|
„აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“ .
ლეიბნიცი
|
|
|
ლეიბნიცი - გოტფრიდ ლაიბნიცი, გერმანელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი
(XVII-XVIII სს.). |
|
|
|
|
|
|
ქრთვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა, |
|
|
|
|
კირთების
ქვეშე დაჩაგრულ ბედმა,
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მითხარ, სადღაა მამა-პაპური |
|
|
კირთი - ხუნდი, ბორკილი. კირთება – მძიმე მონობა. |
|
მხნეობა, ხმალი, მკლავი
ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,
რაც
უწყალოს
დროთ ხელით დანთქმულა: |
|
|
ქველური - აქ: მამაცური, ვაჟკაცური.
უწყალო - უმოწყალო, დაუნდობელი. |
|
მოვიკლაულ დროებზედ დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ
მყოობადი,
|
|
|
მყოობადი - მყოფადი, მომავალი. |
|
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას,-
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი, კაცურს.
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული. |
|
|
|