ილია ჭავჭავაძე: შინაური მიმოხილვა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

 

ზაზა ფირალიშვილი:  ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება 

გია არგანაშვილი:  ორი პოეტი – ორი განდეგილი

მარინა ტურავა: სიკვდილის ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

ლევან ბრეგაძე:: ილიას ბედისწერა

აკაკი ბაქრაძე გზა ხსნისა


  ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა, დედამიწას გული გადაუხსნა, შიგ აუარებელი, ულეველი სიმდიდრე ჩაუდვა და ადამიანს უანდერძა: იშრომე, გაისარჯეო და ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდამ ამოიღე და შენს სადღეგრძელოდ მოიხმარეო.      
         
  თქვენში და თქვენგან ხშირად გამიგონია, რომ ქრისტე-ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა, აქ, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში დაიბღერტაო. ამიტომ ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყანაზედ უფრო მდიდარია, უფრო სავსეა. არც ჩვენ თითონა ვართ უხეირონი, ღმერთი-რჯული, მკლავძარღვად კარგები ვართ,   ჯანი და ძალღონეც მოგვდევს, არც ხალისი გვაკლია. ეს ყველაფერი გაქვს. ეს მდიდარი პატარძალსავით მორთული ქვეყანა, ეს ჯანიანი, მკლავძლიერი ხალხი, გამრჯელი და ოფლის მღვრელი. - მაშ რაღადა ვართ ღარიბნიო? - მკითხავთ თქვენ.     მკლავძარღვად კარგები ვართ – ძლიერები, ღონივრები ვართ, მკლავი გვერჩის.
 
         
  – იმიტომ, რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე ძევს, სად რა განძია. არ ვიცით, საიდამ რა ამოვიღოთ. რა ხერხით და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაჯაფევიც ბლომად. აკი ვამბობ, ყველაფერი გვაქვს, მარტო ერთი რამ გვაკლია, სახელდობრ, ისა, რაც, თქვენისავე სიტყვით, თვითონ ღონესაცა სჯობია, რაც ძლიერს მკლავს ხერხიანად ამოქმედებს, რაც კაცის თვალს დედამიწის გულში ჩახედებს, კაცს წინ მიუძღვება ხოლმე და უტყუარად ეუბნება: აი აქ ეს სიმდიდრეა, ღვთისაგან შენთვის მიბარებულიო, ამას ამ ხერხით, ამ ოსტატობით უფრო ადვილად, უფრო ბლომად ამოიღებო.      
         
  ამიტომ ვამბობ, რომ ცოდნა თვითონ, თავისთავადაც სიმდიდრეა-მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ, რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულს სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელსოუკიდო, სანთელს იმითი არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც  სიცხოვლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს.     სიცხოვლე – აქ: ძალა, მცხუნვარება.