დანელია სერგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სერგი დანელია – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1930), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944), XX საუკუნის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურათმცოდნეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, დაიბადა სოფელ ნაჯახაოში (მარტვილის რაიონი), სწავლობდა ხარკოვისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფილოსოფიის (ძირითადად ანტიკური ფილოსოფიის) ისტორია, რუსული ლიტერატურის ისტორია. მასვე. ეკუთვნის გამოკვლევები სპინოზას, ჰიუმის, კანტის, რუსოს, კონტის, პუშკინის, ლერმონტოვის, გოგოლის, ტურგენევის, ლ. ტოლსტოისა და სხვათა შესახებ. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას, ქართულად თარგმნა არისტოტელესპოეტიკა“ და „განმარტებისათვის“, პლატონის „სოკრატეს აპოლოგია“, დეკარტის „მეტაფიზიკური განაზრებანი“, რუსოს „ემილი“ და სხვა.

ს. დანელია იყო უაღრესად ფართო დიაპაზონის მეცნიერი. მისი ნაშრომები, ისევე როგორც თარგმანები, გამოირჩევა მეცნიერული სიზუსტით, პუნქტუაპლობითა და სიღრმით, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის მეცნიერულ ღირებულებას. იგი ელინური ფილოსოფიური აზროვნების მეცნიერულ-სისტემატური კვლევის ფუძემდებელია. იგი იცავდა ფილოსოფიის დასავლური, კერძოდ, ბერძნული წარმოშობის იდეას, ვინაიდან, მისი აზრით, იგი პირველად სწორედ აქ გამოეყო მითოლოგიას და აზროვნების დამოუკიდებელ მიმართულებად (აგტონომიურ სფეროდ) ჩამოყალიბდა. ფილოსოფიური აზროვნების აღმოცენების პირობაა თავისუფლება; სწორედ ძველ საბერძნეთში შეიქმნას სოციალურ-კულტურული წანამძღვრები ინდივიდის მიერ სამყაროს თავისუფალი მოაზრებისათვის, რაც სრულიად უცხოა დესპოტიზმსა და რელიგიურ დოგმატიზმზე დამყარებული აღმოსავლური კულტურისათვის.

ს. დანელიამ შეიმუშავა ფილოსოფიის ისტორიული კვლევის საკუთარი მეთოდოლოგიური პრინციპი, რომლის მიხედვით ფილოსოფიური ნააზრევის განხილვა უნდა ეფუძნებოდეს ტექსტის ფაქიზსა და კრიტიკულ-ფილოლოგიურ ანალიზს. ს. დანელია, როგორც პიროვნება; იყო უაღრესად პრინციპული, შრომისმოყვარე, უცხო ენების (ბერძნული, ლათინური, ფრანგული, გერმანული, რუსული) ბრწყინვალე მცოდნე და თავისი ქვეყნის პატრიოტი.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები