ჰავარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰავარა''' – ადგილი ფაიუმის ოაზისის შესასვლელთან, [[კ...)
 

მიმდინარე ცვლილება 01:02, 17 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ჰავარა – ადგილი ფაიუმის ოაზისის შესასვლელთან, კროკოდილოპოლისის სამხრეთით. აქ მდებარეობს XII დინასტიის ფარაონის, ამონემხატ III-ის მეორე პირამიდა (მას კიდევ ერთი, ე.წ. „შავი პირამიდა“ ჰქონდა დაშურში), რომელიც მის საბოლოო განსასვენებელ ადგილად არის მიჩნეული. აქვე მდებარეობდა მისი გრანდიოზული მოსახსენიებელი ტაძარი (ე.წ. „ლაბირინთი“), რომელმაც აღაფრთოვანა ჰეროდოტე. პირამიდიდან 2 კმ. სამხრეთით ნაპოვნია მისი ქალიშვილის, ნეფრუ-პტახის ხელშეუხებელი პირამიდა.

პირველი გათხრები ჰავარაში ჩაატარა კ. ლეფსიუსმა 1843 წ., შემდეგ კი ფ. პეტრიმ. პირამიდის გათხრების გარდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ნეკროპოლისის გათხრები, სადაც ფ. პეტრის მიერ აღმოჩენილი იქნა 146 ე.წ. „ფაიუმის პორტრეტი“. ჰავარაში პეტრის მიერ მოძიებული იქნა ასევე პაპირუსები, რომელთა შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პაპირუსის გრაგნილი ჰომეროსის „ილიადის“ პირველი და მეორე თავით (ე.წ. „ჰავარას ჰომეროსი“), რომელიც დღეს ოქსფორდშია დაცული.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები