კავკასია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ჰავა.)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 39: ხაზი 39:
 
კავკასია, კერძოდ, კავკასიონი, თანამედროვე მთიანი გამყინვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, სადაც 2200-მდე მყინვარია, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს 1430 კმ<sup>2</sup>. მყინვარების 70% კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზეა, რაც გამოწვეულია ექსპოზიციით, ოროგრაფიული პირობებით და ქარბუქის მიერ სამხრეთ კალთიდან ჩრდილოეთ კალთაზე თოვლის გადახვეტით. ყველაზე დიდი მყინვარებიდან აღსანიშნავია სამხრეთ კალთაზე – ლეხზირი, ტვიბერი, წანერი და სხვ. ჩრდილოეთ კალთაზე – დიხსუ, ბეზენგი და სხვ. პატარა მყინვარებია მცირე კავკასიონზეც, არაგაცისა და ზანგეზურის მთებში.
 
კავკასია, კერძოდ, კავკასიონი, თანამედროვე მთიანი გამყინვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, სადაც 2200-მდე მყინვარია, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს 1430 კმ<sup>2</sup>. მყინვარების 70% კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზეა, რაც გამოწვეულია ექსპოზიციით, ოროგრაფიული პირობებით და ქარბუქის მიერ სამხრეთ კალთიდან ჩრდილოეთ კალთაზე თოვლის გადახვეტით. ყველაზე დიდი მყინვარებიდან აღსანიშნავია სამხრეთ კალთაზე – ლეხზირი, ტვიბერი, წანერი და სხვ. ჩრდილოეთ კალთაზე – დიხსუ, ბეზენგი და სხვ. პატარა მყინვარებია მცირე კავკასიონზეც, არაგაცისა და ზანგეზურის მთებში.
  
==== ნიადაგ-მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო. ====
+
==== ნიადაგ-მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო.====
 +
კავკასიის ორგანული ბუნება მდიდარი და მრავალფეროვანია, როგორც სახეობრივად, ისე ენდემებით და მესამეულის რელიქტებით, რაც განსაზღვრულია მისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობით, ჰავისა და რელიეფის მრავალფეროვნებითა და ბუნების პალეოგეოგრაფიული განვითარების პირობებით. ვაკეებზე და დაბალმთიან ზონაში ველური ბუნება ადამიანის სამეურნეო საქმიანობით ძლიერ არის სახეშეცვლილი.
 +
 
 +
კავკასიაში მცენარეთა 6000-ზე მეტი სახეობაა, რომელშიც შერწყმულია ევროპული, აზიური და აფრიკული ელემენტები. არიდულ ვაკეებზე და მთისწინეთებში (აღმოსავლეთ იმიერკავკასია, აღმოსავლეთი და სამხრეთი [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] მნიშვნელოვანი ნაწილი) ნახევარუდაბნოს და უდაბნოს მცენარეულობა და ნიადაგებია ([[აბზინდა]], წივანა, კაპუეტა და სხვა, ბუჩქებიდან – [[ძეძვი]]), იმიერკავკასიის დასავლეთ და შუა ნაწილში, ივრის ზეგანზე ბუნებრივად გავრცელებული იყო ველის (სტეპი) მცენარეულობა შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე, ხოლო [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანზე]] – მთის სტეპები. კავკასიონის და მცირე კავკასიონის ტერიტორიაზე ნათლად არის გამოხატული ნიადაგ-მცენარეული საფარის სიმაღლითი ზონალურობა, დაწყებული მთისწინეთის კოლხური ტყეებით და დამთავრებული ალპური მდელოებითა და ნივალური ზონით.
 +
 
 +
კავკასიის მცენარეულ საფარში განსაკუთრებული ადგილი უკავია კოლხეთის და ლენქორან-თალიშის რეგიონებს მესამეულის სითბოსმოყვარული ფლორის რელიქტებით კოლხეთში – მუხნარი (იმერული [[მუხა|მუხისაგან]]), ლაფნიან-მურყნარი, წაბლნარი და სხვა, ხშირი ლიანებით და მარადმწვანე ქვეტყით. რელიქტებიდან აღსანიშნავია აგრეთვე [[ძელქვა]], [[ბიჭვინთის ფიჭვი]], ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – [[ელდარის ფიჭვი]], [[ურთხმელი]] და სხვ. ლენქორანის დაბლობზე და მიმდებარე თალიშის დაბალმთიან ზონაში თალიშის, ანუ ჰირკანული რელიქტური ტყეები – ლენქორანული ხერკინა, წაბლფოთოლა მუხა, ჰირკანული ძელქვა და სხვა. ჭალის ტყეებში –– ჰირკანული [[მურყანი]], [[ლაფანი]] და სხვა. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის დაბლობებისა და მთისწინეთების სტეპების, ნახევარუდაბნოების და უდაბნოების ფონზე მკვეთრად გამოიყოფა ჭალის ტყეები (ჭალის და შებუსვილი მუხები, მურყანი, ლაფანი, საქსაღაჯი, [[თელა]] და სხვა) ხშირი ლიანებით (ეკალ- ღიჭი, ღვეტკეცი, [[კატაბარდა]]). ალაზნის ზემო დინებაზე, ბაწარას ხეობაში შემორჩენილი და დაცულია რელიქტებიდან ერთ-ერთი უნიკალური უთხოვარას (ურთხმელი) კორომი.
 +
 
 +
ცხოველთა სამყარო, ანალოგიურად მცენარეულობისა, მდიდარი და მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია იმავე ფაქტორებით, რაც მცენარეულობის შემთხვევაში.
 +
 
 +
კავკასია წარმოადგენს ევროპული, შუა და წინააზიური და აფრიკული სახეობებისაგან შექმნილ ფაუნისტურ კვანძს.
 +
 
 +
იმიერკავკასიის დასავლეთ და შუა ნაწილში ბინადრობენ იგივე ცხოველები, რაც ჩვეულებრივ დამახასიათებელია მომიჯნავე რუსეთის ვაკისათვის. თერგ-ყუმის დაბლობზე და ნაწილობრივ მტკვარ- არაქსის ვაკეზე გავრცელებულია არიდული-შუა აზიის ბინადრები.
 +
 
 +
კავკასიონი, მცირე კავკასიონი და ნაწილობრივ სომხეთ-ჯავახეთის მთიანეთი დასახლებულია საკუთრივ კავკასიური ფაუნით. კოლხეთის ფაუნაში შერწყმულია კავკასიური ტყის (გაღარიბებული), მცირეაზიური და ხმელთაშუაზღვიური ელემენტები.
 +
 
 +
რელიეფის და კლიმატური პირობების და მათთან დაკავშირებული ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნება თავისთავად განსაზღვრავს ბუნებრივ და ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების მრავალფეროვნებას, რაც კავკასიონზე და მცირე კავკასიონზე გამოხატულია სიმაღლითი ზონების სხვადასხვა ტიპის სპექტრებით, ხოლო ვაკეებზე (გარდა კოლხეთის და ლენქორანისა), არიდული ლანდშაფტების (სტეპები, ნახევარუდაბნოები, უდაბნოები) ფართო სპექტრით. კოლხეთისა და ლენქორანის დაბლობებზე და მიმდებარე გორაკბორცვიან მთისწინეთებში ნოტიო სუბტროპიკული ტყეებია გავრცელებული მარადმწვანე ქვეტყით, ყვითელმიწა, წითელმიწა და ტყის ყომრალ ნიადაგებზე.
 +
 
 +
ვაკეებსა და მთისწინეთებში აგრეთვე, დაბალმთიან ზონაში ველური ბუნება ძლიერ არის შეცვლილი. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია ბუნების დაცულ ტერიტორიებს, რომელთაგან აღსანიშნავია ლაგოდეხის, ბორჯომის, ბაბანეურის, ბაწარას, აჯამეთის, ვაშლოვანის, ბიჭვინთის, თებერდის და სხვა ნაკრძალები.
 +
 
 +
მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ეროვნული პარკების გაფართოებას.
 +
 
 +
==== ბუნებრივი რესურსები. ====
 +
კავკასიის ბუნებრივ-სარესურსო ფონდი მდიდარი და მრავალფეროვანია. სათბობ-ენერგეტიკული რესურსების დიდი მარაგია: ნავთობ-გაზი აზერბაიჯანში, ჩეჩნეთ-ინგუშეთში, დაღესტანში, კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებში და საქართველოში; ქვანახშირი – საქართველოში. მდიდარია [[ფერადი ლითონები]]თ ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი; [[რკინა|რკინის]] მადანი მოიპოვება აზერბაიჯანში, [[მანგანუმი]] საქართველოში და ა.შ.
 +
 
 +
კავკასია ძალიან მდიდარია სამშენებლო მასალებით ([[კირქვა]], [[გრანიტი]], [[ბაზალტი]], ფერადი [[ტუფი]], [[მარმარილო]], საკრამიტე, სააგურე და  ცეცხლგამძლე [[თიხა|თიხები]] და ა.შ.) რეგიონი მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით, მსოფლიოში ცნობილი მინერალური წყაროებით (კისლოვოდსკი, ესენტუკი, პიატიგორსკი, ჟელეზნოვოდსკი, ბორჯომი, წყალტუბო, საირმე და ა.შ.) და რეკრეაციული რესურსებით. იგი საერთაშორისო ტურიზმისა და ალპინიზმის ერთ-ერთი უდიდესი რაიონია. კავკასიის შავიზღვისპირეთი მსოფლიო მნიშვნელობის ჯანმრთელობის კერაა. კავკასია ასევე მდიდარია ნიადაგ-კლიმატური რესურსებით.
 +
 
 +
კავკასიის ბუნების ცალკეული ელემენტების მიმოხილვიდან ნათლად ჩანს ლანდშაფტის რეგიონული ნაირგვარობა მსხვილი ოროგრაფიული ერთეულების –– იმიერკავკასიის ვაკის, კავკასიონის, ამიერკავკასიის ბარის, მცირე კავკასიონის, თალიშის მთების და სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის მიხედვით, რომლებიც ფიზიკურ-გეოგრაფიული ოლქის რანგით გამოიყოფიან. თითოეული მათგანი მოიცავს დიდ ტერიტორიას და ავლენს ნათლად გამოხატულ შიდარეგიონულ ნაირგვარობას, რაც მათ ფარგლებში ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეოლქების და რაიონების გამოყოფის საფუძველს იძლევა.
 +
 
 +
 
 +
 
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==

მიმდინარე ცვლილება 16:04, 26 აპრილი 2026 მდგომარეობით

კავკასია – ძველების რწმენით, კავკასია ქვეყნიერების დასალიერი იყო, ხოლო მისი მწვერვალები ვარსკვლავებს ებჯინებოდა. მითოსის მიხედვით, კავკასიის კლდეს იყო მიჯაჭვული დიდი პრომეთე. ბერძნები კავკასიას ძვ.წ. VI საუკუნეში გაეცნენ მილეტელების მიერ კოლხიდაში დაარსებული კოლონიის, დიოსკურიას მეშვეობით. იმის გამო, რომ იონიელმა გეოგრაფოსებმა კავკასია დედამიწის უკიდურეს აღმოსავლეთად წარმოიდგინეს, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შემდეგ ეს სახელწოდება გადაიტანეს იმ მთებზე, რომლებიც მდებარეობდნენ ინდოეთის ჩრდილოეთით (ჰინდუკუში, პამირი, ჰიმალაი). მხოლოდ პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ (ძვ.წ. 65 წ.) გავრცელდა უფრო ზუსტი ინფორმაცია კავკასიაზე. ჯერ კიდევ ანტიკურმა სამყარომ იცოდა, რომ შესაძლო იყო კავკასიის გადავლა სწორედ იქ, სადაც ახლა საქართველოს სამხედრო გზა მიემართება.

კავკასიას ბუნების მრავალფეროვნებით და მისი თავისებურებებით ევროპაში ანალოგი არ მოეპოვება. ჩრდილოეთით იგი ვრცელდება ყუმა-მანიჩის ღრმულამდე, სამხრეთი საზღვარი პირობითია და გაუყვება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს თურქეთთან და ირანთან, დასავლეთი და აღმოსავლეთი საზღვარი საზღვაოა. აღნიშნულ საზღვრებში მის ფართობი დაახლოებით 440 ათას კმ2-ს შეადგენს. მისი ტერიტორიაზე მდებარეობენ ამიერკავკასიის ქვეყნები (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი მთლიანად), ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი შედის რუსეთის ფედერაციის ფარგლებში. ანალოგიურად ბუნებისა, კავკასიას ანალოგი არ ჰყავს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის სიჭრელითა და შრომის ჩვევების სპექტრით. კავკასიის ბუნებრივი ლანდშაფტის განსაკუთრებულ ნაირგვარობას და მის ძირითად ნიშნებს უპირველესად განსაზღვრავს მისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლებისა და აღმოსავლეთ ევროპა-წინა აზიის მიჯნაზე შავი, აზოვისა და კასპიის ზღვებს შორის, აგრეთვე ბუნების გეოლოგიური განვითარების ისტორია და მასთან დაკავშირებული ტექტონიკური აგებულება.

სარჩევი

[რედაქტირება] რელიეფი.

კავკასია გამოირჩევა უაღრესად რთული და მრავალფეროვანი რელიეფით, რაც განსაზღვრულია ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების ისტორიითა და მასთან დაკავშირებული ტექტონიკური აგებულებით, ძველი და თანამედროვე კლიმატური პირობებით.

ნათლად არის გამოხატული რელიეფის კავშირი ტექტონიკურ აგებულებასთან. რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილს –– იმიერკავკასიის ვაკეს (წინა კავკასია) საფუძვლად უდევს ახალგაზრდა ბაქანი, ხოლო ძირითადი ნაწილი შედის ალპურ-ჰიმალაურ ახალგაზრდა ნაოჭა მთათა სარტყელში, რამაც განსაზღვრა მისი მრავალფეროვანი ძლიერ დანაწევრებული მთიანი რელიეფი. კავკასია შედის ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყელში და იყოფა 4 ძირითად ტექტონიკურ ზონად: იმიერკავკასიის ახალგაზრდა ბაქანი, მეგანტიკლონორიუმი, რიონ-მტკვრის მთათაშუა როფი და მცირე კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი.

ჩრდილოეთ კალთაზე გასწვრივი ქედებიდან აღსანიშნავია გვერდითი ქედი (მასზე აღმართულია კავკასიონის და ევროპის უმაღლესი მწვერვალი იალბუზი 5642 მ), კლდოვანი ქედი, კიდენგანის, ტყიანი, ხევსურეთის, თუშეთის, ანუ პირიქითა და სხვა. სამხრეთ კალთაზე ბევრი გასწვრივი ქედი გამოიყოფა – გაგრის, ბზიფის, კოდორის, სვანეთის, ენგურის, ლეჩხუმის, რაჭის, დვალეთის, მთიულეთის, ფშავ-ხევსურეთის და სხვა. გარდიგარდმო ქედებიდან – ლიხის, ხარულის, ალევის, გუდამაყრის, ქართლის, კახეთისა და სხვა, კავკასიის ტერიტორიაზე გამოხატულია მთიანი და ვაკე რელიეფის ყველა ფორმა. ზედაპირის სიმაღლითი განვითარების დიაპაზონი შეადგენს 5870 მ (კასპიისპირა დაბლობი – 28 მ, მწვერვალი იალბუზი, 5642 მ). ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკავია მაღალ მთებსა და ზეგნებს.

მსხვილი ოროგრაფიული და მორფოსტრუქტურული ერთეულებიდან კავკასიაში გამოიყოფა რამდენიმე მეტნაკლებად განედური ზონა (ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ) იმიერკავკასიის ვაკე, კავკასიონი, ამიერკავკასიის ბარი, მცირე კავკასიონი, მის აღმოსავლეთ გაგრძელებაზე თალიშის მთები და სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი.

იმიერკავკასიის ვაკის ფარგლებში გამოიყოფა სამი განსხვავებული ნაწილი: დასავლეთი (ყუბან-აზოვისპირა დაბლობი), შუა (სტავროპოლის მაღლობი) და აღმოსავლეთი (თერგ-ყუმის დაბლობი).

კავკასიონი გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან (ტამანის ნახევარკუნძულიდან) სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ აფშერონის ნახევარკუნძულამდე, დაახლოებით1100 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე (დაახლოებით 180 კმ) აღინიშნება იალბუზის მერიდიანზე. სიგრძის მიმართულებით მას ყოფენ სამ ნაწილად: დასავლეთი (იალბუზამდე), ცენტრალური − ყველაზე მაღალმთიანი (იალბუზსა და მყინვარწვერს შორის) და აღმოსავლეთი (მყინვარწვერიდან აღმოსავლეთით) კავკასიონი. განივ პროფილში გამოიყოფა ღერძული ზონა (მთავარი წყალგამყოფი) და ჩრდილოეთი და სამხრეთი კალთები, რომლებიც დანაწევრებულია გვერდითი, გასწვრივი და გარდიგარდმო ქედებითა და მათი გამყოფი ხეობებით.

ამიერკავკასიის ბარი ვრცელდება შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. მისი სიგრძე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 160 კმ აღწევს, საქართველოში 90 კმ. მის ფარგლებში გამოიყოფა შემდეგი ნაწილები: კოლხეთის ბარი (დაბლობი მიმდებარე გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთით), იმერეთის მაღლობი, შიდა ქართლის ვაკე, ქვემო ქართლის ვაკე, იორ-აჯინოურის ზეგანი, ალაზან-აგრიჩაის ვაკე, მტკვარ-არაქსის ვაკე. მცირე კავკასიონი იყოფა მესხეთის (აჭარა-იმერეთის), თრიალეთის, ლოქყარაბაღისა და ჩრდილო სომხეთის მთათა სისტემებად. უმაღლესი მწვერვალია გიამიში (3724 მ) მუროვდაღის ქედზე. სამხრეთ კავკასიის, ანუ ჯავახეთ სომხეთის ვულკანურ მთიანეთს უკავია სომხეთის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო – აღმოსავლეთი ნაწილი, უმაღლესი მწვერვალი არაგაცი (4090 მ), რომლის რელიეფში შერწყმულია მაღალი ვულკანური ზეგნები (პლატოები), ქვაბულები და ქედები.

[რედაქტირება] ჰავა.

კავკასია გამოირჩევა ძლიერ ნაირგვაროვანი ჰავით, რაც უპირველესად რელიეფის ფაქტორის გავლენით აიხსნება. რეგიონის ჰავის საერთო ნიშნებს მისი ზომიერი და სუპტროპიკული კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობა განსაზღვრავს. მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი მდებარეობა, ერთი მხრიე, ატლანტის ოკეანის და ხმელთაშუა ზღვის ტენიანი ჰაერის, ხოლო მეორე მხრივ, წინა და შიდა აზიის კონტინენტური ჰაერის ზეგავლენის სფეროში.

კავკასიის მთავარი წყალგამყოფი მთავარი კლიმატ და ლანდშაფტგამყოფიცაა, ვინაიდან იგი თითქმის გადაულახავ ოროგრაფიულ ბარიერს ქმნის ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის შემოჭრის გზაზე, ხოლო სამხრეთიდან თბილი ჰაერის გავრცელებას აბრკოლებს ჩრდილოეთისაკენ. ამის შედეგად თერმული პირობები ამიერკავკასიაში სუბტროპიკულია, ხოლო იმიერკავკასიაში ჰავა ზომიერია. მნიშვნელოვანი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია გაუყინავი შავი ზღვა, რომელიც დასავლეთ ამიერკავკასიის ტენის (და გარკვეულწილად სითბოს) მთავარი წყაროა. კავკასიაში გამოხატულია ზომიერი და სუბტროპიკული კლიმატური სარტყლების თითქმის ყველა ტიპის ჰავა, გარდა ტაიგისა.

იანვრის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთ კავკასიაში მინუს 2- 5° ფარგლებშია, დასავლეთ ამიერკავკასიაში (კოლხეთის დაბლობი) პლუს 6°, აღმოსავლეთში პლუს 1-2° . ზაფხულში თერმული კონტრასტები უფრო საგრძნობია დასავლეთს (პლუს 23-24° ) და აღმოსავლეთს (პლუს 25-29° ) შორის, ვიდრე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.

ატმოსფერული ნალექები ძლიერ უთანაბროდ არის განაწილებული. ყველაზე უფრო ნალექიანია დასავლეთი და ცენტრალური კავკასიონის და მესხეთის მთების დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთი ქარპირა კალთები (1500-4000 მმ), მაქსიმუმი (4519 მმ) მთელი კავკასიისათვის აღინიშნება აჭარის მთებში, მთა მტირალაზე, მინიმუმი (200 მმ), მტკვარ-არაქსის დაბლობზე. დასავლეთ იმიერკავკასიაში ჰავა ზომიერად კონტინენტურია (სტეპური), აღმოსავლეთში (თერგ-ყუმის დაბლობი), მშრალი კონტინენტური (ნახევრუდაბნოს), კოლხეთსა და ლენქორანის დაბლობზე − ნოტიო სუბტროპიკული (წლიურად 1200- 1800 მმ), მტკვარ-არაქსის დაბლობზე და სამხრეთ კავკასიის ვულკანურ ზეგანზე − მშრალი სუბტროპიკული (200-400 მმ). შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროზე (ნოვოროსიისკ-გელენჯიკის მონაკვეთი) გამოხატულია ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჰავა.

