პლასტმასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პლასტმასი''' – პლასტიკი, პლასტიკური მასალა, რომლის საფუძველ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Plastmasi.JPG|thumb|პლასტმასი იწარმოება ფხვნილის ან გრანულების სახით]]
 
'''პლასტმასი''' – პლასტიკი, პლასტიკური მასალა, რომლის საფუძველს შეადგენს ხელოვნური ან ბუნებრივი მაღალმოლეკულური სინთეზური პოლიმერი, რომელიც მაღალი ტემპერატურისა და წნევის გავლენით იღებს ნებისმიერ ფორმას და გაცივების შემდეგ ინარჩუნებს მას ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. იწარმოება ფხვნილის ან გრანულების სახით.  
 
პლასტმასი კომპოზიტური მასალაა და მისი შემადგენელი კომპონენტებია: შემკვრელი, შემავსებელი, მაარმირებელი, [[პლასტიფიკატორი]], გამამაგრებელი, სტაბილიზატორი, შემაფერადებელი, კატალიზატორი, ფორმაწარმომქმნელი, ანტისტატიკი და სხვ. პოლიმერული ორგანული, ადვილად ფორმირებადი, მასალების დიდი ჯგუფი საშუალებას იძლევა მივიღოთ მსუბუქი, მტკიცე, ხისტი, კოროზიამედეგი, ცვეთამედეგი ნაკეთობები. ეს მასალები ძირითადად შედგება [[ნახშირბადი]]ს (C), წყალბადის (H), ჟანგბადის (O) და [[აზოტი]]ს (N) ატომებისაგან. ბუნებრივ ნედლეულს წარმოადგენს ცელულოზა, კაუჩუკი და [[კანიფოლი]].  
 
[[ფაილი:Plastmasi 2.JPG|thumb|მარცხნივ|პლასტმასი საშუალებას იძლევა მივიღოთ მსუბუქი, მტკიცე, ხისტი, კოროზიამედეგი, ცვეთამედეგი ნაკეთობები]]
 
პლასტმასის შემადგენლობის და ტემპერატურის გავლენის მიხედვით განირჩევა ორი ჯგუფი: თერმოპლასტიკური და თერმორეაქტიული. თერმოპლასტიკური პლასტმასი გახურებისას რბილდება, ხოლო გაცივებისას გადადის მყარ მდგომარეობაში. თერმორეაქტიული იღებს პლასტიკურობას მხოლოდ დამზადების პროცესში და გაცივებისას მყარდება, ხოლო ხელმეორედ გახურებისას აღარ გადადის პლასტიკურ მდგომარეობაში.
 
17:01, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია

პლასტმასი იწარმოება ფხვნილის ან გრანულების სახით

პლასტმასი – პლასტიკი, პლასტიკური მასალა, რომლის საფუძველს შეადგენს ხელოვნური ან ბუნებრივი მაღალმოლეკულური სინთეზური პოლიმერი, რომელიც მაღალი ტემპერატურისა და წნევის გავლენით იღებს ნებისმიერ ფორმას და გაცივების შემდეგ ინარჩუნებს მას ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. იწარმოება ფხვნილის ან გრანულების სახით.

პლასტმასი კომპოზიტური მასალაა და მისი შემადგენელი კომპონენტებია: შემკვრელი, შემავსებელი, მაარმირებელი, პლასტიფიკატორი, გამამაგრებელი, სტაბილიზატორი, შემაფერადებელი, კატალიზატორი, ფორმაწარმომქმნელი, ანტისტატიკი და სხვ. პოლიმერული ორგანული, ადვილად ფორმირებადი, მასალების დიდი ჯგუფი საშუალებას იძლევა მივიღოთ მსუბუქი, მტკიცე, ხისტი, კოროზიამედეგი, ცვეთამედეგი ნაკეთობები. ეს მასალები ძირითადად შედგება ნახშირბადის (C), წყალბადის (H), ჟანგბადის (O) და აზოტის (N) ატომებისაგან. ბუნებრივ ნედლეულს წარმოადგენს ცელულოზა, კაუჩუკი და კანიფოლი.

პლასტმასი საშუალებას იძლევა მივიღოთ მსუბუქი, მტკიცე, ხისტი, კოროზიამედეგი, ცვეთამედეგი ნაკეთობები

პლასტმასის შემადგენლობის და ტემპერატურის გავლენის მიხედვით განირჩევა ორი ჯგუფი: თერმოპლასტიკური და თერმორეაქტიული. თერმოპლასტიკური პლასტმასი გახურებისას რბილდება, ხოლო გაცივებისას გადადის მყარ მდგომარეობაში. თერმორეაქტიული იღებს პლასტიკურობას მხოლოდ დამზადების პროცესში და გაცივებისას მყარდება, ხოლო ხელმეორედ გახურებისას აღარ გადადის პლასტიკურ მდგომარეობაში.

მშენებლობასა და მრეწველობაში გამოყენებული პლასტმასის სახეობებია: მინაპლასტიკი (გადახურვები, სამფენოვანი პანელები, საკედლე ბლოკები, კიბის სახელურები, ლავგარდნის საჩეხი, წყალშემკრები მილები, ღარები, შველერი, კუთხედი, ფასადების შემოსვა, რკინაბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების დამცავი ფენა, ქიმიურად აგრესიული გარემო, თავისუფალი ფორმის გარსები და სხვ.); მინატექსტოლიტი (დინამიკურ დატვირთვებზე მომუშავე კონსტრუქციები); პოლიმეთილმეტაკრილატი ანუ ორგანული მინა (გადახურვები, საკედლე პანელები, მზის აბაზანების მისაღები სათავსები სანატორიუმებში, თაღები, კამარები, გარსები, შუქფარნები, გასანათებელი ხელსაწყოები, ლინზები, შუქფილტრები, სათვალეები, მანათობელი პანელები, ტაბლო და სხვ.); ვინიპლასტი (თვითმზიდი პანელები, წყალშემკრები მილები და ღარები, სანტექნიკა, იატაკი, კიბის საფეხურების ზედაფენები, კიბის მოაჯირის გარსაცმები, ანტიკოროზიული მასალა, საფანჯრე ბლოკები მოქნილი შემამჭიდროებელი თამასებითურთ და სხვ.); აფუებადი ზემსუბუქი თბოსაიზოლაციო მასალები (ქაფპლასტი, ფოროპლასტი, ფიჭაპლასტი); მერქანფენოვანი პლასტიკები; მერქანბოჭკოვანი ფილები; მერქანბურბუშელოვანი ფილები (შიგა კედლების მოპირკეთება, სახურავის ბურულისქვეშა ფენილი, პარკეტისქვეშა იატაკი, ავეჯის წარმოება, ვაგონთმშენებლობა და სხვ.); პოლიპროპილენი, პოლიეთილენი, პოლივინილქლორიდი (პროფილები, მილები); კაუჩუკი (რეზინი, ავტომობილის საბურავები, იზოლაცია, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტროიზოლაცია, სამედიცინო ხელსაწყოები); ცელოფანი (ერთ-ერთი ძირითადი შესაფუთი მასალა); ეთილენვინილაცეტატი (ფირები, ფილები, საკაბელო გარსაცმი, მილები, ფეხსაცმლის ლანჩები, სათამაშოები, წებო და სხვ.); პოლიამიდი (მაღალი წნევის მილები); პოლიკარბონატი (ჩამრთველ-გამომრთველები, ლაქები, გამჭვირვალე და დარტყმამედეგი ვიტრინები, კომპაქტ-დისკები და სხვ.); თეფლონი ანუ ფთოროპლასტი (გადახურვები, შემამჭიდროებლები, საიზოლაციო ფოლგა, მოქნილი მილები და სხვ.); არამიდი ანუ კევლარი, რომლის სიმტკიცე უახლოვდება ფოლადის სიმტკიცეს (დიდმალიანი გადახურვები, დაკიდებული სისტემები, გარსები). პლასტმასის მთავარი უპირატესობა ლითონთან შედარებით ისაა, რომ მისი თვისებები ადვილად რეგულირდება, ამიტომ ის მარტივად შეიძლება მოვარგოთ პრაქტიკის ნებისმიერ მოთხოვნებს. პლასტმასი კოროზია-, ტუტე- და მჟავამედეგია, შეიძლება მივცეთ ნებისმიერი ფორმა, ადვილად იღებება და საუკეთესო ელექტრო- და თბოსაიზოლაციო თვისებებით ხასიათდება.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები