ილია ჭავჭავაძე: დაე, თუნდ მოვკვდე

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:
 

ზაზა ფირალიშვილი:  ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება 

გია არგანაშვილი:  ორი პოეტი – ორი განდეგილი

მარინა ტურავა: სიკვდილის ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

ლევან ბრეგაძე: ილიას ბედისწერა

აკაკი ბაქრაძე გზა ხსნისა


   

დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: "აღასრულა მან თვისი ვალი";
რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,
გულწრფელობითა და სიმართლითა
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:
"იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში!
შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა";
თქვას: "შენი 
ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში -
ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა".

 
     

 

 

 

 

 

ქნარი - სიმებიანი სამუსიკო საკრავი. აქ: ილია ჭავჭავაძის პოეზია.