კავკასიონისა და მცირე კავკასიონის კალთებზე ნათლად არის გამოხატული ჰავის სიმაღლებრივი სარტყლურობა − 2000 მ სიმაღლეზე იანვრის საშუალო ტემპერატურა შეადგენს მინუს 8°, აგვისტოსი პლუს 13° სიმაღლით ჰავა უფრო და უფრო მკაცრი ხდება და ნივალურ სარტყელში ზაფხული სუსტად არის გამოხატული.

სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში ჰავა უფრო კონტინენტურია. აქ 2000 მ სიმაღლეზე იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 12, ხოლო ივლისის პლუს 18° შეადგენს. ნალექების რაოდენობა 450- 700 მმ ფარგლებში იცვლება. 2200-2300 მ ზემოთ მაღალმთიანი ნოტიო ჰავაა, ხანმოკლე გრილი ზაფხულით და ხანგრძლივი ყინვიანი ზამთრით.

[რედაქტირება] შიდა წყლები.

ნალექების ძლიერი უთანაბრო განაწილება და რელიეფის ფორმათა ნაირგვარობა განსაზღვრავს ზედაპირული ჩამონადენის ჩამოყალიბების პირობების ძლიერ კონტრასტებს და მდინარეთა ჰიდროლოგიური რეჟიმის სხვადასხვა ტიპების ფორმირებას. კავკასიის მდინარეები განეკუთვნება ატლანტის ოკეანის (შავი და აზოვის ზღვები) და გაუდინარ (კასპიის ზღვის) აუზებს. შავი ზღვის ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეებია რიონი, ენგური, კოდორი, ბზიფი, აჭარისწყალი და სხვა. აზოვის ზღვის –ყუბანი, კასპიის ზღვის – მტკვარი, არაქსით, სულაკი, თერგი, ყუმი. მდინარეები უმეტესად მთის ტიპისაა და ხასიათდებიან შერეული საზრდოობით. მდინარეებს, რომლებიც მყინვარებიდან იღებენ სათავეებს, ახასიათებთ ხანგრძლივი (გაზაფხულ-ზაფხულის) წყალდიდობა. მთის მდინარეებს, რომელთაც მყინვარული საზრდოობა არ გააჩნიათ, ახასიათებთ გაზაფხულის წყალდიდობა, რასთანაც შერწყმულია წყალმოვარდნითი რეჟიმი. მდინარეები, რომელთა სათავეები იმიერკავკასიის სტეპებშია, ახასიათებთ გაზაფხულის წყალდიდობა, ზამთარში იყინებიან. თერგ-ყუმის ნახევარუდაბნო ვაკეს კვეთენ ტრანზიტული მდინარეები, რომელთაგან კასპიის ზღვამდე აღწევენ მხოლოდ თერგი და სულაკი.

კავკასიაში სხვადასხვა წარმოშობის (მყინვარული, ვულკანური, ტექტონიკური კარსტული, ლაგუნური, მეწყრული და სხვა) მრავალრიცხოვანი ტბაა. ბევრი მათგანი თვალწარმტაცია. ყველაზე დიდია სევანი. თვალწარმტაცი ტბების სიმრავლით გამოირჩევა საქართველო (რიწა, ფარავანი, ტაბაწყური, ბაზალეთი და სხვა). შიდა წყლების მნიშვნელოვანი ელემენტია მიწისქვეშა წყლები. კავკასია მსოფლიო მასშტაბით გამოირჩევა მრვალრიცხოვანი მინერალური წყაროებით, რომელთაგან ბევრი სამკურნალოა (ბორჯომი, საირმე, წყალტუბო, თბილისის გოგირდის წყლები, ესენტუკი, კისლოვოდსკი, ჟელეზნოვოდსკი და სხვა).

კავკასია, კერძოდ, კავკასიონი, თანამედროვე მთიანი გამყინვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, სადაც 2200-მდე მყინვარია, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს 1430 კმ2. მყინვარების 70% კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზეა, რაც გამოწვეულია ექსპოზიციით, ოროგრაფიული პირობებით და ქარბუქის მიერ სამხრეთ კალთიდან ჩრდილოეთ კალთაზე თოვლის გადახვეტით. ყველაზე დიდი მყინვარებიდან აღსანიშნავია სამხრეთ კალთაზე – ლეხზირი, ტვიბერი, წანერი და სხვ. ჩრდილოეთ კალთაზე – დიხსუ, ბეზენგი და სხვ. პატარა მყინვარებია მცირე კავკასიონზეც, არაგაცისა და ზანგეზურის მთებში.

[რედაქტირება] ნიადაგ-მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო.

კავკასიის ორგანული ბუნება მდიდარი და მრავალფეროვანია, როგორც სახეობრივად, ისე ენდემებით და მესამეულის რელიქტებით, რაც განსაზღვრულია მისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობით, ჰავისა და რელიეფის მრავალფეროვნებითა და ბუნების პალეოგეოგრაფიული განვითარების პირობებით. ვაკეებზე და დაბალმთიან ზონაში ველური ბუნება ადამიანის სამეურნეო საქმიანობით ძლიერ არის სახეშეცვლილი.

კავკასიაში მცენარეთა 6000-ზე მეტი სახეობაა, რომელშიც შერწყმულია ევროპული, აზიური და აფრიკული ელემენტები. არიდულ ვაკეებზე და მთისწინეთებში (აღმოსავლეთ იმიერკავკასია, აღმოსავლეთი და სამხრეთი ამიერკავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი) ნახევარუდაბნოს და უდაბნოს მცენარეულობა და ნიადაგებია (აბზინდა, წივანა, კაპუეტა და სხვა, ბუჩქებიდან – ძეძვი), იმიერკავკასიის დასავლეთ და შუა ნაწილში, ივრის ზეგანზე ბუნებრივად გავრცელებული იყო ველის (სტეპი) მცენარეულობა შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე, ხოლო ჯავახეთის ზეგანზე – მთის სტეპები. კავკასიონის და მცირე კავკასიონის ტერიტორიაზე ნათლად არის გამოხატული ნიადაგ-მცენარეული საფარის სიმაღლითი ზონალურობა, დაწყებული მთისწინეთის კოლხური ტყეებით და დამთავრებული ალპური მდელოებითა და ნივალური ზონით.

კავკასიის მცენარეულ საფარში განსაკუთრებული ადგილი უკავია კოლხეთის და ლენქორან-თალიშის რეგიონებს მესამეულის სითბოსმოყვარული ფლორის რელიქტებით კოლხეთში – მუხნარი (იმერული მუხისაგან), ლაფნიან-მურყნარი, წაბლნარი და სხვა, ხშირი ლიანებით და მარადმწვანე ქვეტყით. რელიქტებიდან აღსანიშნავია აგრეთვე ძელქვა, ბიჭვინთის ფიჭვი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – ელდარის ფიჭვი, ურთხმელი და სხვ. ლენქორანის დაბლობზე და მიმდებარე თალიშის დაბალმთიან ზონაში თალიშის, ანუ ჰირკანული რელიქტური ტყეები – ლენქორანული ხერკინა, წაბლფოთოლა მუხა, ჰირკანული ძელქვა და სხვა. ჭალის ტყეებში –– ჰირკანული მურყანი, ლაფანი და სხვა. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის დაბლობებისა და მთისწინეთების სტეპების, ნახევარუდაბნოების და უდაბნოების ფონზე მკვეთრად გამოიყოფა ჭალის ტყეები (ჭალის და შებუსვილი მუხები, მურყანი, ლაფანი, საქსაღაჯი, თელა და სხვა) ხშირი ლიანებით (ეკალ- ღიჭი, ღვეტკეცი, კატაბარდა). ალაზნის ზემო დინებაზე, ბაწარას ხეობაში შემორჩენილი და დაცულია რელიქტებიდან ერთ-ერთი უნიკალური უთხოვარას (ურთხმელი) კორომი.

ცხოველთა სამყარო, ანალოგიურად მცენარეულობისა, მდიდარი და მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია იმავე ფაქტორებით, რაც მცენარეულობის შემთხვევაში.

კავკასია წარმოადგენს ევროპული, შუა და წინააზიური და აფრიკული სახეობებისაგან შექმნილ ფაუნისტურ კვანძს.

იმიერკავკასიის დასავლეთ და შუა ნაწილში ბინადრობენ იგივე ცხოველები, რაც ჩვეულებრივ დამახასიათებელია მომიჯნავე რუსეთის ვაკისათვის. თერგ-ყუმის დაბლობზე და ნაწილობრივ მტკვარ- არაქსის ვაკეზე გავრცელებულია არიდული-შუა აზიის ბინადრები.

კავკასიონი, მცირე კავკასიონი და ნაწილობრივ სომხეთ-ჯავახეთის მთიანეთი დასახლებულია საკუთრივ კავკასიური ფაუნით. კოლხეთის ფაუნაში შერწყმულია კავკასიური ტყის (გაღარიბებული), მცირეაზიური და ხმელთაშუაზღვიური ელემენტები.

რელიეფის და კლიმატური პირობების და მათთან დაკავშირებული ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნება თავისთავად განსაზღვრავს ბუნებრივ და ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების მრავალფეროვნებას, რაც კავკასიონზე და მცირე კავკასიონზე გამოხატულია სიმაღლითი ზონების სხვადასხვა ტიპის სპექტრებით, ხოლო ვაკეებზე (გარდა კოლხეთის და ლენქორანისა), არიდული ლანდშაფტების (სტეპები, ნახევარუდაბნოები, უდაბნოები) ფართო სპექტრით. კოლხეთისა და ლენქორანის დაბლობებზე და მიმდებარე გორაკბორცვიან მთისწინეთებში ნოტიო სუბტროპიკული ტყეებია გავრცელებული მარადმწვანე ქვეტყით, ყვითელმიწა, წითელმიწა და ტყის ყომრალ ნიადაგებზე.

ვაკეებსა და მთისწინეთებში აგრეთვე, დაბალმთიან ზონაში ველური ბუნება ძლიერ არის შეცვლილი. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია ბუნების დაცულ ტერიტორიებს, რომელთაგან აღსანიშნავია ლაგოდეხის, ბორჯომის, ბაბანეურის, ბაწარას, აჯამეთის, ვაშლოვანის, ბიჭვინთის, თებერდის და სხვა ნაკრძალები.

მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ეროვნული პარკების გაფართოებას.

[რედაქტირება] ბუნებრივი რესურსები.

კავკასიის ბუნებრივ-სარესურსო ფონდი მდიდარი და მრავალფეროვანია. სათბობ-ენერგეტიკული რესურსების დიდი მარაგია: ნავთობ-გაზი აზერბაიჯანში, ჩეჩნეთ-ინგუშეთში, დაღესტანში, კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებში და საქართველოში; ქვანახშირი – საქართველოში. მდიდარია ფერადი ლითონებით ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი; რკინის მადანი მოიპოვება აზერბაიჯანში, მანგანუმი საქართველოში და ა.შ.

კავკასია ძალიან მდიდარია სამშენებლო მასალებით (კირქვა, გრანიტი, ბაზალტი, ფერადი ტუფი, მარმარილო, საკრამიტე, სააგურე და ცეცხლგამძლე თიხები და ა.შ.) რეგიონი მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით, მსოფლიოში ცნობილი მინერალური წყაროებით (კისლოვოდსკი, ესენტუკი, პიატიგორსკი, ჟელეზნოვოდსკი, ბორჯომი, წყალტუბო, საირმე და ა.შ.) და რეკრეაციული რესურსებით. იგი საერთაშორისო ტურიზმისა და ალპინიზმის ერთ-ერთი უდიდესი რაიონია. კავკასიის შავიზღვისპირეთი მსოფლიო მნიშვნელობის ჯანმრთელობის კერაა. კავკასია ასევე მდიდარია ნიადაგ-კლიმატური რესურსებით.

კავკასიის ბუნების ცალკეული ელემენტების მიმოხილვიდან ნათლად ჩანს ლანდშაფტის რეგიონული ნაირგვარობა მსხვილი ოროგრაფიული ერთეულების –– იმიერკავკასიის ვაკის, კავკასიონის, ამიერკავკასიის ბარის, მცირე კავკასიონის, თალიშის მთების და სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის მიხედვით, რომლებიც ფიზიკურ-გეოგრაფიული ოლქის რანგით გამოიყოფიან. თითოეული მათგანი მოიცავს დიდ ტერიტორიას და ავლენს ნათლად გამოხატულ შიდარეგიონულ ნაირგვარობას, რაც მათ ფარგლებში ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეოლქების და რაიონების გამოყოფის საფუძველს იძლევა.



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები