდა ამისა, ზოგან წარმოდგენილია სხვა ფორმაციებიც, ოლიგოცენური თიხები და ქვიშაქვები, ზედაცარცული კირქვები და ნეოგენური ლავები.
 +
 
 +
სამხრეთით ქვემო ქართლს აკრავს ლოქის ქედი, რომლის ყველაზე მაღალი მწვერვალია ლოქის მთა (2140 მ). უღელტეხილებიდან აღსანიშნავია მგლისჭიშკარი
 +
(1787 მ), ლოქი (1838 მ) და სხვ. ქედის აღმოსავლეთი ნაწილი აგებულია ზედაცარცის ვულკანოგენური, დასავლეთი – ეოცენის ვულკანური, ხოლო შუა – ქვედაიურული ვულკანოგენური წყებებით. აქ შიშვლდება ჯანდარის ანუ ლოქის პალეოზოური კრისტალური (გრანიტული) მასივი.
 +
 
 +
თრიალეთის და ლოქის ქედების დამაკავშირებელ ოროგრაფიულ სისტემად უნდა მივიჩნიოთ შუა ქციის მთათა ჯგუფი – კვირიკეთის, ლუკუნის და მელოტმთის მასივები. ისინი შესაბამისად 1745, 1893 და 1789 მეტრ სიმაღლეზეა. მელოტმთის ტოტებს შორის ჩაწოლილია ირაგის ქვაბული, რომელშიც გაედინება მდ. ტორნე, ხოლო ლუკუნის ტოტებს შორის მოქცეულია ქარიანის ქვაბული. ამ მთათა ჯგუფის გეოლოგიურ აღნაგობაში მონაწილეობენ პალეოზოური და მეზოზოური ქანები. გრანიტოიდები ქმნიან ქციის კრისტალურ მასივს (ხრამჰესის მიდამოებში). ზედაცარცის კირქვებით და ტუფოგენური (ვულკანოგენური) წყებებითაა აგებული მელოტმთის მასივი და მისი შტოქედები, ხოლო ლუკუნის მთის დასავლური ნაწილის აღნაგობაში მთავარ როლს ეოცენის ვულკანოგენური წყება ასრულებს.
 +
 
 +
სამსრის ქედი ქვემო ქართლში მხოლოდ ნაწილობრივ – თავისი ჩრდილო ნაწილის აღმოსავლური ფერდობებით შემოდის და ფაქტობრივად ქმნის ვულკანური კონუსების მერიდიანულ მწკრივს (სამსარი, შავნაბადა, თავკვეთილი და სხვ.); სამსრის ქედი აგებულია ანდეზიტური, ანდეზიტურ-დაციტური და დაციტური შედგენილობის ნეოგენურ-მეოთხეული ლავებით. ამ ქედზე დიდი ადგილი უჭირავს ყინვითი გამოფიტვის შედეგად დაგროვილ ლოდნარებს – კარკნალებს. მათი ზედაპირი ნიადაგ-მცენარეულ საფარს მოკლებულია.
 +
 
 +
ჯავახეთის ქედი სამსრის ქედის პარალელურია. ქვემო ქართლში ამ ქედის აღმოსავლეთი ფერდობი შემოდის (ნაწილობრივ სომხეთის ტერიტორიაზეა). საქართველოში ჯავახეთის უმაღლესი მწვერვალია [[ემლიქლი]] (3054 მ). ქედის უმეტესი ნაწილი აგებულია ფუძე ლავებით ([[ბაზალტი|ბაზალტებით]], ანდეზიტ-ბაზალტებით). სამსრის ქედისაგან იგი განირჩევა შედარებით რბილი, ნაკლებ კონტრასტული რელიეფით.
 +
 
 +
ჯავახეთის, სამსრისა და თრიალეთის ქედებს შორის ანუ მდ. ქციას სათავეებში მოქცეულია [[წალკის ქვაბული]], რომლის უდაბლესი წერტილები 1200-1500 მ სიმაღლეზეა. აქ არის დაშბაშის კანიონი, ეძანისა და ბეშთაშენის ქვაბულები. წალკის ქვაბულის ამგებელი დოლერიტული ლავის განფენებს თრიალეთის ქედის დანაოჭება გაუზიარებია, რის შედეგად წარმოქმნილია ანტიკლინური სერებისა და სინკლინური ხეობა-ქვაბულების სისტემა. ბეშთაშენის ქვაბულში მოთავსებულია წალკის წყალსაცავი. ლავური სერების აბსოლუტური სიმაღლე 1600-1800 მ ფარგლებში ცვალებადობს. ზოგიერთი მათგანი ეროზიული კანიონებით არის გახერხილი.
 +
 
 +
ბედენის პლატო ანუ მასივი წალკის ქვაბულის აღმოსავლეთით გრძელდება. მისი უმაღლესი მწვერვალია მთა იაილო (1951 მ). ბედენის მასივი ანტიკლინურია, რომლის თხემური ნაწილის რელიეფი გართულებულია ბედენის ლავური პლატოთი. მასივი უმთავრესად ნეოგენური ლავებით არის აგებული, რომელთა ქვეშ ალაგ-ალაგ გაშიშვლებულია უფრო ძველი წყებები.
 +
 
 +
ზემო ქციის პლატოები განლაგებულია მდ. ქციის მარჯვენა შენაკადების – ჭოჭიანის, ზურტაკეტისა და მაშავრის აუზებში, ჯავახეთის ქედის აღმოსავლური ფერდობის ძირში (ჭოჭიანის პლატო, საშუალოდ 1600 მ, [[გომარეთის პლატო]] 1200-1600 მ, დმანისის პლატო 1800 მსიმაღლეზე). მათი ამგებელი ლავების გეოლოგიური ასაკი ცვალებადობს ზედაპლიოცენურიდან შუაპლეისტოცენურამდე.
 +
 
 +
ბედენის პლატოს აღმოსავლურ გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ ქვემო ქართლის პლატო, რომლის სიმაღლე დასავლეთ ნაწილში 1400 მ, აღმოსავლეთით კი 500-600 მ-მდე მცირდება; აგებულია დოლერიტული ლავებით (ზედა პლიოცენი). მდ. ქცია ამ პლატოს ორ ნაწილად ჰყოფს; ჩრდილო ნაწილი ცნობილია თეთრიწყაროს, სამხრეთის კი – დისველის პლატოს სახელწოდებით.
 +
 
 +
ქვემო ქართლის ვაკე მტკვრის ორივე სანაპიროზეა გადაშლილი (მარჯვენაზე – მარნეულის, ხოლო მარცხენაზე [[გარდაბნის ვაკე]]). ვაკის აბსოლუტური სიმაღლე 260- 400 მ-ია. აგებულია მეოთხეული ალუვიონით. მარნეულის ვაკის ჩრდილო ნაწილში ამართულია მთა იაღლუჯა (766 მ), რომელიც აგებულია ნეოგენური კონგლომერატებითა და ქვიშაქვებით. გარდაბნის ვაკე დასერილია მდ. ივრიდან (თბილისის ზღვის გავლით) და მდ. მტკვრიდან გამოყვანილი სარწყავი არხებით. ვაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში – [[აზერბაიჯანი]]ს საზღვარზე მდებარეობს ნახევრადხელოვნური ტბა ჯანდარი, რომელშიც თავს იყრის სარწყავი სისტემის ზედმეტი წყალი.
 +
 
 +
===== ბუნებრივი რესურსები =====
 +
ქვემო ქართლის ბუნებრივი რესურსებიდან აღსანიშნავია სპილენძის, [[მანგანუმი]]ს, [[რკინა|რკინისა]] და სხვა მადნები, აგრეთვე, ნაირგვარი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები. ბოლნისის რაიონი ცნობილია რკინის ჰემატიტური მადნის საბადოებით (ფოლადაური), მანგანუმის მადნით (ალგეთის ხეობა). მნიშვნელოვანია მადნეულის სპილენძ-[[ტყვია (ლითონი)|ტყვია]]-[[თუთია|თუთიის]] საბადო, აგრეთვე წითელსოფლის, ქვემო ბოლნისის, თამარისის და სხვ. სანახებში – ბარიტი. აქვე მოიპოვება [[ოქრო]], [[ვერცხლი]] და სხვ. სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ქვემო ქართლში ბევრგანაა; გვხვდება, აგრეთვე, სხვადასხვა მინერალური წყაროები.
 +
 
 +
===== კლიმატი =====
 +
კლიმატურად ქვემო ქართლი მოქცეულია ზომიერსა და სუბტროპიკულ სარტყლებს შორის. რელიეფის თავისებურებების გამო რეგიონის ჰავა საკმაოდ მშრალია.
 +
ქვემო ქართლის ბარის ნაწილი (მარნეულ-გარდაბნის ვაკე, იაღლუჯის მაღლობი, ქციის ხეობა ნახიდურიდან ხრამჰესამდე, ალგეთის ხეობა მარნეულიდან მანგლისამდე, ქედების მთისწინები და ხეობები) მიეკუთვნება ნახევრად ზღვიურ, საკმაოდ ზომიერი კონტინენტური ჰავების ტიპს. ბარის უდაბლეს ნაწილში (თბილისი, მარნეული, გარდაბანი, წითელი ხიდი) ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12- 13º-ია, იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 0, ივლისისა −24,5-25°. უფრო მაღალ ადგილებში (ბოლნისი, შულავერი, წინწყარო) ეს მაჩვენებლები უფრო დაბალია. ნალექების წლიური ჯამი უდაბლეს ადგილებში 350-500 მმ, უფრო მაღალა კი მატულობს 500-700 მმ-მდე.
 +
 
 +
ქვემო ქართლის შუა სარტყელში ჰავა უფრო გრილი და ნესტიანია, ვიდრე ბარში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9-3°, იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,-8, ივლისისა 20-14°. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 500-800 მმ-ის ფარგლებშია. თოვლსაფარის ხანგრძლივობა თეთრწყაროში 62 დღეა, მანგლისში 70, წალკაში 75; უფრო მაღლა იგი მატულობს 100-120 დღემდე.
 +
 
 +
2000-3000 მ სიმაღლეზე ძლიერ ცივა; ნალექების რაოდენობა 1000 მმ აღწევს, თოვლსაფარი 4-7 თვის განმავლობაში ძევს. კიდევ უფრო მაღლა გამეფებულია სუბნივალური ჰავა. თოვლი აქ თითქმის შემოდგომამდე (ახალ თოვლამდე) რჩება. ჯავახეთის ქედის აღმოსავლური ფერდობის ზოგიერთ ხეობაში (მაშავერა, უსეინქედი) ქარის მიერ გადმოხვეტილი თოვლი მთელი წლის განმავლობაშია და ფირნ-გლეტჩერებს ქმნის.
 +
 
 +
===== წყლის რესურსები =====
 +
ქვემო ქართლის ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარეები [[ქცია (მდინარე)|ქცია]], ალგეთი და მათი შენაკადები, ბუნებრივი და ხელოვნური ტბები, ლავური ვოკლუზები, მინერალური და ჩვეულებრივი წყაროები. საერთოდ, ქვემო ქართლი წყლის რესურსებით ღარიბია. მდინარეული ჩამონადენის მოდული მარნეულ-გარდაბნის ვაკეზე არ აღემატება 2 ლ/წმ 1 კმ-იდან, მთიან რაიონებში კი 10 ლიტრამდე იზრდება.
 +
 
 +
ქციის მარჯვენა შენაკადებიდან უდიდესია დებედა (ბერდუჯი), რომლის უმეტესი ნაწილი ახლა სომხეთის ტერიტორიაზეა. მნიშვნელოვანი შენაკადებია – მაშავერა (სიგრძე 69 კმ, აუზის ფართობი 1396,9 კმ ), ზურტაკეტი (35,5 კმ, 414,0 კმ ), ჭოჭიანი (33,5 კმ, 126,4 კმ ), ტორნე (29,5 კმ, 110,0 კმ ) და სხვ.
 +
 
 +
მდ. ალგეთი იწყება თრიალეთის ქედის მწვერვალ კლდეკართან; მიედინება სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულებით, მარაბდასთან, მარნეულის ვაკეზე გამოდის და მტკვარს შეერთვის მდ. ქციის შეერთების ცოტა ზემოთ (5 კმ დაშორებით). მდინარის სიგრძე 112 კმ, ხოლო აუზის ფართობი 764,1 კმ<sup>2</sup>. ს.ფარცხისთან მისი ხარჯია 2,5 მ³/წმ
 +
 
 +
როგორც ქციიდან, ისე ალგეთიდან ქვემო დინების აუზში სარწყავი არხებია გაყვანილი; მდ. მტკვრის სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია – ვერე, წავკისისწყალი, ლოჭინისხევი და სხვ. თვით მდ. მტკვრის მონაკვეთი ქვემო ქართლის ტერიტორიაზე 60 კმ-ია.
 +
 
 +
ქვემო ქართლის წყალსატევებიდან აღსანიშნავია ტბები: ბარეთის (წალკის აღმოსავლურ ნაწილში) 1612 მ სიმაღლეზე, უზუნის (1737 მ), ნადარბაზევის (1350
 +
მ, თეთრიწყაროს რ-ნი), ჭოჭიანის ტბები (თრიალეთსა და გომარეთს შორის) 1550-1600 მ-ზე. [[კუმისის ტბა|კუმისი]] (თბილისის სამხრეთით, 457 მ სიმაღლეზე), ჯანდარი (გარდაბნის რ-ნი, დმანისის ვაკეზე, აზერბაიჯანის საზღვარზე, ზღვის დონიდან.288 მ), ოროხმანის (დმანისის პლატოზე, 1500 მ) და სხვ.
 +
 
 +
ხელოვნური წყალსაცავებიდან აღსანიშნავია: წალკის (მდ.ქციაზე), ბეშთაშენის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე. ფართობით იგი საქართველოში ყველაზე დიდი წყალსაცავია (33,7 კმ<sup>2</sup>). მდ.ალგეთზე აგებულია ტბისის წყალსაცავი.
 +
 
 +
ქვემო ქართლში ბევრგანაა დიდდებიტიანი წყაროები, რომლებიც დასაბამს აძლევენ ნაკადულებსა და მდინარეებს. აქაური წყალუხვი ვოკლუზების ძირითადი მკვებავი არე ჯავახეთის ქედი. ბევრი წყაროა წალკისა და დმანისის რაიონებში. ზოგიერთი მათგანის დებიტი 1-2 მ<sup>3</sup>/წმ-ია, ხოლო წყლის ტემპერატურა ზოგჯერ 5º-ზე დაბალია. სუფთა და ცივი სასმელი წყლის უხვი რესურსები უმნიშვნელოდაა გამოყენებული.
 +
 
 +
მინერალური წყლები ქვემო ქართლში უმთავრესად ლოქის ქედთანაა დაკავშირებული – ბოლნისის, ახქერფის, მამხუტის ნახშირორჟანგიანი, ბოლნისის გოგირდოვანი და სხვ.
 +
 
 +
===== ნიადაგი =====
 +
ქვემო ქართლის ნიადაგსაფარი ოდესღაც ხე-მცენარეულობის ქვეშ ვითარდებოდა. ტყის განადგურების შემდეგ ყომრალი ნიადაგები შემორჩა მხოლოდ საშუალო მთიან რეგიონებს – თრიალეთის, შუა ქციის და ლოქის ქედებსა და მასივებს. უტყეო მთისწინეთში განვითარებულია ყავისფერი ნიადაგები. მარნეულისა და გარდაბნის ვაკეები დაფარულია რუხ-ყავისფერი ნიადაგებით. მთის შავმიწები წალკისა და ქციის ზემო პლატოებზეა, ხოლო ტყიანი ზონის ზევით მთა-მდელოს
 +
ნიადაგებია. მარნეულისა და გარდაბნის ვაკის ჩადაბლებულ ნაწილებში ბიცობი ნიადაგებია. სამსრისა და ჯავახეთის ქედების კლდოვანი და ღორღიანი ადგილები, აგრეთვე ქედები და კანიონებში არსებული ქარაფები ნიადაგსაფარს მოკლებულია.
 +
 
