კოპტოსი
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''კოპტოსი''' – (თანამედრ. კიფტი), მეხუთე ზემოეგვიპტური | + | '''კოპტოსი''' – (თანამედრ. კიფტი), მეხუთე ზემოეგვიპტური [[ნომი]]ს დედაქალაქი. უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ცენტრი [[ეგვიპტის ძველი სამეფო|ძველი სამეფო]]ს დროიდან, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა [[ნილოსი]]ს მარჯვენა ნაპირზე. აქ იწყებოდა ორი უმნიშვნელოვანესი საქარავნო გზა აღმოსავლეთ უდაბნოს სამტეხლოებისაკენ და წითელი ზღვისკენ, საიდანაც ექსპედიციები მიემგზავრებოდნენ [[პუნტი|პუნტში]] და [[აფრიკა|აფრიკის]] სიღრმეში ეგზოტიკური საქონლის ჩამოსატანად. ქალაქის მთავარი ღვთაებები იყვნენ ნაყოფიერების ღმერთი [[მინი (ეგვიპტური ღვთაება)|მინი]] და [[ისიდა]], რომელიც აქ მის დედად იყო მიჩნეული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოხდა [[მინი (ეგვიპტური ღვთაება)|მინის]] შერწყმა [[ხორი|ხორთან]] ხორ-მინის ან მინ-ხორის სახით. მინის ტაძრის გათხრებისას აღმოჩენილია უმნიშვნელოივანესი სატაძრო დეკრეტები, რომლებიც ქრონოლოგიურად მოიცავს პერიოდს [[პეპი I]]-ის მეფობიდან დაახლ. VIII დინასტიის დასასრულამდე. ეს დეკრეტები (ე.წ. Koptos A-T) წარმოადგენს დღემდე მოძიებული ამ ტიპის დოკუმენტების ყველაზე ვრცელ ნაკრებს და უმნიშვნელოვანესი წყაროა გვიანი ძველი სამეფოს ისტორიის შესასწავლად. ქალაქში შემორჩენილია პტოლემაიოსების პერიოდის მინის ტაძრის ნანგრევები, აგებული უფრო ძველი ტაძრის ფუნდამენტზე ნაპოვნია [[ამონემხატ I]]-ის, [[სენუსერტ I]]-ის, [[თოტმეს III]]-ის და სხვ წარწერები). ქალაქში ნაპოვნია ასევე [[კლეოპატრა VII]]-ის და მისი შვილის, პტოლემაიოს XV ცეზარიონის სამლოცველო და სხვა ნანგრევები. |
მიმდინარე ცვლილება 03:05, 18 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
კოპტოსი – (თანამედრ. კიფტი), მეხუთე ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ცენტრი ძველი სამეფოს დროიდან, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ნილოსის მარჯვენა ნაპირზე. აქ იწყებოდა ორი უმნიშვნელოვანესი საქარავნო გზა აღმოსავლეთ უდაბნოს სამტეხლოებისაკენ და წითელი ზღვისკენ, საიდანაც ექსპედიციები მიემგზავრებოდნენ პუნტში და აფრიკის სიღრმეში ეგზოტიკური საქონლის ჩამოსატანად. ქალაქის მთავარი ღვთაებები იყვნენ ნაყოფიერების ღმერთი მინი და ისიდა, რომელიც აქ მის დედად იყო მიჩნეული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოხდა მინის შერწყმა ხორთან ხორ-მინის ან მინ-ხორის სახით. მინის ტაძრის გათხრებისას აღმოჩენილია უმნიშვნელოივანესი სატაძრო დეკრეტები, რომლებიც ქრონოლოგიურად მოიცავს პერიოდს პეპი I-ის მეფობიდან დაახლ. VIII დინასტიის დასასრულამდე. ეს დეკრეტები (ე.წ. Koptos A-T) წარმოადგენს დღემდე მოძიებული ამ ტიპის დოკუმენტების ყველაზე ვრცელ ნაკრებს და უმნიშვნელოვანესი წყაროა გვიანი ძველი სამეფოს ისტორიის შესასწავლად. ქალაქში შემორჩენილია პტოლემაიოსების პერიოდის მინის ტაძრის ნანგრევები, აგებული უფრო ძველი ტაძრის ფუნდამენტზე ნაპოვნია ამონემხატ I-ის, სენუსერტ I-ის, თოტმეს III-ის და სხვ წარწერები). ქალაქში ნაპოვნია ასევე კლეოპატრა VII-ის და მისი შვილის, პტოლემაიოს XV ცეზარიონის სამლოცველო და სხვა ნანგრევები.