ეგვიპტური ტაძარი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ძველი | + | [[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] |
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | ||
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტის ტაძრები]] | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტის ტაძრები]] |
მიმდინარე ცვლილება 23:25, 23 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ტაძარი – ეგვიპტელთა წარმოდგენით, ღვთაების სახლი მიწაზე. ტაძრის ყველაზე გავრცელებული სახელი იყო „ღმერთის სახლი“ (hw.t ntr).
ეგვიპტელს სწამდა, რომ ღვთაება სახლობდა თავის გამოსახულებებში, რომლებიც ტაძარში იყო და ამდენად ისინი ღვთაების ნაწილი ხდებოდა, რადგან ეგვიპტური რელიგიური აზროვნების თანახმად, ღვთაების უხილავ, ფლუიდურ საწყისს გამოსახულების ურიცხვი ფორმა გააჩნდა და მათგან ერთ-ერთი მისი ქანდაკება იყო. ღვთაების ქანდაკებებს ძვირფასი ქვების და მეტალისაგან ამზადებდნენ, განსაკუთრებით ოქროსაგან, რადგან ეგვიპტელის წარმოდგენით ღვთაების განსხეულება ოქროში ხდებოდა. მთავარი ქანდაკება ტაძრის წმინდათა წმინდა ოთახში იყო მოთავსებული. ყოველ დილას მას განბანდნენ, საკმეველს აკმევდნენ და სამოსს უცვლიდნენ. ღვთაებას, რომელიც ქანდაკებაში სახლობდა, ქურუმები შესაწირს უბოძებდნენ. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ტაძარი ღვთაების სახლი გამხდარიყო, ის ღვთაების არსების თანმხვედრი უნდა ყოფილიყო.
უკვე ტაძრის საფუძვლის ჩაყრა სათანადო რიტუალის შესაბამისად ხდებოდა. მშენებლობის დამთავრების შემდეგ, სანამ ის თავის პატრონ ღვთაებას გადაეცემოდა, ნაგებობაში თვეების განმავლობაში ტარდებოდა რიტუალები. ქურუმები განწმენდდნენ ტაძრის ყველა კუთხე-კუნჭულს, ატარებდნენ პირის გახსნის რიტუალს. კულმინაციას წარმოადგენდა პატრონი ღვთაების მთავარი საკულტო გამოსახულების დაბრძანება წმინდათა წმინდა ოთახში (კაპელაში). რიტუალს ასრულებდა ნადიმი, რომელშიც ქურუმებთან ერთად მონაწილეობდა ყველა, ვინც ტაძარი ააგო და მოხატა.
უკვე ნაკურთხი ტაძარი წარმოიდგინებოდა, როგორც ქაოსური წყლებიდან ამოსული პირველქმნილი ბორცვის სიმბოლო, სამყაროს შექმნის სიმბოლური ადგილი. ამიტომ ტაძრის ფუნდამენტი გრუნტის წყლებამდე უნდა ჩასულიყო. ის იყო ასევე სიმბოლო ჰორიზონტის, სადაც ცა, მიწა და ქვესკნელი ერთმანეთს ხვდებოდა. რადგან ღვთაების ბუნებას კოსმიური განზომილება ჰქონდა, ტაძარიც სამყაროს თავისებური ასლი იყო. მისი კედლები მცენარეებით და ცხოველებით იყო მოხატული, ჭერი – ვარსკვლავებით.
რასაკვირველია, პირველი ეგვიპტური ტაძრები შორს იყო ასეთი გრანდიოზული დაგეგმარებისაგან. ღმერთის უძველესი სახლი, რომელიც ადრედინასტიური გამოსახულებებით არის ცნობილი და დამწერლობაში ტაძრის აღმნიშვნელ იეროგლიფად გამოიყენებოდა, წარმოადგენდა მოწნული ღობით შემოღობილ ეზოს, სადაც ერთდარბაზიანი, ასევე მოწნული სამლოცველო იდგა. ეს იყო წმინდათა წმინდა ადგილი, სადაც ღვთაების ქანდაკება იყო მოთავსებული. ზოგიერთ შემთხვევაში სამლოცველოს გადახურული შესასვლელი ჰქონდა მიშენებული. ეზოში შესასვლელი ჭიშკრის ორივე მხარეს „ღმერთის“ ნიშანი (შ) იდგა. თუ ღვთაებას ცოცხალი ცხოველის სახით ეთაყვანებოდნენ, ის შემოღობილ ეზოში ცხოვრობდა და სამლოცველო მისი ღამის გასათევი იყო.
ამ მოკრძალებული ნაგებობიდან, ეგვიპტური კულტურის განვითარებასთან ერთად, ეგვიპტურმა ტაძრებმა თანდათან გრანდიოზული სახე მიიღეს, და მათი აგება ეგვიპტური არქიტექტურის უმთავრესი ამოცანა გახდა, მაგრამ ეს სამი ელემენტი – წმინდათა წმინდა ოთახი, წინა დარბაზი და შემოღობილი ეზო ქვეყნის ისტორიის ბოლომდე ყველა ტაძრის ძირითად ბირთვს წარმოადგენდა. გამონაკლისს ქმნიდა მხოლოდ მზის ტაძრები, რომლებსაც ძველი სამეფოს დროს აგებდნენ და სადაც შემოღობილ ეზოში ღია ცის ქვეშ მდგომი ობელისკი იდგა. კაპელა ჩვეულებრივ მოგრძო ფორმის ოთხკუთხედი ოთახი იყო, რომლის ცენტრი ტაძრის ცენტრალურ ღერძს ემთხვეოდა. უფრო დიდ ტაძრებში მის ორივე მხარეს შეიძლება ყოფილიყო კიდევ ორი (ან მეტი) უფრო მცირე ზომის კაპელა „სტუმარი“ ღვთაებებისათვის. კაპელაში, ნაოსში, რომელიც უფრო ხშირად ხისაგან იყო დამზადებული და ძირითადად უძველესი კაპელის ასლს წარმოადგენდა, დაბრძანებული იყო ღვთაების ქანდაკება. აქვე ინახებოდა ყოველდღიური რიტუალებისათვის აუცილებელი ინვენტარი და ბარკა, რომლითაც ღვთაების გამოსახულებას გამოაბრძანებდნენ ხოლმე ტაძრიდან დღესასწაულების დროს.
კაპელაზე მიშენებული წინა დარბაზი თანდათან ორ ნაწილად გაიყო: მან მოიცვა სვეტებიანი დარბაზი (ჰიპოსტილი), რომელიც უშუალოდ კაპელას ესაზღვრებოდა და შემდეგი დარბაზი (პრონაოსი), საიდანაც უკვე ტაძრის ეზოში იყო გასასვლელი. პრონაოსი ჩვეულებრივ სვეტებით იყო გარშემორტყმული. ახალი სამეფოდან დიდ ტაძრებში ჰიპოსტილსა და კაპელას შორის შეიძლებოდა კიდევ ერთი ან ორი დარბაზი ყოფილიყო. დიდ ტაძრებს ასევე ორი, ერთმანეთისაგან პილონებით გამოყოფილი ეზო შეიძლებოდა ჰქონოდა. პილონები ჩნდება ახალი სამეფოდან ტაძრის ეზოში შესასვლელი ჭიშკრის ორივე მხარეს, სადაც უძველეს დროში ღმერთის ნიშნები იყო აღმართული. მათი კომპოზიცია წარმოადგენს ეგვიპტური დამწერლობის იეროგლიფის იმიტაციას, რომელიც „ჰორიზონტს“ ნიშნავს.
მლოცველებს მხოლოდ ტაძრის ეზოში ჰქონდათ შესვლის უფლება. უკვე პრონაოსიდან იწყებოდა ღვთაების საცხოვრისი, სადაც ჰაერიც კი სუფთა უნდა ყოფილიყო და ამიტომ სათანადოდ განწმენდილი ქურუმები, რომლებიც მუდმივად ზრუნავდნენ ტაძრის სისუფთავეზე, გამუდმებით საკმეველს აკმევდნენ. ღვთაების გამოსახულებაზე ლოცვა და მისთვის რაიმეს თხოვნა ეგვიპტელს შეეძლო დღესასწაულების დროს, როცა მას ქურუმები, ბარკაზე დაბრძანებულს, საზეიმო პროცესიისათვის ტაძრიდან გამოიყვანდნენ.
გარდა იმისა, რომ ტაძარი ღვთაების სახლი და სამყაროს ასლი იყო, ის უმნიშვნელოივანეს როლს თამაშობდა ქვეყნის ეკონომიკაში. აქ იღებდა გასამრჯელოს ქურუმების, მოხელეების, გადამწერების, მხატვრების, მოქანდაკეების, ხელოსნების, ყასბების, მცხობელების, მეღვინეების, მქსოველების, მესაქონლეების, მეფრინველეების და მეზღვაურების უზარმაზარი არმია. სატაძრო მიწებზე მუშაობა ცხოვრების ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა ბევრი ღარიბი ადამიანისათვის, რომელსაც საკუთარი მიწა არ გააჩნდა. შესაბამისად, თავისი უზარმაზარი მიწებით, საკუჭნაოებით, სახელოსნოებით და სატრანსპორტო გემებით, ტაძარი სახელმწიფო ეკონომიკური სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა. ტაძრის მართვა სახელმწიფოს მართვის პრინციპით ხორციელდებოდა და ეს მაღალი ქურუმების ჯგუფს ჰქონდა დაკისრებული. ამ ჯგუფში შედიოდნენ „ღმერთის სახლის გადამწერი“, „საკურთხევლის გადამწერი“, „ღმერთის ხაზინის უფროსი“, „ბეღლების ზედამხედველი“, „საიდუმლო ნივთების ზედამხედველი“, „რიტუალების ქურუმი“ და სხვ.