გალაკტიონ ტაბიძე: გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს: პოეტი დათო არახამია



დამხმარე მასალა:

 

მარსიანიგალაკტიონი და გრანელი

 


  გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!
ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია,
    სანატორია (სანატორიუმი) - სამკურნალო დაწესებულება, სადაც მკურნალობა შეხამებულია დასვენებასთან (აფხაზეთში მრავლად იყო ასეთი სამკურნალო-დასასვენებელი დაწესებულებები)
         
  მომენატრა მზე სინათლის მფენი,
მომენატრა ზღვა, რომელიც შორია.

მომაგებე შენ იგივე პალმა,
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა

გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი;
მომაგებე მშობლიური გემი,

მომაგებე მშობლიური მიწა,
შენი ძველი მეგობარი მიცან.