ფილე (კუნძული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ფილე''' – კუნძული [[ნილოსი]]ს პირველ ჭორომთან (დაახლოებით 150x350 მ.), რომელიც [[ისიდა]]ს დიდი რელიგიური ცენტრი ხდება გვიანდელი პერიოდიდან, განსაკუთრებით კი ბერძნულ-რომაულ დროში.  
 
'''ფილე''' – კუნძული [[ნილოსი]]ს პირველ ჭორომთან (დაახლოებით 150x350 მ.), რომელიც [[ისიდა]]ს დიდი რელიგიური ცენტრი ხდება გვიანდელი პერიოდიდან, განსაკუთრებით კი ბერძნულ-რომაულ დროში.  
  
ეგვიპტური ტექსტებიდან ცნობილი სახელი „პილაკი“ (Pilak) სავარაუდოდ ნუბიური წარმოშობისაა. შესაძლოა, აქ მაგრდებოდნენ [[ნუბიელები]] ეგვიპტეში შემოჭრისას. უძველესი [[ნაგებობა]] ფილეზე არის საკმაოდ მოკრძალებული [[კიოსკი (ძველი ეგვიპტე)|კიოსკი]] XXVI დინასტიის ფარაონის, ფსამტიხ II-ის სახელით. უძველესი ტაძარი, მიძღვნილი „[[ისიდა]]სადმი, რომელიც [[აბატონი|აბატონს]] სტუმრობს“ და ბიგეს ხატხორისადმი, [[ნექტანებოსი]]ს მეფობით არის დათარიღებული (XXX დინასტია).  
+
ეგვიპტური ტექსტებიდან ცნობილი სახელი „პილაკი“ (Pilak) სავარაუდოდ ნუბიური წარმოშობისაა. შესაძლოა, აქ მაგრდებოდნენ [[ნუბიელები]] ეგვიპტეში შემოჭრისას. უძველესი [[ნაგებობა]] ფილეზე არის საკმაოდ მოკრძალებული [[კიოსკი (ძველი ეგვიპტე)|კიოსკი]] XXVI დინასტიის ფარაონის, [[ფსამტიხ II]]-ის სახელით. უძველესი ტაძარი, მიძღვნილი „[[ისიდა]]სადმი, რომელიც [[აბატონი|აბატონს]] სტუმრობს“ და ბიგეს ხატხორისადმი, [[ნექტანებოსი]]ს მეფობით არის დათარიღებული (XXX დინასტია).  
  
პტოლემაიოს II-ის დროს დაიწყო ისიდას მთავარი ტაძრის [[მშენებლობა (შენობების აგების პროცესი)|მშენებლობა]], რომელიც [[პტოლემაიოს III ევერგეტი|პტოლემაიოს III]]-ის დროს დასრულდა. ამ ტაძრის სახურავზე მდებარეობდა [[ოსირისი]]ს კულტისადმი მიძღვნილი განსაკუთრებული ნაგებობა, სადაც [[ოსირისის მისტერიები]] სრულდებოდა. აქ ტარდებოდა მათი გარკვეული ნაწილი, მათი დასრულება კი ხდებოდა მეზობელ კუნძულ ბიგეზე ([[აბატონი|აბატონში]]), სადაც ოსირისის წმინდა ნაწილი იყო დაკრძალული. ტაძრის პირველ და მეორე [[პილონი (არქიტექტურა)|პილონებს]] შორის მდებარეობდა [[ხორი]]ს დაბადების სცენებით მოხატული დაბადების სახლი, ისიდას ტაძრის აღმოსავლეთით კი ხატხორის ტაძარი, რომელსაც აქ „ფილეს ქალბატონს“ ეძახდნენ. ფოლეზე მდებარეობდა ასევე იმხოტეპისადმი მიძღვნილი ტაძარი, რომელიც ბერძნებმა [[ასკლეპიოსი|ასკლეპიოსთან]] გააიგივეს. ფილე წარმართული ეგვიპტური კულტების უკანასკნელი ციტადელი იყო, სადაც ისინი ქვეყანაში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელების შემდეგაც შემოინახა. თეოდოსიუსის ჩვ.წ. 392 წლის დეკრეტმა ეგვიპტეში წარმართული ტაძრების დახურვის შესახებ ვერ შეაჩერა ეგვიპტელი, ბერძენი და რომაელი პილიგრიმების უწყვეტი ნაკადი ისიდას ტაძრისაკენ, რამაც აიძულა [[ბიზანტია|ბიზანტიის]] იმპერატორი იუსტინიანე ჩვ. წ-ით 535 წ. ადმინისტრაციული წესით მოეხდინა ისიდას კულტის ლიკვიდაცია. ამის შემდეგ ისიდას ტაძარი ქრისტიანულ ეკლესიად იქნა გადაკეთებული, წარმართული ღმერთების ქანდაკებები კი კონსტანტინოპოლში წაიღეს.  
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]]
 
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
 
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
[[კატეგორია:კუნძულები ეგვიპტეში]]
+
[[კატეგორია:კუნძულები ძველ ეგვიპტეში]]

მიმდინარე ცვლილება 00:36, 14 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ფილე – კუნძული ნილოსის პირველ ჭორომთან (დაახლოებით 150x350 მ.), რომელიც ისიდას დიდი რელიგიური ცენტრი ხდება გვიანდელი პერიოდიდან, განსაკუთრებით კი ბერძნულ-რომაულ დროში.

ეგვიპტური ტექსტებიდან ცნობილი სახელი „პილაკი“ (Pilak) სავარაუდოდ ნუბიური წარმოშობისაა. შესაძლოა, აქ მაგრდებოდნენ ნუბიელები ეგვიპტეში შემოჭრისას. უძველესი ნაგებობა ფილეზე არის საკმაოდ მოკრძალებული კიოსკი XXVI დინასტიის ფარაონის, ფსამტიხ II-ის სახელით. უძველესი ტაძარი, მიძღვნილი „ისიდასადმი, რომელიც აბატონს სტუმრობს“ და ბიგეს ხატხორისადმი, ნექტანებოსის მეფობით არის დათარიღებული (XXX დინასტია).

პტოლემაიოს II-ის დროს დაიწყო ისიდას მთავარი ტაძრის მშენებლობა, რომელიც პტოლემაიოს III-ის დროს დასრულდა. ამ ტაძრის სახურავზე მდებარეობდა ოსირისის კულტისადმი მიძღვნილი განსაკუთრებული ნაგებობა, სადაც ოსირისის მისტერიები სრულდებოდა. აქ ტარდებოდა მათი გარკვეული ნაწილი, მათი დასრულება კი ხდებოდა მეზობელ კუნძულ ბიგეზე (აბატონში), სადაც ოსირისის წმინდა ნაწილი იყო დაკრძალული. ტაძრის პირველ და მეორე პილონებს შორის მდებარეობდა ხორის დაბადების სცენებით მოხატული დაბადების სახლი, ისიდას ტაძრის აღმოსავლეთით კი ხატხორის ტაძარი, რომელსაც აქ „ფილეს ქალბატონს“ ეძახდნენ. ფოლეზე მდებარეობდა ასევე იმხოტეპისადმი მიძღვნილი ტაძარი, რომელიც ბერძნებმა ასკლეპიოსთან გააიგივეს. ფილე წარმართული ეგვიპტური კულტების უკანასკნელი ციტადელი იყო, სადაც ისინი ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც შემოინახა. თეოდოსიუსის ჩვ.წ. 392 წლის დეკრეტმა ეგვიპტეში წარმართული ტაძრების დახურვის შესახებ ვერ შეაჩერა ეგვიპტელი, ბერძენი და რომაელი პილიგრიმების უწყვეტი ნაკადი ისიდას ტაძრისაკენ, რამაც აიძულა ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე ჩვ. წ-ით 535 წ. ადმინისტრაციული წესით მოეხდინა ისიდას კულტის ლიკვიდაცია. ამის შემდეგ ისიდას ტაძარი ქრისტიანულ ეკლესიად იქნა გადაკეთებული, წარმართული ღმერთების ქანდაკებები კი კონსტანტინოპოლში წაიღეს.

ფილეზე შემოინახა ასევე ეგვიპტური იეროგლიფებით შესრულებული უკანასკნელი წარწერა. დღეს კუნძული ფილე, რომელიც დაბალი კლდოვანი კუნძული იყო, ასუანის წყალსაცავის ქვეშ არის მოქცეული. ეგვიპტის სიძველეთა ასოციაციის და იუნესკოს ერთობლივი ძალისხმევით მოხდა ნაგებობების დაშლა და მათი გადატანა, ორიენტაციის გათვალისწინებით, მეზობელ კუნძულ აგილკიაზე, ასე რომ ტურისტების ნაკადი ისიდას ტაძრისაკენ, რომელიც ეგვიპტური არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრად არის მიჩნეული, დღესაც არ წყდება.

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები