ლიბიელები
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
ამ პერიოდის ლიბიის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან განსხვავებით ნუბიისაგან, ის არ იყო მდიდარი მინერალური რესურსებით და ეგვიპტელების ინტერესები ლიბიის მომთაბარე ტომების ეგვიპტის საზღვრებს მიღმა შეკავებით და ამ მიზნით ჩატარებული სამხედრო ექსპედიციებიდან საქონლის და მონების ჩამოყვანით შემოიფარგლებოდა. შედარებით მეტია ინფორმაცია XVIII დინასტიიდან. ამ დროს ჩნდება ლიბიაში მცხოვრები ტომების ახალი სახელებიც, მათ შორის Libw, შესაძლოა ეს იყო ახალი ტომები, რომლებიც ამ დროს ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზში დაწყებულმა ხალხთა დიდმა მიგრაციამ (ზღვის ხალხები) მოიყვანა. ეგვიპტელების აღწერით, ორივე ტომში იყო როგორც შავთმიანი, ასევე წითურ თმიანი და ლურჯთვალება ხალხი და ისინი ჩაცმულობით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ ამ განსხვავების მიუხედავად, ერთად მოქმედებდნენ (O’Connor in:Trigger). სავარაუდოდ, ამავე დროიდან დაიწყო ლიბიელების ჩასახლება დასავლეთ დელტაში. ისევ, ამ „ემიგრანტების“ შესახებ არა არქოლოგიურად, არამედ ეგვიპტური ტექსტებიდან ვგებულობთ, რადგან ისინი, როგორც ჩანს, მიდრეკილი იყვნენ მიეტოვებინათ თავიანთი კულტურის ის ელემენტები, რომლებიც არქეოლოგიურ კვალს ტოვებს. | ამ პერიოდის ლიბიის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან განსხვავებით ნუბიისაგან, ის არ იყო მდიდარი მინერალური რესურსებით და ეგვიპტელების ინტერესები ლიბიის მომთაბარე ტომების ეგვიპტის საზღვრებს მიღმა შეკავებით და ამ მიზნით ჩატარებული სამხედრო ექსპედიციებიდან საქონლის და მონების ჩამოყვანით შემოიფარგლებოდა. შედარებით მეტია ინფორმაცია XVIII დინასტიიდან. ამ დროს ჩნდება ლიბიაში მცხოვრები ტომების ახალი სახელებიც, მათ შორის Libw, შესაძლოა ეს იყო ახალი ტომები, რომლებიც ამ დროს ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზში დაწყებულმა ხალხთა დიდმა მიგრაციამ (ზღვის ხალხები) მოიყვანა. ეგვიპტელების აღწერით, ორივე ტომში იყო როგორც შავთმიანი, ასევე წითურ თმიანი და ლურჯთვალება ხალხი და ისინი ჩაცმულობით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ ამ განსხვავების მიუხედავად, ერთად მოქმედებდნენ (O’Connor in:Trigger). სავარაუდოდ, ამავე დროიდან დაიწყო ლიბიელების ჩასახლება დასავლეთ დელტაში. ისევ, ამ „ემიგრანტების“ შესახებ არა არქოლოგიურად, არამედ ეგვიპტური ტექსტებიდან ვგებულობთ, რადგან ისინი, როგორც ჩანს, მიდრეკილი იყვნენ მიეტოვებინათ თავიანთი კულტურის ის ელემენტები, რომლებიც არქეოლოგიურ კვალს ტოვებს. | ||
− | არაფერია ცნობილი ლიბიური [[კერამიკა|კერამიკის]] ან სახლების შესახებ III გარდამავალი პერიოდის დროს. თუმცა ეგვიპტური წერილობითი წყაროებიდან ცნობილია, რომ ისინი იქ ცხოვრობდნენ, ინარჩუნებდნენ თავიანთ [[ენა (მეტყველება)|ენა]]ს სალაპარაკოდ, მათ არასოდეს უცდიათ რაიმე ჩაეწერათ ამ ენაზე. მაგრამ ლიბიელების დიდი ჯგუფები აშკარად სახლდებოდნენ ეგვიპტის ტერიტორიაზე და თანდათან დასავლეთ დელტაში საკმაოდ დიდ ტერიტორიებს დაეპატრონნენ. ეს ტომები, რომლებიც აქამდე პასტორალური ცხოვრების წესს მისდევდნენ, თანდათან გარდაიქმნენ მებრძოლებად, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ბრინჯაოს პერიოდის ხმელთაშუაზღვისპირეთისათვის ტიპიური იარაღით, ასევე ეტლით და ცხენით. სავარაუდოდ, მათ მშიდობიანი მიგრაციით მოპოვებული ტერიტორიის გაფართოება სურდათ. ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურადაც, რადგან შექმნეს კავშირი ზღვისიქითა ხალხებთან. ლიბიური საზოგადოების ასეთი გარდაქმნის მიზეზი ჩვენთვის უცნობია. ამ კოალიციასთან, რომელსაც მოუძღოდნენ ლიბიელების მეფეები – მარიუ (პირველი ომის დროს) და კეპერი (მეორე ომის დროს), მოუხდათ შებრძოლება [[მერნეპტახი|მერნეპტახს]] (XIX დინასტია) და [[რამსეს III]]-ს (XX დინასტია). ეგვიპტური ტექსტების თანახმად, ლიბიელები მოვიდნენ ცოლებით, შვილებით და თავიანთი ქონებით და მათ მიზანს აქ სამუდამოდ დარჩენა წარმოადგენდა. ასევე ეგვიპტური წყარობიდან ვგებულობთ, რომ ბრძოლები ორივე ფარაონის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ ეგვიპტური ტექსტების ტრიუმფალური ტონის მიუხედავად, ლიბიელების მიგრაცია გრძელდებოდა, და მალე ქვეყნის დიდი ნაწილი მათი მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა ეგვიპტურ წყაროებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, ლიბიური ექსპანსიის მასშტაბებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მათ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს ეგვიპტურ ჯარზე და ძირითადი ქალაქები დაიკავეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ეგვიპტური ადმინისტრაციული სისტემის შესაბამისად მოქმედებდნენ და, როგორც ჩანს, გარკვეული რელიგიური წოდებები მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო. მაგ. [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ში [[ამონი]]ს მთავარი [[ქურუმი]]ს (ხერიხორ I) და მისი მეუღლის (ნეჯმეტი) სახელები ეგვიპტურია, მაგრამ მათი ცხრამეტი ვაჟიშვილიდან ხუთს ლიბიური სახელები ჰქონდათ. ამიტომ, სავარაუდოდ, ხერიხორი იყო ერთ-ერთი წარმატებული ლიბიელთაგანი, ან მათი შთამომავალი. ამგვარად, თანდათან ამონის ქურუმებმა თებეში და სამეფო ტახტმა ტანისში დაკარგეს გავლენა მათზე დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. მთელი რიგი პროვინციების დაკავების შემდეგ, უფრო გავლენიანმა მაშვაშებმა (ან მოკლედ „მა“, როგორც მათ ეგვიპტური ტექსტები მოიხსენიებენ), დაიწყეს ზეგავლენა მოვლენების განვითარებაზე როგორც ტანისში, ისე თებეში. [[ფორტი|ფორტთან]], რომელიც ამონის თეოკრატიული სახელმწიფოს საზღვარს იცავდა, მაშვაშებმა საკუთარი ფორტი ააგეს და დაიმორჩილეს ისეთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი, როგორიც იყო ჰერაკლეოპოლისი. მალე ამ მოვლენების შემდეგ შეშონკი, მაშვაშების ერთ-ერთი ლიდერი და XXII (ლიბიური) დინასტიის დამაარსებელი, თებეში შევიდა. ლიბიელების ეგვიპტურ ტახტზე ასვლა მათი ხანგრძლივი ინფილტრაციის და დასავლეთ დელტაში ჩასახლების კულმინაციური წერტილი იყო, რადგან აშკარაა, რომ მათი ინფილტრაცია მერნეპტახის და რამსეს III-ის დიდ გამარჯვებების შემდეგაც გრძელდებოდა. ეს მიგრაცია გააადვილა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ქვეყნის ორად გაყოფამ (ტანისში მჯდომი ფარაონები ფაქტობრივად ჩრდილოეთ ეგვიპტის მეფეები იყვნენ, სამხრეთი თებეს და ამონის მთავარი ქურუმის ხელში იყო) და ასევე ეგვიპტელების ტრადიციულმ შეხედულებამ, რომ დასავლეთ დელტა ქვეყნისათვის ნაკლებად მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენდა. ამგვარად, ეგვიპტის ლიბიური პერიოდი ხანგრძლივი პროცესების შედეგი იყო. | + | არაფერია ცნობილი ლიბიური [[კერამიკა|კერამიკის]] ან სახლების შესახებ III გარდამავალი პერიოდის დროს. თუმცა ეგვიპტური წერილობითი წყაროებიდან ცნობილია, რომ ისინი იქ ცხოვრობდნენ, ინარჩუნებდნენ თავიანთ [[ენა (მეტყველება)|ენა]]ს სალაპარაკოდ, მათ არასოდეს უცდიათ რაიმე ჩაეწერათ ამ ენაზე. მაგრამ ლიბიელების დიდი ჯგუფები აშკარად სახლდებოდნენ ეგვიპტის ტერიტორიაზე და თანდათან დასავლეთ დელტაში საკმაოდ დიდ ტერიტორიებს დაეპატრონნენ. ეს ტომები, რომლებიც აქამდე პასტორალური ცხოვრების წესს მისდევდნენ, თანდათან გარდაიქმნენ მებრძოლებად, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ბრინჯაოს პერიოდის ხმელთაშუაზღვისპირეთისათვის ტიპიური იარაღით, ასევე ეტლით და ცხენით. სავარაუდოდ, მათ მშიდობიანი მიგრაციით მოპოვებული ტერიტორიის გაფართოება სურდათ. ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურადაც, რადგან შექმნეს კავშირი ზღვისიქითა ხალხებთან. ლიბიური საზოგადოების ასეთი გარდაქმნის მიზეზი ჩვენთვის უცნობია. ამ კოალიციასთან, რომელსაც მოუძღოდნენ ლიბიელების მეფეები – მარიუ (პირველი ომის დროს) და კეპერი (მეორე ომის დროს), მოუხდათ შებრძოლება [[მერნეპტახი|მერნეპტახს]] (XIX დინასტია) და [[რამსეს III]]-ს (XX დინასტია). ეგვიპტური ტექსტების თანახმად, ლიბიელები მოვიდნენ ცოლებით, შვილებით და თავიანთი ქონებით და მათ მიზანს აქ სამუდამოდ დარჩენა წარმოადგენდა. ასევე ეგვიპტური წყარობიდან ვგებულობთ, რომ ბრძოლები ორივე ფარაონის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ ეგვიპტური ტექსტების ტრიუმფალური ტონის მიუხედავად, ლიბიელების მიგრაცია გრძელდებოდა, და მალე ქვეყნის დიდი ნაწილი მათი მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა ეგვიპტურ წყაროებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, ლიბიური ექსპანსიის მასშტაბებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მათ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს ეგვიპტურ ჯარზე და ძირითადი ქალაქები დაიკავეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ეგვიპტური ადმინისტრაციული სისტემის შესაბამისად მოქმედებდნენ და, როგორც ჩანს, გარკვეული რელიგიური წოდებები მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო. მაგ. [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ში [[ამონი]]ს მთავარი [[ქურუმი]]ს (ხერიხორ I) და მისი მეუღლის (ნეჯმეტი) სახელები ეგვიპტურია, მაგრამ მათი ცხრამეტი ვაჟიშვილიდან ხუთს ლიბიური სახელები ჰქონდათ. ამიტომ, სავარაუდოდ, [[ხერიხორი]] იყო ერთ-ერთი წარმატებული ლიბიელთაგანი, ან მათი შთამომავალი. ამგვარად, თანდათან ამონის ქურუმებმა თებეში და სამეფო ტახტმა ტანისში დაკარგეს გავლენა მათზე დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. მთელი რიგი პროვინციების დაკავების შემდეგ, უფრო გავლენიანმა მაშვაშებმა (ან მოკლედ „მა“, როგორც მათ ეგვიპტური ტექსტები მოიხსენიებენ), დაიწყეს ზეგავლენა მოვლენების განვითარებაზე როგორც ტანისში, ისე თებეში. [[ფორტი|ფორტთან]], რომელიც ამონის თეოკრატიული სახელმწიფოს საზღვარს იცავდა, მაშვაშებმა საკუთარი ფორტი ააგეს და დაიმორჩილეს ისეთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი, როგორიც იყო ჰერაკლეოპოლისი. მალე ამ მოვლენების შემდეგ შეშონკი, მაშვაშების ერთ-ერთი ლიდერი და XXII (ლიბიური) დინასტიის დამაარსებელი, თებეში შევიდა. ლიბიელების ეგვიპტურ ტახტზე ასვლა მათი ხანგრძლივი ინფილტრაციის და დასავლეთ დელტაში ჩასახლების კულმინაციური წერტილი იყო, რადგან აშკარაა, რომ მათი ინფილტრაცია მერნეპტახის და რამსეს III-ის დიდ გამარჯვებების შემდეგაც გრძელდებოდა. ეს მიგრაცია გააადვილა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ქვეყნის ორად გაყოფამ (ტანისში მჯდომი ფარაონები ფაქტობრივად ჩრდილოეთ ეგვიპტის მეფეები იყვნენ, სამხრეთი თებეს და ამონის მთავარი ქურუმის ხელში იყო) და ასევე ეგვიპტელების ტრადიციულმ შეხედულებამ, რომ დასავლეთ დელტა ქვეყნისათვის ნაკლებად მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენდა. ამგვარად, ეგვიპტის ლიბიური პერიოდი ხანგრძლივი პროცესების შედეგი იყო. |
01:00, 16 ნოემბერი 2024-ის ვერსია
ლიბიელები – ამ სიტყვით დღეს მოიხსენიებენ ეგვიპტის დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით ემთხვევა თანამედროვე ლიბიის ტერიტორიას. ამ ტერიტორიის საზღვრები, ისევე როგორც ეგვიპტის დასავლეთი საზღვრები, დღეს დანამდვილებით ცნობილი არ არის, თუმცა ეგვიპტელები დასავლეთ უდაბნოს ოაზისებს უკვე ძველი სამეფოს დროიდან აკონტროლებდნენ.
