სერკეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერკეტი

სერკეტი – (ეგვ. Śrk.t, Wb IV, 203). მორიელის სახის ქალღმერთი ეგვიპტურ მთოლოგიაში. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, თავზე მორიელით, რომელსაც კუდი დასაგესლად ჰქონდა მომართული. მისი სახელი დაკავშირებულია ზმნასთან „śrk“ – „ვინც გვასუნთქებს“, მისი სრული სახელი იყო Śrk.t htj.t, სადაც „htj.t“ ნიშნავს „ყელს“, „ხორხს“. ითვლებოდა სიცოცხლის დამცველ ქალღმერთად. ნეიტთან ერთად ეკავა ფარაონის ხელები დაბადების დროს, ეძახდნენ ასევე ფარაონის ძუძუთი გამოსაკვებად, რადგან თავად იყო ნეხებკაუს ძიძა. დაკავშირებული იყო ისიდასთან, ნეფტიდასთან და ნეიტთან. ეს ოთხი ქალღმერთი ერთად დარაჯობდა ოსირისის სარეცელს. მის სახელს ათავსებდნენ კანოპებზე და ახალი სამეფოდან სარკოფაგებზე. ეხმარებოდა რას მიწისქვეშეთის ბოროტ ძალებთან ბრძოლაში თავისი მაგიური შელოცვებით და გესლით. სერკეტის შელოცვები შველიდა ავადმყოფებს, განსაკუთრებით დაგესლილებს, ამდენად შემლოცველებს და ექიმებს „სერკეტის თანმხლებთ“ ეძახდნენ.




წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები