ელეფანტინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ელეფანტინა''' – (ეგვ. „აბუ“), პირველი ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. მდებარეობდა იმავე სახელწოდების კუნძულზე [[ნილოსი]]ს პირველი ჭორომის ჩრდილოეთ შესასლელთან, ეგვიპტის სამხრეთ საზღვარზე.  
+
'''ელეფანტინა''' – (ეგვ. „აბუ“), პირველი ზემოეგვიპტური [[ნომი]]ს დედაქალაქი. მდებარეობდა იმავე სახელწოდების კუნძულზე [[ნილოსი]]ს პირველი ჭორომის ჩრდილოეთ შესასლელთან, ეგვიპტის სამხრეთ საზღვარზე.  
  
ქალაქის გათხრები, რომლებიც გასული საუკუნის დასასრულს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს, თანდათან ავლენს ქალაქის 4000-წლიან ისტორიას, რომელიც ასე უწყვეტად ეგვიპტეში სხვაგან არსად არ შემონახულა. მომავალი ქალაქის ტერიტორიის დასახლება მეოთხე ათასწლეულის შუახანებში, კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილიდან დაიწყო. მდებარეობიდან გამომდინარე, თავიდანვე უნდა ყოფილიყო სავაჭრო პუნქტი სამხრეთთან, რაზეც მიუთითებს ქალაქის სახელი, რომელიც „სპილოს“ და „სპილოს ძვალს“ ნიშნავს. დაახლპებოტ ჩვ.წ.-მდე 3200 წლით თარიღდება სამ [[გრანიტი]]ს საყრდენს შორის [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]თ აგებული ტაძარი, მიძღვნილი ელეფანტინას უძველესი ქალღმერთის – სატეტისადმი. ეგვიპტის გაერთიანების შემდეგ [[ვაჭრობა]] სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადავიდა, რაზეც მოწმობს უკვე I დინასტიით დათარიღებული [[ფორტი]] კუნძულის აღმოსავლეთით, II დინასტიის დროს კი ქალაქს უკვე შემოვლებული ჰქონდა აგურის კედელი, რაც ნათლად ჩანს ქალაქის სახელის დაწერაშიც, რომელსაც თან „კედლის“ ნიშანი ახლავს. ქალაქს ფორტის სტატუსი XVIII დინასტიამდე მაინც გაჰყვა. ძველი სამეფოდან ქალაქი ძალიან მჭიდროდ დასახლებული ხდება და შეიმჩნევა მისი ზრდა დასავლეთისკენ. განირჩევა ადმინისტრაციული, ინდუსტრიული და საცხოვრებელი უბნები. [[პეპი I]]-ის დროს (VI დინასტია), სატეტის ტაძარში დაფიქსირებულია [[ხნუმი]]ს, როგორც „სტუმარი ღვთაების“ კულტი, რომელმაც თანდათან, ხნუმის საერთო ეგვიპტური პოპულარობის ზრდის ფონზე, ელეფანტინას მთავარი ღვთაების როლი მოიპოვა. 1906 წ. ფრანგმა არქეოლოგებმა ელეფანტინაზე ბერძნულ-რომაული პერიოდით დათარიღებული ხნუმის ცხოველის – ვერძის სასაფლაო აღმოაჩინეს. შუა სამეფოს დროს, როცა XII დინასტიის ფარაონებმა ნუბია ნილოსის მეორე ჭორომამდე დაიპყრეს, ელეფანტინამ დაკარგა თავისი, როგორც სასაზღვრო ქალაქის როლი და სამხრეთის სავაჭრო ცენტრად გადაიქცა. [[სენუსერტ I]]-მა სატეტის აგურის ტაძარი მდიდრული ქვის ნაგებობით შეცვალა და მიაშენა [[ეზო]], რომელიც მოსახლეობის მიერ ნილოსის დღესასწაულის საზეიმოდ იყო გამიზნული (ეგვიპტელთა წარმოდგენით, ნილოსი ელეფანტინადან მოედინებოდა). ამავე დროს ქალაქის ცენტრში საკუთარი ტაძარი აუგეს ხნუმს. ამ დროს აიგო მესამე სამლოცველოც, მიძღვნილი ჰეკა-იბისადმი, რომელიც VI დინასტიის დასასრულს ქალაქის ნომარქი იყო. ეტყობა ამ ბუნდოვან დროს, როცა ძველი სამეფოს ეგვიპტემ დაშლა დაიწყო და ქვეყანაში ქაოსმა დაისადგურა, ნომარქმა ისეთი თვისებები გამოიჩინა, რომ შთამომავლობა მას ეთაყვანებოდა, როგორც წმინდანს. სამლოცველო გათხარა ლ. ჰაბაშიმ 1946 წ. [[ეგვიპტის ახალი სამეფო|ახალი სამეფო]]ს დროს ქალაქის მოსახლეობა კიდევ უფრო იზრდება, რასაც ბუნებრივად თან სდევს ადმინისტრაციული და სატაძრო ტერიტორიების ზრდა, და შედეგად მოსახლეობა იწყებს დასახლებას კუნძულის პირდაპირ, ეგვიპტის მთავარ მიწაზე, და ამ დასახლებით (ეგვ. სიენა) დასაბამს აძლევს მომავალ ასუანს. თვითონ სახელი „სიენა“ (ეგვ. Sunu) იძლევა განმარტებას ამ არეალის ძირითადი საქმიანობისათვის („sun.t“ ეგვიპტურად „ვაჭრობას“ ნიშნავს).  
+
ქალაქის გათხრები, რომლებიც გასული საუკუნის დასასრულს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს, თანდათან ავლენს ქალაქის 4000-წლიან ისტორიას, რომელიც ასე უწყვეტად ეგვიპტეში სხვაგან არსად არ შემონახულა. მომავალი ქალაქის ტერიტორიის დასახლება მეოთხე ათასწლეულის შუახანებში, კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილიდან დაიწყო. მდებარეობიდან გამომდინარე, თავიდანვე უნდა ყოფილიყო სავაჭრო პუნქტი სამხრეთთან, რაზეც მიუთითებს ქალაქის სახელი, რომელიც „სპილოს“ და „სპილოს ძვალს“ ნიშნავს. დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 3200 წლით თარიღდება სამ [[გრანიტი]]ს საყრდენს შორის [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]თ აგებული ტაძარი, მიძღვნილი ელეფანტინას უძველესი ქალღმერთის – სატეტისადმი. ეგვიპტის გაერთიანების შემდეგ [[ვაჭრობა]] სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადავიდა, რაზეც მოწმობს უკვე I დინასტიით დათარიღებული [[ფორტი]] კუნძულის აღმოსავლეთით, II დინასტიის დროს კი ქალაქს უკვე შემოვლებული ჰქონდა აგურის კედელი, რაც ნათლად ჩანს ქალაქის სახელის დაწერაშიც, რომელსაც თან „კედლის“ ნიშანი ახლავს. ქალაქს ფორტის სტატუსი XVIII დინასტიამდე მაინც გაჰყვა. [[ეგვიპტის ძველი სამეფო|ძველი სამეფო]]დან ქალაქი ძალიან მჭიდროდ დასახლებული ხდება და შეიმჩნევა მისი ზრდა დასავლეთისკენ. განირჩევა ადმინისტრაციული, ინდუსტრიული და საცხოვრებელი უბნები. [[პეპი I]]-ის დროს (VI დინასტია), სატეტის ტაძარში დაფიქსირებულია [[ხნუმი]]ს, როგორც „სტუმარი ღვთაების“ [[კულტი]], რომელმაც თანდათან, ხნუმის საერთო ეგვიპტური პოპულარობის ზრდის ფონზე, ელეფანტინას მთავარი ღვთაების როლი მოიპოვა.  
 +
 
 +
1906 წ. ფრანგმა არქეოლოგებმა ელეფანტინაზე ბერძნულ-რომაული პერიოდით დათარიღებული ხნუმის ცხოველის – [[ვერძი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|ვერძი]]ს სასაფლაო აღმოაჩინეს. შუა სამეფოს დროს, როცა XII დინასტიის ფარაონებმა ნუბია ნილოსის მეორე ჭორომამდე დაიპყრეს, ელეფანტინამ დაკარგა თავისი, როგორც სასაზღვრო ქალაქის როლი და სამხრეთის სავაჭრო ცენტრად გადაიქცა. [[სენუსერტ I]]-მა სატეტის აგურის ტაძარი მდიდრული ქვის ნაგებობით შეცვალა და მიაშენა [[ეზო]], რომელიც მოსახლეობის მიერ ნილოსის დღესასწაულის საზეიმოდ იყო გამიზნული (ეგვიპტელთა წარმოდგენით, ნილოსი ელეფანტინადან მოედინებოდა). ამავე დროს ქალაქის ცენტრში საკუთარი ტაძარი აუგეს ხნუმს. ამ დროს აიგო მესამე სამლოცველოც, მიძღვნილი ჰეკა-იბისადმი, რომელიც VI დინასტიის დასასრულს ქალაქის ნომარქი იყო. ეტყობა ამ ბუნდოვან დროს, როცა ძველი სამეფოს ეგვიპტემ დაშლა დაიწყო და ქვეყანაში ქაოსმა დაისადგურა, ნომარქმა ისეთი თვისებები გამოიჩინა, რომ შთამომავლობა მას ეთაყვანებოდა, როგორც წმინდანს. სამლოცველო გათხარა ლ. ჰაბაშიმ 1946 წ. [[ეგვიპტის ახალი სამეფო|ახალი სამეფო]]ს დროს ქალაქის მოსახლეობა კიდევ უფრო იზრდება, რასაც ბუნებრივად თან სდევს ადმინისტრაციული და სატაძრო ტერიტორიების ზრდა, და შედეგად მოსახლეობა იწყებს დასახლებას კუნძულის პირდაპირ, ეგვიპტის მთავარ მიწაზე, და ამ დასახლებით (ეგვ. [[სიენა (ეგვიპტე)|სიენა]]) დასაბამს აძლევს მომავალ ასუანს. თვითონ სახელი „სიენა“ (ეგვ. Sunu) იძლევა განმარტებას ამ არეალის ძირითადი საქმიანობისათვის („sun.t“ ეგვიპტურად „ვაჭრობას“ ნიშნავს).  
  
 
ჩვ.წ-მდე VII საუკუნეში კუნძულზე ჩნდება [[ებრაელები|ებრაელთა]] კოლონია, რომლებიც [[იაჰვე|იახვესთან]] ერთად ხნუმსაც ეთაყვანებოდნენ. [[არამეული ენა|არამეულ ენაზე]] შედგენილ ელეფანტინაზე ნაპოვნ ოსტრაკონზე ავტორი „ხნუმის და იახვეს სახელით ლაპარაკობს“. ქალაქი აქტიურად ვითარდება ბერძნულ-რომაულ დროშიც (აქ ნაპოვნია თოტმეს III-ის და ხატშეპსუტის, ნექტანებოსის, ტრაიანის და სხვ ნაგებობების ნაშთები), მაგრამ გავერანებას იწყებს [[არაბები]]ს დაპყრობის შემდეგ, როცა სამხრეთთან სავაჭრო ურთიერთობა წყდება.
 
ჩვ.წ-მდე VII საუკუნეში კუნძულზე ჩნდება [[ებრაელები|ებრაელთა]] კოლონია, რომლებიც [[იაჰვე|იახვესთან]] ერთად ხნუმსაც ეთაყვანებოდნენ. [[არამეული ენა|არამეულ ენაზე]] შედგენილ ელეფანტინაზე ნაპოვნ ოსტრაკონზე ავტორი „ხნუმის და იახვეს სახელით ლაპარაკობს“. ქალაქი აქტიურად ვითარდება ბერძნულ-რომაულ დროშიც (აქ ნაპოვნია თოტმეს III-ის და ხატშეპსუტის, ნექტანებოსის, ტრაიანის და სხვ ნაგებობების ნაშთები), მაგრამ გავერანებას იწყებს [[არაბები]]ს დაპყრობის შემდეგ, როცა სამხრეთთან სავაჭრო ურთიერთობა წყდება.

მიმდინარე ცვლილება 01:16, 18 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ელეფანტინა – (ეგვ. „აბუ“), პირველი ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. მდებარეობდა იმავე სახელწოდების კუნძულზე ნილოსის პირველი ჭორომის ჩრდილოეთ შესასლელთან, ეგვიპტის სამხრეთ საზღვარზე.

ქალაქის გათხრები, რომლებიც გასული საუკუნის დასასრულს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს, თანდათან ავლენს ქალაქის 4000-წლიან ისტორიას, რომელიც ასე უწყვეტად ეგვიპტეში სხვაგან არსად არ შემონახულა. მომავალი ქალაქის ტერიტორიის დასახლება მეოთხე ათასწლეულის შუახანებში, კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილიდან დაიწყო. მდებარეობიდან გამომდინარე, თავიდანვე უნდა ყოფილიყო სავაჭრო პუნქტი სამხრეთთან, რაზეც მიუთითებს ქალაქის სახელი, რომელიც „სპილოს“ და „სპილოს ძვალს“ ნიშნავს. დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 3200 წლით თარიღდება სამ გრანიტის საყრდენს შორის აგურით აგებული ტაძარი, მიძღვნილი ელეფანტინას უძველესი ქალღმერთის – სატეტისადმი. ეგვიპტის გაერთიანების შემდეგ ვაჭრობა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადავიდა, რაზეც მოწმობს უკვე I დინასტიით დათარიღებული ფორტი კუნძულის აღმოსავლეთით, II დინასტიის დროს კი ქალაქს უკვე შემოვლებული ჰქონდა აგურის კედელი, რაც ნათლად ჩანს ქალაქის სახელის დაწერაშიც, რომელსაც თან „კედლის“ ნიშანი ახლავს. ქალაქს ფორტის სტატუსი XVIII დინასტიამდე მაინც გაჰყვა. ძველი სამეფოდან ქალაქი ძალიან მჭიდროდ დასახლებული ხდება და შეიმჩნევა მისი ზრდა დასავლეთისკენ. განირჩევა ადმინისტრაციული, ინდუსტრიული და საცხოვრებელი უბნები. პეპი I-ის დროს (VI დინასტია), სატეტის ტაძარში დაფიქსირებულია ხნუმის, როგორც „სტუმარი ღვთაების“ კულტი, რომელმაც თანდათან, ხნუმის საერთო ეგვიპტური პოპულარობის ზრდის ფონზე, ელეფანტინას მთავარი ღვთაების როლი მოიპოვა.

1906 წ. ფრანგმა არქეოლოგებმა ელეფანტინაზე ბერძნულ-რომაული პერიოდით დათარიღებული ხნუმის ცხოველის – ვერძის სასაფლაო აღმოაჩინეს. შუა სამეფოს დროს, როცა XII დინასტიის ფარაონებმა ნუბია ნილოსის მეორე ჭორომამდე დაიპყრეს, ელეფანტინამ დაკარგა თავისი, როგორც სასაზღვრო ქალაქის როლი და სამხრეთის სავაჭრო ცენტრად გადაიქცა. სენუსერტ I-მა სატეტის აგურის ტაძარი მდიდრული ქვის ნაგებობით შეცვალა და მიაშენა ეზო, რომელიც მოსახლეობის მიერ ნილოსის დღესასწაულის საზეიმოდ იყო გამიზნული (ეგვიპტელთა წარმოდგენით, ნილოსი ელეფანტინადან მოედინებოდა). ამავე დროს ქალაქის ცენტრში საკუთარი ტაძარი აუგეს ხნუმს. ამ დროს აიგო მესამე სამლოცველოც, მიძღვნილი ჰეკა-იბისადმი, რომელიც VI დინასტიის დასასრულს ქალაქის ნომარქი იყო. ეტყობა ამ ბუნდოვან დროს, როცა ძველი სამეფოს ეგვიპტემ დაშლა დაიწყო და ქვეყანაში ქაოსმა დაისადგურა, ნომარქმა ისეთი თვისებები გამოიჩინა, რომ შთამომავლობა მას ეთაყვანებოდა, როგორც წმინდანს. სამლოცველო გათხარა ლ. ჰაბაშიმ 1946 წ. ახალი სამეფოს დროს ქალაქის მოსახლეობა კიდევ უფრო იზრდება, რასაც ბუნებრივად თან სდევს ადმინისტრაციული და სატაძრო ტერიტორიების ზრდა, და შედეგად მოსახლეობა იწყებს დასახლებას კუნძულის პირდაპირ, ეგვიპტის მთავარ მიწაზე, და ამ დასახლებით (ეგვ. სიენა) დასაბამს აძლევს მომავალ ასუანს. თვითონ სახელი „სიენა“ (ეგვ. Sunu) იძლევა განმარტებას ამ არეალის ძირითადი საქმიანობისათვის („sun.t“ ეგვიპტურად „ვაჭრობას“ ნიშნავს).

ჩვ.წ-მდე VII საუკუნეში კუნძულზე ჩნდება ებრაელთა კოლონია, რომლებიც იახვესთან ერთად ხნუმსაც ეთაყვანებოდნენ. არამეულ ენაზე შედგენილ ელეფანტინაზე ნაპოვნ ოსტრაკონზე ავტორი „ხნუმის და იახვეს სახელით ლაპარაკობს“. ქალაქი აქტიურად ვითარდება ბერძნულ-რომაულ დროშიც (აქ ნაპოვნია თოტმეს III-ის და ხატშეპსუტის, ნექტანებოსის, ტრაიანის და სხვ ნაგებობების ნაშთები), მაგრამ გავერანებას იწყებს არაბების დაპყრობის შემდეგ, როცა სამხრეთთან სავაჭრო ურთიერთობა წყდება.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები