ტეფნუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტეფნუტი''' – (ეგვ. Tfn.t), ჰელიოპოლისის კოსმოგონიის (ენეადის) წევრ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Tefnuti.PNG|thumb|140px|ტეფნუტი]]
 
'''ტეფნუტი''' – (ეგვ. Tfn.t), ჰელიოპოლისის კოსმოგონიის (ენეადის) წევრი, ქალღმერთი, რომელიც შექმნა [[ატუმი|ატუმმა]] შუსთან ერთად, როგორც ღმერთების პირველი წყვილი. ტეფნუტი იყო სისველის განსახიერება. მისი სახელი დაკავშირებულია სიტყვასთან „tf“, რაც „ფურთხს“, „გადმოფურთხებას“ ნიშნავს.  
 
'''ტეფნუტი''' – (ეგვ. Tfn.t), ჰელიოპოლისის კოსმოგონიის (ენეადის) წევრი, ქალღმერთი, რომელიც შექმნა [[ატუმი|ატუმმა]] შუსთან ერთად, როგორც ღმერთების პირველი წყვილი. ტეფნუტი იყო სისველის განსახიერება. მისი სახელი დაკავშირებულია სიტყვასთან „tf“, რაც „ფურთხს“, „გადმოფურთხებას“ ნიშნავს.  
  

მიმდინარე ცვლილება 22:27, 12 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ტეფნუტი

ტეფნუტი – (ეგვ. Tfn.t), ჰელიოპოლისის კოსმოგონიის (ენეადის) წევრი, ქალღმერთი, რომელიც შექმნა ატუმმა შუსთან ერთად, როგორც ღმერთების პირველი წყვილი. ტეფნუტი იყო სისველის განსახიერება. მისი სახელი დაკავშირებულია სიტყვასთან „tf“, რაც „ფურთხს“, „გადმოფურთხებას“ ნიშნავს.

პირამიდების ტექსტების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ატუმმა, რომელმაც თავისი ენეადის შექმნა მარტომ დაიწყო, ღმერთების პირველი წყვილი სწორედ გადმოფურთხებით შექმნა: „შენ გადმოაფურთხე შუ, გადმოაფურთხე ტეფნუტი, შემოახვიე მათ შენი ხელები, როგორც კა, რომ შენი კა მათშიც ყოფილიყო“. შუსთან ერთად ტეფნუტს უჭირავს ზეცა და აცალკევებს მას ხმელეთისაგან. ძალიან ადრე მოხდა შუს და ტეფნუტის იდენტიფიცირება ლეონტოპოლისში გაღმერთებულ ლომის სახის ღმერთების წყვილთან. პირამიდების ტექსტებში მოხსენიებულია ატუმი და მისი „ლომების წყვილი“, რომლებიც არიან შუ და ტეფნუტი“. ლომის თავით არის გამოსახული ტეფნუტი მაშინაც, როცა ის, როგორც რას (რა-ატუმის) ქალიშვილი, რას თვალთან არის გაიგივებული. როგორც რას თვალთან, ტეფნუტთან დაკავშირებულია მითი, რომლის თანახმად ის ბრაზდება თავის მამაზე და ლიბიაში გარბის, მაგრამ რა, რომელსაც ენატრება ქალიშვილი, მის დასაბრუნებლად აგზავნის ბრძენ თოტს, რომელმაც, რასაკვირველია, მოახერხა გამძვინვარებული ქალღმერთის დაბრუნება. ერთ-ერთ გამოვლინებაში ტეფნუტი გველის სახესაც იღებს. გველის სახიანი ტეფნუტი სამეფო სკიპტრის დამცველი იყო. იყო ასევე დილის სუფთა ნამის განსახიერება.

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები