ილია ჭავჭავაძე: ლოცვა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



დამხმარე მასალა:

 

ზაზა ფირალიშვილი:  ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება 

გია არგანაშვილი:  ორი პოეტი – ორი განდეგილი

მარინა ტურავა: სიკვდილის ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

ლევან ბრეგაძე:: ილიას ბედისწერა

აკაკი ბაქრაძე გზა ხსნისა


  მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა;
    ლმობიერი - შემბრალებელი, შემწყნარებელი
  არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...
    შეურაცხ-ვჰყო - შეურაცხყოფა მივაყენო (შეურაცხყოფა - უკადრისად, უხეშად, უპატიოდ მოქცევა; დამცირება)
  არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
    მწყურს - მწყურია, აქ: მსურს; განმინათლდეს - გამინათდეს
შენგან ნამცნები - რაც შენ მაუწყე
  რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“
    ლახვარი - გრძელტარიანი, ბასრწვერიანი იარაღი (ლახვარს ჩამცემს გულში - გამანადგურებელ, სასიკვდილო დარტყმას მომაყენებს)