ქართული მუსიკისმცოდნეობა
(ახალი გვერდი: '''ქართული მუსიკისმცოდნეობა''' – ძველ საქართველოში მეცნიერუ...) |
|||
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
პირველ პროფესიონალ მუსიკისმცოდნედ უნდა ჩაითვალოს [[რაზმაძე ალექსანდრე|ა. რაზმაძე]] (მოსკოვის კონსის პროფ.), რომელსაც ეკუთვნის „ჰარმონიის ამოცანათა კრებული“ (1880) და დიდტანიანი „მუსიკის ისტორიის ნარკვევები“ (1888). | პირველ პროფესიონალ მუსიკისმცოდნედ უნდა ჩაითვალოს [[რაზმაძე ალექსანდრე|ა. რაზმაძე]] (მოსკოვის კონსის პროფ.), რომელსაც ეკუთვნის „ჰარმონიის ამოცანათა კრებული“ (1880) და დიდტანიანი „მუსიკის ისტორიის ნარკვევები“ (1888). | ||
+ | |||
+ | მუსიკისმცოდნეთა ეროვნული კადრების მომზადება [[თბილისი|თბილისში]] [[კონსერვატორია|კონსერვატორიის]] დაარსების (1917) შემდეგ დაიწყო. | ||
+ | |||
+ | თანამედროვე ქართული მუსიკისმცოდნეობის ძირითადი დარგებია: მუსიკის ფოლკლორისტიკა, მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, მუსიკის ესთეტიკა (ბოლო წლებში). ყველაზე ხანგრძლივი ტრადიციები აქვს მუსიკის ფოლკლორისტიკას. მისი ფუძემდებელია დ. არაყიშვილი, რომელმაც შეკრიბა და 3 ტომად გამოსცა 500-მდე ქართული ხალხური სიმღერა (1906-16); მასვე ეკუთვნის პირველი კვლევითი ხასიათის შრომები ქართული მუსიკის შესახებ. 60-90-იან წლებში გამოიცა გ. ჩხიკვაძის, ვ. ახობაძის, [[მშველიძე არჩილ|ა. მშველიძის]], [[ანდრიაშვილი აკაკი|ა. ანდრიაშვილის]], ვ. მახარაძის, კ. როსებაშვილის, ა. ხორავას, ო. ჩიჯავაძის, ბ. გალაევის, [[ერქომაიშვილი ანზორ|ა. ერქომაიშვილის]], ნ. კალანდაძის, მ. ერქვანიძის, დ. შუღლიაშვილის, კ. ჭოხონელიძის მიერ შედგენილი კრებულები. ქართული ხალხურ მუსიკას მიეძღვნა [[ასლანიშვილი შალვა|შ. ასლანიშვილისა]] და გ. ჩხიკვაძის შრომები. ამავე სფეროში მუშაობდნენ: ვ. ახობაძე, ა. ერქომაიშვილი, [[კოკელაძე გრიგოლ|გ. კოკელაძე]], თ. მამალაძე, ვ. მაღრაძე, ვ. ჟღენტი, მ. იაშვილი, მ. და ს. ჟორდანიები („ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა მრავალხმიან კულტურათა საერთაშორისო კონტექსტში“, 1989). კ. როსებაშვილი, მ. შილაკაძე, ო. ჩიჯავაძე, ვ. გოგოტიშვილი, კ. ჭოხონელიძე, ნ. მაისურაძე, ბ. ბარამიძე, დ. მესხი, ე. გარაყანიძე, ნ. ზუმბაძე, მ. ოსიტაშვილი, ნ. ფირხცალავა, ქ. ნაკაშიძე, მ. სუხიაშვილი, ნ. კალანდაძე, დ. შუღლიაშვილი, მ. ერქვანიძე, თ. გაბისონია, მ. ხაშბა და სხვ. ხალხური მუსიკის პრობლემებს ძირითადად ამუშავებს [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის კონსერვატორიის]] ფოლკლორისტიკისა (გამოეყო მუსიკის ისტორიის კათედრას 1970) და მუსიკის თეორიის კათედრები (დაარსდა 1937). 2003 თბილისის კონსერვატორიაში დაარსდა მრავალხმიანობის შემსწავლელი საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრი. ჩატარდა მრავალხმიანობის პრობლემებისადმი მიძღვნილი 5 საერთაშორისო კონფერენცია (თბილისი, ბორჯომი 1984-1988, 1998, 2000) და ტრადიციული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი ფართო მასშტაბის 3 საერთაშორისო სიმპოზიუმი (თბილისი, 2002, 2004, 2006). | ||
+ | |||
+ | თეორიულ მუსიკისმცოდნეობაში აღსანიშნავია შ. ასლანიშვილის გამოკვლევა „ქართლკახური ხალხური საგუნდო სიმღერების ჰარმონია“ (პირველი გამოცემა 1950), აგრეთვე მისი წიგნი „ი. ს. ბახის ორ და სამხმიანი ინვენციები“ (1964), მ. ყანჩელის „მსხვილი ერთნაწლიანი ფორმა XIX ს-ის მუსიკაში“ (1973) და „დ. შოსტაკოვიჩის და ს. ცინცაძის სიმებიანი კვარტეტები“, ქ. თუმანიშვილის, ლ. ფალიაშვილის, ქ. არაქელოვის, ვ. ჟღენტის, ბ. გულისაშვილის, დ. არუთინოვ-ჯინჭარაძის, მ. ანდრიაძის („საგალობელთა ჟანრები და ნევმირების ტრადიცია XIX ს. ქართული ხელნაწერების მიხედვით“, 1998 ). ლ. მარუაშვილის, ჯ. და ზ. | ||
+ | ოიკაშვილების, ლ. გოგოლაძის, დ. რუხაძის, გ. გვარჯალაძის, მ. ჭოღოშვილის, თ. მგალობლიშვილის, თ. ჩხეიძის, ე. ონიანის, მ. ნადარეიშვილის, ლ. პატარიძის, ლ. სამსონაძის და სხვ. შრომები. გამოცემულია კათედრის წევრთა შრომების კრებული (1981). | ||
+ | |||
+ | ისტორიული მუსიკისმცოდნეობის მეცნიერების ხაზით პირველ რიგში უნდა აღინიშნოს დიდი ქართველი მეცნიერის [[ჯავახიშვილი ივანე|ი.ჯავახიშვილი]]ს „ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები“ (1938), რომელშიც განხილულია ქართული მრავალხმიანობის გენეზისის ძირეული პრობლემები, ხალხური ვოკალური და საკრავიერი მუსიკის ცალკეული საკითხები, ღრმად და მრავალმხრივად არის გაანალიზებული ქართული საისტორიო და ლიტერატურულ წყაროებში წარმოდგენილი მუსიკალური ტერმინოლოგიის ძირითადი ფონდი. | ||
+ | |||
+ | სისტემატური მუშაობა მუსიკის ისტორიის დარგში დაიწყო კონსერვატორიაში შესაბამისი კათედრის დაარსების შემდეგ (1937). ყურადღების ცენტრშია ქართული მუსიკის ისტორიის საკითხები. ქართული მუსიკალური კულტურის განვითარების ძირითადი ეტაპების (უძველესი ხანიდან ჩვენს დრომდე) პირველ მეცნიერულ განზოგადებას წარმოადგენს კოლექტიური შრომა „ქართული მუსიკალური კულტურა“ (მოსკოვი, 1958). | ||
+ | |||
+ | გამოცემულია აგრეთვე ლ. დონაძის „ქართული საბჭოთა მუსიკის ისტორიის“ I ტ.(რუს. ენაზე, 1975), ა. წულუკიძის „ქართული საბჭოთა მუსიკა“ (1970), გ. ორჯონიკიძის „აღმავლობის გზის პრობლემები“ (1978) და „თანამედროვე ქართული მუსიკა ესთეტიკისა და სოციოლოგიის შუქზე“ (1984), „ქართული მუსიკის ისტორია“ I. ტ. (ავტორთა კოლექტივი, თბ., 1990), [[ტორაძე გულბათ|გ. ტორაძის]] „ქართული მუსიკა საუკუნის გადასახედიდან“ (1998), XX ს-ის 20-50-იანი და 60-70-იანი წლების ქართული მუსიკის ისტორიის ნარკვევები (ავტ. კოლექტივი. თბ. 1998, 2004), რ. წურწუმიას „XX ს. ქართული მუსიკის თვითმყოფადობისა და ღირებულებრივი ორიენტაციის პრობლემები“ (2002), „ქართული მუსიკის ისტორია“ (რუს. ენაზე, 1998). | ||
+ | |||
+ | მონოგრაფიებიდან გამოირჩევა ლ. დონაძის „ზ. ფალიაშვილი“ და „შ. მშველიძე“, ა. ბეგიჯანოვის „დ. არაყიშვილი“, გ. ორჯონიკიძის „ა. ბალანჩივაძე“, ა. წულუკიძის „შ. მშველიძე“, პ. ხუჭუას „ზ. ფალიაშვილი“, „დ. არაყიშვილი“ და „მ. ბალანჩივაძე“, მ. იაშვილის „ა. კერესელიძე“, თ. კვირიკაძის „შ. აზმაიფარაშვილი“, მ. ფიჩხაძის „სულხან ცინცაძე“, გ. ტორაძის „ოთარ თაქთაქიშვილი“, ა. მშველიძის „ნარკვევები მუსიკალური განათლების ისტორიიდან საქართველოში“, შ. კაშმაძის ორტომეული „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი“, „ზ. ფალიაშვილი“, დ. გოგუას „ქართული კამერული ანსამბლი“, ნ. კილაძის „ქართული ბალეტი“, ე. ლომდარიძის „დავით თორაძე“, „ა. მაჭავარიანის საგუნდო და კამერულ-ვოკალური შემოქმედება“, ნ. ქავთარაძის „მერი დავითაშვილი“, „ა. ნიჟარაძე“, რ. ქუთათელაძის „სულხან ნასიძე“ და სხვ. | ||
+ | ძველი ქართული მუსიკის ისტორიის საკითხებზე მუშაობენ: გ. ჩხიკვაძე, ვ. გვახარია, ო. ჩიჯავაძე, მ. იაშვილი, მ. ანდრიაძე, მ. ხვთისიაშვილი, ი. ბახტაძე და სხვ. თანამედროვე ქართული მუსიკისადმი მიძღვნილი შრომებიდან გამოირჩევა ლ. დონაძის, გ. ორჯონიკიძის, ა. წულუკიძის, აგრეთვე [[ახმეტელი მანანა|მ. ახმეტელის]], დ. გოგუას, რ. წურწუმიას, ნ. და მ. ქავთარაძეების, ნ. კილაძის, რ. ქუთათელაძის, მ. ხვთისიაშვილის, ნ. ჟღენტის, ლ. კაკულიას, გ. ტორაძის ნაწერები. | ||
+ | |||
+ | საზღვარგარეთულ მუსიკას მიეძღვნა ლ. დონაძის გამოკვლევები შუბერტის სიმფონიზმის შესახებ და გ. ორჯონიკიძის „ვერდის ოპერები შექსპირის სიუჟეტებზე“, აგრეთვე თ. გელაძის (ნარკვევების ციკლი XX ს. დას. ევროპელ კომპოზიტორების შესახებ), ვ. გვახარიას (მიენიჭა გდრ ქ. ჰალეს „ჰენდელის საზოგადოების“ პრემია), მ. ვაჩნაძის, გ. ტორაძის, მ. ქავთარაძის, რ. ქუთათელაძის, ე. ბალანჩივაძის, ლ. დოლიძის, ქ. ბაქრაძის, ნ. ლორიას, ქ. ბოლაშვილის, ნ. შარიქაძის ნაშრომები. რუსული კლასიკური მუსიკის ცალკეული საკითხები შეისწავლეს თავის შრომებში ე. ძიძაძემ, ლ. პოდზემსკაიამ, ნ. დიმიტრიადიმ, გ. ტორაძემ, ე. ბალანჩივაძემ, ე. ყარანგოზიშვილმა, მ. კირაკოსოვამ. „საბჭოთა“ პერიოდის რუსული მუსიკის (კერძოდ, [[პროკოფიევი სერგეი|პროკოფიევი]]სა და [[შოსტაკოვიჩი დიმიტრი|შოსტაკოვიჩი]]ს შემოქმედების) შესწავლის ხაზით ნაყოფიერად | ||
+ | მუშაობდა გ. ორჯონიკიძე. აღსანიშნავია აგრეთვე ა. წულუკიძისა და მ. იაშვილის შრომები. არაევროპულ მუსიკალურ კულტურებს სწავლობს მ. ქავთარაძე. | ||
+ | |||
+ | მუსიკალური კრიტიკის წამომწყებია მწერალი ილია ზურაბიშვილი (1872-1955). მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი „ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ (1941). სხვადასხვა წლებში აქტიურად მოღვაწეობდნენ ლ. დონაძე და პ. ხუჭუა (განსაკუთრებით 30-40-იან წლებში), 50-იანი წლებიდან – ა. წულუკიძე, გ. ორჯონიკიძე, გ. ტორაძე, მ. ფიჩხაძე, ქ. თბილელი (არაქელოვი), თ. ხუროშვილი, ლ. კაკაბაძე, 60-იდან – მ. იაშვილი, 70-იდან – მ. ახმეტელი, ნ. ქავთარაძე, ნ. დიმიტრიადი, ე. მაჭავარიანი, რ. ქუთათელაძე, მ კორძაია. | ||
+ | |||
+ | ''გ. ტორაძე'' | ||
მიმდინარე ცვლილება 14:34, 14 მაისი 2025 მდგომარეობით
ქართული მუსიკისმცოდნეობა – ძველ საქართველოში მეცნიერული აზრი მუსიკის შესახებ ყალიბდებოდა საკუთრივ პროფესიული (სასულიერო) მუსიკალური ხელოვნების განვითარების პარალელურად. დიდი ქართველი ჰიმნოგრაფი და კომპოზიტორი მიქაელ მოდრეკილი, განთქმული „იადგარის“ (978-988) შემდგენელი, გარკვეული აზრით, პირველ ქართველ მუსიკისმცოდნედ შეიძლება ჩაითვალოს. ქართული გალობისა და მისი ჰარმონიული სტრუქტურის შესახებ ძვირფას ცნობებს შეიცავს იოანე პეტრიწის შრომა „განმარტებაჲ პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის“. ქართული მუსუსიკალური ტერმინოლოგიის იმ დროისათვის არსებული ძირითადი ფონდი წარმოდგენილია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში. თავისი დროის თვალსაჩინო მუსიკისმცოდნეა იოანე ბაგრატიონი. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის „კალმასობას“ (1828-29) და მუსიკის მოკლე სახელმძღვანელოს. საგრძნობი წვლილი შეიტანეს თეორიული მუსიკალური განათლების დანერგვისა და ქართული ხალხური მუსიკისა და სასულიერო გალობის შესწავლაში XIX ს. დასასრულს და XX ს. დასაწყისში ხ. სავანელმა, ფ. ქორიძემ, პ. კარბელაშვილმა, ზ. ჩხიკვაძემ, ი. კარგარეთელმა, მ. ბალანჩივაძემ, დ. არაყიშვილმა, ზ. ფალიაშვილმა და სხვ.
პირველ პროფესიონალ მუსიკისმცოდნედ უნდა ჩაითვალოს ა. რაზმაძე (მოსკოვის კონსის პროფ.), რომელსაც ეკუთვნის „ჰარმონიის ამოცანათა კრებული“ (1880) და დიდტანიანი „მუსიკის ისტორიის ნარკვევები“ (1888).
მუსიკისმცოდნეთა ეროვნული კადრების მომზადება თბილისში კონსერვატორიის დაარსების (1917) შემდეგ დაიწყო.
თანამედროვე ქართული მუსიკისმცოდნეობის ძირითადი დარგებია: მუსიკის ფოლკლორისტიკა, მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, მუსიკის ესთეტიკა (ბოლო წლებში). ყველაზე ხანგრძლივი ტრადიციები აქვს მუსიკის ფოლკლორისტიკას. მისი ფუძემდებელია დ. არაყიშვილი, რომელმაც შეკრიბა და 3 ტომად გამოსცა 500-მდე ქართული ხალხური სიმღერა (1906-16); მასვე ეკუთვნის პირველი კვლევითი ხასიათის შრომები ქართული მუსიკის შესახებ. 60-90-იან წლებში გამოიცა გ. ჩხიკვაძის, ვ. ახობაძის, ა. მშველიძის, ა. ანდრიაშვილის, ვ. მახარაძის, კ. როსებაშვილის, ა. ხორავას, ო. ჩიჯავაძის, ბ. გალაევის, ა. ერქომაიშვილის, ნ. კალანდაძის, მ. ერქვანიძის, დ. შუღლიაშვილის, კ. ჭოხონელიძის მიერ შედგენილი კრებულები. ქართული ხალხურ მუსიკას მიეძღვნა შ. ასლანიშვილისა და გ. ჩხიკვაძის შრომები. ამავე სფეროში მუშაობდნენ: ვ. ახობაძე, ა. ერქომაიშვილი, გ. კოკელაძე, თ. მამალაძე, ვ. მაღრაძე, ვ. ჟღენტი, მ. იაშვილი, მ. და ს. ჟორდანიები („ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა მრავალხმიან კულტურათა საერთაშორისო კონტექსტში“, 1989). კ. როსებაშვილი, მ. შილაკაძე, ო. ჩიჯავაძე, ვ. გოგოტიშვილი, კ. ჭოხონელიძე, ნ. მაისურაძე, ბ. ბარამიძე, დ. მესხი, ე. გარაყანიძე, ნ. ზუმბაძე, მ. ოსიტაშვილი, ნ. ფირხცალავა, ქ. ნაკაშიძე, მ. სუხიაშვილი, ნ. კალანდაძე, დ. შუღლიაშვილი, მ. ერქვანიძე, თ. გაბისონია, მ. ხაშბა და სხვ. ხალხური მუსიკის პრობლემებს ძირითადად ამუშავებს თბილისის კონსერვატორიის ფოლკლორისტიკისა (გამოეყო მუსიკის ისტორიის კათედრას 1970) და მუსიკის თეორიის კათედრები (დაარსდა 1937). 2003 თბილისის კონსერვატორიაში დაარსდა მრავალხმიანობის შემსწავლელი საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრი. ჩატარდა მრავალხმიანობის პრობლემებისადმი მიძღვნილი 5 საერთაშორისო კონფერენცია (თბილისი, ბორჯომი 1984-1988, 1998, 2000) და ტრადიციული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი ფართო მასშტაბის 3 საერთაშორისო სიმპოზიუმი (თბილისი, 2002, 2004, 2006).
თეორიულ მუსიკისმცოდნეობაში აღსანიშნავია შ. ასლანიშვილის გამოკვლევა „ქართლკახური ხალხური საგუნდო სიმღერების ჰარმონია“ (პირველი გამოცემა 1950), აგრეთვე მისი წიგნი „ი. ს. ბახის ორ და სამხმიანი ინვენციები“ (1964), მ. ყანჩელის „მსხვილი ერთნაწლიანი ფორმა XIX ს-ის მუსიკაში“ (1973) და „დ. შოსტაკოვიჩის და ს. ცინცაძის სიმებიანი კვარტეტები“, ქ. თუმანიშვილის, ლ. ფალიაშვილის, ქ. არაქელოვის, ვ. ჟღენტის, ბ. გულისაშვილის, დ. არუთინოვ-ჯინჭარაძის, მ. ანდრიაძის („საგალობელთა ჟანრები და ნევმირების ტრადიცია XIX ს. ქართული ხელნაწერების მიხედვით“, 1998 ). ლ. მარუაშვილის, ჯ. და ზ. ოიკაშვილების, ლ. გოგოლაძის, დ. რუხაძის, გ. გვარჯალაძის, მ. ჭოღოშვილის, თ. მგალობლიშვილის, თ. ჩხეიძის, ე. ონიანის, მ. ნადარეიშვილის, ლ. პატარიძის, ლ. სამსონაძის და სხვ. შრომები. გამოცემულია კათედრის წევრთა შრომების კრებული (1981).
ისტორიული მუსიკისმცოდნეობის მეცნიერების ხაზით პირველ რიგში უნდა აღინიშნოს დიდი ქართველი მეცნიერის ი.ჯავახიშვილის „ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები“ (1938), რომელშიც განხილულია ქართული მრავალხმიანობის გენეზისის ძირეული პრობლემები, ხალხური ვოკალური და საკრავიერი მუსიკის ცალკეული საკითხები, ღრმად და მრავალმხრივად არის გაანალიზებული ქართული საისტორიო და ლიტერატურულ წყაროებში წარმოდგენილი მუსიკალური ტერმინოლოგიის ძირითადი ფონდი.
სისტემატური მუშაობა მუსიკის ისტორიის დარგში დაიწყო კონსერვატორიაში შესაბამისი კათედრის დაარსების შემდეგ (1937). ყურადღების ცენტრშია ქართული მუსიკის ისტორიის საკითხები. ქართული მუსიკალური კულტურის განვითარების ძირითადი ეტაპების (უძველესი ხანიდან ჩვენს დრომდე) პირველ მეცნიერულ განზოგადებას წარმოადგენს კოლექტიური შრომა „ქართული მუსიკალური კულტურა“ (მოსკოვი, 1958).
გამოცემულია აგრეთვე ლ. დონაძის „ქართული საბჭოთა მუსიკის ისტორიის“ I ტ.(რუს. ენაზე, 1975), ა. წულუკიძის „ქართული საბჭოთა მუსიკა“ (1970), გ. ორჯონიკიძის „აღმავლობის გზის პრობლემები“ (1978) და „თანამედროვე ქართული მუსიკა ესთეტიკისა და სოციოლოგიის შუქზე“ (1984), „ქართული მუსიკის ისტორია“ I. ტ. (ავტორთა კოლექტივი, თბ., 1990), გ. ტორაძის „ქართული მუსიკა საუკუნის გადასახედიდან“ (1998), XX ს-ის 20-50-იანი და 60-70-იანი წლების ქართული მუსიკის ისტორიის ნარკვევები (ავტ. კოლექტივი. თბ. 1998, 2004), რ. წურწუმიას „XX ს. ქართული მუსიკის თვითმყოფადობისა და ღირებულებრივი ორიენტაციის პრობლემები“ (2002), „ქართული მუსიკის ისტორია“ (რუს. ენაზე, 1998).
მონოგრაფიებიდან გამოირჩევა ლ. დონაძის „ზ. ფალიაშვილი“ და „შ. მშველიძე“, ა. ბეგიჯანოვის „დ. არაყიშვილი“, გ. ორჯონიკიძის „ა. ბალანჩივაძე“, ა. წულუკიძის „შ. მშველიძე“, პ. ხუჭუას „ზ. ფალიაშვილი“, „დ. არაყიშვილი“ და „მ. ბალანჩივაძე“, მ. იაშვილის „ა. კერესელიძე“, თ. კვირიკაძის „შ. აზმაიფარაშვილი“, მ. ფიჩხაძის „სულხან ცინცაძე“, გ. ტორაძის „ოთარ თაქთაქიშვილი“, ა. მშველიძის „ნარკვევები მუსიკალური განათლების ისტორიიდან საქართველოში“, შ. კაშმაძის ორტომეული „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი“, „ზ. ფალიაშვილი“, დ. გოგუას „ქართული კამერული ანსამბლი“, ნ. კილაძის „ქართული ბალეტი“, ე. ლომდარიძის „დავით თორაძე“, „ა. მაჭავარიანის საგუნდო და კამერულ-ვოკალური შემოქმედება“, ნ. ქავთარაძის „მერი დავითაშვილი“, „ა. ნიჟარაძე“, რ. ქუთათელაძის „სულხან ნასიძე“ და სხვ. ძველი ქართული მუსიკის ისტორიის საკითხებზე მუშაობენ: გ. ჩხიკვაძე, ვ. გვახარია, ო. ჩიჯავაძე, მ. იაშვილი, მ. ანდრიაძე, მ. ხვთისიაშვილი, ი. ბახტაძე და სხვ. თანამედროვე ქართული მუსიკისადმი მიძღვნილი შრომებიდან გამოირჩევა ლ. დონაძის, გ. ორჯონიკიძის, ა. წულუკიძის, აგრეთვე მ. ახმეტელის, დ. გოგუას, რ. წურწუმიას, ნ. და მ. ქავთარაძეების, ნ. კილაძის, რ. ქუთათელაძის, მ. ხვთისიაშვილის, ნ. ჟღენტის, ლ. კაკულიას, გ. ტორაძის ნაწერები.
საზღვარგარეთულ მუსიკას მიეძღვნა ლ. დონაძის გამოკვლევები შუბერტის სიმფონიზმის შესახებ და გ. ორჯონიკიძის „ვერდის ოპერები შექსპირის სიუჟეტებზე“, აგრეთვე თ. გელაძის (ნარკვევების ციკლი XX ს. დას. ევროპელ კომპოზიტორების შესახებ), ვ. გვახარიას (მიენიჭა გდრ ქ. ჰალეს „ჰენდელის საზოგადოების“ პრემია), მ. ვაჩნაძის, გ. ტორაძის, მ. ქავთარაძის, რ. ქუთათელაძის, ე. ბალანჩივაძის, ლ. დოლიძის, ქ. ბაქრაძის, ნ. ლორიას, ქ. ბოლაშვილის, ნ. შარიქაძის ნაშრომები. რუსული კლასიკური მუსიკის ცალკეული საკითხები შეისწავლეს თავის შრომებში ე. ძიძაძემ, ლ. პოდზემსკაიამ, ნ. დიმიტრიადიმ, გ. ტორაძემ, ე. ბალანჩივაძემ, ე. ყარანგოზიშვილმა, მ. კირაკოსოვამ. „საბჭოთა“ პერიოდის რუსული მუსიკის (კერძოდ, პროკოფიევისა და შოსტაკოვიჩის შემოქმედების) შესწავლის ხაზით ნაყოფიერად მუშაობდა გ. ორჯონიკიძე. აღსანიშნავია აგრეთვე ა. წულუკიძისა და მ. იაშვილის შრომები. არაევროპულ მუსიკალურ კულტურებს სწავლობს მ. ქავთარაძე.
მუსიკალური კრიტიკის წამომწყებია მწერალი ილია ზურაბიშვილი (1872-1955). მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი „ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ (1941). სხვადასხვა წლებში აქტიურად მოღვაწეობდნენ ლ. დონაძე და პ. ხუჭუა (განსაკუთრებით 30-40-იან წლებში), 50-იანი წლებიდან – ა. წულუკიძე, გ. ორჯონიკიძე, გ. ტორაძე, მ. ფიჩხაძე, ქ. თბილელი (არაქელოვი), თ. ხუროშვილი, ლ. კაკაბაძე, 60-იდან – მ. იაშვილი, 70-იდან – მ. ახმეტელი, ნ. ქავთარაძე, ნ. დიმიტრიადი, ე. მაჭავარიანი, რ. ქუთათელაძე, მ კორძაია.
გ. ტორაძე