ხენტეხტაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:14, 16 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხენტეხტაი – ათრიბის ღვთაების გრეციზირებული ფორმა (ეგვ. Hnthtj, მნიშვნელობა უცნობია). ბუნდოვანია ასევე მისი პირვანდელი სახე. შუა სამეფოდან შევარდნის სახის ღვთაებაა. შეერწყა ხორს, ხორ-ხენტეხტაის სახით, მაგრამ შესაძლოა მისი პირვანდელი სახე ნიანგი იყო. ეს მოსაზრება ეხმაურება მკვდართა წიგნის 88-ე თავში მოხსენიებულ „ნიანგს ათრიბიდან“. ბერძნულ პერიოდში ხენტეხტაი უმნიშვნელოვანესი ღვთაებების რიცხვს განეკუთვნებოდა.