ტერიტორია პრაქტიკულად არ არის შესწავლილი არქეოლოგიურად და ინფორმაცია ლიბიის შესახებ XXVI დინასტიამდე გაგვაჩნია მხოლოდ ეგვიპტური წყაროებიდან, რადგან თვითონ ლიბიელებს არ გააჩნდათ დამწერლობა. ლიბიის ტერიტორია, ასევე სავარაუდოდ, სახვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით იყო დასახლებული, მაგრამ ახალ სამეფომდე ლიბიელებიც და მათი ტერიტორიაც ეგვიპტურ წყაროებში მოიხსენიება, როგორც „Thnw“ (I დინასტიიდან) და „Tmh“ (ძველი სამეფოდან). ახალი სამეფოდან ჩნდება სხვა სახელებიც, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია mšwš. ტემეხი, სავარაუდოდ, უფრო სამხრეთ ლიბიის მოსახსენიებლად იხმარებოდა, რადგან ფარაონ მერენრას (VI დინასტია) ერთ-ერთი მოხელე, რომელიც ხელმძღვანელობდა ექსპედიციას ნუბიაში, თავის ავტობიოგრაფიაში გვამცნობს რომ ნუბიის ერთ-ერთი ტომის ბელადი აპირებდა ტემეხის დაპყრობას, რასაც მან ხელი შეუშალა.
ამ პერიოდის ლიბიის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან განსხვავებით ნუბიისაგან, ის არ იყო მდიდარი მინერალური რესურსებით და ეგვიპტელების ინტერესები ლიბიის მომთაბარე ტომების ეგვიპტის საზღვრებს მიღმა შეკავებით და ამ მიზნით ჩატარებული სამხედრო ექსპედიციებიდან საქონლის და მონების ჩამოყვანით შემოიფარგლებოდა. შედარებით მეტია ინფორმაცია XVIII დინასტიიდან. ამ დროს ჩნდება ლიბიაში მცხოვრები ტომების ახალი სახელებიც, მათ შორის Libw, შესაძლოა ეს იყო ახალი ტომები, რომლებიც ამ დროს ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზში დაწყებულმა ხალხთა დიდმა მიგრაციამ (ზღვის ხალხები) მოიყვანა. ეგვიპტელების აღწერით, ორივე ტომში იყო როგორც შავთმიანი, ასევე წითურ თმიანი და ლურჯთვალება ხალხი და ისინი ჩაცმულობით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ ამ განსხვავების მიუხედავად, ერთად მოქმედებდნენ (O’Connor in:Trigger). სავარაუდოდ, ამავე დროიდან დაიწყო ლიბიელების ჩასახლება დასავლეთ დელტაში. ისევ, ამ „ემიგრანტების“ შესახებ არა არქოლოგიურად, არამედ ეგვიპტური ტექსტებიდან ვგებულობთ, რადგან ისინი, როგორც ჩანს, მიდრეკილი იყვნენ მიეტოვებინათ თავიანთი კულტურის ის ელემენტები, რომლებიც არქეოლოგიურ კვალს ტოვებს.
არაფერია ცნობილი ლიბიური კერამიკის ან სახლების შესახებ III გარდამავალი პერიოდის დროს. თუმცა ეგვიპტური წერილობითი წყაროებიდან ცნობილია, რომ ისინი იქ ცხოვრობდნენ, ინარჩუნებდნენ თავიანთ ენას სალაპარაკოდ, მათ არასოდეს უცდიათ რაიმე ჩაეწერათ ამ ენაზე. მაგრამ ლიბიელების დიდი ჯგუფები აშკარად სახლდებოდნენ ეგვიპტის ტერიტორიაზე და თანდათან დასავლეთ დელტაში საკმაოდ დიდ ტერიტორიებს დაეპატრონნენ. ეს ტომები, რომლებიც აქამდე პასტორალური ცხოვრების წესს მისდევდნენ, თანდათან გარდაიქმნენ მებრძოლებად, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ბრინჯაოს პერიოდის ხმელთაშუაზღვისპირეთისათვის ტიპიური იარაღით, ასევე ეტლით და ცხენით. სავარაუდოდ, მათ მშიდობიანი მიგრაციით მოპოვებული ტერიტორიის გაფართოება სურდათ. ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურადაც, რადგან შექმნეს კავშირი ზღვისიქითა ხალხებთან. ლიბიური საზოგადოების ასეთი გარდაქმნის მიზეზი ჩვენთვის უცნობია. ამ კოალიციასთან, რომელსაც მოუძღოდნენ ლიბიელების მეფეები – მარიუ (პირველი ომის დროს) და კეპერი (მეორე ომის დროს), მოუხდათ შებრძოლება მერნეპტახს (XIX დინასტია) და რამსეს III-ს (XX დინასტია). ეგვიპტური ტექსტების თანახმად, ლიბიელები მოვიდნენ ცოლებით, შვილებით და თავიანთი ქონებით და მათ მიზანს აქ სამუდამოდ დარჩენა წარმოადგენდა. ასევე ეგვიპტური წყარობიდან ვგებულობთ, რომ ბრძოლები ორივე ფარაონის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ ეგვიპტური ტექსტების ტრიუმფალური ტონის მიუხედავად, ლიბიელების მიგრაცია გრძელდებოდა, და მალე ქვეყნის დიდი ნაწილი მათი მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა ეგვიპტურ წყაროებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, ლიბიური ექსპანსიის მასშტაბებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მათ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს ეგვიპტურ ჯარზე და ძირითადი ქალაქები დაიკავეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ეგვიპტური ადმინისტრაციული სისტემის შესაბამისად მოქმედებდნენ და, როგორც ჩანს, გარკვეული რელიგიური წოდებები მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო. მაგ. თებეში ამონის მთავარი ქურუმის (ხერიხორ I) და მისი მეუღლის (ნეჯმეტი) სახელები ეგვიპტურია, მაგრამ მათი ცხრამეტი ვაჟიშვილიდან ხუთს ლიბიური სახელები ჰქონდათ. ამიტომ, სავარაუდოდ, ხერიხორი იყო ერთ-ერთი წარმატებული ლიბიელთაგანი, ან მათი შთამომავალი. ამგვარად, თანდათან ამონის ქურუმებმა თებეში და სამეფო ტახტმა ტანისში დაკარგეს გავლენა მათზე დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. მთელი რიგი პროვინციების დაკავების შემდეგ, უფრო გავლენიანმა მაშვაშებმა (ან მოკლედ „მა“, როგორც მათ ეგვიპტური ტექსტები მოიხსენიებენ), დაიწყეს ზეგავლენა მოვლენების განვითარებაზე როგორც ტანისში, ისე თებეში. ფორტთან, რომელიც ამონის თეოკრატიული სახელმწიფოს საზღვარს იცავდა, მაშვაშებმა საკუთარი ფორტი ააგეს და დაიმორჩილეს ისეთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი, როგორიც იყო ჰერაკლეოპოლისი. მალე ამ მოვლენების შემდეგ შეშონკი, მაშვაშების ერთ-ერთი ლიდერი და XXII (ლიბიური) დინასტიის დამაარსებელი, თებეში შევიდა. ლიბიელების ეგვიპტურ ტახტზე ასვლა მათი ხანგრძლივი ინფილტრაციის და დასავლეთ დელტაში ჩასახლების კულმინაციური წერტილი იყო, რადგან აშკარაა, რომ მათი ინფილტრაცია მერნეპტახის და რამსეს III-ის დიდ გამარჯვებების შემდეგაც გრძელდებოდა. ეს მიგრაცია გააადვილა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ქვეყნის ორად გაყოფამ (ტანისში მჯდომი ფარაონები ფაქტობრივად ჩრდილოეთ ეგვიპტის მეფეები იყვნენ, სამხრეთი თებეს და ამონის მთავარი ქურუმის ხელში იყო) და ასევე ეგვიპტელების ტრადიციულმ შეხედულებამ, რომ დასავლეთ დელტა ქვეყნისათვის ნაკლებად მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენდა. ამგვარად, ეგვიპტის ლიბიური პერიოდი ხანგრძლივი პროცესების შედეგი იყო.