 +
===== მცენარეული საფარი =====
 +
ალპური მცენარეულობა (მდელოს ბალახეული) განვითარებულია სამსრის, ჯავახეთის, თრიალეთისა და ლოქის ქედებზე. ალპურ სარტყელში (2000-2300 მ-დან), მის ქვედა ნაწილში, ჩრდილოეთურ ფერდობებზე გვხვდება დეკიანები. ეს მცენარეულობა უკეთაა ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე.
 +
 
 +
არყნალი ტყის კორომები შემორჩენილია ჯავახეთის ქედის ხევებში, ზღვის დონიდან 2000-2300 მ სიმაღლეზე. [[არყი]] მთის [[მუხა]]სთან ერთად ბედენის მასივზეც იზრდება.
 +
 
 +
წიწვიან ტყეებს ქმნის ნაძვნარები და ფიჭვნარები. ნაძვნარების კარგად დაცული კორომები შემორჩენილია ალგეთის სათავეებში, სადაც შექმნილია ნაკრძალი. ფიჭვნარები ცალკეული მასივების სახით შემორჩა ქციის ხეობას (მდ. ტორნეს შესართავს ზემოთ ხრამჰესამდე). ტყეები ფარავს თრიალეთის, შუა ქციისა და ლოქის ქედთა ფერდობებს, რომლებიც შედგება ფართოფოთლოვანი ჯიშებისაგან (მუხა, [[რცხილა]]; არის აგრეთვე, [[ცაცხვი]], [[თელა]], [[ნეკერჩხალი]]). მთების ქვედა სარტყელში და მთისწინეთში, განადგურებული ტყის ადგილას, მეორადი ბუჩქნარები და სტეპ-ბუჩქნარებია ([[ჯაგრცხილა|ჯაგრცხილისა]] და [[ძეძვი]]ს მონაწილეობით). ქციის შუა ნაწილის ხეობის ფსკერზე იზრდება ჭალის ტყეები, რომლებიც შედგენილია [[ვერხვი]]თ, [[ტირიფი]]თ,
 +
[[თელა]]თი და სხვ.
 +
 
 +
ჭალები შემორჩენილია მტკვრის გასწვრივ – ქ.რუსთავთან და მის ქვემოთ,სადაციზრდება ვერხვი, ტირიფი, კაკლის ხე, [[თუთა]], [[თელა]], [[პანტა]], [[ტყემალი]], [[ასკილი]], [[მაყვალი]], სხვადასხვა ლეშამბები.
 +
 
 +
მარნეულ-გარდაბნის ვაკეზე და დაბალ ბორცვებზე (მათ შორის იაღლუჯაზე) იგაბატონებულია ქსეროფიტული ბალახეული – ურო, [[აბზინდა]], ვაციწვერა. ბიცობ ნიადაგებზე იზრდება ხურხუმი.
 +
 
 +
ქვემო ქართლი XVIII ს. გამოირჩეოდა ფაუნის სიუხვით, მაგრამ ანთროპოგენური ჩარევის შედეგად ამჟამად გაღარიბდა.
 +
 
 +
===== ლანდშაფტები =====
 +
ქვემო ქართლში გამოიყოფა: მშრალი და ზომიერად მშრალი სუბტროპიკების ვაკე-ზეგნების ლანდშაფტები, ზომიერად ნოტიო სუბტროპიკების ბორცვიანი მთის-წინეთის ლანდშაფტები, ზომიერად ნოტიო მთის ტყის ლანდშაფტები, მთის სტეპური, სუბალპური და ალპური ლანდშაფტები.
 +
 
 +
==წყარო==
 +
* [[საქართველოს გეოგრაფია ნაწილი I|საქართველოს გეოგრაფია]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]

მიმდინარე ცვლილება 16:16, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით

ქვემო ქართლი − აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, რომელიც ისტორიულად და ბუნებრივად მოიცავდა და მოიცავს ალგეთისა და ქცია-მაშავერა-ბერდუჯის აუზებს და მდ. მტკვრის ხეობას თბილისიდან წითელ ხიდამდე.

ქვემო ქართლი

იგი შემოსაზღვრულია თრიალეთის, ჯავახეთისა და ლოქის ქედებით. დასავლეთური საზღვარია სამსრის ქედის ჩრდილო ნაწილი და ჯავახეთის ქედი, აღმოსავლეთური – სამგორისა და დავით გარეჯის მთაგრეხილები, ჩრდილოეთით – თრიალეთის ქედია, ხოლო სამხრეთით – ლოქის ქედი, ქვემო ქართლს გამოყოფს სომხეთისაგან. ისტორიული ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთაა. დღევანდელ საზღვრებში მოთავსებულია თბილისის და რუსთავის საქალაქო დასახლებანი, აგრეთვე წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და გარდაბნის (ნაწილობრივ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონები. ამ საზღვრებში მოთავსებული ტერიტორიის ფართობი 7006 კმ-ია, რაც საქართველოს მთელი ფართობის 9,9%-ია.

სარჩევი

[რედაქტირება] გეოგრაფია

სახელწოდება „ქვემო ქართლი“ მიგვანიშნებს მის მდებარეობას თბილისის სამხრეთით. იგი ძირითადად მტკვრის მარჯვენა მხარეზეა და მხოლოდ გარდაბნის ვაკე ვრცელდება მტკვრის მარცხენა მხარეზე.

ეს რეგიონი მდ. ქციას სათავიდან ივრის ზეგნის კიდემდე 150 კმ-ზეა გადაჭიმული, სიგანე 65 კმ-ია (მ.არჯევანიდან ს.ირგანჩაიმდე). ქვემო ქართლის უდაბლესი ნაწილია წითელი ხიდის მიდამო, მდ .ქ ციას შესართავთან ახლოს – ზღვის დონიდან 265 მ, უმაღლესი მწვევრალია სამსარი – 3285 მ.

კავკასიის ყელის მსხვილი ოროგრაფიულ-ტექტონიკური ერთეულებიდან ქვემო ქართლში შედის (ნაწილობრივ) მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემა, ამიერკავკასიის ვულკანური ზეგანი და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მთათაშორისი დეპრესია.

თრიალეთის ქედი ქვემო ქართლში შემოდის შუა და აღმოსავლეთი ნაწილების სამხრეთი ფერდობით. უმაღლესი მწვერვალია შავი კლდე (2850 მ). ამ ქედის სხვა მწვერვალებიდან აღსანიშნავია: საყველოს მთა (2806 მ), ცხრაწყარო (2683 მ), ქვაჯვარა (2290 მ), არჯევანი (2759 მ), კლდეკარი (2000 მ) და სხვ. თრიალეთის უღელტეხილებს შორის მნიშვნელოვანია ცხრაწყარო (2462 მ), რომელზეც გადის ბაკურიან-ახალქალაქის გზატკეცილი. თრიალეთის ქედს სამხრეთ მხარეზე მნიშვნელოვანი განშტოებები არ გააჩნია. ეს ქედი ძირითადად პალეოგენური ასაკის ქანებითაა აგებული; დიდ ფართობს მოიცავს შუაეოცენის ვულკანოგენური წყება – ანდეზიტები, ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიები და სხვ. გარდა ამისა, ზოგან წარმოდგენილია სხვა ფორმაციებიც, ოლიგოცენური თიხები და ქვიშაქვები, ზედაცარცული კირქვები და ნეოგენური ლავები.

სამხრეთით ქვემო ქართლს აკრავს ლოქის ქედი, რომლის ყველაზე მაღალი მწვერვალია ლოქის მთა (2140 მ). უღელტეხილებიდან აღსანიშნავია მგლისჭიშკარი (1787 მ), ლოქი (1838 მ) და სხვ. ქედის აღმოსავლეთი ნაწილი აგებულია ზედაცარცის ვულკანოგენური, დასავლეთი – ეოცენის ვულკანური, ხოლო შუა – ქვედაიურული ვულკანოგენური წყებებით. აქ შიშვლდება ჯანდარის ანუ ლოქის პალეოზოური კრისტალური (გრანიტული) მასივი.

თრიალეთის და ლოქის ქედების დამაკავშირებელ ოროგრაფიულ სისტემად უნდა მივიჩნიოთ შუა ქციის მთათა ჯგუფი – კვირიკეთის, ლუკუნის და მელოტმთის მასივები. ისინი შესაბამისად 1745, 1893 და 1789 მეტრ სიმაღლეზეა. მელოტმთის ტოტებს შორის ჩაწოლილია ირაგის ქვაბული, რომელშიც გაედინება მდ. ტორნე, ხოლო ლუკუნის ტოტებს შორის მოქცეულია ქარიანის ქვაბული. ამ მთათა ჯგუფის გეოლოგიურ აღნაგობაში მონაწილეობენ პალეოზოური და მეზოზოური ქანები. გრანიტოიდები ქმნიან ქციის კრისტალურ მასივს (ხრამჰესის მიდამოებში). ზედაცარცის კირქვებით და ტუფოგენური (ვულკანოგენური) წყებებითაა აგებული მელოტმთის მასივი და მისი შტოქედები, ხოლო ლუკუნის მთის დასავლური ნაწილის აღნაგობაში მთავარ როლს ეოცენის ვულკანოგენური წყება ასრულებს.

სამსრის ქედი ქვემო ქართლში მხოლოდ ნაწილობრივ – თავისი ჩრდილო ნაწილის აღმოსავლური ფერდობებით შემოდის და ფაქტობრივად ქმნის ვულკანური კონუსების მერიდიანულ მწკრივს (სამსარი, შავნაბადა, თავკვეთილი და სხვ.); სამსრის ქედი აგებულია ანდეზიტური, ანდეზიტურ-დაციტური და დაციტური შედგენილობის ნეოგენურ-მეოთხეული ლავებით. ამ ქედზე დიდი ადგილი უჭირავს ყინვითი გამოფიტვის შედეგად დაგროვილ ლოდნარებს – კარკნალებს. მათი ზედაპირი ნიადაგ-მცენარეულ საფარს მოკლებულია.

ჯავახეთის ქედი სამსრის ქედის პარალელურია. ქვემო ქართლში ამ ქედის აღმოსავლეთი ფერდობი შემოდის (ნაწილობრივ სომხეთის ტერიტორიაზეა). საქართველოში ჯავახეთის უმაღლესი მწვერვალია ემლიქლი (3054 მ). ქედის უმეტესი ნაწილი აგებულია ფუძე ლავებით (ბაზალტებით, ანდეზიტ-ბაზალტებით). სამსრის ქედისაგან იგი განირჩევა შედარებით რბილი, ნაკლებ კონტრასტული რელიეფით.

ჯავახეთის, სამსრისა და თრიალეთის ქედებს შორის ანუ მდ. ქციას სათავეებში მოქცეულია წალკის ქვაბული, რომლის უდაბლესი წერტილები 1200-1500 მ სიმაღლეზეა. აქ არის დაშბაშის კანიონი, ეძანისა და ბეშთაშენის ქვაბულები. წალკის ქვაბულის ამგებელი დოლერიტული ლავის განფენებს თრიალეთის ქედის დანაოჭება გაუზიარებია, რის შედეგად წარმოქმნილია ანტიკლინური სერებისა და სინკლინური ხეობა-ქვაბულების სისტემა. ბეშთაშენის ქვაბულში მოთავსებულია წალკის წყალსაცავი. ლავური სერების აბსოლუტური სიმაღლე 1600-1800 მ ფარგლებში ცვალებადობს. ზოგიერთი მათგანი ეროზიული კანიონებით არის გახერხილი.

ბედენის პლატო ანუ მასივი წალკის ქვაბულის აღმოსავლეთით გრძელდება. მისი უმაღლესი მწვერვალია მთა იაილო (1951 მ). ბედენის მასივი ანტიკლინურია, რომლის თხემური ნაწილის რელიეფი გართულებულია ბედენის ლავური პლატოთი. მასივი უმთავრესად ნეოგენური ლავებით არის აგებული, რომელთა ქვეშ ალაგ-ალაგ გაშიშვლებულია უფრო ძველი წყებები.

ზემო ქციის პლატოები განლაგებულია მდ. ქციის მარჯვენა შენაკადების – ჭოჭიანის, ზურტაკეტისა და მაშავრის აუზებში, ჯავახეთის ქედის აღმოსავლური ფერდობის ძირში (ჭოჭიანის პლატო, საშუალოდ 1600 მ, გომარეთის პლატო 1200-1600 მ, დმანისის პლატო 1800 მსიმაღლეზე). მათი ამგებელი ლავების გეოლოგიური ასაკი ცვალებადობს ზედაპლიოცენურიდან შუაპლეისტოცენურამდე.

ბედენის პლატოს აღმოსავლურ გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ ქვემო ქართლის პლატო, რომლის სიმაღლე დასავლეთ ნაწილში 1400 მ, აღმოსავლეთით კი 500-600 მ-მდე მცირდება; აგებულია დოლერიტული ლავებით (ზედა პლიოცენი). მდ. ქცია ამ პლატოს ორ ნაწილად ჰყოფს; ჩრდილო ნაწილი ცნობილია თეთრიწყაროს, სამხრეთის კი – დისველის პლატოს სახელწოდებით.

ქვემო ქართლის ვაკე მტკვრის ორივე სანაპიროზეა გადაშლილი (მარჯვენაზე – მარნეულის, ხოლო მარცხენაზე გარდაბნის ვაკე). ვაკის აბსოლუტური სიმაღლე 260- 400 მ-ია. აგებულია მეოთხეული ალუვიონით. მარნეულის ვაკის ჩრდილო ნაწილში ამართულია მთა იაღლუჯა (766 მ), რომელიც აგებულია ნეოგენური კონგლომერატებითა და ქვიშაქვებით. გარდაბნის ვაკე დასერილია მდ. ივრიდან (თბილისის ზღვის გავლით) და მდ. მტკვრიდან გამოყვანილი სარწყავი არხებით. ვაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში – აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს ნახევრადხელოვნური ტბა ჯანდარი, რომელშიც თავს იყრის სარწყავი სისტემის ზედმეტი წყალი.

[რედაქტირება] ბუნებრივი რესურსები

ქვემო ქართლის ბუნებრივი რესურსებიდან აღსანიშნავია სპილენძის, მანგანუმის, რკინისა და სხვა მადნები, აგრეთვე, ნაირგვარი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები. ბოლნისის რაიონი ცნობილია რკინის ჰემატიტური მადნის საბადოებით (ფოლადაური), მანგანუმის მადნით (ალგეთის ხეობა). მნიშვნელოვანია მადნეულის სპილენძ-ტყვია-თუთიის საბადო, აგრეთვე წითელსოფლის, ქვემო ბოლნისის, თამარისის და სხვ. სანახებში – ბარიტი. აქვე მოიპოვება ოქრო, ვერცხლი და სხვ. სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ქვემო ქართლში ბევრგანაა; გვხვდება, აგრეთვე, სხვადასხვა მინერალური წყაროები.

[რედაქტირება] კლიმატი

კლიმატურად ქვემო ქართლი მოქცეულია ზომიერსა და სუბტროპიკულ სარტყლებს შორის. რელიეფის თავისებურებების გამო რეგიონის ჰავა საკმაოდ მშრალია. ქვემო ქართლის ბარის ნაწილი (მარნეულ-გარდაბნის ვაკე, იაღლუჯის მაღლობი, ქციის ხეობა ნახიდურიდან ხრამჰესამდე, ალგეთის ხეობა მარნეულიდან მანგლისამდე, ქედების მთისწინები და ხეობები) მიეკუთვნება ნახევრად ზღვიურ, საკმაოდ ზომიერი კონტინენტური ჰავების ტიპს. ბარის უდაბლეს ნაწილში (თბილისი, მარნეული, გარდაბანი, წითელი ხიდი) ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12- 13º-ია, იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 0, ივლისისა −24,5-25°. უფრო მაღალ ადგილებში (ბოლნისი, შულავერი, წინწყარო) ეს მაჩვენებლები უფრო დაბალია. ნალექების წლიური ჯამი უდაბლეს ადგილებში 350-500 მმ, უფრო მაღალა კი მატულობს 500-700 მმ-მდე.

ქვემო ქართლის შუა სარტყელში ჰავა უფრო გრილი და ნესტიანია, ვიდრე ბარში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9-3°, იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,-8, ივლისისა 20-14°. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 500-800 მმ-ის ფარგლებშია. თოვლსაფარის ხანგრძლივობა თეთრწყაროში 62 დღეა, მანგლისში 70, წალკაში 75; უფრო მაღლა იგი მატულობს 100-120 დღემდე.

2000-3000 მ სიმაღლეზე ძლიერ ცივა; ნალექების რაოდენობა 1000 მმ აღწევს, თოვლსაფარი 4-7 თვის განმავლობაში ძევს. კიდევ უფრო მაღლა გამეფებულია სუბნივალური ჰავა. თოვლი აქ თითქმის შემოდგომამდე (ახალ თოვლამდე) რჩება. ჯავახეთის ქედის აღმოსავლური ფერდობის ზოგიერთ ხეობაში (მაშავერა, უსეინქედი) ქარის მიერ გადმოხვეტილი თოვლი მთელი წლის განმავლობაშია და ფირნ-გლეტჩერებს ქმნის.

[რედაქტირება] წყლის რესურსები

ქვემო ქართლის ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარეები ქცია, ალგეთი და მათი შენაკადები, ბუნებრივი და ხელოვნური ტბები, ლავური ვოკლუზები, მინერალური და ჩვეულებრივი წყაროები. საერთოდ, ქვემო ქართლი წყლის რესურსებით ღარიბია. მდინარეული ჩამონადენის მოდული მარნეულ-გარდაბნის ვაკეზე არ აღემატება 2 ლ/წმ 1 კმ-იდან, მთიან რაიონებში კი 10 ლიტრამდე იზრდება.

ქციის მარჯვენა შენაკადებიდან უდიდესია დებედა (ბერდუჯი), რომლის უმეტესი ნაწილი ახლა სომხეთის ტერიტორიაზეა. მნიშვნელოვანი შენაკადებია – მაშავერა (სიგრძე 69 კმ, აუზის ფართობი 1396,9 კმ ), ზურტაკეტი (35,5 კმ, 414,0 კმ ), ჭოჭიანი (33,5 კმ, 126,4 კმ ), ტორნე (29,5 კმ, 110,0 კმ ) და სხვ.

მდ. ალგეთი იწყება თრიალეთის ქედის მწვერვალ კლდეკართან; მიედინება სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულებით, მარაბდასთან, მარნეულის ვაკეზე გამოდის და მტკვარს შეერთვის მდ. ქციის შეერთების ცოტა ზემოთ (5 კმ დაშორებით). მდინარის სიგრძე 112 კმ, ხოლო აუზის ფართობი 764,1 კმ2. ს.ფარცხისთან მისი ხარჯია 2,5 მ³/წმ

როგორც ქციიდან, ისე ალგეთიდან ქვემო დინების აუზში სარწყავი არხებია გაყვანილი; მდ. მტკვრის სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია – ვერე, წავკისისწყალი, ლოჭინისხევი და სხვ. თვით მდ. მტკვრის მონაკვეთი ქვემო ქართლის ტერიტორიაზე 60 კმ-ია.

ქვემო ქართლის წყალსატევებიდან აღსანიშნავია ტბები: ბარეთის (წალკის აღმოსავლურ ნაწილში) 1612 მ სიმაღლეზე, უზუნის (1737 მ), ნადარბაზევის (1350 მ, თეთრიწყაროს რ-ნი), ჭოჭიანის ტბები (თრიალეთსა და გომარეთს შორის) 1550-1600 მ-ზე. კუმისი (თბილისის სამხრეთით, 457 მ სიმაღლეზე), ჯანდარი (გარდაბნის რ-ნი, დმანისის ვაკეზე, აზერბაიჯანის საზღვარზე, ზღვის დონიდან.288 მ), ოროხმანის (დმანისის პლატოზე, 1500 მ) და სხვ.

ხელოვნური წყალსაცავებიდან აღსანიშნავია: წალკის (მდ.ქციაზე), ბეშთაშენის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე. ფართობით იგი საქართველოში ყველაზე დიდი წყალსაცავია (33,7 კმ2). მდ.ალგეთზე აგებულია ტბისის წყალსაცავი.

