სოციალ-დემოკრატია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[პოლიტიკა]]
+
* [[პოლიტიკა (Politics)|პოლიტიკა]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური იდეოლოგიები]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური იდეოლოგიები]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 15:28, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით

სოციალ-დემოკრატია – სოციალ-დემოკრატია არ არის თეორიულად ისეთი ერთიანი და თანმიმდევრული მიმდინარეობა, როგორც, ვთქვათ, კლასიკური ლიბერალიზმი ან ფუნდამენტალისტური სოციალიზმი. მაშინ როცა პირველი − იდეოლოგიურად ბაზარსაა მიჯაჭვული, მეორე კი − საერთო საკუთრების იდეას ქადაგებს, სოციალ-დემოკრატია ბაზრისა და სახელმწიფოს როლის გაწონასწორებას ცდილობს, ბალანსის დაცვას პიროვნებასა და საზოგადოებას შორის. სოციალ-დემოკრატია ერთგვარი კომპრომისია — დოვლათის დაგროვების ერთადერთ საიმედო მექანიზმად ის კაპიტალიზმს აღიარებს, ოღონდაც სურს, ეს დოვლათი უფრო ზნეობრივი პრინციპებით გადაანაწილოს, ვიდრე საბაზრო კანონების მიხედვით. სოციალისტებისათვის საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა რთული, ზოგჯერ მეტად მტკივნეული პროცესიც გახლდათ — უფრო პრაქტიკული გარემოებებით და საარჩევნო პრიორიტეტებით განპირობებული, ვიდრე იდეოლოგიური რწმენით. XX საუკ. დასაწყისში, ამ ვითარების ნათელი გამოხატულება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეფორმისტული გეზი იყო, რაც პირველ რიგში, ისეთი რევიზიონისტი მარქსისტების გავლენას უკავშირდება, როგორიც ედუარდ ბერნშტეინი გახლდათ. 1959 წ., ბადგოდესბურგის კონგრესზე, ამ პარტიამ ოფიციალურად უარყო მარქსიზმი და სრულიად ახალი ლოზუნგი წამოაყენა: „კონკურენცია იქ, სადაც ეს შესაძლებელია, დაგეგმვა – სადაც აუცილებელი“. მსგავსი ცვლილებები შეინიშნებოდა იმ „ეთიკურ“ (უტოპიურ) სოციალისტურ პარტიებშიც, მარქსიზმის შეუვალ ავტორიტეტს მაინცადამაინც არც არასოდეს რომ არ აღიარებდნენ. მაგალითად, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია, რომელიც მუდამ იზიარებდა თანდათანობითი გარდაქმნების იდეას, 50-იანი წლებისთვის საკუთარი სოციალისტურობა ნაციონალიზაციის მოთხოვნებიდან თანასწორობის მოთხოვნაზე გადასვლით გამოხატა.

თანამედროვე სოციალ-დემოკრატთა უმთავრესი საზრუნავი საზოგადოებისგან გარიყულთა და დაჩაგრულთა პრობლემებია. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ სოციალ-დემოკრატიას ზოგადად სოციალიზმის ტრადიციასთან ხელაღებით ვერ გავაიგივებთ: მისთვის დამახასიათებელია როგორც თანალმობისა და თანაგრძნობის სოციალისტურ გაგება, ისე ლიბერალური თავისუფლებისა და თანაბარი შესაძლებლობების მოთხოვნებიც და, ამავდროულად, არც კონსერვატიული პატერნალისტური ზრუნვის იდეაა უცხო. რაც არ უნდა იყოს, საყოველთაო კეთილდღეობის, სამართლიანი გადანაწილებისა და სოციალური თანასწორობის იდეებს იგი ყოველთვის ეთანხმებოდა და თანაც, დაწინაურებულ ინდუსტრიულ საზოგადოებებში „დაკმაყოფილებული უმრავლესობის“ (გელბრაიტი, 1992) წარმოშობამ, სოციალისტური იდეების რევიზიის შემდგომი პროცესის აუცილებლობაც განაპირობა. ანუ, II მსოფლიო ომის მერე ფართოდ გავრცელებული ქენზიანური სოციალ-დემოკრატიის მიზანი კაპიტალიზმის „გაადამიანურება“ გახდა – სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევის მეშვეობით; სჯეროდათ, რომ ქენზიანური ეკონომიკური პოლიტიკა უმუშევრობას მთლიანად მოსპობდა, შერეული ეკონომიკური მოდელი მთავრობას საქმიანობის რეგულირებაში დაეხმარებოდა და ე.წ. პროგრესული დაბეგვრის გზით, მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავებას შეამცირებდა. თუმცა, ჩვენში დარჩეს, შემდგომ ეს თვალსაზრისიც გადასახედი და გადასასინჯი გაუხდათ.

საერთოდ, სოციალ-დემოკრატიის სოციალისტური ბუნება მუდამ საკამათო იყო. ზოგი სოციალისტი „სოციალ-დემოკრატიას“ სულაც სალანძღავ სიტყვად ხმარობდა და მასში უპრინციპო კომპრომისსა და თავად იდეის ღალატის ნიშნებსაც კი ხედავდა. სხვანი, ენტონი ქროსლენდის (1918-77) კვალად, ამტკიცებდნენ, რომ მათ ახალი ისტორიული რეალიებისათვის უნდა გაესწორებინათ თვალი და ამიტომაც ხალისით აიტაცეს იმგვარი ლიბერალური თეორეტიკოსების ნააზრევი, როგორიც ჯონ როულზი გახლდათ, თუმცა, XX საკ. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, სოციალ-დემოკრატიის პოზიციები აშკარად შეირყა და ამას მრავალი მიზეზი განაპირობებდა: უპირველესად, თავად კლასობრივ სტრუქტურაში მომხდარმა ცვლილებებმა, თუნდაც ახალ პროფესიათა გაჩენისა და ეკლესიის მზარდი გავლენის განხრით, მუშათა ინტერესებზე დაფუძნებულ მათ საარჩევნო რიტორიკას საფუძველი გამოაცალა; მეორეც, გლობალიზაციამ ეკონომიკის სახელმწიფო მართვის ქენზიანური ფორმები უვარგისად წარმოაჩინა; მესამეც ნაციონალიზირებული მრეწველობა და ეკონომიკური დაგეგმვა სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა, განვითარებულ ქვეყნებში მაინც; მეოთხე: კომუნიზმის კრახმა არა მარტო სახელმწიფო კოლექტივიზაციის იდეური და ინტელექტუალური უდღეურობა გამოავლინა, არამედ საერთოდ ნებისმიერი სოციალისტური იერარქიული მოდელისაც. სწორედ მაშინ გაჩნდა ე.წ. „მესამე გზის“ იდეა, რაც იქვე აიტაცეს პოლიტიკოსებმაც და პოლიტოლოგებმაც.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები