გალაკტიონ ტაბიძე:  ეს წინათ იყო

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს: ფილოლოგი მარიამ თათხაშვილი

დამხმარე მასალა:

 

მარსიანიგალაკტიონი და გრანელი


ეს წინათ იყო, მდინარეს თითქო
ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი
და კიდეებზე მდუმარედ იდგა
შეუცნობელი შრიალი ჭადრის.

შრიალი ვერხვის, შრიალი ყანის,
უდარებელი სამშობლო მხარე!
რა უწყალოა რონინი ხანის
აუსრულებელ იმედთა გარე!