ილია ჭავჭავაძე: ჩემო კალამო

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს: სალომე კვირკელია

დამხმარე მასალა:
 

ზაზა ფირალიშვილი:  ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება 

გია არგანაშვილი:  ორი პოეტი – ორი განდეგილი

მარინა ტურავა: სიკვდილის ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

ლევან ბრეგაძე:: ილიას ბედისწერა

აკაკი ბაქრაძე გზა ხსნისა


   


 
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
      

 

ბოროტთ საკლავად,  -  მათ სულთხდომის  სეირს  ვუყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
სულთხდომა  - სულის ამოსვლა, სიკვდილი. სეირი  - სანახაობა.
აგვიყოლია სიყრმიდანვე  ჩვენ ქართვლის ბედმა სიყრმე  - ყმაწვილობა, ბავშვობა.
და დაე გვძრახონ,  - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
გვძრახონ  - დაგვძრახონ, გაგვკიცხონ.