გალაკტიონ ტაბიძე:   მზეო თიბათვისა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს პოეტი, პროზაიკოსი, კრიტიკოსი იკა ქადაგიძე



დამხმარე მასალა:

 

მარსიანიგალაკტიონი და გრანელი

 


მზეო თიბათვისა,  მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს  შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
    თიბათვე - ივნისი. ზაფხულის მზებუდობაც ამ თვეშია და სიცხეც მატულობს; ზაფხულის მზებუდობა - წლის დრო, როდესაც ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამეა (21-22 ივნისი). გრაალი - ლეგენდის თანახმად, გრაალი თასია, რომელსაც იესო ქრისტეს მოწაფეები შეეხნენ საიდუმლო სერობის დროს და რომელშიც მოგვიანებით ჯვარცმული მაცხოვრის რამდენიმე წვეთი სისხლი შეაგროვეს. გალაკტიონის ლექსში მეტაფორული დატვირთვა აქვს: პოეტი ღვთისთვის შეწირული თუ შესაწირავი სისხლით სავსე ჭურჭელს ედრება, ბარძიმია, რომელიც სიმბოლურად სიწმინდის გამომხატველია.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.