კონსტრუქციული პლასტმასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტრუქციული პლასტმასიპლასტმასი, რომელიც სამშენებლო კონსტრუქციებისა და დეტალების დასამზადებლად გამოიყენება. ასეთი პლასტმასები გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, სიხისტით, ცეცხლგამძლეობითა და საკმარისი მედეგობით ატმოსფერული ზემოქმედებისადმი. მათ მიეკუთვნება: მინაპლასტიკი, ორგანული მინა, პოლიკარბონატი, პოლივინილქლორიდი, ქაფპლასტი, ფოროპლასტი, ფიჭაპლასტი, მერქანფენოვანი პლასტიკი, მერქანბოჭკოვანი და მერქანბურბუშელოვანი ფილები, აფსკი, ჰაერგაუმტარი ქსოვილი, პოლიეთილენი, პოლისტირენი, ფენოპლასტი, ამინოპლასტი, ტექსტოლიტი, დელტა-მერქანი, გეტინაქსი, არამიდი, ანტიფრიქციული პლასტმასი (პოლიამიდი, ფთოროპლასტი); ფენო-, ანილინო-, მელამინოპლასტი; კომპოზიტური პოლიმერული მასალები – პოლიმერის კომბინაცია ლითონთან და სილიკატურ ან კერამიკულ მასალებთან – კერამოპლასტი, ტრიპლექსი, ბიმასალები, ფუტირებული მილები და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები