გალაკტიონ ტაბიძე:  დაფნა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს: ხელოვნებათმცოდნე ანა გელაშვილი



დამხმარე მასალა:

 

მარსიანიგალაკტიონი და გრანელი


სურნელება ძველისძველი
ექსოვება ნიავებს,
პოეზიის ლაჟვარდ ცრემლით
სველი დაფნის ფოთოლი.

და ოცნება მოგონებას
იით მოაიავებს,
როს მეომარს შუბლს უმშვენებს
ნელი დაფნის ფოთოლი.

ნილოსის გველს უარესი,
მისი შხამის იავებს,
უფრო მძაფრად დაწნული
მწველი დაფნის ფოთოლი.

და ხანჯალი ხშირად ფარულ
მიზანს ულოლიავებს,
ოდეს ხედავს პოეზიას
ნელი დაფნის ფოთოლი.