ქვემო ქართლში ბევრგანაა დიდდებიტიანი წყაროები, რომლებიც დასაბამს აძლევენ ნაკადულებსა და მდინარეებს. აქაური წყალუხვი ვოკლუზების ძირითადი მკვებავი არე ჯავახეთის ქედი. ბევრი წყაროა წალკისა და დმანისის რაიონებში. ზოგიერთი მათგანის დებიტი 1-2 მ3/წმ-ია, ხოლო წყლის ტემპერატურა ზოგჯერ 5º-ზე დაბალია. სუფთა და ცივი სასმელი წყლის უხვი რესურსები უმნიშვნელოდაა გამოყენებული.

მინერალური წყლები ქვემო ქართლში უმთავრესად ლოქის ქედთანაა დაკავშირებული – ბოლნისის, ახქერფის, მამხუტის ნახშირორჟანგიანი, ბოლნისის გოგირდოვანი და სხვ.

[რედაქტირება] ნიადაგი

ქვემო ქართლის ნიადაგსაფარი ოდესღაც ხე-მცენარეულობის ქვეშ ვითარდებოდა. ტყის განადგურების შემდეგ ყომრალი ნიადაგები შემორჩა მხოლოდ საშუალო მთიან რეგიონებს – თრიალეთის, შუა ქციის და ლოქის ქედებსა და მასივებს. უტყეო მთისწინეთში განვითარებულია ყავისფერი ნიადაგები. მარნეულისა და გარდაბნის ვაკეები დაფარულია რუხ-ყავისფერი ნიადაგებით. მთის შავმიწები წალკისა და ქციის ზემო პლატოებზეა, ხოლო ტყიანი ზონის ზევით მთა-მდელოს ნიადაგებია. მარნეულისა და გარდაბნის ვაკის ჩადაბლებულ ნაწილებში ბიცობი ნიადაგებია. სამსრისა და ჯავახეთის ქედების კლდოვანი და ღორღიანი ადგილები, აგრეთვე ქედები და კანიონებში არსებული ქარაფები ნიადაგსაფარს მოკლებულია.

[რედაქტირება] მცენარეული საფარი

ალპური მცენარეულობა (მდელოს ბალახეული) განვითარებულია სამსრის, ჯავახეთის, თრიალეთისა და ლოქის ქედებზე. ალპურ სარტყელში (2000-2300 მ-დან), მის ქვედა ნაწილში, ჩრდილოეთურ ფერდობებზე გვხვდება დეკიანები. ეს მცენარეულობა უკეთაა ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე.

არყნალი ტყის კორომები შემორჩენილია ჯავახეთის ქედის ხევებში, ზღვის დონიდან 2000-2300 მ სიმაღლეზე. არყი მთის მუხასთან ერთად ბედენის მასივზეც იზრდება.

წიწვიან ტყეებს ქმნის ნაძვნარები და ფიჭვნარები. ნაძვნარების კარგად დაცული კორომები შემორჩენილია ალგეთის სათავეებში, სადაც შექმნილია ნაკრძალი. ფიჭვნარები ცალკეული მასივების სახით შემორჩა ქციის ხეობას (მდ. ტორნეს შესართავს ზემოთ ხრამჰესამდე). ტყეები ფარავს თრიალეთის, შუა ქციისა და ლოქის ქედთა ფერდობებს, რომლებიც შედგება ფართოფოთლოვანი ჯიშებისაგან (მუხა, რცხილა; არის აგრეთვე, ცაცხვი, თელა, ნეკერჩხალი). მთების ქვედა სარტყელში და მთისწინეთში, განადგურებული ტყის ადგილას, მეორადი ბუჩქნარები და სტეპ-ბუჩქნარებია (ჯაგრცხილისა და ძეძვის მონაწილეობით). ქციის შუა ნაწილის ხეობის ფსკერზე იზრდება ჭალის ტყეები, რომლებიც შედგენილია ვერხვით, ტირიფით, თელათი და სხვ.

ჭალები შემორჩენილია მტკვრის გასწვრივ – ქ.რუსთავთან და მის ქვემოთ,სადაციზრდება ვერხვი, ტირიფი, კაკლის ხე, თუთა, თელა, პანტა, ტყემალი, ასკილი, მაყვალი, სხვადასხვა ლეშამბები.

მარნეულ-გარდაბნის ვაკეზე და დაბალ ბორცვებზე (მათ შორის იაღლუჯაზე) იგაბატონებულია ქსეროფიტული ბალახეული – ურო, აბზინდა, ვაციწვერა. ბიცობ ნიადაგებზე იზრდება ხურხუმი.

ქვემო ქართლი XVIII ს. გამოირჩეოდა ფაუნის სიუხვით, მაგრამ ანთროპოგენური ჩარევის შედეგად ამჟამად გაღარიბდა.

[რედაქტირება] ლანდშაფტები

ქვემო ქართლში გამოიყოფა: მშრალი და ზომიერად მშრალი სუბტროპიკების ვაკე-ზეგნების ლანდშაფტები, ზომიერად ნოტიო სუბტროპიკების ბორცვიანი მთის-წინეთის ლანდშაფტები, ზომიერად ნოტიო მთის ტყის ლანდშაფტები, მთის სტეპური, სუბალპური და ალპური ლანდშაფტები.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები