თლეფში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
თლეფში ეპოსში გაწაფული მკურნალია. არ არის შემთხვევითი, რომ ადიღურ ენაში „ოსტატისა" და „მკურნალის“ აღსანიშნავად გამოიყენება საერთო ტერმინი „ъэзэ“: „თლეფშის პერსონაჟის სახელში მჭედლისა და მკურნალის ფუნქციების გაერთიანება, – როგორც ეს ლ. ლავროვმა აღნიშნა, – ხსნის ამ ამ კულტის
 
თლეფში ეპოსში გაწაფული მკურნალია. არ არის შემთხვევითი, რომ ადიღურ ენაში „ოსტატისა" და „მკურნალის“ აღსანიშნავად გამოიყენება საერთო ტერმინი „ъэзэ“: „თლეფშის პერსონაჟის სახელში მჭედლისა და მკურნალის ფუნქციების გაერთიანება, – როგორც ეს ლ. ლავროვმა აღნიშნა, – ხსნის ამ ამ კულტის
ნამდვილ არსს“. ადიღებს თითქმის უკანასკნელ დრომდე შემორჩათ რწმენა მჭედელთა სამკურნალო ძალაზე: ითვლებოდა, რომ საკმარისია ავადმყოფი ბავშვი შვიდგზის ამოავლო სამჭედლოში მდგარ წყლით სავსე კასრში (лъэпс), რომ იგი გამოჯანმრთელდეს; მძიმე მშობიარობის დროს მოჰყავდათ მჭედელი,
+
ნამდვილ არსს“. ადიღებს თითქმის უკანასკნელ დრომდე შემორჩათ რწმენა მჭედელთა სამკურნალო ძალაზე: ითვლებოდა, რომ საკმარისია ავადმყოფი ბავშვი შვიდგზის ამოავლო სამჭედლოში მდგარ წყლით სავსე [[კასრი (ჭურჭელი)|კასრში]] (лъэпс), რომ იგი გამოჯანმრთელდეს; მძიმე მშობიარობის დროს მოჰყავდათ მჭედელი,
 
რომლსაც თლეფშის სახელით უნდა განედევნა მშობიარისაგან უწმინდური ძალა. საამისოდ იგი ქალს მუცელს იმ წყლით უზელდა, რომლიდანაც მას გავარვარებული რკინა ამოჰქონდა.მიაჩნდათ, რომ რკინა ადამიანებს გათვალვისაგან იცავდა. ხალხის შეხედულებით, განსაკუთრებული სახეობის [[დანა|დანისა]] თუ [[ხმალი|ხმლის]] პირის (хуэшысэ) რკინის ნაწილაკები კრუნჩხვის წამალს წარმოადგენდა. თლეფში მონაწილეობს ეპოსის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟის, [[სოსრუყო]]ს დაბადებაში. მჭედელი ღმერთის მიერ ქვიდან მისი ამოყვანა და წრთობა უნდა განვიხილოთ ეპოსის მატარებელთა რწმენა-წარმოდგენებთან სიმბოლურ კავშირში. მჭედლის კულტი დაკავშირებულია ლითონთან, და, პირველ რიგში, რკინასთან. ამ თვალსაზრისით საფუძველს მოკლებული არაა რიგი მკვლევრების აზრი იმის შესახებ, რომ გმირის დაბადება გარკვეულწილად მადნისაგან რკინის მიღების პროცესს გვაგონებს. და სავსებით გასაგებია, რომ რკინის კულტის ობიექტივიზაცია მჭედლობის ღვთაებისა და თლეფშის მიწისქვეშა ცეცხლის თაყვანისცემამ განაპირობა. სწორედ ამიტომ საკრალიზდებოდა ლითონის დამზადებასთან დაკავშირებული [[ატრიბუტი|ატრიბუტები]]: წყალი, რომელშიც რკინა იწრთობოდა, [[ნახშირი]], ფერფლი თუ ჭვარტლი. საკუთრივ სამჭედლოს კი ადიღებში, ისევე როგორც აფხაზებში, ტაძრის მნიშვნელობა ჰქონდა. რკინის განსაკუთრებული როლი ძველ მაგიურ წარმოდგენებში, ასევე სამჭედლო საქმის კავშირი ჯადოქრობასთან მსოფლიოს მრავალ ხალხში კარგად არის ცნობილი.
 
რომლსაც თლეფშის სახელით უნდა განედევნა მშობიარისაგან უწმინდური ძალა. საამისოდ იგი ქალს მუცელს იმ წყლით უზელდა, რომლიდანაც მას გავარვარებული რკინა ამოჰქონდა.მიაჩნდათ, რომ რკინა ადამიანებს გათვალვისაგან იცავდა. ხალხის შეხედულებით, განსაკუთრებული სახეობის [[დანა|დანისა]] თუ [[ხმალი|ხმლის]] პირის (хуэшысэ) რკინის ნაწილაკები კრუნჩხვის წამალს წარმოადგენდა. თლეფში მონაწილეობს ეპოსის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟის, [[სოსრუყო]]ს დაბადებაში. მჭედელი ღმერთის მიერ ქვიდან მისი ამოყვანა და წრთობა უნდა განვიხილოთ ეპოსის მატარებელთა რწმენა-წარმოდგენებთან სიმბოლურ კავშირში. მჭედლის კულტი დაკავშირებულია ლითონთან, და, პირველ რიგში, რკინასთან. ამ თვალსაზრისით საფუძველს მოკლებული არაა რიგი მკვლევრების აზრი იმის შესახებ, რომ გმირის დაბადება გარკვეულწილად მადნისაგან რკინის მიღების პროცესს გვაგონებს. და სავსებით გასაგებია, რომ რკინის კულტის ობიექტივიზაცია მჭედლობის ღვთაებისა და თლეფშის მიწისქვეშა ცეცხლის თაყვანისცემამ განაპირობა. სწორედ ამიტომ საკრალიზდებოდა ლითონის დამზადებასთან დაკავშირებული [[ატრიბუტი|ატრიბუტები]]: წყალი, რომელშიც რკინა იწრთობოდა, [[ნახშირი]], ფერფლი თუ ჭვარტლი. საკუთრივ სამჭედლოს კი ადიღებში, ისევე როგორც აფხაზებში, ტაძრის მნიშვნელობა ჰქონდა. რკინის განსაკუთრებული როლი ძველ მაგიურ წარმოდგენებში, ასევე სამჭედლო საქმის კავშირი ჯადოქრობასთან მსოფლიოს მრავალ ხალხში კარგად არის ცნობილი.
  

მიმდინარე ცვლილება 14:49, 31 იანვარი 2020 მდგომარეობით

თლეფშის ნამგალი. დ. მერეთუყოვი

თლეფშ-ი (ადიღ. Лъэпщ/Лъэпшъ; უბიხ. Tlaps´) – მჭედლებისა და სამჭედლო საქმის მფარველი, მკურნალი ღვთაება ადიღურ და უბიხურ მითოლოგიაში (უბიხები მას მონადირეთა მფარველადაც თვლიდნენ). ღვთაებათა ადიღურ პანთეონში თლეფშს თავდაპირველად, როგორც ჩანს, ცეცხლის ღმერთის ადგილი ეკავა და, არცთუ იშვიათად, ჭექა-ქუხილის ღვთაების – Шыблэ-ს („შიბლე“), ფუნქციასაც ითავსებდა. „შიბლესა და თლეფშის ურთიერთკავშირი იმაზე მოწმობს, რომ ძალზე ადრეულ ეპოქაში ადიღთა წინაპრები ელვა/მეხსა და ცეცხლს აიგივებდნენ“ (ა. შორთანოვი). როგორც ყველა ადიღურ ღვთაებას, თლეფშსაც ეძღვნებოდა დღეობა, რომელიც, ცულსა და სახნისზე ლოცვით, გაზაფხულზე აღინიშნებოდა. საამდღისოდ გამართული შეჯიბრება – მიზანში სროლა, თლეფშს იმავდროულად იარაღის მფარველადაც წარმოაჩენს.

თლეფში ადიღური ნართული ეპოსის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, რომლის მრავალწახნაგოვანი მითოეპიკური სახე, მიუხედავად მრავალგზისი ცდისა, შეიძლება ითქვას, ბოლომდე გახსნილი არ არის. ტებუ დე მარინი, დიუბია დე მონპერე, ლ. ლოპატინსკი მას მჭედელთა ღმერთს უწოდებდნენ; კ. კოხი და ს. სიუხოვი – ცეცხლის ღმერთს; კ. სტალი და ნ. დუბროვინი – რკინისა და იარაღის ღმერთს; ხან-გირეი და ვ. ვასილევი – წმინდანს. ერთ-ერთი ავტორი ჩვენთვის საინტერესო ღვთაებას Лъэпщ-ის („მამაკაცთა თავადი“), ანუ მამაკაცთა საზოგადოების მეთაური ღმერთის სახელით იხსენიებს. მაგრამ ეს მტკიცება, ლ. ლავროვის მართებული შენიშვნით, უმართებულოა, „რადგან თლეფშის სახელის შაფსუღური ვარიანტი „Лъэпщ“ კავშირშია სიტყვებთან „лъы“ (სისხლი) და „лъэпкъ“ (გვარი/მოდგმა). ეს გარემოება მოცემული კულტის მოგვიანებით გამქრალ გვაროვნულ პლასტს ააშკარავებს“.

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანთა საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპებს თავისებურად ეპიკური კულტურული გმირები იმეორებენ. იმის გათვალისწინებით, რომ „კულტურული“ ხასიათის ღვაწლს, უპირველეს ყოვლისა, ღმერთები ანხორციელებენ, გასაგები ხდება, თავდაპირველად თუ რატომ ცხოვრობს მჭედელი თლეფში ადამიანთა საზოგადოების გარეთ, „თავის“ სამყაროში. მღვიმეში არსებული თლეფშის სამჭედლო ისეა მოწყობილი, რომ შიგნით მჭედლის წელამდე ორმოა ამოთხრილი. მის წინ დგას დიდი კუნძი, რომელიც მიწაში (მიწის მეშვიდე დონეზე) ღრმად არის ჩამჯდარი, მასზე კი განთავსებულია გრდემლი (сыдж). ის, რომ კუნძი მიწის ფსკერამდე აღწევს (ადიღები თვლიდნენ, რომ ზეცა შვიდი სართულისგან შედგება, ისევე როგორც მიწისქვეშეთი – შვიდი დონისაგან), სიმბოლურია, რადგან ადიღური არქაული მითოპოეტური შეგნებისათვის ვერტიკალური დონებრივი სიმბოლიკის ვექტორი მიმართულია არა ქვემოდან ზემოთ, არამედ შუასკნელის (მიწის) კოსმიური დონისკენ და ქვესკნელის – ქვედა კოსმიური ზონისკენ. სწორედ ეს განსაზღვრავს ადიღური მითოპოეტური სამყაროს მოდელის სპეციფიკას. სამყაროს მითოპოეტურ სტრუქტურაში „შუა“ და „ქვედა“ კოსმიური ზონები განსაზღვრავენ და აორგანიზებენ მსოფლწესრიგის ძირითად პრინციპებს. ადიღური მითოპოეტური სამყაროს მოდულში არქაული ადამიანი მიპყრობილია მიწაზე ხთონურ სამყაროსთან კავშირში, მაშინ როდესაც ზეცა აბსტრაქტულ და მიუწვდომელ სუბსტანციად წარმოდგება.

ტრადიცია ღმერთებს მიწაზე მცხოვრები ნართებისაგან განაცალკევებდა. ეპოსში ღმერთების მიწაზე „დაშვების“ აქტი და ნართების საზოგადოებასთან შეერთება მითოლოგემების დონეზეა გამყარებული: ერთნი თავად მოდიან ნართებთან, მეორენი – ნართების სურვილით. ზოგიერთი თქმულებით, თლეფში „თავად დაემსგავსა ნართებს და მათ შეუერთდა“, სხვა ვარიანტით, იგი „ადამიანთან გააიგივეს და მიწაზე ჩამოაბრძანეს". აქ მიმდინარეობდა ღვთაებათა ხატის ევოლუცია მითოლოგიურიდან (წარმოშობის მიხედვით) მითოლოგიურ-ეპიკურამდე (ნართულ ეპოსში მათი ცხოველმოქმედების სივრცითი და დროითი ჩარჩოების მიხედვით).

ნართულ ეპოსში თლეფში ცეცხლის ღმერთია, რომელიც სამჭედლო საქმის შემოქმედი, მჭედლობის მფარველი და იმავდროულად ნართების მჭედელი გახდა. იგი მონაწილეობს ნართების საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოსწონს მიწიერი ქალები, ქმნის ოჯახს და ცხოვრობს ადამიანთა შორის.

თლეფშის გარდა სამჭედლო ოსტატობით განთქმულნი არიან ნართების სხვა მჭედლები – დაბეჩი (Дабеч) და ხუდიმიჟი (Хъудымыжъ), მაგრამ ისინი მჭედლობას კი არ მფარველობენ, არამედ უბრალო, ძლიერი და შრომისმოყვარე ნართები არიან. ამ მჭედლებისაგან თლეფშს ძირითადად რკინის შელოცვისა და მასზე მბრძანებლობის უნარი განასხვავებს. გარდა ამ უნარისა, თლეფშის დამხმარედ გვევლინება თვით ღუჩიფსი – „რკინის სული“ (ГъучIыпс).

თლეფშის მთავარი ფუნქცია სასწაულმოქმედი იარაღის დამზადებაა. ადიღთა მითოპოეტური ტრადიციის ყველაზე არქაული მოტივები მაგიურ საწყისებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც ქმნის თლეფში თვითმბრძოლ მახვილს, რომელიც დარტყმას ყოველი მხრიდან იგერიებს. იგი ადვილად ჭრის ქვას, რკინის საგნებსა და სხვა მაგარ სხეულებს. მისი შუბი ყველაფერს ანგრევს, ისრები მიზანს არასდროს სცდება და მტერს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, გმირავს.

ადიღურ ნართულ თქმულებებში თლეფში წარმოდგება არა მხოლოდ როგორც საომარი იარაღების შექმნის დიდოსტატი, არამედ როგორც დემიურგი, რომელიც პირველ სასოფლო-სამეურნეო იარაღებს ამზადებს. ისპების ქალბატონის რჩევით, იგი აკეთებს იარაღს, რომელიც "მამლის კუდს და გველის კბილებს" ჰგავს. ამ სახის ნამგალი დაამზადა მან ნართებისათვის. მსგავსი „კულტურული“ ქმნადობა, როგორც ამაზე მართებულად შენიშნა ა. ციპინოვმა, „განეკუთვნება პირველქმნადობის დროის გმირების ყველაზე არქაულ ფუნქციათა რიცხვს“.

თლეფში ეპოსში გაწაფული მკურნალია. არ არის შემთხვევითი, რომ ადიღურ ენაში „ოსტატისა" და „მკურნალის“ აღსანიშნავად გამოიყენება საერთო ტერმინი „ъэзэ“: „თლეფშის პერსონაჟის სახელში მჭედლისა და მკურნალის ფუნქციების გაერთიანება, – როგორც ეს ლ. ლავროვმა აღნიშნა, – ხსნის ამ ამ კულტის ნამდვილ არსს“. ადიღებს თითქმის უკანასკნელ დრომდე შემორჩათ რწმენა მჭედელთა სამკურნალო ძალაზე: ითვლებოდა, რომ საკმარისია ავადმყოფი ბავშვი შვიდგზის ამოავლო სამჭედლოში მდგარ წყლით სავსე კასრში (лъэпс), რომ იგი გამოჯანმრთელდეს; მძიმე მშობიარობის დროს მოჰყავდათ მჭედელი, რომლსაც თლეფშის სახელით უნდა განედევნა მშობიარისაგან უწმინდური ძალა. საამისოდ იგი ქალს მუცელს იმ წყლით უზელდა, რომლიდანაც მას გავარვარებული რკინა ამოჰქონდა.მიაჩნდათ, რომ რკინა ადამიანებს გათვალვისაგან იცავდა. ხალხის შეხედულებით, განსაკუთრებული სახეობის დანისა თუ ხმლის პირის (хуэшысэ) რკინის ნაწილაკები კრუნჩხვის წამალს წარმოადგენდა. თლეფში მონაწილეობს ეპოსის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟის, სოსრუყოს დაბადებაში. მჭედელი ღმერთის მიერ ქვიდან მისი ამოყვანა და წრთობა უნდა განვიხილოთ ეპოსის მატარებელთა რწმენა-წარმოდგენებთან სიმბოლურ კავშირში. მჭედლის კულტი დაკავშირებულია ლითონთან, და, პირველ რიგში, რკინასთან. ამ თვალსაზრისით საფუძველს მოკლებული არაა რიგი მკვლევრების აზრი იმის შესახებ, რომ გმირის დაბადება გარკვეულწილად მადნისაგან რკინის მიღების პროცესს გვაგონებს. და სავსებით გასაგებია, რომ რკინის კულტის ობიექტივიზაცია მჭედლობის ღვთაებისა და თლეფშის მიწისქვეშა ცეცხლის თაყვანისცემამ განაპირობა. სწორედ ამიტომ საკრალიზდებოდა ლითონის დამზადებასთან დაკავშირებული ატრიბუტები: წყალი, რომელშიც რკინა იწრთობოდა, ნახშირი, ფერფლი თუ ჭვარტლი. საკუთრივ სამჭედლოს კი ადიღებში, ისევე როგორც აფხაზებში, ტაძრის მნიშვნელობა ჰქონდა. რკინის განსაკუთრებული როლი ძველ მაგიურ წარმოდგენებში, ასევე სამჭედლო საქმის კავშირი ჯადოქრობასთან მსოფლიოს მრავალ ხალხში კარგად არის ცნობილი.

თლეფშის სახელთან არის დაკავშირებული къапщ-ის („ჭაფში“) – ავადმყოფის გართობის წეს-ჩვეულების წარმოშობა. როცა ერთერთმა განაწყენებულმა ნართმა თლეფშს ფეხი მოკვეთა, ნართები გასართობად მოვიდნენ, მოხუცები თლეფშის გვერდით დასხდნენ და სიმღერა დაიწყეს. შემდეგ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დამკვრელები მოიხმეს და ვიდრე ავადმყოფი არ გამოჯანმრთელდა, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. „იმ დროიდან, – ამბობს გადმოცემა, – დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის ჭაფშს აწყობდნენ. იმის გამო, რომ პირველი ჭაფში მჭედელ თლეფშს მიუძღვნეს, დღემდე როცა ჭაფში სრულდება ავადმყოფისა თუ დაჭრილის წინ თლეფშის პატივსაცემად კვერსა და სახნისს დებენ, რათა იგი მუდამ ახსოვდეთ“. როგორც წესი, ჭაფშზე მომსვლელი, ოთახის ზღურბლზე თლეფშის, როგორც მკურნალისა და ავადმყოფების მფარველის, სადიდებელს იტყოდა.

თლეფშის ტიპოლოგიურ პარალელებს წარმოადგენენ აფხაზურ და ოსურ ნართულ თქმულებათა მჭედლები – აინარ-იჟი და ქურდალაგონი, რომლებიც აწრთობდნენ გმირებს, სპილენძის ფირფიტების დადებით შეუკეთებდნენ ბრძოლაში გატეხილ თავისქალებს. მაგრამ, განსხვავებით ადიღი თლეფშისგან და ოსი ქურდალაგონისგან, ეპოსის აფხაზურ ვერსიაში მჭედლის სახე იდეალიზირებულია და არა გაღვთაებრივებული. გარკვეული პარალელის გავლება შესაძლებელია თლეფსა და ქართული „ამირანიანის“ მჭედელს შორის, მაგრამ ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, თლეფშს ეპოსში დასრულებული ციკლი ეძღვნება.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Дирр А. М. Божества охоты и охотничий язык у кавказцев // Труды XIII съезда русских эстествоиспытателей и врачей в г. Тифлисе, IV. Тифлис. 1916;
  • Кабардинский фольклор / Под общ. Ред. Г. И. Бройдо; вступ. Ст., комент. и словарь М. Е. Талпы. М., 1935;
  • Лавров Л. И. Доисламские верования адыгейцев и кабардинцев // Исследования и материалы по вопросам первобытных религиозных верований. Труды Института этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая. Новая серия. Т. 51. М., 1959;
  • Мамбетов Г. Х. Культ железа. Общинные кузнецы в Кабарде и Балкарии // Ученные записки КБНИИ. Нальчик. 1965. Т. 23;
  • Шортанов А. Т. Адыгская мифология / под ред. А. И. Алиевой. Нальчик. 1982;
  • Яхтанигов Х. Х. Экспонаты повествуют. Нальчик. 1982;
  • Гутов А. М. Поэтика и типология адыгского нартского эпоса. М., 1993;
  • Ципинов А. А. Мифо-эпическая традиция адыгов. Нальчик. 2004;
  • Кудаева З. Ж. Мифопоэтическая модель адыгской словесной культуры. Нальчик. 2008;
  • მისივე,Нарт Тлепш мифопоэтических воззрениях адыгов // Вестник Адыгейского государственного университета. Серия 2: Филология и искусствоведение. Вып. N4 (128). 2013.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები