ხენტეხტაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ხენტეხტაი''' – ათრიბის ღვთაების გრეციზირებული ფორმა (ეგვ. Hn...) |
მიმდინარე ცვლილება 00:14, 16 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ხენტეხტაი – ათრიბის ღვთაების გრეციზირებული ფორმა (ეგვ. Hnthtj, მნიშვნელობა უცნობია). ბუნდოვანია ასევე მისი პირვანდელი სახე. შუა სამეფოდან შევარდნის სახის ღვთაებაა. შეერწყა ხორს, ხორ-ხენტეხტაის სახით, მაგრამ შესაძლოა მისი პირვანდელი სახე ნიანგი იყო. ეს მოსაზრება ეხმაურება მკვდართა წიგნის 88-ე თავში მოხსენიებულ „ნიანგს ათრიბიდან“. ბერძნულ პერიოდში ხენტეხტაი უმნიშვნელოვანესი ღვთაებების რიცხვს განეკუთვნებოდა.