ფაშიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Italiis faSisturi partiis droSa1.png|thumb|150პქ|იტალიის ნაციონალური ფაშისტური პარტიის ემბლემა]]
 
[[ფაილი:Italiis faSisturi partiis droSa1.png|thumb|150პქ|იტალიის ნაციონალური ფაშისტური პარტიის ემბლემა]]
'''ფაშიზმი''' - პოლიტიკური მიმდინარეობა და იდეოლოგია, რომელიც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში წარმოიშვა [[პირველი მსოფლიო ომი|I მსოფლიო ომის]] შემდეგ. ტოტალიტარიზმის ფორმა, აშკარად
+
'''ფაშიზმი''' - [[ლიბერალიზმი]]ს, [[კონსერვატიზმი]]სა და [[სოციალიზმი]]ს ისტორია XIX საუკუნიდან იღებს სათავეს, ფაშიზმი კი XX საუკ. პირმშოა. ზოგის აზრით, ეს პირწმინდად ორ [[მსოფლიო ომი|მსოფლიო ომს]] შორის პერიოდში გაჩენილი ფენომენია; მართალია, ფაშიზმის ელემენტები XIX საუკ. ბოლოსაც შეინიშნებოდა, მაგრამ მათი გაერთიანება მხოლოდ [[I მსოფლიო ომი 1914–18|I მსოფლიო ომისა]] და უშუალოდ ომისშემდგომი კატაკლიზმებით მდიდარ ეპოქაში მოხდა. ამ მოძღვრების ორი ძირითადი გამოვლინება [[მუსოლინი ბენიტო|მუსოლინი]]ს ფაშისტური დიქტატურა იყო 1922-43 წწ.და [[ჰიტლერი ადოლფ|ჰიტლერი]]ს ნაცისტური დიქტატურა — 1933-45 წწ. ნეო-ფაშიზმისა და ნეონაციზმის სხვადასხვა ფორმამ, [[ეკონომიკური კრიზისი]]სა და პოლიტიკური არასტაბილურობის ერთობლიობის  სახით, XX  საუკ. მიწურულს — [[კომუნიზმი]]ს კრახის შემდგომაც იჩინა თავი.
ტერორისტული დიქტატურა, რომელიც ფეხქვეშ თელავს დემოკრატიულ უფლებებს და თავისუფლებას.  
+
  
ფაშისტური იდეოლოგიის საფუძველს წარმოადგენს დოქტრინები, რომლებიც ჯერ კიდევ ფაშიზმის გაჩენამდე წარმოიშვა: რასიზმი, [[შოვინიზმი]] და აგრესიული [[გეოპოლიტიკა]].
+
მრავალი თვალსაზრისით, ფაშიზმი, ზოგადად, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ [[დასავლეთი (ევროპის ქვეყნები)|დასავლეთი]]ს პოლიტიკურ აზროვნებაში გაბატონებული იდეებისა და ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული ჯანყი იყო და იტალიელ ფაშისტთა დევიზი ― „1789 წელი მოკვდა!“ — ფარზე ჰქონდა ატანილი. ისეთი ღირებულებები, როგორიცაა რაციონალიზმი, გონიერება, პროგრესი, თავისუფლება და თანასწორობა, ახლა ახალი ღირებულებების შეუპოვრობის, ბელადობის, ძალაუფლების, გმირობისა და [[ომი]]ს სახელით იქნა უარყოფილი. ამ გაგებით, ფაშიზმი „ანტიმოძღვრებაა“ და მისი მთავარი მახასიათებელი კი — დაპირისპირება: კაპიტალიზმთან, ლიბერალიზმთან, ინდივიდუალიზმთან, [[კომუნიზმი|კომუნიზმთან]] და ა.შ. უმთავრესი, რაც მის ნებისმიერ გამოვლინებას თან სდევს, „ძალის ერთობის“ რწმენით გამოხატული ორგანული ეროვნული მთლიანობის მოდელია, ხოლო პიროვნება, როგორც ასეთი, არაფერს ნიშნავს ― ის მთლიანად უნდა გაითქვიფოს საზოგადოებასა თუ რომელიმე სოციალურ ჯგუფში. ფაშიზმის იდეალი „ახალი ადამიანია“ — გმირი, რომელსაც მოვალეობა, ღირსება და თავგანწირვა ამოძრავებს; მზადაა ერისა თუ რასის სადიდებლად დაუფიქრებლად გაწიროს თავი და უზენაესი ლიდერის ნებასაც უყოყმანოდ დაემორჩილოს.
 
+
პოლიტიკურ სფეროში ფაშიზმისათვის დამახასიათებელია: სახელმწიფოს შიგნით – უმკაცრესი ხელისუფლება, რომელიც ეყრდნობა სამხედრო ძალადობას, მილიტარიზმს, მასობრივ ტერორს და რეპრესიების სისტემას,
+
ბელადის [[კულტი|კულტს]], სოციალურ დემაგოგიას; საერთაშორისო ასპარეზზე [[აგრესია]] და დამპყრობლური [[ომი|ომები]], პოლიტიკური მუხანათობა და საერთაშორისო სამართლის იგნორირება, სხვა ხალხების [[გენოციდი]].
+
 
+
ფაშიზმის იდეებმა კონცენტრირებული სახით პოვეს გამოატულება [[ჰიტლერი ადოლფ|ადოლფ ჰიტლერის]] წიგნში „მაინ კამპ“ (“ჩემი ბრძოლა”, 1925).
+
 
+
პირველი ფაშისტური ორგანიზაცია [[იტალია|იტალიაში]] შეიქმნა 1925 წელს, ბენიტო მუსოლინის ხელმძღვანელობით. 30-იანი წლების დამლევს ფაშისტური რეჟიმი დამყარდა იტალიაში, [[გერმანია|გერმანიაში]], პორტუგალიაში, [[ესპანეთი|ესპანეთში]], აღმოსავლეთ და ცენტრალური [[ევროპა|ევროპის]] ზოგიერთ სახელმწიფოში.
+
 
+
გერმანიის ფაშიზმმა (ხელისუფლების სათავეში იყო 1933–45) იტალიის ფაშიზმთან (ხელისუფლების სათავეში იყო 1922–43) და მილიტარისტულ [[იაპონია|იაპონიასთან]] ერთად გააჩაღა [[მეორე მსოფლიო ომი|II მსოფლიო ომი]], რომელიც მათი მარცხით დამთავრდა.ფაშიზმის ლოზუნგები, რომლებიც ახალი ვითარების
+
შესაბამისად არის შეცვლილი, ამჟამად ზოგიერთ ქვეყნებში ნეოფაშიზმად არის რეანიმირებული.
+
  
 +
მაგრამ არც ფაშიზმშია სრული ერთობა: იტალიური ფაშიზმი, არსებითად, სტატიზმის უკიდურესი გამოვლინება იყო და ტოტალიტარული სახელმწიფოს უპირობო პატივისცემას, აბსოლუტურ ერთგულებას ემყარებოდა. როგორც ფაშისტი-ფილოსოფოსი ჯენტილე (1875-1944) ამბობდა, „ყველაფერი სახელმწიფოსთვის; არაფერი მის საწინააღმდეგოდ; არაფერი — მის გარეშე.“
  
 +
მეორეს მხრივ, გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი, უმთავრესად, რასობრივ თეორიაზე იყო აწყობილი. მის ორ უმთავრეს გამოვლინებას წარმოადგენდა არიანიზმი (გერმანული რასის უზენაესობის რწმენა და მის მიერ „მსოფლიო ბატონობის“ პრეტენზია) და უკიდურესი ანტისემიტიზმი — ებრაელთა იმთავითვე ყოველგვარი ბოროტების წყაროდ დასახვა და მათი მიზანმიმართული განადგურება. ეს ბოლო თეზა ე.წ. „საბოლოო გადაწყვეტის“ გეგმაშიც გამოიხატა.
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[პოლიტიკა]]
 
+
[[კატეგორია:პოლიტიკური იდეოლოგიები]]
[[კატეგორია:იდეოლოგიები]]
+
 
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]]

17:01, 29 სექტემბერი 2025-ის ვერსია

იტალიის ნაციონალური ფაშისტური პარტიის ემბლემა

ფაშიზმი - ლიბერალიზმის, კონსერვატიზმისა და სოციალიზმის ისტორია XIX საუკუნიდან იღებს სათავეს, ფაშიზმი კი XX საუკ. პირმშოა. ზოგის აზრით, ეს პირწმინდად ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში გაჩენილი ფენომენია; მართალია, ფაშიზმის ელემენტები XIX საუკ. ბოლოსაც შეინიშნებოდა, მაგრამ მათი გაერთიანება მხოლოდ I მსოფლიო ომისა და უშუალოდ ომისშემდგომი კატაკლიზმებით მდიდარ ეპოქაში მოხდა. ამ მოძღვრების ორი ძირითადი გამოვლინება მუსოლინის ფაშისტური დიქტატურა იყო 1922-43 წწ.და ჰიტლერის ნაცისტური დიქტატურა — 1933-45 წწ. ნეო-ფაშიზმისა და ნეონაციზმის სხვადასხვა ფორმამ, ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური არასტაბილურობის ერთობლიობის სახით, XX საუკ. მიწურულს — კომუნიზმის კრახის შემდგომაც იჩინა თავი.

მრავალი თვალსაზრისით, ფაშიზმი, ზოგადად, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დასავლეთის პოლიტიკურ აზროვნებაში გაბატონებული იდეებისა და ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული ჯანყი იყო და იტალიელ ფაშისტთა დევიზი ― „1789 წელი მოკვდა!“ — ფარზე ჰქონდა ატანილი. ისეთი ღირებულებები, როგორიცაა რაციონალიზმი, გონიერება, პროგრესი, თავისუფლება და თანასწორობა, ახლა ახალი ღირებულებების შეუპოვრობის, ბელადობის, ძალაუფლების, გმირობისა და ომის სახელით იქნა უარყოფილი. ამ გაგებით, ფაშიზმი „ანტიმოძღვრებაა“ და მისი მთავარი მახასიათებელი კი — დაპირისპირება: კაპიტალიზმთან, ლიბერალიზმთან, ინდივიდუალიზმთან, კომუნიზმთან და ა.შ. უმთავრესი, რაც მის ნებისმიერ გამოვლინებას თან სდევს, „ძალის ერთობის“ რწმენით გამოხატული ორგანული ეროვნული მთლიანობის მოდელია, ხოლო პიროვნება, როგორც ასეთი, არაფერს ნიშნავს ― ის მთლიანად უნდა გაითქვიფოს საზოგადოებასა თუ რომელიმე სოციალურ ჯგუფში. ფაშიზმის იდეალი „ახალი ადამიანია“ — გმირი, რომელსაც მოვალეობა, ღირსება და თავგანწირვა ამოძრავებს; მზადაა ერისა თუ რასის სადიდებლად დაუფიქრებლად გაწიროს თავი და უზენაესი ლიდერის ნებასაც უყოყმანოდ დაემორჩილოს.

მაგრამ არც ფაშიზმშია სრული ერთობა: იტალიური ფაშიზმი, არსებითად, სტატიზმის უკიდურესი გამოვლინება იყო და ტოტალიტარული სახელმწიფოს უპირობო პატივისცემას, აბსოლუტურ ერთგულებას ემყარებოდა. როგორც ფაშისტი-ფილოსოფოსი ჯენტილე (1875-1944) ამბობდა, „ყველაფერი სახელმწიფოსთვის; არაფერი მის საწინააღმდეგოდ; არაფერი — მის გარეშე.“

მეორეს მხრივ, გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი, უმთავრესად, რასობრივ თეორიაზე იყო აწყობილი. მის ორ უმთავრეს გამოვლინებას წარმოადგენდა არიანიზმი (გერმანული რასის უზენაესობის რწმენა და მის მიერ „მსოფლიო ბატონობის“ პრეტენზია) და უკიდურესი ანტისემიტიზმი — ებრაელთა იმთავითვე ყოველგვარი ბოროტების წყაროდ დასახვა და მათი მიზანმიმართული განადგურება. ეს ბოლო თეზა ე.წ. „საბოლოო გადაწყვეტის“ გეგმაშიც გამოიხატა.


წყარო

პოლიტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები