გალაკტიონ ტაბიძე:  რაც უფრო შორს ხარ

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


კითხულობს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ნანო ომანაძე

 



დამხმარე მასალა:

 

მარსიანიგალაკტიონი და გრანელი

მაია ჯალიაშვილი:  სიყვარულის დღესასწაული

 


  რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.