ქართული წერილობითი ძეგლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქართული წერილობითი ძეგლები''' – ქართულ ენაზე შ...)

(ეპიგრაფიკული ძეგლები)

(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:

'''ქართული წერილობითი ძეგლები''' – [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] შემორჩენილი წერილობითი ძეგლები. ისინი სამი სახისაა: ა) ეპიგრაფიკული, ბ) ხელნაწერი წიგნები და გ) ისტორიული დოკუმენტები.

'''ქართული წერილობითი ძეგლები''' – [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] შემორჩენილი წერილობითი ძეგლები. ისინი სამი სახისაა: ა) ეპიგრაფიკული, ბ) ხელნაწერი წიგნები და გ) ისტორიული დოკუმენტები.

==== ეპიგრაფიული ძეგლები ====

==== ეპიგრაფიკული ძეგლები ====
[[ეპიგრაფიკა|ეპიგრაფიკული]] წერილობითი ძეგლების რაოდენობა [[საქართველო]]ში ზუსტად აღრიცხული არ არის, თუმცადა მათი სიუხვე ყველასათვის ცნობილია. ყოველი კუთხე მდიდარია ეპიგრაფიკული ძეგლებით. ყველა წარწერაში დროის შესაბამისად ჩანს ქართული ენის განვითარების დამახასიათებელი თავისებურებანი (ხანმეტობა, ჰაემეტობა), ასოთა პალეოგრაფიული სახეცვლის საფეხურები და, რაც მთავარია, რეგიონის სოციალურ-პოლიტიკური ყოფის ამსახველი რეალიები.

[[ეპიგრაფიკა|ეპიგრაფიკული]] წერილობითი ძეგლების რაოდენობა [[საქართველო]]ში ზუსტად აღრიცხული არ არის, თუმცადა მათი სიუხვე ყველასათვის ცნობილია. ყოველი კუთხე მდიდარია ეპიგრაფიკული ძეგლებით. ყველა წარწერაში დროის შესაბამისად ჩანს ქართული ენის განვითარების დამახასიათებელი თავისებურებანი ([[ხანმეტობა]], [[ჰაემეტობა]]), ასოთა პალეოგრაფიული სახეცვლის საფეხურები და, რაც მთავარია, რეგიონის სოციალურ-პოლიტიკური ყოფის ამსახველი რეალიები.

უძველესი ქართული ეპიგრაფიკული წარწერა შემოუნახავს [[ბოლნისის სიონი]]ს ტაძარს. [[ბოლნისის სიონის წარწერები|ბოლნისის სიონზე შემორჩენილ წარწერათა]] რაოდენობა ორ ათეულზე მეტია, ყველაზე ადრეული 493-ით, ხოლო ყველაზე გვიანდელი XVIII ს-ით თარიღდება. პირველი თარიღიანი ეპიგრაფიკული ძეგლია წყისის წარწერა – 617-619.

უძველესი ქართული ეპიგრაფიკული წარწერა შემოუნახავს [[ბოლნისის სიონი]]ს ტაძარს. [[ბოლნისის სიონის წარწერები|ბოლნისის სიონზე შემორჩენილ წარწერათა]] რაოდენობა ორ ათეულზე მეტია, ყველაზე ადრეული 493-ით, ხოლო ყველაზე გვიანდელი XVIII ს-ით თარიღდება. პირველი თარიღიანი ეპიგრაფიკული ძეგლია წყისის წარწერა – 617-619.

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების შეგროვება, მეცნიერული შესწავლა და პუბლიკაცია XIX ს. I ნახევარში დაიწყო და უკავშირდება [[ბროსე მარი|მ. ბროსე]]ს, დიუბუა დე მონპერეს, დ. ბაქრაძის, [[ჟორდანია თედო|თ. ჟორდანია]]ს, [[თაყაიშვილი ექვთიმე|ე. თაყაიშვილისა]] და სხვ. სახელებს. დღეს ქართული ეპიგრაფიკული წერილობითი ძეგლების შესწავლა გეგმაზომიერად მიმდინარეობს. გამოქვეყნდა: ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-XII) შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა თბ., 1980; წიგნი II, დასავლეთ საქართველოს წარწე- რები, ნაკვ.1(IX–XIII სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ, თბ., 1980; ფრესკული წარწერები, I, [[ატენის სიონი]], გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს გ. აბრამიშვილმა და ზ. ალექსიძემ, თბ., 1989; ე. სილოგავა, ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები, თბ., 1994; მისივე, წარწერები გარეჯის მრავალწყაროდან (IX-XIII სს.), თბ., 1999; მისივე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, 2000; კახეთის ისტორიული. ძეგლების წარწერები, კრებული შეადგინა თ. ბარნაველმა, თბ,, 1961.

