ჩასაბერი საკრავები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩასაბერი საკრავები – სამუსიკო საკრავები, რომელთა ჟღერადობის წყაროა სხვადასხვა ზომის, ფორმის, წყობისა და მასალის (სპილენძის ან ხის) მილებში შემსრულებლის მიერ ჩაბერილი ჰაერის ნაკადი.ჩასაბერი საკრავების ტემბრი ნაწილობრივ საკრავის მასალაზეა დამოკიდებული. რეგისტრს საკრავის ზომა განსაზღვრავს.ჩასაბერი საკრავები იყოფა ორ ჯგუფად ხის (ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, კონტრაფაგოტი, ინგლისური ქარახსა, საქსაფონი) და სპილენძის (საყვირი, კორნეტი, ვალტორნა, ტრომბონი, ტუბა, საქსჰორნების ოჯახი) საკრავები.

ჩასაბერ საკრავებს უწოდებენ აგრეთვე ჩასაბერ-კლავიშიანებს (ორგანი, ფისჰარმონია, აკორდეონი, ბაიანი). აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არის საქართველოში შემოტანილი ჩასაბერი საკრავები დუდუკი და ზურნა. ქართული ეროვნული ჩასაბერი საკრავებია ექვსღეროვანი სოინარი, ანუ ლარჭემი, ჭიმონი ანუ ჭიბონი, გუდის ჭიბონი, სალამური (ენიანი და უენო), სტვირი, გუდასტვირი; შემორჩენილია ნაი, ავლი (მესხეთ-ჯავახეთში), სანყვირ (სვანეთში), ბუკი (რაჭაში), პილილი, თულუმი (გუდასტვირის ნაირსახეობა-ლაზეთში).

გ. ჩხიკვაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები