სიენა (ეგვიპტე)
(ახალი გვერდი: '''სიენა''' – (ეგვ. Śwn.w, Wb IV, 69), დღევანდელი ასუანი, ელეფანტინას კუნძ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''სიენა''' – (ეგვ. Śwn.w, Wb IV, 69), დღევანდელი ასუანი, [[ელეფანტინა]]ს კუნძულის პირდაპირ. მდებარეობდა ნახევარკუნძულზე, [[ნილოსი]]ს აღმოსავლეთ ნაპირზე, პირველ ზემოეგვიპტურ [[ნომი|ნომში]]. სიენასთან გადიოდა ეგვიპტის [[საზღვარი]], და ამიტომ აქ ყოველთვის იყო [[საბაჟო]] და სამხედრო [[გარნიზონი (სამხედრო ნაწილი)|გარნიზონი]]. | + | '''სიენა''' – (ეგვ. Śwn.w, Wb IV, 69), დღევანდელი [[ასუანი]], [[ელეფანტინა]]ს კუნძულის პირდაპირ. მდებარეობდა ნახევარკუნძულზე, [[ნილოსი]]ს აღმოსავლეთ ნაპირზე, პირველ ზემოეგვიპტურ [[ნომი|ნომში]]. სიენასთან გადიოდა ეგვიპტის [[საზღვარი]], და ამიტომ აქ ყოველთვის იყო [[საბაჟო]] და სამხედრო [[გარნიზონი (სამხედრო ნაწილი)|გარნიზონი]]. |
ქალაქი უშუალოდ ნილოსის პირველი ჭორომის ჩრდილოეთით მდებარეობდა, და სიენადან დელტამდე აღარ იყო არავითარი ბარიერი, რომელსაც [[ნავიგაცია|ნავიგაციის]] შეფერხება შეეძლო. ეს ქალაქს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან გარდა მრავალი სავაჭრო ტვირთისა, რომელიც ქვეყანაში სამხრეთიდან შემოდიოდა, სიენადან ჩრდილოეთისაკენ იგზავნებოდა დიდი რაოდენობით სამშენებლო ქვა. სიენას მიდამოებში, ნილოსის ორივე ნაპირზე, იყო განთქმული ქვის სამტეხლოები. განსაკუთებით ფასობდა აქაური [[გრანიტი]], რომელსაც ეგვიპტელები „სიენურს“ ეძახდნენ. თავისი მდებარეობის გამო გვიანდელ პერიოდში გახდა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ნომისაგან დამოუკიდებლად აღიქმებოდა. [[პლუტარქე]]ს თანახმად, ქალაქში განსაკუთრებით ეთაყვანებოდნენ [[თევზი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|თევზს]] (Phagros), რომელსაც ნილოსის დროულად ადიდებას ევედრებოდნენ. ეგვიპტელების წარმოდგენით, ნილოსი სწორედ ამ მიდამოებში მოხეთქავდა მიწიდან. სიენაში ეთაყვანებოდნენ ასევე ნომის ღვთაებებს [[ხნუმი|ხნუმს]], სატეტს, [[ისიდა]]ს, [[ოსირისი|ოსირისს]] და [[ხორი|ხორს]]. ყველა ამ ღვთაებებს [[პტოლემაიოს III ევერგეტი|პტოლემაიოს III]]-მ და IV-მ დიდი ტაძარი აუგეს. | ქალაქი უშუალოდ ნილოსის პირველი ჭორომის ჩრდილოეთით მდებარეობდა, და სიენადან დელტამდე აღარ იყო არავითარი ბარიერი, რომელსაც [[ნავიგაცია|ნავიგაციის]] შეფერხება შეეძლო. ეს ქალაქს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან გარდა მრავალი სავაჭრო ტვირთისა, რომელიც ქვეყანაში სამხრეთიდან შემოდიოდა, სიენადან ჩრდილოეთისაკენ იგზავნებოდა დიდი რაოდენობით სამშენებლო ქვა. სიენას მიდამოებში, ნილოსის ორივე ნაპირზე, იყო განთქმული ქვის სამტეხლოები. განსაკუთებით ფასობდა აქაური [[გრანიტი]], რომელსაც ეგვიპტელები „სიენურს“ ეძახდნენ. თავისი მდებარეობის გამო გვიანდელ პერიოდში გახდა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ნომისაგან დამოუკიდებლად აღიქმებოდა. [[პლუტარქე]]ს თანახმად, ქალაქში განსაკუთრებით ეთაყვანებოდნენ [[თევზი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|თევზს]] (Phagros), რომელსაც ნილოსის დროულად ადიდებას ევედრებოდნენ. ეგვიპტელების წარმოდგენით, ნილოსი სწორედ ამ მიდამოებში მოხეთქავდა მიწიდან. სიენაში ეთაყვანებოდნენ ასევე ნომის ღვთაებებს [[ხნუმი|ხნუმს]], სატეტს, [[ისიდა]]ს, [[ოსირისი|ოსირისს]] და [[ხორი|ხორს]]. ყველა ამ ღვთაებებს [[პტოლემაიოს III ევერგეტი|პტოლემაიოს III]]-მ და IV-მ დიდი ტაძარი აუგეს. |
მიმდინარე ცვლილება 03:00, 22 აპრილი 2025 მდგომარეობით
სიენა – (ეგვ. Śwn.w, Wb IV, 69), დღევანდელი ასუანი, ელეფანტინას კუნძულის პირდაპირ. მდებარეობდა ნახევარკუნძულზე, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, პირველ ზემოეგვიპტურ ნომში. სიენასთან გადიოდა ეგვიპტის საზღვარი, და ამიტომ აქ ყოველთვის იყო საბაჟო და სამხედრო გარნიზონი.
ქალაქი უშუალოდ ნილოსის პირველი ჭორომის ჩრდილოეთით მდებარეობდა, და სიენადან დელტამდე აღარ იყო არავითარი ბარიერი, რომელსაც ნავიგაციის შეფერხება შეეძლო. ეს ქალაქს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან გარდა მრავალი სავაჭრო ტვირთისა, რომელიც ქვეყანაში სამხრეთიდან შემოდიოდა, სიენადან ჩრდილოეთისაკენ იგზავნებოდა დიდი რაოდენობით სამშენებლო ქვა. სიენას მიდამოებში, ნილოსის ორივე ნაპირზე, იყო განთქმული ქვის სამტეხლოები. განსაკუთებით ფასობდა აქაური გრანიტი, რომელსაც ეგვიპტელები „სიენურს“ ეძახდნენ. თავისი მდებარეობის გამო გვიანდელ პერიოდში გახდა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ნომისაგან დამოუკიდებლად აღიქმებოდა. პლუტარქეს თანახმად, ქალაქში განსაკუთრებით ეთაყვანებოდნენ თევზს (Phagros), რომელსაც ნილოსის დროულად ადიდებას ევედრებოდნენ. ეგვიპტელების წარმოდგენით, ნილოსი სწორედ ამ მიდამოებში მოხეთქავდა მიწიდან. სიენაში ეთაყვანებოდნენ ასევე ნომის ღვთაებებს ხნუმს, სატეტს, ისიდას, ოსირისს და ხორს. ყველა ამ ღვთაებებს პტოლემაიოს III-მ და IV-მ დიდი ტაძარი აუგეს.