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების შეგროვება, მეცნიერული შესწავლა და პუბლიკაცია XIX ს. I ნახევარში დაიწყო და უკავშირდება [[ბროსე მარი|მ. ბროსე]]ს, დიუბუა დე მონპერეს, დ. ბაქრაძის, [[ჟორდანია თედო|თ. ჟორდანია]]ს, [[თაყაიშვილი ექვთიმე|ე. თაყაიშვილისა]] და სხვ. სახელებს. დღეს ქართული ეპიგრაფიკული წერილობითი ძეგლების შესწავლა გეგმაზომიერად მიმდინარეობს. გამოქვეყნდა: ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-XII) შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა თბ., 1980; წიგნი II, დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. 1(IX–XIII სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ, თბ., 1980; ფრესკული წარწერები, I, [[ატენის სიონი]], გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს გ. აბრამიშვილმა და ზ. ალექსიძემ, თბ., 1989; ე. სილოგავა, ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები, თბ., 1994; მისივე, წარწერები გარეჯის მრავალწყაროდან (IX-XIII სს.), თბ., 1999; მისივე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, 2000; კახეთის ისტორიული. ძეგლების წარწერები, კრებული შეადგინა თ. ბარნაველმა, თბ,, 1961.

==== ხელნაწერი წიგნები ====

==== ხელნაწერი წიგნები ====
ხაზი 12: ხაზი 12:

შემორჩენილი ხელნაწერები თარიღდება V-XIX სს-ით. საწერ მასალად XI ს-მდე გამოყენებული იყო [[ეტრატი]], ანუ პერგამენტი. XI

შემორჩენილი ხელნაწერები თარიღდება V-XIX სს-ით. საწერ მასალად XI ს-მდე გამოყენებული იყო [[ეტრატი]], ანუ პერგამენტი. XI
ს-იდან ძირითად საწერ მასალად იქცა [[ქაღალდი]] (თუმცა ეტრატს მოგვიანებითაც იყენებდნენ, განსაკუთრებით XII-XIII სს.) არის იშვიათი შემთხეევებიც, როდესაც ქართული ხელნაწერი შესრულებულია [[პაპირუსი|პაპირუსზე]] (ჭილსე). ერთი ასეთი ფრაგმენტი [[ფსალმუნი]]ს [[ტექსტი]]სა (X ს.) დაცულია პეტერბურგის ეროვნული ბიბლიოთეკის (ყოფ. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა) საცავში. იგი 1850 პ. უსპენსკის წამოუღია სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრიდან. მეორე ხელნაწერი, ე. წ. ჭილ-ეტრატის [[იადგარი]], ასევე X ს., დაცულია ხელნაწ. ინსტიტუტში.

ს-იდან ძირითად საწერ მასალად იქცა [[ქაღალდი]] (თუმცა ეტრატს მოგვიანებითაც იყენებდნენ, განსაკუთრებით XII-XIII სს.) არის იშვიათი შემთხვევებიც, როდესაც ქართული ხელნაწერი შესრულებულია [[პაპირუსი|პაპირუსზე]] (ჭილზე). ერთი ასეთი ფრაგმენტი [[ფსალმუნი]]ს [[ტექსტი]]სა (X ს.) დაცულია პეტერბურგის ეროვნული ბიბლიოთეკის (ყოფ. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა) საცავში. იგი 1850 პ. უსპენსკის წამოუღია სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრიდან. მეორე ხელნაწერი, ე. წ. ჭილ-ეტრატის [[იადგარი]], ასევე X ს., დაცულია ხელნაწ. ინსტიტუტში.

V-VIII სს. ქართულ ხელნაწერთა ფრაგმენტები შემორჩენილია [[პალიმფსესტი|პალიმფსესტების]] სახით. ცნობილია ასეულობით პალიმფსესტური ფურცელი (A-89, A-737, A-844, H-1329, H-3902…), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ. ხანმეტური ტექსტების აღმოჩენა. ხანმეტ პალიმფსესტებში შემონახულია ძველი და [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმი]]ს წიგნების, იერუსალიმური განჩინების, ჰაგიოგრაფიული ტექსტების ფრაგმენტები.

V-VIII სს. ქართულ ხელნაწერთა ფრაგმენტები შემორჩენილია [[პალიმფსესტი|პალიმფსესტების]] სახით. ცნობილია ასეულობით პალიმფსესტური ფურცელი (A-89, A-737, A-844, H-1329, H-3902…), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ. ხანმეტური ტექსტების აღმოჩენა. ხანმეტ პალიმფსესტებში შემონახულია ძველი და [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმი]]ს წიგნების, იერუსალიმური განჩინების, ჰაგიოგრაფიული ტექსტების ფრაგმენტები.

შუა საუკუნეების ქართული მწერლობა ორი კულტურის მიჯნაზე წარმოიშვა და ვითარდებოდა: ორი განსხვავებული კულტურა – დასავლეთიდან ქრისტიანული (ბიზანტ.) და აღმოსავლეთიდან მაჰმადიანური ერთიანი ძალით უტევდნენ ქართულ მწერლობას. სწორედ მათთან კონკურენციამ შეუწყო ხელი ორიგინალური ჰაგიოგრაფიული მწერლობის შექმნას. ქართული ჰაგიოგრაფია V ს-იდან იწყება, როდესაც შეიქმნა მისი პირველი ძეგლი – „[[შუშანიკის წამება|წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი]]“. იგი XVIII ს. მიწურულამდე ემსახურებოდა ეროვნული სულისკვეთების გაღვივებასა და შენარჩუნებას. ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ძეგლები გამორჩეულია თავისი მრწამსით, მაღალმხატერულობით, იდეური მიზანდასახულობით, თხრობის მანერით.

შუა საუკუნეების ქართული მწერლობა ორი კულტურის მიჯნაზე წარმოიშვა და ვითარდებოდა: ორი განსხვავებული კულტურა – დასავლეთიდან ქრისტიანული (ბიზანტ.) და აღმოსავლეთიდან მაჰმადიანური ერთიანი ძალით უტევდნენ ქართულ მწერლობას. სწორედ მათთან კონკურენციამ შეუწყო ხელი ორიგინალური ჰაგიოგრაფიული მწერლობის შექმნას. ქართული ჰაგიოგრაფია V ს-იდან იწყება, როდესაც შეიქმნა მისი პირველი ძეგლი – „[[შუშანიკის წამება|წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი]]“. იგი XVIII ს. მიწურულამდე ემსახურებოდა ეროვნული სულისკვეთების გაღვივებასა და შენარჩუნებას. ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ძეგლები გამორჩეულია თავისი მრწამსით, მაღალმხატვრულობით, იდეური მიზანდასახულობით, თხრობის მანერით.

[[ქართველები|ქართველებმა]] მდიდარი ქრისტიანული მწერლობა შექმნეს. ქართული მწერლობა [[ბიბლია|ბიბლიის]] წიგნების თარგმნით დაიწყო. უკვე V ს-ში [[სახარება|სახარების]], [[პავლე მოციქული]]ს [[ეპისტოლე|ეპისტოლეთა]] და [[დავითნი]]ს ქართული თარგმანების არსებობა ეჭვს არ იწეევს. ბიბლიის წიგნების ქართულად თარგმნის ისტორია არ არის მხოლოდ კონკრეტული წიგნის გადმოღების თავგადასავალი, თავისთავად საინტერესო და მნიშვნელოვანი, ეს არის მთელი ქართული აზროვნებისა და სულიერი ცხოვრების წარმოჩენა.

[[ქართველები|ქართველებმა]] მდიდარი ქრისტიანული მწერლობა შექმნეს. ქართული მწერლობა [[ბიბლია|ბიბლიის]] წიგნების თარგმნით დაიწყო. უკვე V ს-ში [[სახარება|სახარების]], [[პავლე მოციქული]]ს [[ეპისტოლე|ეპისტოლეთა]] და [[დავითნი]]ს ქართული თარგმანების არსებობა ეჭვს არ იწვევს. ბიბლიის წიგნების ქართულად თარგმნის ისტორია არ არის მხოლოდ კონკრეტული წიგნის გადმოღების თავგადასავალი, თავისთავად საინტერესო და მნიშვნელოვანი, ეს არის მთელი ქართული აზროვნებისა და სულიერი ცხოვრების წარმოჩენა.

ბიბლიის წიგნების უძველესი კრებული შედგენილია 978 [[ოშკი]]ს მონასტერში. შემდეგ იგი ათონის ივირონის ქართველთა მონასტრის საკუთრება გახდა. ამ კრებულს დღეს უწოდებენ ათონის ბიბლიას (დაცულობის ადგილის მიხედვით) ან ოშკის ბიბლიას (გადაწერის ადგილის მიხედეით).

ბიბლიის წიგნების უძველესი კრებული შედგენილია 978 [[ოშკი]]ს მონასტერში. შემდეგ იგი ათონის ივირონის ქართველთა მონასტრის საკუთრება გახდა. ამ კრებულს დღეს უწოდებენ ათონის ბიბლიას (დაცულობის ადგილის მიხედვით) ან ოშკის ბიბლიას (გადაწერის ადგილის მიხედვით).

ქართულად ბიბლიის წიგნები ითარგმნებოდა საუკუნვების მანძილზე, ითარგმნებოდა იმ ენიდან, რომლებთანაც ქართველებს კულტურული კაეშირი ჰქონდათ. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო [[ბერძნული ენა]] (რიგ შემთხვევაში იყენებდნენ სომხურ,

===== თარგმანები =====
სირიულ, არაბულ თარგმანსაც), მოგვიანებით არჩილ მეფემ XVIII ს. დასაწყისში რამდენიმე წიგნი თარგმნა სლავურიდან. ბიბლიის წიგნები (განსაკუთრებით ახალი აღთქმისა) დაცულია შემდეგ ხელნაწერებში: დავითნი – 904 (A-38, შატბერდის კრებული („თარგმანებაჲ დავითის ფსალმუნებისაი“)), 973 976 (S-1141); ხანმეტი ოთხთავი – V-V სს. (A-89, 844); [[ადიშის ოთხთავი]] – 897: [[ოპიზის ოთხთავი]] – 913, ურბნისის – 906, ჯრუჭის – 936, ბიბლია XII-XIII სს. (A-1108); საწინასწარმეტყველო X ს. ქსნის – X ს. (A-509) და სხვ. მრ.

ქართულად ბიბლიის წიგნები ითარგმნებოდა საუკუნეების მანძილზე, ითარგმნებოდა იმ ენიდან, რომლებთანაც ქართველებს კულტურული კავშირი ჰქონდათ. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო [[ბერძნული ენა]] (რიგ შემთხვევაში იყენებდნენ სომხურ, სირიულ, არაბულ თარგმანსაც), მოგვიანებით არჩილ მეფემ XVIII ს. დასაწყისში რამდენიმე წიგნი თარგმნა სლავურიდან. ბიბლიის წიგნები (განსაკუთრებით ახალი აღთქმისა) დაცულია შემდეგ ხელნაწერებში: დავითნი – 904 (A-38, შატბერდის კრებული („თარგმანებაჲ დავითის ფსალმუნებისაი“)), 973 976 (S-1141); ხანმეტი ოთხთავი – V-V სს. (A-89, 844); [[ადიშის ოთხთავი]] – 897: [[ოპიზის ოთხთავი]] – 913, ურბნისის – 906, ჯრუჭის – 936, ბიბლია XII-XIII სს. (A-1108); საწინასწარმეტყველო X ს. ქსნის – X ს. (A-509) და სხვ. მრ.

X ს-მდე ითარგმნა და ქართული მწერლობის განუყოფელი ნაწილი გახდა:

X ს-მდე ითარგმნა და ქართული მწერლობის განუყოფელი ნაწილი გახდა:

ხაზი 29: ხაზი 29:

2. ჰიმნოგრაფიული კრებულები (ჭილ-ეტრატის იადგარი, [[მიქაელ მოდრეკილი]]ს იადგარი, სინური კოლექციის [[იადგარი|იადგარები]]);

2. ჰიმნოგრაფიული კრებულები (ჭილ-ეტრატის იადგარი, [[მიქაელ მოდრეკილი]]ს იადგარი, სინური კოლექციის [[იადგარი|იადგარები]]);

3. სვინაქსარები [[ექვთიმე ათონელი|ეფთვიმე ათონელის]] მცირე სვინაქსარი (4-648), [[გიორგი მთაწმიდელი]]ს

3. სვინაქსარები [[ექვთიმე ათონელი|ეფთვიმე ათონელის]] მცირე სვინაქსარი (4-648), [[გიორგი მთაწმიდელი]]ს
დიდი სეინაქსარი (A-97)); კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული კრებულები;

დიდი სვინაქსარი (A-97)); კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული კრებულები;

4. [[საგალობელი|საგალობელთა]] კრებულები – [[თვენი]], I რედაქცია (გარდამავალი საფეხური იადგარებიდან გიორგი მთაწმიდელის თვენამდე Iez 72 და გიორგი მთაწმიდელი);

4. [[საგალობელი|საგალობელთა]] კრებულები – [[თვენი]], I რედაქცია (გარდამავალი საფეხური იადგარებიდან გიორგი მთაწმინდელის თვენამდე Iez 72 და გიორგი მთაწმინდელი);

5. დოგმატიკური კრებულები (დოგმატიკონი, გრდემლი, მზამეტყეელება, მარწუხი და სხვ.)

5. დოგმატიკური კრებულები (დოგმატიკონი, გრდემლი, მზამეტყველება, მარწუხი და სხვ.)

6. ლიტურგიკული კრებულები (კურთხევანი, [[მარხვანი]], [[პარაკლიტონი]], [[ძლისპირი|ძლისპირნი]] და ღმრთისმშობლისანი და სხვ. მრავალი, ორიგინალური ქართული ჰაგიოგრაფიის, [[ჰომილეტიკა|ჰომილეტიკის]], ჰიმნოგრაფიის გვერდით ამ წიგნებმა

6. ლიტურგიკული კრებულები (კურთხევანი, [[მარხვანი]], [[პარაკლიტონი]], [[ძლისპირი|ძლისპირნი]] და ღმრთისმშობლისანი და სხვ. მრავალი, ორიგინალური ქართული ჰაგიოგრაფიის, [[ჰომილეტიკა|ჰომილეტიკის]], ჰიმნოგრაფიის გვერდით ამ წიგნებმა
კუთენილი ადგილი დაიმკვიდრეს ქართული მწერლობის ისტორიაში. ქართული მწერლობის, ქართული ენის ისტორიის განვითარების წარმოდგენა მათ გარეშე შეუძლებელია.

კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრეს ქართული მწერლობის ისტორიაში. ქართული მწერლობის, ქართული ენის ისტორიის განვითარების წარმოდგენა მათ გარეშე შეუძლებელია.

===== საისტორიო ქრონიკები =====

ქართულ წერილობით ძეგლებში  განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნით საისტორიო ქრონიკებსა და  მატიანეებს. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ შატბერდულ-ჭელიშური რედაქცია (S-1141, II-600), [[სუმბატ დავითის ძე|სუმბატ დავითის ძის]] ქრონიკა ადრეული ისტორიოგრაფიის შესანიშნავი  ძეგლებია. XI ს. 70-იანი წლებიდან

[[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველ]]მა შეადგინა „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრები]]ს“ კრებული, რომელშიც მოცემულია ცდა, მთლიანობაში იქნეს გააზრებული საქართველოს ისტორია. ლეონტის დაწყებული საქმე გაგრძელდა და თანდათან ივსებოდა. დაემატა: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, ლაშა გიორგის მეფობის ისტორია; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, [[ჟამთააღმწერელი]]

– ასწლოვანი ისტორია: XVI-XVIII სს. დაიწერა „[[ახალი ქართლის ცხოვრება]]“ და განსაკუთრებით მნიშენელოვანი – [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს „საქართველოს ისტორია და გეოგრაფია“.

===== სამართლის ძეგლები =====

ქართული წერილობითი ძეგლების რეესტრში ძალზე გამორჩეულია ორიგინალური და ნათარგმნი სამართლის ძეგლები: მცირე სჯულის კანონი (ნახევრად ორიგინალური თხზულება). დიდი სჯულის კანონი, ბექა  და აღბუღას სამართლის წიგნები, [[ვახტანგ VI]]-ის სამართალი და სხვ. დასახელებული თხზულებანი საუკუნეების მანძილზე არეგულირებდნენ ქართული იურისპრუდენციის ნორმებს.

===== საერო ლიტერატურა =====

საგანგებო აღნიშვნის ღირსია საერო ლიტერატურის ძეგლები. ქართველმა ხალხმა XI-XII სს-ში, მეზობელ ქრისტიანი ხალხთაგან განსხვავებით, შექმნა საერო ლიტერატურის შედევრები: „[[ამირანდარეჯანიანი]]“,

„თამარიანი“, „ვეფხისტყაოსანი“, თარგმანები „[[ვისრამიანი]]სა“და „შაჰნამესი“: [[თეიმურაზ I]]-ის, [[არჩილ II|არჩილ მეფის]], [[ორბელიანი სულხან-საბა|ს-ს. ორბელიანი]]ს ვახტანგ VI-ის. [[გურამიშვილი დავით|დ. გურამიშვილი]]სა და სხვათა შემოქმედების ნიმუშები ქართული მწერლობის, ქართველი ხალხის ნიჭიერების უტყუარი დასტურია.

==== ისტორიული დოკუმენტები ====

ჩვენამდე მიღწეული ქართული ისტორიული საბუთების რაოდენობა 65000-ზე მეტია, აქედან IX–XV სს. 4000-მდეა, XVIII ს. – 1500-მდე, ხოლო დანარჩენი XIX-XX სს. მიეკუთვნება. დღემდე გამოცემულია ძველი ისტორიული საბუთების მცირე ნაწილი (დაახლ. 10%). საბუთები ნაწერია [[ნუსხური|ნუსხურად]] და [[მხედრული დამწერლობა|მხედრულად]]. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატიცა და ქაღალდიც, იშვიათად იწერებოდა ხეზე (სვანური საბუთები).

ეტრატზე შესრულებული უძველესი საბუთი თარიღდება IX ს. II ნახ-ით, რომელიც შემოგვინახა XIII ს.

II ნახ. ნუსხამ „დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი“, რომელიც [[გრიგოლ სურამელი]]ს 1247-50 დაწერილის (A d-I) უკანა მხარეზეა მოთავსებული. ამაზე ადრეული საბუთი ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის.

XV ს-მდე საბუთებს ეწოდებოდა „[[დაწერილი (დოკუმენტი)|დაწერილი]]“, „[[სიგელი (საბუთი)|სიგელი]]; სიგელის პარალელურად სხვა [[ტერმინი|ტერმინებიც]]  იხმარება (ბრძანება, ნიშანი, წიგნი და სხვ.), რომლებსაც ამავე პერიოდიდან ერთვის რაობის მიმანიშნებელი სახელიც (წყალობის სიგელი, ნასყიდობის წიგნი, პირობის წიგნი და სხვ.

ისტორიულად ჩამოყალიბდა დოკუმენტის გარკვეული კომპოზიციური მოდელი, ერთგვარი საბუთებისათვის შემუშავდა სტერეოტიპული ფორმულები, რომელთა კომპოზიციური გაფორმება და სტერეოტიპული შაბლონი იცვლებოდა ისტორიულ ეპოქათა მონაცვლეობის შესაბამისად. სიგელთმცოდნეობა, როგორც მეცნიერება,

ჩვენში შექმნა ი. ჯავახიშვილმა. 1926 მან გამოაქვეყნა მონოგრაფია „ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა“. ამ დროიდან დაიწყო ისტორიული დოკუმენტთა თეორიული შესწავლა. თუმცა საბუთების პუბლიკაცია XIX ს. შუა წლებიდან ხდებოდა.

ისტორიულ დოკუმენტებში ფეოდალური საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა ასპექტია წარმოდგენილი. მატიანეებისაგან განსხვავებით. დოკუმენტები, როგორც კერძო იურიდიული საბუთები, წარმოაჩენენ სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის პირთა (მეფეთა, ფეოდალთა, საეკლესიო მოღვაწეთა და სხვ.) კონკრეტულ ქმედებას. საბუთებიდან ნათლად ჩანს ქვეყნის ისტორიული ცხოვრების მონაწილე პირების მთელი საქმიანობა.

ისტორიული საბუთები პირველხარისხოვან ინფორმაციას იძლევიან საერო და საზოგადოებრივი ცხოვრების, ცალკეული რეგიონის ფეოდალთა მოქმედების, დაბალი სოციალური წრის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. დოკუმენტებიდან აშკარად ჩანს ჩვენში მაღალი სამართლებრივი აზროვნებისა და კულტურის არსებობა.

საბუთების დამწერნი განსხვავებული ცენზისა და მდგომარეობის პირები იყვნენ. ასეთ პირს მოგვიანებით ეწოდებოდა მდივან-მწიგნობარი. ნაღდი ისტორიული დოკუმენტების პარალელურად ითხზვებოდა ყალბი დოკუმენტებიც, რომლებიც იწოდებიან ნაყალბევად ან ნატყუარ დოკუმენტებად.

''მ. ქავთარია''

==წყარო==

[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]

[[კატეგორია:ქართული წერილობითი ძეგლები]]

[[კატეგორია:ქართული ლიტერატურა]]

მიმდინარე ცვლილება 18:11, 27 მარტი 2024 მდგომარეობით

ქართული წერილობითი ძეგლებიქართულ ენაზე შემორჩენილი წერილობითი ძეგლები. ისინი სამი სახისაა: ა) ეპიგრაფიკული, ბ) ხელნაწერი წიგნები და გ) ისტორიული დოკუმენტები.

სარჩევი

[რედაქტირება] ეპიგრაფიკული ძეგლები

ეპიგრაფიკული წერილობითი ძეგლების რაოდენობა საქართველოში ზუსტად აღრიცხული არ არის, თუმცადა მათი სიუხვე ყველასათვის ცნობილია. ყოველი კუთხე მდიდარია ეპიგრაფიკული ძეგლებით. ყველა წარწერაში დროის შესაბამისად ჩანს ქართული ენის განვითარების დამახასიათებელი თავისებურებანი (ხანმეტობა, ჰაემეტობა), ასოთა პალეოგრაფიული სახეცვლის საფეხურები და, რაც მთავარია, რეგიონის სოციალურ-პოლიტიკური ყოფის ამსახველი რეალიები.

უძველესი ქართული ეპიგრაფიკული წარწერა შემოუნახავს ბოლნისის სიონის ტაძარს. ბოლნისის სიონზე შემორჩენილ წარწერათა რაოდენობა ორ ათეულზე მეტია, ყველაზე ადრეული 493-ით, ხოლო ყველაზე გვიანდელი XVIII ს-ით თარიღდება. პირველი თარიღიანი ეპიგრაფიკული ძეგლია წყისის წარწერა – 617-619.

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების შეგროვება, მეცნიერული შესწავლა და პუბლიკაცია XIX ს. I ნახევარში დაიწყო და უკავშირდება მ. ბროსეს, დიუბუა დე მონპერეს, დ. ბაქრაძის, თ. ჟორდანიას, ე. თაყაიშვილისა და სხვ. სახელებს. დღეს ქართული ეპიგრაფიკული წერილობითი ძეგლების შესწავლა გეგმაზომიერად მიმდინარეობს. გამოქვეყნდა: ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-XII) შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა თბ., 1980; წიგნი II, დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. 1(IX–XIII სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ, თბ., 1980; ფრესკული წარწერები, I, ატენის სიონი, გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს გ. აბრამიშვილმა და ზ. ალექსიძემ, თბ., 1989; ე. სილოგავა, ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები, თბ., 1994; მისივე, წარწერები გარეჯის მრავალწყაროდან (IX-XIII სს.), თბ., 1999; მისივე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, 2000; კახეთის ისტორიული. ძეგლების წარწერები, კრებული შეადგინა თ. ბარნაველმა, თბ,, 1961.

[რედაქტირება] ხელნაწერი წიგნები

საქართველოში შემორჩენილი ხელნაწერი წიგნების რაოდენობა დაახლოებით 15000-მდეა. ხელნაწერები ძირითადად დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივში, გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში, ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, გორის, მესტიის, ახალციხის, ზუგდიდის და სხე. მხარეთმცოდნეობით მუზეუმებში. ქართული ხელნაწერები დაცულია საზღვარგარეთის საცავებშიც: სინას მთაზე, ათონის ივირონის მონასტერში, იერუსალიმში, პარიზში, რომში, ლონდონში, პეტერბურგში და სხვ.

შემორჩენილი ხელნაწერები თარიღდება V-XIX სს-ით. საწერ მასალად XI ს-მდე გამოყენებული იყო ეტრატი, ანუ პერგამენტი. XI ს-იდან ძირითად საწერ მასალად იქცა ქაღალდი (თუმცა ეტრატს მოგვიანებითაც იყენებდნენ, განსაკუთრებით XII-XIII სს.) არის იშვიათი შემთხვევებიც, როდესაც ქართული ხელნაწერი შესრულებულია პაპირუსზე (ჭილზე). ერთი ასეთი ფრაგმენტი ფსალმუნის ტექსტისა (X ს.) დაცულია პეტერბურგის ეროვნული ბიბლიოთეკის (ყოფ. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა) საცავში. იგი 1850 პ. უსპენსკის წამოუღია სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრიდან. მეორე ხელნაწერი, ე. წ. ჭილ-ეტრატის იადგარი, ასევე X ს., დაცულია ხელნაწ. ინსტიტუტში.

V-VIII სს. ქართულ ხელნაწერთა ფრაგმენტები შემორჩენილია პალიმფსესტების სახით. ცნობილია ასეულობით პალიმფსესტური ფურცელი (A-89, A-737, A-844, H-1329, H-3902…), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ. ხანმეტური ტექსტების აღმოჩენა. ხანმეტ პალიმფსესტებში შემონახულია ძველი და ახალი აღთქმის წიგნების, იერუსალიმური განჩინების, ჰაგიოგრაფიული ტექსტების ფრაგმენტები.

შუა საუკუნეების ქართული მწერლობა ორი კულტურის მიჯნაზე წარმოიშვა და ვითარდებოდა: ორი განსხვავებული კულტურა – დასავლეთიდან ქრისტიანული (ბიზანტ.) და აღმოსავლეთიდან მაჰმადიანური ერთიანი ძალით უტევდნენ ქართულ მწერლობას. სწორედ მათთან კონკურენციამ შეუწყო ხელი ორიგინალური ჰაგიოგრაფიული მწერლობის შექმნას. ქართული ჰაგიოგრაფია V ს-იდან იწყება, როდესაც შეიქმნა მისი პირველი ძეგლი – „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი“. იგი XVIII ს. მიწურულამდე ემსახურებოდა ეროვნული სულისკვეთების გაღვივებასა და შენარჩუნებას. ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ძეგლები გამორჩეულია თავისი მრწამსით, მაღალმხატვრულობით, იდეური მიზანდასახულობით, თხრობის მანერით.

ქართველებმა მდიდარი ქრისტიანული მწერლობა შექმნეს. ქართული მწერლობა ბიბლიის წიგნების თარგმნით დაიწყო. უკვე V ს-ში სახარების, პავლე მოციქულის ეპისტოლეთა და დავითნის ქართული თარგმანების არსებობა ეჭვს არ იწვევს. ბიბლიის წიგნების ქართულად თარგმნის ისტორია არ არის მხოლოდ კონკრეტული წიგნის გადმოღების თავგადასავალი, თავისთავად საინტერესო და მნიშვნელოვანი, ეს არის მთელი ქართული აზროვნებისა და სულიერი ცხოვრების წარმოჩენა.

ბიბლიის წიგნების უძველესი კრებული შედგენილია 978 ოშკის მონასტერში. შემდეგ იგი ათონის ივირონის ქართველთა მონასტრის საკუთრება გახდა. ამ კრებულს დღეს უწოდებენ ათონის ბიბლიას (დაცულობის ადგილის მიხედვით) ან ოშკის ბიბლიას (გადაწერის ადგილის მიხედვით).

[რედაქტირება] თარგმანები

ქართულად ბიბლიის წიგნები ითარგმნებოდა საუკუნეების მანძილზე, ითარგმნებოდა იმ ენიდან, რომლებთანაც ქართველებს კულტურული კავშირი ჰქონდათ. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ბერძნული ენა (რიგ შემთხვევაში იყენებდნენ სომხურ, სირიულ, არაბულ თარგმანსაც), მოგვიანებით არჩილ მეფემ XVIII ს. დასაწყისში რამდენიმე წიგნი თარგმნა სლავურიდან. ბიბლიის წიგნები (განსაკუთრებით ახალი აღთქმისა) დაცულია შემდეგ ხელნაწერებში: დავითნი – 904 (A-38, შატბერდის კრებული („თარგმანებაჲ დავითის ფსალმუნებისაი“)), 973 976 (S-1141); ხანმეტი ოთხთავი – V-V სს. (A-89, 844); ადიშის ოთხთავი – 897: ოპიზის ოთხთავი – 913, ურბნისის – 906, ჯრუჭის – 936, ბიბლია XII-XIII სს. (A-1108); საწინასწარმეტყველო X ს. ქსნის – X ს. (A-509) და სხვ. მრ.

X ს-მდე ითარგმნა და ქართული მწერლობის განუყოფელი ნაწილი გახდა:
1. მრავალთავები (კლარჯული (A-144), უდაბნოს, ათონური, პარხლის (A-95), სინას მთის – 864, სვანური (A-19));
2. ჰიმნოგრაფიული კრებულები (ჭილ-ეტრატის იადგარი, მიქაელ მოდრეკილის იადგარი, სინური კოლექციის იადგარები);
3. სვინაქსარები ეფთვიმე ათონელის მცირე სვინაქსარი (4-648), გიორგი მთაწმიდელის დიდი სვინაქსარი (A-97)); კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული კრებულები;
4. საგალობელთა კრებულები – თვენი, I რედაქცია (გარდამავალი საფეხური იადგარებიდან გიორგი მთაწმინდელის თვენამდე Iez 72 და გიორგი მთაწმინდელი);
5. დოგმატიკური კრებულები (დოგმატიკონი, გრდემლი, მზამეტყველება, მარწუხი და სხვ.)
6. ლიტურგიკული კრებულები (კურთხევანი, მარხვანი, პარაკლიტონი, ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი და სხვ. მრავალი, ორიგინალური ქართული ჰაგიოგრაფიის, ჰომილეტიკის, ჰიმნოგრაფიის გვერდით ამ წიგნებმა კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრეს ქართული მწერლობის ისტორიაში. ქართული მწერლობის, ქართული ენის ისტორიის განვითარების წარმოდგენა მათ გარეშე შეუძლებელია.

[რედაქტირება] საისტორიო ქრონიკები

ქართულ წერილობით ძეგლებში განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნით საისტორიო ქრონიკებსა და მატიანეებს. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ შატბერდულ-ჭელიშური რედაქცია (S-1141, II-600), სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ადრეული ისტორიოგრაფიის შესანიშნავი ძეგლებია. XI ს. 70-იანი წლებიდან ლეონტი მროველმა შეადგინა „ქართლის ცხოვრების“ კრებული, რომელშიც მოცემულია ცდა, მთლიანობაში იქნეს გააზრებული საქართველოს ისტორია. ლეონტის დაწყებული საქმე გაგრძელდა და თანდათან ივსებოდა. დაემატა: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, ლაშა გიორგის მეფობის ისტორია; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ჟამთააღმწერელი – ასწლოვანი ისტორია: XVI-XVIII სს. დაიწერა „ახალი ქართლის ცხოვრება“ და განსაკუთრებით მნიშენელოვანი – ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორია და გეოგრაფია“.

[რედაქტირება] სამართლის ძეგლები

ქართული წერილობითი ძეგლების რეესტრში ძალზე გამორჩეულია ორიგინალური და ნათარგმნი სამართლის ძეგლები: მცირე სჯულის კანონი (ნახევრად ორიგინალური თხზულება). დიდი სჯულის კანონი, ბექა და აღბუღას სამართლის წიგნები, ვახტანგ VI-ის სამართალი და სხვ. დასახელებული თხზულებანი საუკუნეების მანძილზე არეგულირებდნენ ქართული იურისპრუდენციის ნორმებს.

[რედაქტირება] საერო ლიტერატურა

საგანგებო აღნიშვნის ღირსია საერო ლიტერატურის ძეგლები. ქართველმა ხალხმა XI-XII სს-ში, მეზობელ ქრისტიანი ხალხთაგან განსხვავებით, შექმნა საერო ლიტერატურის შედევრები: „ამირანდარეჯანიანი“, „თამარიანი“, „ვეფხისტყაოსანი“, თარგმანები „ვისრამიანისა“და „შაჰნამესი“: თეიმურაზ I-ის, არჩილ მეფის, ს-ს. ორბელიანის ვახტანგ VI-ის. დ. გურამიშვილისა და სხვათა შემოქმედების ნიმუშები ქართული მწერლობის, ქართველი ხალხის ნიჭიერების უტყუარი დასტურია.

[რედაქტირება] ისტორიული დოკუმენტები

ჩვენამდე მიღწეული ქართული ისტორიული საბუთების რაოდენობა 65000-ზე მეტია, აქედან IX–XV სს. 4000-მდეა, XVIII ს. – 1500-მდე, ხოლო დანარჩენი XIX-XX სს. მიეკუთვნება. დღემდე გამოცემულია ძველი ისტორიული საბუთების მცირე ნაწილი (დაახლ. 10%). საბუთები ნაწერია ნუსხურად და მხედრულად. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატიცა და ქაღალდიც, იშვიათად იწერებოდა ხეზე (სვანური საბუთები).

ეტრატზე შესრულებული უძველესი საბუთი თარიღდება IX ს. II ნახ-ით, რომელიც შემოგვინახა XIII ს. II ნახ. ნუსხამ „დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი“, რომელიც გრიგოლ სურამელის 1247-50 დაწერილის (A d-I) უკანა მხარეზეა მოთავსებული. ამაზე ადრეული საბუთი ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის.

XV ს-მდე საბუთებს ეწოდებოდა „დაწერილი“, „სიგელი; სიგელის პარალელურად სხვა ტერმინებიც იხმარება (ბრძანება, ნიშანი, წიგნი და სხვ.), რომლებსაც ამავე პერიოდიდან ერთვის რაობის მიმანიშნებელი სახელიც (წყალობის სიგელი, ნასყიდობის წიგნი, პირობის წიგნი და სხვ.

ისტორიულად ჩამოყალიბდა დოკუმენტის გარკვეული კომპოზიციური მოდელი, ერთგვარი საბუთებისათვის შემუშავდა სტერეოტიპული ფორმულები, რომელთა კომპოზიციური გაფორმება და სტერეოტიპული შაბლონი იცვლებოდა ისტორიულ ეპოქათა მონაცვლეობის შესაბამისად. სიგელთმცოდნეობა, როგორც მეცნიერება, ჩვენში შექმნა ი. ჯავახიშვილმა. 1926 მან გამოაქვეყნა მონოგრაფია „ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა“. ამ დროიდან დაიწყო ისტორიული დოკუმენტთა თეორიული შესწავლა. თუმცა საბუთების პუბლიკაცია XIX ს. შუა წლებიდან ხდებოდა.

ისტორიულ დოკუმენტებში ფეოდალური საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა ასპექტია წარმოდგენილი. მატიანეებისაგან განსხვავებით. დოკუმენტები, როგორც კერძო იურიდიული საბუთები, წარმოაჩენენ სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის პირთა (მეფეთა, ფეოდალთა, საეკლესიო მოღვაწეთა და სხვ.) კონკრეტულ ქმედებას. საბუთებიდან ნათლად ჩანს ქვეყნის ისტორიული ცხოვრების მონაწილე პირების მთელი საქმიანობა.

ისტორიული საბუთები პირველხარისხოვან ინფორმაციას იძლევიან საერო და საზოგადოებრივი ცხოვრების, ცალკეული რეგიონის ფეოდალთა მოქმედების, დაბალი სოციალური წრის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. დოკუმენტებიდან აშკარად ჩანს ჩვენში მაღალი სამართლებრივი აზროვნებისა და კულტურის არსებობა.

საბუთების დამწერნი განსხვავებული ცენზისა და მდგომარეობის პირები იყვნენ. ასეთ პირს მოგვიანებით ეწოდებოდა მდივან-მწიგნობარი. ნაღდი ისტორიული დოკუმენტების პარალელურად ითხზვებოდა ყალბი დოკუმენტებიც, რომლებიც იწოდებიან ნაყალბევად ან ნატყუარ დოკუმენტებად.

მ. ქავთარია

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები