გალაკტიონ ტაბიძე: შერიგება
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
კითხულობს მეათკლასელი: დიტო ნატრიაშვილი
დამხმარე მასალა:
მარსიანი: გალაკტიონი და გრანელი |
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი, თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები და წავალ ქარში, როგორც მოცარტი, გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით. |
მოცარტი - (1756-1791 წწ.) გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი, რომელიც ოთხი წლისა უკრავდა კლავესინზე, ექვსი წლისამ კი შექმნა პირველი ნაწარმოები, თერთმეტისამ - ოპერა. შვიდი წლისა საგასტროლო ტურნეში იმყოფებოდა ევროპაში. მან უმაგალითო გავლენა მოახდინა შემდგომი ეპოქის მუსიკალურ სტილსა და კომპოზიტორთა შემოქმედებაზე. მოცარტი რომანტიზმის სკოლის წინამორბედია მუსიკალურ ხელოვნებაში. თანამედროვეებმა მას „მუსიკის შექსპირი“ უწოდეს. | |||
დღეს ყველგან მზეა. ეხლა ამ ბაღებს და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს, მაისი ალით ააზამბახებს, ვით შეყვარებულს და მეოცნებეს. |
||||
ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი, ლამაზი შუქთა მარადი ნთებით, მე – მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე, მყინვარს – უმძიმეს იაგუნდებით. |
|
|||
ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე, მშვენიერების ლექსით მქებელი; დღეს ყველგან მზეა და სილამაზე, სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი! |