რუკის ელემენტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რუკის ელემენტები – (component elements of map, map features), რუკის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც ძირითად და ჩანართ რუკებთან ერთად ქმნიან კარტოგრაფიულ გამოსახულებას. ზოგადგეოგრაფიულ რუკებზე ესენია: რუკის სახელწოდება ან ნომენკლატურა, საკოორდინატო ბადე, რიცხვითი, სახელდებული და ხაზოვანი მასშტაბები, პირობითი აღნიშვნები, ქვედებულის სკალა – იგივე გრაფიკი, რომელიც გამოიყენება ტოპოგრაფიულ რუკებზე ჰორიზონტალების მეშვეობით ფერდობების დახრის კუთხეების განსაზღვრისათვის, მერიდიანების შეახლოების სქემა, რუკის მეზობელი ფურცლების განლაგების სქემა, მონაცემები რუკის გამომცემელზე, გამოცემის დროსა და ადგილზე, ტირაჟზე. თემატურ რუკებზე: რუკის სახელწოდება, კარტოგრაფიული ბადე, ლეგენდა, რუკის ავტორი და სამეცნიერო რედაქტორი.