დაბადება (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:52, 17 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაბადება – ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ფეხმძიმობისას და მშობიარობისას ქალი და ბავშვი შეიძლებოდა ბოროტ ძალებს ემსხვერპლათ და ამიტომ მათ დაცვა ესაჭიროებოდათ. ამას მოწმობს უამრავი შელოცვა მშობიარეს და ბავშვის დასაცავად და იმისათვის, რომ მშობიარეს რძე ჰქონოდა. ითვლებოდა, რომ მშობიარეს ქალღმერთი თოერისი მფარველობდა. ეგვიპტური წარმოდგენით, დაბადებისას თოტი ახალშობილის ცხოვრების წლებს მშობიარობის აგურზე წერდა (მესხენტი), შვიდი ხატხორი მის იღბალს განსაზღვრავდა, ხნუმი ბავშვის სხეულს ძერწავდა, ხეკეტი, კაუ და ხემსუტი კი ბავშვს მფარველობდნენ. მშობიარეს ისეთი დიდი ღმერთებიც შეიძლებოდა დახმარებოდნენ, როგორიც იყვნენ შუ და ამონი. ისინი „სიციცხლის სუნთქვას“ ბავშვს უკვე დაბადებამდე ჩაჰბერავდნენ. მშობიარობის შემდეგ ქალი უნდა განწმენდილიყო. ეს პროცესი 14 დღეს გრძელდებოდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები